ამ სტატიების ავტორი: admin

რატომ ითვლება თვითმკვლელობა ცოდვად? – რელიგიური კონფესიების განმარტებები

რატომ ითვლება თვითმკვლელობა ცოდვად? – რელიგიური კონფესიების განმარტებები

პრობლემა, რომელზეც ჩვენი რესპოდენტები საუბრობენ, ყველა დროსა და საზოგადოებაში მოუშუშებელ ჭრილობად რჩება. ეს პრობლემა სუიციდია. ეგოიზმიდან ალტრუიზმამდე დიაპაზონში შესაძლოა თვითმკვლელობის უამრავი მიზეზი მოვიძიოთ. თუ რელიგიურ ჭრილში განვიხილავთ, ასევე გაგვიჭირდება სუიციდის ყველა შემთხვევას ცოდვის იარლიყი მივაკეროთ. რთულია ვთქვათ, რომ პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა – მწერლის სახლში პაოლომ თოფი საკუთარ თავს დაუმიზნა[სრულად…]

2017/05/15 რელიგია
ლაშა თორდია ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

ლაშა თორდია ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. როდის გაწერენ თორდიას საავადმყოფოდან ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, სამართალდამცველებს ლაშა თორდია ამ დრომდე არ დაუკითხავთ. აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას თქმით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, თანხმლებ პირებთან ერთად, თავს დაესხა, რაც თორდიას მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას[სრულად…]

2017/05/14 პოლიტიკა
რომის პაპმა ორი პორტუგალიელი ბავშვი წმინდანად შერაცხა

რომის პაპმა ორი პორტუგალიელი ბავშვი წმინდანად შერაცხა

BBC-ს ცნობით, რომის პაპმა ფრანცისკემ ორი პორტუგალიელი ბავშვი წმინდანად შერაცხა. კათოლიკური ეკლესიის ცნობით, 100 წლის წინ პორტუგალიის ქალაქ ფატიმაში 1917 წლის 13 მაისს ამ მწყემს ბავშვებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ დ მე-20 საუკუნის მოვლენების შესახებ აცნობა. პორტუგალიელი ბავშვების ჟასინტა და ფრანსიშკუ მარტუების კანონიზაციის ცერემონია, რომის პაპის პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ფატიმაში გაიმართა. კათოლიკური[სრულად…]

2017/05/14 რელიგია
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

  დღეს, 2017 წლის 13 მაისს, საქართველოსა და ჩინეთის სახალხორესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელიმოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ჩინეთის კომერციისმინისტრებმა. საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ბოლო წლებისგანმავლობაში ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისძალაში შესვლის შემდგომ კი, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება[სრულად…]

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდა

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდა

2017 წლის 12 მაისს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმისმსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი არჩეულ იქნატურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი არჩეულ იქნა მნიშვნელოვანისაერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე. არჩევნები ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში გაიმართა[სრულად…]

2017/05/13 პოლიტიკა
საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავამ,  შეხვედრა გამართა SABIC-ის (Saudi Arabia Basic Industries Corporation) აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან,  ხალიდ ალ-მანასთან.  SABIC-ი წარმოადგენს Aramco-ს  შემდეგ სამეფოსუმსხვილეს სახელმწიფო კორპორაციას.  საუბარი შეეხო საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ქიმიური მრეწველობისდარგში ურთიერთობების  განვითარებას.   აღსანიშნავია, რომ ხალიდ ალ-მანა არის საუდური ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაAl-mana Group-ის მფლობელი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში სამომავლო საინვესტიციო[სრულად…]

საქართველოში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წესდება

საქართველოში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წესდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წესდება. ამ მიზნით, კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ არის გლობალური კამპანიის The Global Teacher Prize ნაწილი და  მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის[სრულად…]

რას ნიშნავს რეალურად აშშ კონგრესმენების მხარდაჭერა?

რას ნიშნავს რეალურად აშშ კონგრესმენების მხარდაჭერა?

2017 წლის 2 მაისს, ამერიკის შეერთებული შატატების 30-მა კონგრესმენმა, საქართველო – აშშ-ს დიპლომატიური ურთიერობების 25 წლისთავის აღსანიშნავად, პრეზიდენტ ტრამპს, საქართველოს მხარდამჭერი, წერილით მიმართა. წერილში საუბარია საქართველოს მიღწევებზე და იმ დიდ წვლილზე, რასაც საქართველო იღებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. საქართველო შეფასებულია, როგორც აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი, მტკიცე და სანდო პარტნიორი, არამარტო კავკასიის, არამედ[სრულად…]

2017/05/12 პოლიტიკა
გაჩუქებული ქართული მიწები, თუ შელახული რეპუტაცია?!

გაჩუქებული ქართული მიწები, თუ შელახული რეპუტაცია?!

ქართულ მედიაში, 27 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის სასაზღვრო ზოლზე, ქართული მხარე თურქეთისთვის აპირებდა 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ჩუქებას, რამაც, ბუნებრივია გარკევული ვნებათღელვა გამოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს და თურქეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია (სახელმწიფო საზღვრის ხაზის ადგილმდებარეობის განსაზღვრა მომიჯნავე სახელმწიფოებთან შეთანხმებით),  დემარკაცია (სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენა ადგილზე[სრულად…]

თბილისის ახალი ავტობუსების პროექტმა EBRD-ის ნომინაციაში გაიმარჯვა

თბილისის ახალი ავტობუსების პროექტმა EBRD-ის ნომინაციაში გაიმარჯვა

EBRD-ის გარემოსდაცვითი და სოციალური ინოვაციების ნომინაციაში გამარჯვებული, თბილისში ახალი მუნიციპალური ავტობუსებისის შემოყვანის (Man Truck and Bus AG) პროექტი გახდა. თბილისს ეს პრიზი, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გამართულ ყოველწლიურ ფორუმზე მიანიჭეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცლებს. EBRD-მა, 2017 წლის მდგრად პროექტებს შორის, ქართული მხარის მიერ წარდგენილი ეს პროექტი ამოარჩია და პირველი ადგილი მიაკუთვნა. ფორუმს[სრულად…]

26 მაისს განსხვავებული დიზაინის ქორწინების მოწმობები გაიცემა

26 მაისს განსხვავებული დიზაინის ქორწინების მოწმობები გაიცემა

26 მაისს მოქალაქეები ქორწინების განსხვავებულ მოწმობას მიიღებენ. შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ბარამიძემ დაამტკიცა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. მოწმობის ყდის პირველ გვერდზე დატანილი იქნება წარწერები: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია” და „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“. ამ ტექსტის ქვემოთ კი – „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.

NDI: 84%-სთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია

NDI: 84%-სთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“(NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს მიესალმება. კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 84% აცხადებს, რომ მისაღებია, 11% აღნიშნავს, რომ მიუღებელია, ხოლო 5 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. კითხვას, თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან, რომელი დაეხმარება ყველაზე მეტად საქართველოს ეროვნული[სრულად…]

2017/05/12 პოლიტიკა
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ნ.ჰ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 12,595 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური[სრულად…]

სურსათის ეროვნული სააგენტო  საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო  სკოლამდელი  დაწესებულებების კვების ბლოკებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. შემოწმების პროცესი მიმდინარეობს სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებში, სადაც სააგენტოს სპეციალისტები კვების ბლოკებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვის პირობებს, რეალიზაციის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს და მომსახურე პერსონალის ჰიგიენას  ამოწმებენ.  „სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების კონტროლი[სრულად…]

შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დაინიშნა

შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დაინიშნა

გარემოსა და ბუნებრივირესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: “გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვითა და სასამართლოს თანხმობით  შეეყვანა სპეციალური მმართველი. კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, სახელმწიფოს[სრულად…]

აწყურის ღვთისმშობელი – ხატი რომლითაც ანდრია მოციქული სასწაულებს აღასრულებდა

აწყურის ღვთისმშობელი – ხატი რომლითაც ანდრია მოციქული სასწაულებს აღასრულებდა

  12 მაისს საქართველოში ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის დღე აღინიშნება. „თბილისი თაიმსი“  გთავაზობთ სხვადასხვა წყაროდან გამოკრებილ ინფორმაციას მოციქულის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ, რამდენჯერ შემოვიდა ანდრია საქართველოში, რა წყაროები ადასტურებენ მის შემოსვლასა და აწყურის ხატის ისტორიას, რომლითც მოციქული სასწაულებს აღასრულებდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდად აფასებს ქრისტიანობის გავრცელებაში მოციქულთა ღვაწლს. ალბათ[სრულად…]

2017/05/11 რელიგია
ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

  თბილისში გაიმართა ორმხრივი საკონსულო კონსულტაციები საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის. ისრაელის  დელეგაციას ხელმძღვანელობდა ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი-ამნონ შმუელი. კონსულტაციებზე, სხვა საკითხებთან ერთად,  განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში არალეგალური მიგრაციის  საკითხზეორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.  მხარეებმა გამოხატეს  მზადყოფნა  აქტიურად იმუშაონ საქართველოს მხრიდანისრაელში არალეგალურ მიგრანტთა ნაკადის მაჩვენებლის შესამცირებლად, რაც საბოლოო ჯამში ორივე ქვეყანას[სრულად…]

2017/05/11 პოლიტიკა
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იშვიათი ვაზის ჯიშები გაშენდა

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იშვიათი ვაზის ჯიშები გაშენდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზიდან, ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების ნერგები გადასცა, რომლებიც სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დაირგო. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტთან, მეუფე თეოდორესთან და სრულიად სააქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანთან,[სრულად…]

დაცული მომსახურება – ეროვნული ბანკის რეგულაციაში მორიგი ცვლილება განხორციელდა

დაცული მომსახურება – ეროვნული ბანკის რეგულაციაში მორიგი ცვლილება განხორციელდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, “საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციაში” ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნული ლარიზაციის ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტის (მე-10 პუნქტის) შესრულებას ისახავს მიზნად. კერძოდ, ამიერიდან კომერციულ ბანკებს საშუალება ექნებათ მომხმარებელს დაცული – ესქრო – მომსახურება შესთავაზონ. იმისათვის, რომ ამ მომსახურების ფარგლებში გარიგების მონაწილე მხარეებმა მიიღონ მაქსიმალური დაცვა, ესქრო მომსახურებამ[სრულად…]

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმს მხარი დაუჭირა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმს მხარი დაუჭირა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა. საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭერეს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წასასვლელად ვიზა აღარ დასჭირდებათ. იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, მას ხელი ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანმა და ევროკავშრის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის პრემიერმინისტრმა ჯოზეფ[სრულად…]

2017/05/11 მსოფლიო
მოხეში სადავო ნაგებობის მოვლა-პატრონობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაევალა

მოხეში სადავო ნაგებობის მოვლა-პატრონობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაევალა

ადიგენის მუნიციპალიტეტ სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. კომისიის ყველა წევრის შეთანხმებული გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც ნაგებობა, მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფოს მფლობელობაში გადავა და მისი მოვლა-პარტრონობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაევალება. კომისიის შეთავაზების მიხედვით, მოხეში მუსლიმური თემისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთი აშენდება, მათ ამაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც დაეხმარება. რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, “მოხეში მდებარე სადავო ნაგებობის წარმომავლობის დამდგენი კომისია” გაუქმებულად ცხადდება. დათანხმდება თუ არა როგორც მუსლიმი, ასევე ქრისტიანი მრევლი ამ გადაწყვეტილებას, ჯერ უცნობია. გასული წლის დეკემბრის ბოლოს მომხდარი დაპირისპირების დროს, მართლმადიდებელი მრევლი ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმებს სალოცავი[სრულად…]

2017/05/11 რელიგია

იური ლუჟკოვი საქართველოში ვეღარ შემოვა – შალვა ხუციშვილი

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა. ამის შესახებ ხუციშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში განუცხადა. “ამ ეტაზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ[სრულად…]

2017/05/11 პოლიტიკა
ჯილდო “ხელოვნების ქურუმი” მარიკა კვალიაშვილს გადაეცა

ჯილდო “ხელოვნების ქურუმი” მარიკა კვალიაშვილს გადაეცა

11 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. კომპოზიტორს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია აქვს მინიჭებული, მათ შორის, 1995 წელს – ღირსების ორდენი, 2005[სრულად…]

2017/05/11 კულტურა
პროკურატურამ პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 6 პირი დააკავა

პროკურატურამ პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 6 პირი დააკავა

საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები – მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს, ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის[სრულად…]

წლის ბოლომდე საქართველოში ელექტრო ტაქსები გამოჩნდება

წლის ბოლომდე საქართველოში ელექტრო ტაქსები გამოჩნდება

დღეს ტაქსების კომპანიებს შორის მძლავრი კონკურენციაა. ქართულ ბაზარზე ბევრი ახალი კომპანიაა. მათ შორის არის კომპანია „იბერი”, რომელიც აპრილის დასაწყისიდან შემოვიდა საქართველოში. კომპანიის წარმომადგენელი საბა ბერიკაშვილი „თბილისი თაიმსთან ” საუბრისას განმარტავს, რომ მათი კომპანია მომხმარებელს თანამედროვე სისტემას  სრულიად ახალ ავტომობილებს სთავაზობს. „იბერი“ კლიენტებს სთავაზობს როგორც ეკონომ და პრემიუმ კლასის ავტომობილებით მომსახურებას,[სრულად…]

თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები გაზზე აღარ იმუშავებენ

თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები გაზზე აღარ იმუშავებენ

თბილისში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მოძრავი არც ერთი მიკროავტობუსი (M2 კატეგორია) გაზზე აღარ მუშაობს. გაზის აპარატურით აღჭურვილი ყველა – 101-ვე მიკროავტობუსი კვლავ დიზელის საწვავზეა გადაყვანილი. ეს ფაქტი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადასტურა. 2015 წლის გაზაფხულიდან მერიას ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა. მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტრანსპორტის[სრულად…]

ქართული ჩაი „ლაზი“ ჩინეთში 300 დოლარი ღირს

ქართული ჩაი „ლაზი“ ჩინეთში 300 დოლარი ღირს

ჩაის წარმოშობაზე უამრავი ლეგენდა არსებობს და ყველა ეს ლეგენდა ამტკიცებს, რომ ამ კულტურის სამშობლო ჩინეთია. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქართული ჩაი ჩინეთში, ჩაის სამშობლოში დიდი მოწონებით სარგებლობს და საკმაოდ მოთხოვნადია მიუხედავად მისი ფასისა. ჩაის კომპანია“ ლაზი“ აწარმოებს. მათ დააკმაყოფილეს ყველა ის რეგულაცია და მოთხოვნა, რაც ექსპორტისთვის არის აუცილებელი და საკმაოდ[სრულად…]

მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ

მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ

გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, “ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ. სასამართლოში დანიშნული დღევანდელი სხდომა, ახალი ადვოკატების მიერ საქმის მასალების გაცნობის მიზნით, დაცვის მხარის შუამდგომლობით 25 მაისამდე გადაიდო. საქმის პროკურორის ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესების გაჭიანურებას ცდილობს. კოტრიკაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარე საქმეს ბოლომდე მაინც მიიყვანს. პროკურორმა რჩეულიშვილებთან საპროცესო[სრულად…]

კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა

  ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის დირექტორმა აზერ მამადოვმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში ახლად აშენებული გაზგამანიწელებლი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს. საქართველოს მთავრობის დავალებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში:[სრულად…]

აფბა: ფინანსურ პირამიდებს მარეგულირებელი ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს

აფბა: ფინანსურ პირამიდებს მარეგულირებელი ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“,  ეხმაურება ქვეყანაში ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედი კომპანიების გააქტიურებას და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც „აფბა“-ს ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში მომრავლდნენ კომპანიები, რომლებიც ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედებენ და გაუთვითცნობიერებელი მომხმარებლები შეცდომაში შეყავთ. „ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რა დროსაც მოსახლეობისგან თანხების მოზიდვა ხდება[სრულად…]