საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ  ბატიაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებს, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს და  და საზოგადოებას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხედვა  წარუდგინა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც რეფორმის ფარგლებში თანმიმდევრულად განხორციელდება.

„ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ სარგებელით, რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია. საქართველო რამდენიმე წელიწადში უნდა ვიხილოთ ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. უმაღლესი განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ის ცვლილებები რაც რეფორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანი გზაა, რომელიც ერთად გვაქვს გასავლელი. ერთ-რთი მნიშვნელოვანი, რაც მკაფიოდ გვინდა გამოვყოთ, არის ის რომ საქართველოს უმაღლესი განათლება გახდეს ერთინი ევროპული განათლების სივრცის ნაწილი“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა, რომლის თქმით, ამ თვეების განმავლობაში უკვე ჩატარდა ინტენსიური სამუშაობი,  შეფასდა ყველა რისკი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უკვე წყებულია.

მინიტრი მიიჩნევს, რომ ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება არ არის მარტივი გზა, თუმცა ეს არის რეალური და მიღწევადი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. მით უმეტეს, ევროკავშირის უმაღლეს კომისრების მხრიდან არის მკაფიო მხარდაჭერა და ყველანაირი მზაობა იმისთვის, რომ ევროკავშირი საქართველოს  ევროპულ სივრცეში გაწევრიანებაში დაეხმაროს.

Please follow and like us: