იტალიის სამხრეთით მდებარე მთებში მცხოვრებ ბავშვებთან, წიგნები ყოველკვირეულად, სამბორბლიანი ბიბლიოთეკით მიდის.

ანტონიო ლა კავა პენსიაზე გასული იტალიელი მასწავლებელია, რომელმაც სკოლაში გატარებული 42 წლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ბავშვებისთვის მეტის გაკეთება სურდა.

2003 წელს, მან მოტოციკლი იყიდა, რომელიც მოძრავ ბიბლიოთეკად გადააკეთა და მას სახელად Bibliomotocarro დაარქვა. მას შემდეგ, ის იტალიის რეგიონის, ბაზილიკატას მთებში ჩადის და ბავშვებს წიგნებით ამარაგებს.

ბიბლიომოტოკაროში 700 წიგნი ეტევა. ის ადგილზე ჩასვლას ბავშვებს ორღანის მელოდიით აგებინებს. ციცქნა მოძრავი ბიბლიოთეკა თითო მოგზაურობაზე 500 კილომეტრს გადის და დანიშნულების 8 ადგილზე ჩერდება.

კი, ანტონიო ლა კავა ამ ყველაფერს უფასოდ, საკუთარი ენთუზიაზმით აკეთებს:

“ვნერვიულობდი, რომ ჩვენს ქვეყანაში მკითხველები აღარ გაიზრდებოდნენ. ამ ყველაფრის ღირებულება მხოლოდ სოციალური და კულტურული კი არა, ეთიკური მნიშვნელობისაც არის. წიგნის გარეშე, ბავშვი თავს მარტო გრძნობს”.

ლა კავას სწამს, რომ ლიტერატურა ბედნიერებას და სიხარულს ავრცელებს ბავშვებში. ის იმედოვნებს, რომ ბიბლიმოტიკარო უამრავ ადამიანს გააგებინებს მის მთავარ მესიჯს იმაზე, რომ კულტურა ყველასთვისაა შექმნილი და არა მხოლოდ პრივილეგირებული პირებისთვის.

წყარო:on.ge

Please follow and like us: