ამ სტატიების ავტორი: admin

ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ევროპის ჩემპიონატის მორიგი საჭიდაო დღე გაიმართა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (80) ევროპის ჩემპიონი გახდა. დათუნაშვილმა ფინალში რაძიკ კულიევს ანგარიშით 4:2 მოუგო. აღსანიშნავია, რომ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. წინა წელს მან 75 კგ-ში იმარჯვა, წელს კი – 80 კგ-ში. შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ჩვენებურმა ბულგარელ[სრულად…]

2017/05/07 სპორტი
მარინ ლე პენმა ემანუელ მაკრონს გამარჯვება მიულოცა

მარინ ლე პენმა ემანუელ მაკრონს გამარჯვება მიულოცა

„ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა ემანუელ მაკრონს ტელეფონით გამარჯვება მიულოცა. აღნიშნულის შესახებ მარინ ლე პენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ფრანგებმა აირჩიეს ახალი პრეზიდენტი და მათ არჩევანი პოლიტიკის უწყვეტობაზე შეაჩერეს“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა. მისი თქმით, ის ივნისში ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნების ბრძოლას გაუძღვება. „მე საპარლამენტო არჩევნების ბრძოლის სათავეში დავდგები, ვინაიდან[სრულად…]

2017/05/07 მსოფლიო
გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა

გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მიწვევით, ვაშინგტონში გაემგზავრა. 8-10 მაისს საქართველოს მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი თეთრს სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენს, მაიკ პენსს შეხვდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება აშშ-ს კომერციის მდივანს,[სრულად…]

2017/05/07 პოლიტიკა
წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 65,9% მიიღო. „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა კი ამომრჩეველთა ხმების 34,1% მიიღო. საფრანგეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საფრანგეთის რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს ჩატარდა. თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნებში[სრულად…]

2017/05/07 მსოფლიო
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი ხვალ დაიწყება

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი ხვალ დაიწყება

2017-2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი 8 მაისს, 09:00 საათზე, ვებგვერდზე: www.registration.emis.ge დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან – 1-ელი ივნისის ჩათვლით განხორციელდება. II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2017 წლის 2 ივნისიდან – 15 ივნისის ჩათვლით. Please[სრულად…]

რა საკულტო ძეგლებს ინახავს რაბათის ციხე?!

რა საკულტო ძეგლებს ინახავს რაბათის ციხე?!

“თბილისი თაიმსი” გთავაზობთ რაბათის ციხეში არსებული ძეგლებისა და მუზეუმში წარმოდგენილი ზოგიერთი ექსპონატის მოკლე მიმოხილვას.  ახალციხე რელიგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო რეგიონია. აქ წმინდა მარინეს და ამაღლების სახელობის მართლმადიდებლური ტაძრები, სინაგოგა, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური და კათოლიკური ეკლესიები გვერდიგვერდ არსებობენ. წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი რაბათის ციხე ახალციხის ცენტრში შვიდ ჰექტარზე გაშენებული კომპლექსია,[სრულად…]

2017/05/07 რელიგია
გარემოს დაბინძურების გამო, 197 ფიზიკური და 5 იურიდიული პირი დააჯარიმეს

გარემოს დაბინძურების გამო, 197 ფიზიკური და 5 იურიდიული პირი დააჯარიმეს

გარემოს დაბინძურების გამო, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა 202 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „თბილისერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ დავით დოლიძემ გაუცხადა. დავით დოლიძის თქმით, გარემოს დაბინძურების გამო ინსპექტორების მიერ გამოწერილმა საჯარიმო თანხამ 21 580 ლარის შეადგინა. დაჯარიმებულთაგან 197 ფიზიკური პირია, 5 კი, იურიდიული. ამასთან, 197 პირიდან 61 უცხოელია.[სრულად…]

ფინანსური განათლების ელემენტი შესაძლოა სასკოლო პროგრამაში შევიდეს

ფინანსური განათლების ელემენტი შესაძლოა სასკოლო პროგრამაში შევიდეს

“ფინანსური განათლების ამაღლება და უფრო განვითარება უნდა მოხდეს. სასწავლო პროგრამების კურიკულუმში ვაპირებთ ფინანსური განათლების ელემენტების დანერგვას”. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ “ტვ პირველზე”, გადაცემა “ანალიტიკის” ეთერში ისაუბრა. “თუ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ ესა თუ ის სერვისი, თავისთავად პრობლემაა.მადლობა უნდა გადავუხადო განათლების სამინისტროს,რომელიც ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს. პროცესში კომერციული[სრულად…]

სხდომებს ხურავენ, რომ საზოგადოებას წარმოდგენა არ ჰქონდეს მტკიცებულებებზე – მიხეილ რამიშვილი

“აღარ ვიცი რა შეიძლება გამოიყენონ,რომ პროცესი იყოს დახურული. ეს მიმართულია იმისკენ,რომ საზოგადოებას წარმოდგენა არ ჰქონდეს მტკიცებულებებზე”.  ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “კურიერის”  ეთერში ისაუბრა. “ის საფუძველი,რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ სხდომა დახურული ყოფილიყო, არარეალურია და სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული. ბრალდებულმა არაერთხელ თქვა,რომ ის მზად იყო[სრულად…]

2017/05/07 პოლიტიკა
მერია სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

მერია სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“, რომლის ფარგლებში თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის (გამონაკლისს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც მე-5 კურსის სტუდენტებსაც ეძლევათ მონაწილეობის მიღების უფლება.) სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 2 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა 2017 წლის 1 ივნისიდან 31[სრულად…]

საერთაშორისო მარათონთან დაკავშირებით, 7 მაისს ლოპოტას გადასახვევიდან მდინარე ალაზნის ხიდამდე მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მარათონთან დაკავშირებით, 7 მაისს ლოპოტას გადასახვევიდან მდინარე ალაზნის ხიდამდე მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მარათონთან „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, ხვალ 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მარათონთან – „მსოფლიო რბენა“ – დაკავშირებით, ხვალ, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე,[სრულად…]

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონს, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონს, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

  2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი – Consolidated Appropriations Act, 2017) საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. 2017 წლისბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერისშედეგად, 6 მაისს შევიდა. კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი სათაურით: „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და[სრულად…]

2017/05/06 პოლიტიკა
„პირველ კვარტალში, ევროკავშირში ქართული ექსპორტის 44 %-იანი ზრდა აღინიშნება“ – მიხეილ ჯანელიძე

„პირველ კვარტალში, ევროკავშირში ქართული ექსპორტის 44 %-იანი ზრდა აღინიშნება“ – მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, რომელსაც ხელი დღეს ევროკომისარ ჰანის ვიზიტის დროს მოეწერა, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერას ისახავს მიზნად და იგი მიმართული იქნება შესაბამისი ინსტიტუტების გაძლიერებისაკენ. „მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ქართული ექსპორტი ევროკავშირში 44 %-ით გაიზრდა. ეს არის ზუსტად მაგალითი იმისა, თუ[სრულად…]

გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების  ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით,   8-10 მაისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თეთრ სახლში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან. ასევე, გიორგი კვირიკაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის[სრულად…]

2017/05/05 პოლიტიკა
7 მაისს მსოფლიო რბენა გაიმართება

7 მაისს მსოფლიო რბენა გაიმართება

7 მაისს საქართველო კვლავ ირბენს მსოფლიოსთან ერთად – სპორტული ღონისძიება წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.   “მსოფლიო რბენაში“ მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა, წელს საქართველოში 5 000 მონაწილე დარეგისტრირდა. მსოფლიო რბენა – ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 7 მაისს კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის[სრულად…]

2017/05/05 სპორტი
რწმენა თუ სამხედრო სამსახური – “გირჩის” დილემა – გვატყუებენ?!

რწმენა თუ სამხედრო სამსახური – “გირჩის” დილემა – გვატყუებენ?!

„დღეს აქტუალურია საკითხი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. საზოგადოებასა და სპეციალისტებს შორის მიმდინარეობს მსჯელობა არსებული სისტემის უპირატესობისა თუ მის ნაკლოვანებების შესახებ. არსებული მოდელით, მხოლოდ მცირე ნაწილი თუ გადის რეალურ სამხედრო წვრთნებს, ისიც დროებით. დანარჩენი კი გზებისა და სტრატეგიული ობიექტების თუ დაწესებულების დასაცვად არის მივლენილი. ფაქტია ისიც, რომ გაწვეულთა უმრავლესობა ვერ[სრულად…]

2017/05/05 პოლიტიკა
აპრილში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი კვლავ შემცირდა

აპრილში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი კვლავ შემცირდა

აპრილში  სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა, შაქარსა და მცენარეულ ზეთზე ფასების შემცირების ფონზე. FAO-ს სასურსათე ფასების ინდექსმა აპრილში  168 პუნქტი შეადგინა, მარტის იმავე მაჩვენებელზე 1.8%-ით ნაკლები. თუმცა, ინდექსი კვლავ 10%-ით აღემატება გასული წლის აპრილის მაჩვენებელს. FAO-ის სასურსათო ფასების ინდექსი არის შეწონილი სავაჭრო ინდექსი, რომელიც ასახავს ხუთი ძირითადი სასურსათე ჯგუფის საერთაშორისო საბაზრო[სრულად…]

საგარეო უქყებაში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ისრაელში გამგზავრების წესები გააცნეს

საგარეო უქყებაში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ისრაელში გამგზავრების წესები გააცნეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ისრაელში უვიზო მიმოსვლისა და საემიგრაციო წესებში შესატანი ცვლილებები გააცნეს. კერძოდ აღინიშნა, რომ ისრაელთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისრაელის ტერიტორიაზე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე გაჩერდეს. უვიზო მიმოსვლა[სრულად…]

“სტატუსი პრეზიდენტის რჩება ზუსტად იგივე, უფლებამოსილებებში კი ორი არსებითი ცვლილებაა”

“სტატუსი პრეზიდენტის რჩება ზუსტად იგივე, უფლებამოსილებებში კი ორი არსებითი ცვლილებაა”

უშიშროების საბჭო პრეზიდენტს რჩევებს აძლევს იმ საკითხებზე, რომელიც არის მთავრობის უფლებამოსილება, – ამის შესახებ ქუთაისში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, სტატუსი პრეზიდენტის რჩება ზუსტად იგივე, უფლებამოსილებებში კი არის ორი არსებითი ცვლილება, რომელიც ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ”რაც შეეხება უფლებამოსილებებს, აქ[სრულად…]

2017/05/05 პოლიტიკა
აზიის განვითარების ბანკის მხრიდან საქართველოს საინვესტიციო ლიმიტი 200 მლნ აშშ დოლარიდან 350 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება

აზიის განვითარების ბანკის მხრიდან საქართველოს საინვესტიციო ლიმიტი 200 მლნ აშშ დოლარიდან 350 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება

აზიის განვითარების ბანკის მხრიდან საქართველოს საინვესტიციო ლიმიტი 200 მლნ აშშ დოლარიდან 350 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება, გაგრძელდება ბანკის მხარდაჭერა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მიმართ და მომზადდება საბიუჯეტო დახმარების ახალი სამწლიანი პროგრამა, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ ტაკეჰიკო ნაკაოსთან შეხვედრის შემდეგ. აღნიშნული შეხვედრა იაპონიის ქალაქ[სრულად…]

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ავაზა“ შეემატა, რომელიც პლასტმასის ნარჩენების, ჩამონაჭრებისა და ჯართის გადამუშავებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების (AA) თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება გარემოს დაცვის კუთხით ითანამშრომლოს შესაბამის ევროსტრუქტურებთან, რომლის შესრულებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მყარი ნარჩენების გადამუშავებას.[სრულად…]

ტრამპი ეკლესიას პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების უფლებას აძლევს

ტრამპი ეკლესიას პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების უფლებას აძლევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა იმ ბრძანების შემსუბუქებას, რომელიც ეკლესიას პოლიტიკურ აგიტაციას უკრძალავდა. ინფორმაციას ავრცელებს The Independent-ი. დოკუმენტის თანახმად, რელიგიურ ჯგუფებს არჩევნებზე კანდიდატისთვის მხარდაჭერის ღიად გამოხატვის უფლება ეძლევათ, რაც აშშ-ის 36-ე პრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის ბრძანების შემდეგ შეუძლებელი იყო. „ჩვენ აღარ დავუშვებთ იმას, რომ რელიგიური ადამიანები დაჩაგრონ ან დუმილი აიძულონ.[სრულად…]

2017/05/05 რელიგია
დეკანოზი გიორგი მამალაძე: “ბრალდებასთან დაკავშირებით კი, დასამალი არაფერი მაქვს”

დეკანოზი გიორგი მამალაძე: “ბრალდებასთან დაკავშირებით კი, დასამალი არაფერი მაქვს”

დეკანოზი გიორგი (მამალაძე) სასამართლო პროცესის სხდომების საჯაროობას ითხოვს. “მგონი, აქ ჩემს პირად ცხოვრებას არ განვიხილავთ. ბრალდებასთან დაკავშირებით კი, დასამალი არაფერი მაქვს”, – თქვა ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე. მთავარმა პროკურატურამ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ სხდომის დახურვის აუცილებლობა ვერ დაინახა. დაცვის მხარემ პროკურორების მოთხოვნა გააპროტესტა. ადვოკატები პროკურატურის[სრულად…]

საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება

საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება

ევროპულ სკოლაში, რომელიც თბილისში გაიხსნება, სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება და მისი მოსწავლეები საერთაშორისოდ აღიარებულ ატესტატს მიიღებენ, – აღნიშნულს შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს. ჰანის მიერ აღნიშნული ინიციატივის შესახებ ვრცელ მოსაზრებას და შეფასებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „განათლება საზოგადოებრივი განვითარების ქვაკუთხედია. განათლებასა და[სრულად…]

2017/05/05 პოლიტიკა
„არაერთი ცნობილი სახე მოსულა ჩვენთან რიგი პრობლემებით“ – „კერძო დეტექტივი ქალების სააგენტო“

„არაერთი ცნობილი სახე მოსულა ჩვენთან რიგი პრობლემებით“ – „კერძო დეტექტივი ქალების სააგენტო“

ფილმები გამოძიების, დეტექტივების შესახებ, ალბათ, ბევრ თქვენგანს უნახავს. ცხადია, ყოველივე რეალობიდანაა აღებული. შესაძლოა, ამ საკითხზე ადამიანების უმეტესობას არც უფიქრია, მაგრამ დეტექტივები ნამდვილად არსებობენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოში ქალ მოქმედ დეტექტივებს შეხვდებით, მეტიც, ჩვენს ქვეყანაში უკვე 3 წელია, რაც „კერძო დეტექტივი ქალების სააგენტო “ (FPI) ფუნქციონირებს. სააგენტოს შესახებ მეტი[სრულად…]

შსს-მ ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-მ ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1991 წელს დაბადებული ო.თ. – განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1994 წელს დაბადებული ბ.ჩ. – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.მ.-მ და[სრულად…]

გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნის პერსპექტივები განიხილეს

გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნის პერსპექტივები განიხილეს

თბილისში ვიზიტით მყოფი  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და შეხვედრა გამართა  პრემიერ–მინისტრს გიორგი კვირიკაშვილთან. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რისი ნათელი დადასტურებაც, მხარეთა[სრულად…]

2017/05/05 პოლიტიკა
საგამოძიებო სამსახურმა 36 ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურმა 36 ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირი ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 36 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს[სრულად…]

დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ა 141 ბიზნესოპერატორი დააჯარიმ

დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ა 141 ბიზნესოპერატორი დააჯარიმ

  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის აპრილში სხვადასხვა პროფილის  ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.  მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 676 ინსპექტირება, მათ შორის თბილისში ინსპექტირებულია 209 ბიზნესოპერატორი;  აღიარების მინიჭების მიზნით შემოწმდა 27 ბიზნესოპერატორი, გაცემული რეკომენდაციების შესრულება გადამოწმდა 237 ბიზნესოპერატორთან. სურსათის ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია 167 ნიმუში. დოკუმენტურად შემოწმდა 756 ობიექტი (111 ბიზნესოპერატორი თბილისში),[სრულად…]

კომერციული ბანკებისათვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი გაიზარდა

კომერციული ბანკებისათვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 3 მაისის ბრძანებით, კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა ამჟამად დაწესებული 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილების მიზანია დაბალი კაპიტალიზაციის მქონე ბანკებში რისკის გაზრდის მოტივაციის შეზღუდვა და სისტემაში ფინანსურად მდგრადი ინსტიტუტების შემოსვლა, რამაც საბანკო სისტემის ფინანსური სტაბილურობის განამტკიცებას უნდა შეუწყოს ხელი.[სრულად…]