საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულიზის შეხვდა.

მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს, რომლის შენარჩუნებაც და გაძლიერებაც მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის.

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს 2019 წელს დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებზე.

„მიმდინარე წელი განსაკუთრებით დატვირთული იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობების მხრივ, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

Please follow and like us: