5 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
5 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

ის, რაც დღეს ვენესუელაში ხდება, არის კიდევ ერთი მაგაგლითი იმისა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაბედოს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ წასვლა, ეს ძალიან მძიმმე შედეგებთ სრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუკლაივში” განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც ვენესუელაში ე.წ არჩევნები ჩატარდა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და მისი შედეგები არ ცნო.

“ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წელს ვთქვით, რომ მადუროს რეჟიმი არ იყო ლეგიტიმურად არჩეული. აქედან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ ეს თემა საერთაშორისო პოლიტიკაში დღეს ძალიან პოპულარულია, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ვთქვით ამის შესახებ ძალიან პრინციპლად. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩვენმა მეგობრებმა და სტრატეგიულმა მოკავშირეებმა მიიღეს ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიცია. მადუროს რეჟიმი უკვე წლებია, აგრძელებს ხელისუფლების უზურპაციას, რაც ძალიან მძიმედ აისახა მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ განვითარებული სამყაროს გვერდით. ამას დაემატა ის, რომ ეს რეჟიმი საერთაშორისო სამართლიდან გავიდა და კიდევ ერთხელ დაარღვია ის, როდესაც აღიარა ჩვენი ისტორიული ტერიტორიები, რომლებიც დღეს ოკუპირებულია. ის, რაც დღეს ხდება ვენესუელაში, არის კიდევ ერთი მაგაგლითი იიმისა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაბედოს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ წასვლა. ეს ძალიან მძიმე შედეგებთ სრულდება. მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ზზალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს და ბოლომდე ვრჩებით ერთგული იმ განცხადებისა, რომელიც გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, ვენესუელაში ყველაფერი დემოკრატიისა და დემოკრატიული ძალების გამარჯვებით დასრულდება, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Please follow and like us: