თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – რუისპირსა და იყალთოში 10-მდე საფლავი გაძარცვეს. ადგილობრივების განმარტებით, წაღებულია ალუმინის მესერი და ბრინჯაოს ნაკეთობები.

ქურდობის შესახებ პოლიციას ადგილობრივებმა აცნობეს. მალევე პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა, თუმცა ქალი მოგვიანებით გაათავისუფლა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Please follow and like us: