ამ სტატიების ავტორი: ako.admin2

საქართველოს სამეფო ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სამეფო ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „თბილისი თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ: “მას შემდეგ, რაც ჩემი ვაჟი – გიორგი უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა და უფლისწული უწოდა, საზოგადოებაში არაერთხელ გაისმა საჯარო განცხადებები და მოწოდებები კონსტუტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით. მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ეს მოწოდებები ჩემთან შეთანხმების გარეშე გაკეთდა[სრულად…]

აზერბაიჯანში ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლების ქართულ სკოლებს საჩუქრად ქართული სასკოლო სახელმძღვანელოები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მუხრან გულაღაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში ქართველებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების ითითალას, ალიაბადისა და კახინგილოს ქართულ სკოლებს ეწვივნენ და  მოსწავლეებს საჩუქრად ქართული სასკოლო სახელმძღვანელოები და დამხმარე სასწავლო მასალები გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები  ადგილობრივ[სრულად…]

რამაზ ჩხიკვაძის ძეგლის გახსნას ბიძინა ივანიშვილი და გიგი უგულავა დაესწრნენ

9 აპრილის ბაღში მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის ძეგლი გაიხსნა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი , ასევე მოქანდაკე ზურაბ წერეთელი, თეატრალური სამყაროს წარმომადგენლები და რამაზ ჩხიკვაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. ძეგლი ქართველ მოქანდაკეს ზურაბ წერეთელს ეკუთვნის. 20.11.13 Please follow and like us:

არარეგისტრირებული საშაურმე დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა საბურთალოს ქუჩაზე  მდებარე “ჰამბურგის სავაჭრო სახლ დეჰაგედან”, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე – ი/მ “ნანი კალანდიას” და ი/მ “ნონა კროპაძის” მარკეტებიდან სარეალიზაციოდ გამოტანილი ვადაგასული პროდუქტები – რძე, თაფლის “ფანტელი”, საკონდიტრო ნაწარმი, სხვადასხვაწარმოების სოსისი და კარაქი, ყველი, ორცხობილა (რომელსაც რეალიზაციის ვადა შეცვლილი ჰქონდა), ჩიპსი, ხაჭოს დესერტი, იოგურტი, ნამცხვარი [სრულად…]

ეთანხმებიან თუ, არა ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას

ეთანხმებიან თუ, არა ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას

მედიკამენტებს, რომლებსაც მოსახლეობა აფთიაქებში უპრობლემოდ ყიდულობდა პირველი იანვრიდან მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა, ჯანდაცვის მინისტრის , დავით სერგიეენკოს განცხადებით 2014 წლის პირველი იანვრიდან  ექიმის დანიშნულების გარეშე, გარკვეული ჯგუფის მედიკამენტები არ გაიყიდება. ”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ფარმაცევტული კომპანიები ამ გადაწყვეტილებაზე. ჩვენი მორიგი ბლიც-გამოკითხვაც სწორედ ამ საკითხს ეხება.  ეთანხმებიან თუ არა[სრულად…]

მსოფლიოს ეკონომიკა მომავალ წელს 3,6 %-ით გაიზრდება

ამის შესახებ განაცხადა, უკანასკნელი ეკონომიკური პროგნოზის მოხსენებაში, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია OECD-მ. გამოთქვა ვარაუდი, რომ ეკონომიკური ზრდა 2014 წელში მოხდება 3, 6 %-ი. ეკონომიკის ზრდის წინანდელი, 4 %-ანი ზრდის მაჩვენებელი, OECD-მ დაწია 3, 6 %-დე. ანგარიშით, აშშ-ის ეკონომიკის ზრდა მომავალ წელს მიაღწევს 2, 9 %-ს და იგი იქნება უკანასკნელი[სრულად…]

კლეოპატრა სარდინიაზე

იტალიის კუთვნილ კუნძულ სარდინიაზე წარმოქმნილმა გრიგალმა “კლეოპატრამ“ კუნძულის დასავლეთ ნაწილის პარალიზება გამოიწვია, წყლით დაიფარა მრავალი დასახლების ქუჩები და მოედნები, შეწყდა მატარებლების და ავტობუსების მოძრაობა და საზღვაო მიმოსვლაც, დროებით დაიხურა სკოლები, ელექტროენერგია არ მიეწოდება მრავალ უბანს, დაღუპულთა რიცხვმა კი 14 კაცს მიაღწია. იტალიის პრემიერმა ენრიკო ლეტტამ კუნძულის ხელისუფლებისაგან კრიზისული ცენტრის შექმნა[სრულად…]

ეგვიპტე დაინტერესებულია რუსული იარაღით

რუსეთი ეგვიპტეს საჰაერო დაცვის სისტემით უზრუნველყოფს. ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო და თავდაცის მინისტრების გასულ კვირაში ეგვიპტეში ვიზიტის შემდეგ გაკეთდა. რუსეთში სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი ტექნოლოგიური კომპანიის ხელმღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, რომ ეგვიპტისათვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გასულ კვირაში ქაიროში გაფორმდა. ჩემეზოვმა შეთანხმების დეტალებზე არ ისაუბრა და[სრულად…]

26 მაისის მოვლენებზე ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა დღეს გაიმართება

26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 12.00 საათზე გაიმართება. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, პროცესზე მხარეები მტკიცებულებათა ნუსხას წარმოადგენენ. ასევე, დაცვის მხარეს გარკვეული შუამდგომლობები ექნება. აღნიშნული საქმის განხილვა 6 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პროცესი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო[სრულად…]

რატომ გაიყიდა და ვინ იყიდა ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზო?

ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზო გაიყიდა! როგორი დაუჯერებელიც უნდა იყოს მუზეუმის დირექტორის, ლილი ბერაიას, განცხადება, ეს დასტურდება ეკონომიკის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ოფიციალურად დამოწმებული საბუთებით, ამის შესახებ აქვეყნებს გაზეთი „კვილის პალიტრა“ სტატიას. დოკუმენტების თანახმად, კულტურულ მემკვიდრეობად შერაცხილი სასახლის ეზო, სადაც კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე ტოტიც ვერ უნდა მოტეხონ, აღარც სასახლეს ეკუთვნის[სრულად…]

სამხედრო ატაშეები “დელტა”-ს სტუმრობენ

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ესტუმრნენ. უცხოელ სტუმრებს მასპინძლობა სსიპ „დელტას“ დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა გაუწია. დღევანდელი შეხვედრა  საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეთა ასოციაციის წლიური გეგმით გათვალისწინებული მორიგი ღონისძიებაა. სსიპ „დელტას“ ხელმძღვანელმა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და საწარმოს საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე სამხედრო-სამეცნიერო[სრულად…]

„ლოგიკურია ის ფაქტი, რომ ბიუჯეტი დეფიციტური გახდა“  – მიხეილ  თოქმაზიშვილი

„ლოგიკურია ის ფაქტი, რომ ბიუჯეტი დეფიციტური გახდა“ – მიხეილ თოქმაზიშვილი

ბოლო პერიოდში ლარის კურსის დაცემა შეინიშნება დოლართან მიმართებაში, საპრეზიდენტო ფონდში თანხა არ არის, კეთდება განცხადება იმის თაობაზე, რომ წელს ბიუჯეტი დეფიციტური იქნება ამ ყველაფრის ფონზე კი ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის.  ეკონომიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე, ლარის კურსის გაუფასურების თანმხლებ მოვლენებსა და ბიუჯეტის პრობლემებზე ესაუბრა ”თბილისი თაიმსი” პროფესორს, ეკონომიკის ექსპერტს მიხელ თოქმაზიშვილს. ბოლო  ერთი[სრულად…]

საფრანგეთში ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ

საფრანგეთში ხელისუფალი სოციალისტების პერფორმანსით უკმაყოფილო, ამომრჩევლების ნახევარზე მეტი მოითხოვს ვადამდელ საყოველთაო არჩევნებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებრივი კვლევითი კომპანიის საანკეტო გამოკითხვით. მისი მიხედვით ამომრჩეველთა 63 %-ი მოითხოვს პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, თანამდებობიდან გადააყენოს პრემიერი ჯეან მარკ აურალტი. უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვით, 25 %-ით დაეცა ოლანდის პოპულარობა. საფრანგეთში თანდათან მომატებული უმუშევრობა, გადასახადები და[სრულად…]

ირანზე თავდასხმის საკითხი 20 ნოემბერს გადაწყდება

ბრიტანული გაზეთის The Sunday Times-ის ინფომრაციით, ისრაელის და საუდის არაბეთის სპეცსამსახურები ირანზე თავდასხმისთვის ემზადებიან. ორივე ქვეყანა სკეპტიკურადაა დამოკიდებული ურანის გამდიდრების შესახებ მოალაპრაკებებზე, რომელიც აშშ-ს, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის და ირანის შორის იმართება. მათი აზრით, ირანი მხოლოდ დროის გაწელვას ცდილობს. გაზეთის ინფომრაციით, ირანზე თავდასხმის საკითხი 20 ნოემბერს გადაწყდება, როდესაც[სრულად…]

ნიკოლას მადუროს სოციალიზმი

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, გადაწყვიტა სიძვირის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყოს და ამ მიზნით ბიზნესმენ-საქმოსნების მოგების წილის შემცირებას აპირებს და სწორედ მის ფარგლებში 100-მდე ბიზნესმენი უკვე დააკავა, რომლებიც ძალიან ძვირად ჰყიდიდნენ თავიანთ საქონელს და პროდუქციას. ამის პარალელურად მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა პროექტი, რომელიც ბიზნესმენების მოგებას 15-30%-ს შორის განსაზღვრავს, ე.ი. ხელისუფლების[სრულად…]

2013/11/17 მსოფლიო

ანტალია მსოფლიოში მესამე

ანტალია არის მსოფლიოს რიგით მესამე ქალაქი, რომელსაც ყველაზე ბევრი მნახველი ჰყავს. იგი არის, თურქეთის ტურიზმის ცენტად წოდებული ქალაქი, სადაც მილიონობით ტურისტი ჩამოდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ანტალიის საერთაშორისო აეროპორტმა 2012 წელში მომსახურება გაუწია 15 მილიონზე მეტ ადამიანს. ყოველწლიურად იზრდება როგორც აეროპორტი, ისე მგზავრთა რაოდენობა. მცხუნვარე მზით, საუცხოო სანაპიროებით ხმელთაშუა ზღვის ბაჯაღლოდ[სრულად…]

თავდაცვის სამინისტრომ აკადემიურ წრეებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აკადემიურ წრეებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა სამხედრო-საინჟინრო სფეროს განვითარებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, აკადემიურ წრეებთან დადებულ მემორანდუმებს  მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მოაწერა ხელი. დოკუმენტების თანახმად, მხარეები სამეცნიერო-ტექნოლოგიურ, ასევე სამხედრო განათლებისა და კადრების მომზადების[სრულად…]

იულია ტიმოშენკოს განთავისუფლება 20 მილიარდი დოლარი ღირს

უკრაინის მმართველმა პარტიამ, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერ იულია ტიმოშჩენკოს განთავისუფლებისათვის წერილობითი მიმართვა გაუგზავნა ევროკავშირს. მასში აღნიშნულია რომ, ბრიუსელი ყველანაირ საერთაშორისო პლატფორმაზე ოფიციალური კიევისგან ტიმოშჩენკოს განთავისუფლებას ითხოვს და თუ ასე ძალიან უნდათ, მაშინ ექსპრემიერის მხრიდან რუსეთთან ხელმოწერილი ბუნებრივი გაზის შეთანხმებით უკრაინისათვის მიყენებული 20 მილიარდი დოლარის ზარალი აუნაზღაურონ და ისინიც გაანთავისუფლებენ ტიმოშჩენკოს.[სრულად…]

პორტუგალიამ ”ქამრის მოჭერა” უნდა გააგრძელოს

სსფ-ს განცხადებით, ეკონომიკურ კრიზისში მყოფი პორტუგალიის მიერ 2014 წლისათვის გატარებული ეკონომიკური ღონისძიებები არასაკმარისია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პორტუგალიის მიერ დანაპირების შესასრულებლად კიდევ დაახლოებით 3 ნახევარი მილიარდი ევროს ოდენობის დაზოგვაა საჭირო. სსფ-ის მიხედვით, პორტუგალიამ 2015 და მომდევნო წლებშიც უნდა გააგრძელოს ე. წ. ”ქამრის მოჭერის” პოლიტიკა. აქვე ნათქვამია, რომ 2014 წელში საპენსიო[სრულად…]

2013/11/16 მსოფლიო

ბარაკ ობამამ ირანის შესახებ ისაუბრა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, თეთრ სახლში პრესკონფერენცია მოაწყო და მასზე შეფასება მისცა ირანის ბირთვულ პროგრამას. მან აღნიშნა რომ, თეირანს ბირთვული იარაღის მომზადება-წარმოების შესაძლებლობას არ მისცემენ, რადგან იგი რეგიონის არასტაბილურობას გააღრმავებს. მისივე თქმით ამ პრობლემის მოგვარების საქმეში უპირატესობას რა თქმა უნდა დიპლომატიურ მეთოდებს ანიჭებენ, რისი დასტურიც ამჟამად ირანსა და დასავლეთს შორის[სრულად…]

ესპანეთმა და ირლანდიამ კრიზისი დაძლიეს

ესპანეთმა და ირლანდიამ ევროკავშირ-სსფ-ს ხსნის პაკეტიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც დადებითად გამოეხმაურა ბრიუსელში შეკრებილი ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეკრება, რომელთა აზრითაც ხსენებულმა სახელმწიფოებმა დასძლიეს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, სწორი და დრული დადგენილება მიიღეს, რადგან, ორივე სახელმწიფოს ეკონომიკა ამჟამად გამოსწორების და აღმავლობის გზას დაადგა. როგორც ცნობილია წინა წლებში ეკონომიკური კრიზისით მოცულმა[სრულად…]

ათენში პირველი მეჩეთი აშენდება

აქამდე საბერძნეთის დედაქალაქი ათენი მთელს ევროპაში ერთადერთი დედაქალაქი იყო, სადაც მუსლიმანური სალოცავი-მეჩეთი არ მოქმედებდა. მიღებული ცნობებით საბერძნეთის ხელისუფლების მხრიდან გახსნილი ტენდერი ათენში მეჩეთის მშენებლობის თაობაზე გუშინ დასრულდა, რომელშიც რამდენიმე ფირმამ მიღო მონაწილეობა და 946 ათასი ევროს წინადადებით გაიმარჯვა კონსორციუმმა, რომელიც 6 თვეში აპირებს მშენებლობის დასრულებას და ეს მეჩეთი აშენდება ათენის[სრულად…]

აჭარაში სიჩქარის განმსაზღვრელი ახალი რადარები დამონტაჟდა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებსა და ქალაქებში სიჩქარის განმსაზღვრელი ახალი რადარების დამონტაჟებას აგრძელებს. თბილისის შემდეგ სიჩქარის განმსაზღვრელი 11 ახალი რადარი აჭარის რეგიონში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალებზე განთავსდა: ბათუმში, ქობულეთში, ბობოყვათში, გონიოს ციხესთან, „გეზის“ ტერმინალთან, მახინჯაურსა და ხელვაჩაურში. ახალი რადარები მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება. მათი დამონტაჟება მიზნად[სრულად…]

აჭარის მთავრობის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავაეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის, სოციალური პროგრამების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე,  დავით მაისურაძე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ერთ – ერთი მოქალაქისაგან, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილების  დამადასტურებელი ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 3 000[სრულად…]

გურამ ოდიოშარია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორს შეხვდება

19-21 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინიტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, პარიზში, იუნესკოს გენერალური ასამბლეის მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას მიერთებული წევრი სახელმწიფოების მე-19 სესიას დაესწრებიან. საქართველო მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წევრების არჩევნებში. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორს[სრულად…]

მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის პესსპიკერობა დატოვა

მანანა მანჯგალაძე პრეზიდენტის პრესსპიკერი აღარ არის. დღეს მანჯგალაძე ჟუირნალისტებს როგორც ყოფილი პრეს-სპიკერი ისე წარუდგა. მისი თქმით, “ამაყობს, რომ იყო გამორჩეული პოლიტიკური ლიდერის გევრდით”. მანვე ახალ პრეზიდნეტს გიორგი მარგველაშვილს წარმატებები უსურვა. 15.11.13 Please follow and like us:

მივმართავ საქართველოს მთავრობას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა მთავრობას მიმართავს. საკუთარ განცხადებაში რექტორი მთავრობას, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენობა-ნაგებობების საკითხის განხილვას სთხოვს. ვლადიმერ პაპავას განცხადებას “თბილსი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ. “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო განათლებისა და მეცნიერების მთავარი საყრდენი, საზოგადოებრივი ცხოვრების ტონის მიმცემი. ამიტომ თსუ საზოგადოების მხრიდან ყოველთვის[სრულად…]

დუშეთში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა იქნა აღმოჩენილი

საქართველოს შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დუშეთის რაიონის სოფელ ბარისახოს მიმდებარედ, რკინიგზის მშენებლობისთვის გაყვანილ გვირაბში დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. სულ ამოღებულია: 5 ყუმბარმტყორცნი, ე.წ. “მუხა”, კალაშნიკოვის სისტემის 4 ავტომატი, ავტომატის 14 მჭიდი, ავტომატის 1047 ვაზნა,[სრულად…]

შსს-მ აჭარაში პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით 14 პირი დააკავა

შსს-ს აჭარის ა/რ სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმსა და გონიოში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბათუმსა და გონიოში მდებარე 14 სასტუმროს მეპატრონეები და ადმინისტრატორები პროსტიტუციისასთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული პირები გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისათვის ოთახებს სისტემატურად უთმობდნენ. სასტუმროებსა და კლუბებში მომუშავე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაიკითხნენ.[სრულად…]

პოლონეთი ბოდიშს იხდის

პოლონეთმა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დღეს დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე განხორციელებული თავდასხმების გამო რუსეთს ბოდიში მოუხადა. პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურმა ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ საელჩოს შენობის წინ მომხდარ სამარცხვინო ფაქტს გამართლება არ აქვს, თუმცა რუსი ნაციონალისტები ამ ბოდიშმა არ დააკმაყოფილა. პროტესტის ობიექტი გუშინ მოსკოვში მდებარე პოლონეთის საელჩო გახდა. მომიტინგეებმა საელჩოს კვამლმდენი მომბები ესროლეს. ინციდენტის[სრულად…]