2 დღის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
4 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
1 კვირის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
2 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხს, – ამის შესახებსაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განცხადებით, დაიწყება იმ პროცედურებზე მუშაობა, რომლითაც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეები ვადით გამწესდებიან.

„რაც შეეხება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას, მე ისევ დავსვი ეს საკითხი დღეს. პარტიის თავმჯდომარე ამ პოზიციას ეთანხმება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს ამ იდეას. მე არ მომისმენია საწინააღმდეგო პოზიცია დღეს არავისგან. ამ პროცედურას და ინიცირებას დავიწყებთ ჩვენ, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე შეჩერდეს გადაწყვეტილებების მიღება. ვიმუშავებთ პროცედურებზე, რომლითაც უნდა გაიმართოს, როგორ უნდა მოხდეს ვადით მოსამართლეების გამწესება პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში. უზენაეს სასამართლოზეც სასაუბროა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Please follow and like us: