24 იანვარს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში ლეონიდ დუნაის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეების სრული ტრიუმფით დასრულდა.გია კვინიკაძის, ლაშა ქეთიშვილისა და შალვა მუზიაშვილის ხელმძღვანელობით ჭაბუკთა ნაკრებმა ბოლო დღეს გამართულ გუნდურ შეჯიბრებაში სადაც მონაწილეობას 18 გუნდი იღებდა, ფინალში მასპინძელი უკრაინის ნაკრები 6-4 დაამარცხა და როგორც გუნდურ ისე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში აბსოლუტური შედეგით დაასრულა ასპარეზობა.
წინა დღეს გამართულ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ჩვენმა ნაკრებმა 11 მედალი 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონები ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ), დავით ფაცინაშვილი (65 კგ), ანზორ გოლუბიანი (71 კგ), დავით კოღუაშვილი (80 კგ) და ნიკოლოზ ბარაბაძე (110 კგ) გახდნენ, მეორე ადგილზე ბეჟან ბარსონიძე (55 კგ) გავიდა, მესამე საპრიზო ადგილები კი გიორგი გოგრიჩიანმა (48 კგ), გიორგი ზალკალიანმა (60 კგ), ლუკა ხუჭუამ (80 კგ), გიორგი ჩიხრაძემ და საბა გამთენაძემ (ორივე 92 კგ) დაიკავეს.