„მე ვფიქრობ იმას, რასაც ვფიქრობდი ხუთი წლის წინ, ოთხი წლის წინ, სამი წლის წინ და რასაც ვიფიქრებ მუდამ. ვისზეც უნდა გავრცელდეს ფარული ჩანაწერი − იქნება ეს ჩვენივე გუნდის წევრი, პოლიტიკური ოპონენტი თუ სხვა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, ყველამ უნდა დაგმოს ეს ფაქტი და გაემიჯნოს მას. მე, პირადად, ყველანაირი ფარული ჩანაწერის გავრცელებას, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს ქალზე ტერორს, და როგორც ითქვა კიდეც, მორალური ტერორის მცდელობას, ამას, რა თქმა უნდა, ვგმობ.

მინდა, აქვე დავძინო, რომ არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს. ქალი არის ძლიერი და ვინც ამას ავრცელებს, მე მინდა, ეს რჩევა მივცე, რომ იფიქროს სხვა რამეზე, აკეთოს სხვა საქმე, ეს არის დანაშაული.

მე იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს მალე მიაკვლევს გამოძიება და მართლმსაჯულება განხორციელდება, მაგრამ სისხლის სამართლის პროცესი რომ გვერდზე გადავდოთ, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ არც ეკა ბესელია და არც სხვა ვინმე ქალი არის ის ნატურა, რომელიც შეშინდება, რომელიც გაჩერდება; ის, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს. ამიტომაც ისინი, ვინც ამას ავრცელებს, კარგი იქნება, თუ სხვა საქმით დაკავდებიან, და როდესაც მათ მიაკვლევს გამოძიება, რა თქმა უნდა, პასუხს აგებენ კანონის წინაშე.

ადრეც იყო ამგვარი ჟურნალისტზე, პოლიტიკოსებზეც იყო მცდელობა ტერორისა ამ გზით; მაშინაც ვთქვი და იმავეს ვფიქრობ დღეს − არცერთი ქალი არ შევშინდებით! გაავრცელეთ, რაც გნებავთ. აი, ეს არის ჩემი გზავნილი იმ ადამიანისთვის, ვინც ამ სიბინძურით არის დაკავებული“.

Please follow and like us: