ამ სტატიების ავტორი: admin7

ნათელაშვილი: ,,…ამას გვიცხადებს ეს კენტავრის მსგავსი ქალბატონი – ცესკოს თავმჯდომარე”

ნათელაშვილი: ,,…ამას გვიცხადებს ეს კენტავრის მსგავსი ქალბატონი – ცესკოს თავმჯდომარე”

შალვა ნათელაშვილი არჩევნების  შედეგებს არალეგიტიმურობის ეჭვქვეშ აყენებს და ტელეკმპანია ,,რუსთავი2-თან” კომენტარს აკეთებს: „მთელი ღამე ფული რიგდებოდა წუხელ. ამ ფულის დარიგებაში მონაწილეობდა მთელი უშიშროების სამსახურები, მაგათი პარტიული აქტივი. სიები წინასწარ იყო გამზადებული, ვინ იყო თანახმა, აეღო იუდას ვერცხლი არჩევნების  გაყალბებაში და შემდეგ  ტოტალურად იმოქმედეს ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოწერა პროცენტები. აი,[სრულად…]

2016/10/09 პოლიტიკა
საქართველოს გამქრალი გოგონები – სელექციური აბორტების რიცხვი საგანგაშოა

საქართველოს გამქრალი გოგონები – სელექციური აბორტების რიცხვი საგანგაშოა

საქართველოში სელექციური აბორტების ტრადიცია დღემდე გრძელდება. ამ ტრადიციის თანხმად, ყველა  ოჯახში უნდა იყოს ბიჭი.  სწორედ ის არის გვარის გამგრძელებლი და ოჯახის სიამაყე.  ამ ტრადიციის შენარჩუნებას გარშემომყოფი ადამიანების უმეტესობა უწყობს ხელს.  ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად,  ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში,  საქართველოში ოჯახების 46% უპირატესობას მიანიჭებდა ვაჟს, ხოლო 9 % – გოგოს. თუმცა,[სრულად…]

შიმონ პერესი პუტინს: ,,ამერიკა მოიგებს…ისინი ბედნიერები არიან, თქვენ – არა!”

შიმონ პერესი პუტინს: ,,ამერიკა მოიგებს…ისინი ბედნიერები არიან, თქვენ – არა!”

შიმონ პერესის ბოლო საუბარი პუტინთან: -თქვენ 63 წლის ხართ, მე 93-ის. მითხარით, რის მიღწევას აპირებთ შემდეგ 30 წელში? რისთვის იბრძვით? ფიქრობთ,რომ ამერიკას ,,დაახვევინებთ”? -არა. -ამერიკას რუსეთის ნაწილი უნდა? ობამასთან გაქვთ პრობლემები? -რატომ მეკითხებით? -ამერიკა მოიგებს.მიუხედავად იმისა რას გააკეთებთ თქვენ. -რატომ? -იმიტომ,რომ ისინი ბედნიერები არიან, თქვენ – არა. Shimon Peres last[სრულად…]

2016/10/05 მსოფლიო
,,ცოტა ხანში მთელს ქვეყანაში ყველას ექნება ტანსაცმელი და ზამთარში არ შესცივდება”

,,ცოტა ხანში მთელს ქვეყანაში ყველას ექნება ტანსაცმელი და ზამთარში არ შესცივდება”

  აკა სინჯიკაშვილი კვლავ განაგრძობს  საქველმოქმედო საქმიანობას და კიდევ ერთი გრანდიოზული ღონისძიების ჩატარებაში დახმარებას ხალხს თხოვს: ,,ყურადღება!!! გავაკეთეთ პროექტი, რომლის საშუალებით, ცოტა ხანში, მთელს ქვეყანაში ყველას ექნება ტანსაცმელი და ზამთარში არ შესცივდება.  დღეს 3 საათიდან 3 კვირის განმავლობაში, დღის 3-დან საღამოს 8-საათამდე შევაგროვებთ: ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, საოჯახო ნივთებს, ტექნიკას და ნებისმიერ რამეს,[სრულად…]

აფხაზეთი დღეს – დაკარგული სილამაზე

აფხაზეთი დღეს – დაკარგული სილამაზე

სოციალურ ქსელში დათო ნადირაძე აფხაზეთის ამჟამინდელ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც იქ ჩასული  ტურისტებისგან  მოიპოვა. ეს ფოტოები უახლესი, ბოლო წლებში გადაღებულია და ასახავს აფხაზეთის დღევანდელ მდგომარეობას.   ძველი რკინიგის სადგური აფხაზეთში, ახალ ათონში. მატარებელი კიდევ მოძრაობს, მაგრამ სადგური დაზიანებულია და არ მუშაობს. Old railway station in Abkhazia. City of New Athos. The[სრულად…]

რა ვალები აქვს საქართველოს?

რა ვალები აქვს საქართველოს?

  ფინანსთა სამინისტრო ყოველი თვის შემაჯამებელ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კი საქართველოს საგარეო ვალებია, რომლებიც ჩვენი ბიუჯეტის მქონე ქვეყნისათვის საკმაოდ დიდი რაოდენობისაა. ამ წლის აგვისტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს საგარეო ვალების საერთო რაოდენობამ 4,433, 438 მილიარდი დოლარი შეადგინა (10,221,735 მლრდ ლარში). საქართველოს ,,მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაციისთვის (IDA)”  [სრულად…]

,,პატიმრებს ანტიბიოტიკების მიღებას უწყვეტდნენ, რომ უფრო მძიმედ დაავადებულიყვნენ … “

,,პატიმრებს ანტიბიოტიკების მიღებას უწყვეტდნენ, რომ უფრო მძიმედ დაავადებულიყვნენ … “

უფლებადამცველმა და ყოფილმა პატიმარმა – ალექსანდრე ახალკაცმა გუშინ პოსტი გამოაქვეყნა: ,,ხვალ, 11:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში პროკურორებს ჩენებას მივცემ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მინისტრების მიერ, სად-ის მე-8, მე-17 და მე-19 დაწესებულებების მაღალჩინოსნების მიერ ჩემ მიმართ განხორციელებული სისტემური დანაშაულის შესახებ. ასევე სხვების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი და მორალურ-ფსიქოლოგიური ზეწოლების შესახებ. ადამიანთა მიზანმიმართული მოკვლების,[სრულად…]

ნახატებში ჩარჩენილი ბავშვობა – ინტერვიუ ნინო ჩაკვეტაძესთან

ნახატებში ჩარჩენილი ბავშვობა – ინტერვიუ ნინო ჩაკვეტაძესთან

  თუკი ახსენებთ მის  შემოქმედებას, უმალვე გაგახსენდებათ ანგელოზები ბავშვური გამომეტყველებითა და დიდრონი თვალებით, ან ისეთი ბებიები და ბაბუები,  სოფელში რომ გელოდებიან, ჩურჩხელასა და ათას სანოვაგეს მხოლოდ თქვენთვის რომ ინახავენ და ძილის წინ აუცილებლად გიყვებიან ნაირ-ნაირ ზღაპრებს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩვენი რუბრიკის სტუმარია მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე, რომლის შემოქმედებაც დღითი დღე[სრულად…]

2016/09/28 პერსონა
,,მე გამოვლილი მაქვს ეგ ყველაფერი…” – ანიტა რაჭველიშვილის ქველმოქმედება

,,მე გამოვლილი მაქვს ეგ ყველაფერი…” – ანიტა რაჭველიშვილის ქველმოქმედება

სოციალურ ქსელში აქტიურად საუბრობენ ანიტა რაჭველიშვილის ქველმოქმედებაზე, რომლის დახმარებითაც 16 წლის ნიჭიერ მუსიკოსს იტალიაში საფორტეპიანო კონკურსზე წასვლის საშუალება მიეცა. ყველაფერი კი მარიკა ბაკურაძის პოსტიდან დაიწყო: მარიკა ბაკურაძე: დღეს, მერიამ უარი უთხრა უმამო და სოც.დაუცველ ბავშვს, დაეფინანსებინა სულ რაღაც 700 დოლარით და გაეშვა იტალიაში, საფორტეპიანო კონკურსზე. მაშინ როცა: ბავშვი არის არაერთგზის[სრულად…]

კემბრიჯის საგამომცემლო სახლი საქართველოს ლიტერატურული ინსტიტუტით დაინტერესდა

კემბრიჯის საგამომცემლო სახლი საქართველოს ლიტერატურული ინსტიტუტით დაინტერესდა

ლიტერატურის ინსტიტუტმა  კიდევ ერთი გამარჯვება და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. დაიბეჭდა 2013 წელს ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ლიტერატურა დევნილობაში. ემიგრანტების მწერლობა“ მასალები, რომლითაც დაინტერესდა კემბრიჯის საგამომცემლო სახლი და საქმიანი წინადადებით მიმართა ინსტიტუტს.  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2013 წლის 25 -27 სექტემბერს თსუ-ის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა, მორიგ, რიგით[სრულად…]

ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ საარჩევნო დღის შესახებ

ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ საარჩევნო დღის შესახებ

საარჩევნო უბანი კენჭისყრის დღის (8 ოქტომბერი) 7 საათზე იხსნება. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს; ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს ან წარმომადგენლებს;  საარჩევნო სუბიექტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს. რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის  არაუმეტეს 2 დამკვირვებელს (დამატებით შესაძლოა ახლდეს თარჯიმანი) მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს (უბანზე[სრულად…]

არჩევნები   თსუ-ში – მოსალოდნელია თუ არა მორიგი არეულობა უნივერსიტეტში?

არჩევნები თსუ-ში – მოსალოდნელია თუ არა მორიგი არეულობა უნივერსიტეტში?

  ბოლო რამდენიმე კვირაა სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ტემპერატურა მატულობს, ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ განათლების მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ თავისი თანამდებობა სწორედ იმ მიზეზით დატოვა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ამას სტუდენტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და რამდენიმე თვის წინ ცხარედ დაპირისპირებული  სტუდენტური თვითმმართველობა და  ,,აუდიტორია #115-იც“  კი საერთო პიზიციაზე[სრულად…]

დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება

  21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა და 1981 წლიდან აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა. ,,პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში” – ეს იყო და არის ამ დღის დაარების მთავარი მიზანი. ოცი წლის შემდეგ კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია და ამით გამოაცხადა 21 სექტემბერი, როგორც[სრულად…]

სტუდენტები თსუ-ის რექტორობის კანდიდატებს ხვდებიან

სტუდენტები თსუ-ის რექტორობის კანდიდატებს ხვდებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორობის კანდიდატებს ხვდებიან.  როგორც ამ პროცესებში აქტიურად ჩართულმა  ერთ-ერთმა  სტუდენტმა – გიორგი არობელიძემ  ,,თბილისი თაიმსს” განუცხადა, ისინი  სამივე კანდიდატისგან ამომწურავი ინფორმაციის მიღებას ელიან და უნდათ, რომ საარჩევნო პროცესში თავად სტუდენტების ჩართულობა იყოს მაღალ ხარისხში. სტუდენტები უკვე შეხვდნენ ერთ-ერთ კანდიდატს – თსუ-ის პროფესორ ცირა ბარამიძეს.  რამდენიმე წუთში კი შეხვედრა[სრულად…]

,,თბილისი მანქანების კი არა, ჩვენი ქალაქია!”

,,თბილისი მანქანების კი არა, ჩვენი ქალაქია!”

სამოქალაქო გაერთიანებას – ,,გული თბილისისათვის” ახალი ინიციატივა შემოაქვს და მოქალაქეებსა და თბილისის მერიას ჩართულობისაკენ მოუწოდებს: ,,საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას 3-ჯერ აღემატება. დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მთავარი[სრულად…]

აუდიტორია #115  ქვეყანაში არსებულ განათლების პოლიტიკას უპირისპირდება

აუდიტორია #115 ქვეყანაში არსებულ განათლების პოლიტიკას უპირისპირდება

სტუდენტური გაერთიანება ,,აუდიტორია #115″ საქართველოში არსებულ განათლების  პოლიტიკას უპირისპირდება  და დისკუსიასა და ფილმის ჩვენებაზე საზოგადოებას იწვევს. ,,აუდიტორია #115 უპირისპირდება ქვეყანაში არსებულ განათლების პოლიტიკას და მიზნად ისახავს მის ტრანსფორმირებას. არსებული პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს ართმევს განათლების მიღების უფლებას, ხოლო ხარისხიანი განათლების მიღების უფლება თითოეულ ჩვენგანს წართმეული აქვს. 17 სექტემბერს, 18:00[სრულად…]

საარჩევნო ვნებათაღელვა პიკს უახლოვდება

საარჩევნო ვნებათაღელვა პიკს უახლოვდება

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ვნებათაღელვაც იმატებს, რასაც თან  სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანება-დაშლა, ცხარე დებატები და სხვადასხვა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ხრიკის გამოყენება ერთვის. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი დაასახელა, ოფიციალური არა, თუმცა, არაოფიციალური წინასაარჩევნო კაპმანია მაშინვე დაიწყო, თუმცა, ოფიციალურად, პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის დაწყების უფლება 8 ივნისიდან მიეცათ. განმარტებითი[სრულად…]

დღეს ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი 86 წლის გახდებოდა

დღეს ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი 86 წლის გახდებოდა

დღეს ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – მერაბ მამარდაშვილი  86 წლის გახდებოდა. (დ. 15 სექტემბერი, 1930 ― გ. 25 ნოემბერი, 1990). მამა, კონსტანტინე (კოტე) მამარდაშვილი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი იყო. ამიტომ ქვეყნის სხვადსხვა მხარეში უხდებოდა სამსახური და ცხოვრება. იმჟამად, მერაბის დაბადების დროს, გორში მსახურობდა. დედა, ქსენია პლატონის ასული გარსევანიშვილი დიასახლისი[სრულად…]

საინტერესო ფაქტები თბილისში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ

საინტერესო ფაქტები თბილისში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ

  მეტრო I ხაზზე (ახმეტელის თეატრი-ვარკეთილი) მატარებელს მთლიანი მარშრუტის გასავლელად 60 წუთი სჭირდება (30 წუთი ერთი მიმართულებით), ხოლო საბურთალოს ხაზზე – 30 წუთი (15 წუთი ერთი მიმართულებით); თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 000 ტონა წყალს ტუმბავენ; I ხაზის სიგრძე 40 კმ-ს შეადგენს, საბურთალოს ხაზის სიგრძე კი 13,6 კმ-ს; საშუალოდ დღეში[სრულად…]

NASA-მ ზოდიაქოს ნიშნები შეცვალა?- 2 000 წლის შემდეგ განახლებული ზოდიაქოს ნიშნები

NASA-მ ზოდიაქოს ნიშნები შეცვალა?- 2 000 წლის შემდეგ განახლებული ზოდიაქოს ნიშნები

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ NASA-მ ზოდიაქოს ნიშნები განაახლა, ამას საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. როგორც რამდენიმე უცხოური სააგენტო ირწმუნება, NASA-მ, 2 000 წლის შემდეგ პირველად, განაახლდა ზოდიაქოს ნიშნები და ის ასე გამოიყურება: თხის რქა –  17 დეკემბერი – 20 იანვარი ვერძი – 20 იანვარი  -16[სრულად…]

დღეს ახალი საეკლესიო წელი დაიწყო

დღეს ახალი საეკლესიო წელი დაიწყო

  მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. არსებული ინფორმაციით, ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის და ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება. წმიდა ეკლესია  ,,ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს”  შესთხოვს ,,აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა”. მისი აღნიშვნის განმაპირობებელი მოვლენა  კი  რამდენიმეა: ტერმინი ,,ახალი[სრულად…]

2016/09/14 რელიგია
თსუ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიებისთვის ემზადება

თსუ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიებისთვის ემზადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთვრებულთა საზეიმო ღონისძიება გაიმართება  22 ივლისს, 18.00 საათზე თსუ-ის  პირველი კორპუსის ეზოში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 1). კურსდამთავრებულთათვის მანტიები გაიცემა ფაკულტეტებზე  20 და 21 ივლისს 10.00 საათიდან 18.00 საათამდე , 22 ივლისს 10.00 საათიდან 15.00 საათამდე შემდეგ მისამართებზე: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი- თსუ[სრულად…]

ევროპის მძლეოსნობის  ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 2 ქართველი მძლეოსანი ფინალშია

ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 2 ქართველი მძლეოსანი ფინალშია

გუშინ, მძლეოსნობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა, დღეს კი საშეჯიბრო ნაწილი დაიწყო. ამ დრომდე მძლეოსნები ბირთვის კვრაში, უროს ტყორცნაში, 5 000 მეტრზე სპორტულ სიარულსა და კიდევ რამდენიმე დისციპლინაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. დღეს შეჯიბრებაში მონაწილეობა უკვე მიიღო რამდენიმე ქართველმა მძლეოსანმა. წარმატებით იასპარეზა ბირთვის მკვრელმა ბადრი ქიმაძემ. ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბირთვი 17,[სრულად…]

2016/07/14 სპორტი
დღეს ნოდარ დუმბაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ნოდარ დუმბაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ბევრისთვის საყვარელი მწერლის – ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა. ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბდა. მას ბავშვობა უშფოთველი და უზრუნველი ჰქონდა – ოჯახური სითბო, წიგნები, სკოლა და ამხანაგ–მეგობრები, მაგრამ უღრუბლო წლები დიდხანს არ გაგრძელებულა. 9–10 წლისამ დაჰკარგა მშობლები. დაჭაბუკების წლები მშობლიურ სოფელ ხიდისთავში გაატარა (გურია). სტუდენტობის[სრულად…]

საფრანგეთი ბასტილიის აღებას ზეიმობს

საფრანგეთი ბასტილიის აღებას ზეიმობს

საფრანგეთში დღეს ბასტილიის ციხის აღების 227-ე წლისთავი ღინიშნება. ბასტილიის შტურმი 1789 წლის 14 ივლისს მნიშვნელოვანი სიმბოლური ეტაპი იყო საფრანგეთის რევოლუციაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ბასტილიის ციხეში მხოლოდ შვიდი ტუსაღი იმყოფებოდა, ეს აქტი გახდა მეფის წინააღმდეგ ღია აჯანყების დასაწყისის სულისჩამდგმელი. ამ მოვლენის პირველი წლისთავი აღნიშნული იყო, როგორც “Fête de la Fédération” (ფედერაციის[სრულად…]

2016/07/14 მსოფლიო
დღეს ,,ქართული პოეზის არწივის”  დაბადების დღეა

დღეს ,,ქართული პოეზის არწივის” დაბადების დღეა

დღეს ვაჟას დაბადების დღეა. ფშავში, მდინარე ჩარგლურას ნაპირას, იქვე მდგარ პატარა ქვიტკირის სახლში, 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი –  ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი). ახალდაბადებულს შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული.მნახველებს უთქვამთ, ეს თმიანობა იმისი ნიშანია,  რომ დავლათიანი  და სახელიანი იქნებაო. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია:[სრულად…]

თბილისში ქართულ-რუსული ფორუმი გაიმართა – რა ხდება რუსულ მედიასივრცეში?

თბილისში ქართულ-რუსული ფორუმი გაიმართა – რა ხდება რუსულ მედიასივრცეში?

თბილისში ქართულ-რუსული ფორუმი გაიმართა. რუსმა და ქართველმა ჟურნალისტებმა, მკვლევარებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოკლე მოხსენებები წარმოადგინეს თავიანთ ქვეყნებში არსებულ მედიაგარემოზე. რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტების უსაფრთხოებისათვის, ფორუმის ორგანიზატორების თხოვნიდან გამომდინარე, მათი იდენტიფიცირებისგან თავს შევიკავებთ. ფორუმზე მოწვეული მედიასაშუალებების რამდენიმე ათეული წარმომადგენელი იყო, მათ შორის, სომხეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, რუსეთიდან და საქართველოდან. როგორც რუსმა ჟურნალისტებმა[სრულად…]

ნაძვის ხის სათამაშოების, ნათურებისა და ცათამბჯენების საშენი მასალის გამომგონებელი ქართველი იყო

ნაძვის ხის სათამაშოების, ნათურებისა და ცათამბჯენების საშენი მასალის გამომგონებელი ქართველი იყო

  ალბათ არასდროს მოგაფიქრდებოდათ, რომ ისეთი გამოგონებების, როგორიცააა: ნაძვის ხის სათამაშოები,  ავტომატური საწერი კალამი,  ნაძვის ხის ნათურები თუ ცათამბჯენების საშენი მასალის გამომგონებელი ქართველი იქნებოდა. ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი იყო, რომელმაც უდიდესი კომპანია შექმნა და მილიონები საკმაოდ მოკლე ხანში იშოვნა. ცათამბჯენების ასაშენებლად საჭირო უმთავრესი მასალის ე.წ.[სრულად…]

,,Traveler GE არის ტურისტული კომპანია, რომლის დაგეგმილ ტურს არასდროს, არასდროს არ უნდა გაყვეთ!”

,,Traveler GE არის ტურისტული კომპანია, რომლის დაგეგმილ ტურს არასდროს, არასდროს არ უნდა გაყვეთ!”

ფეისბუკმომხმარებელი ფოტინე ალავიძე ტურისტულ კომპანია ,,Traveler GE-ს” უჩივის და სრულ უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. გთავაზოთ სრულ ტექსტს: ,,მეგობრებო, Traveler GE არის ტურისტული კომპანია, რომლის დაგეგმილ ტურს არასდროს, არასდროს არ უნდა გაყვეთ! არავითარ შემთხვევაში! უპასუხისმგებლოებისა და არაპროფესიონალების ხროვა ორგანიზატორებიან-გამყოლებიანად. გუშინ წავედით ერთ-დღიან ტურზე ხევსურეთში, აბუდელაურის ტბებზე, გამყოლმა კი მოგვაწოდა არასწორი ინფორმაცია, მოგვატყუა. მოგვატყუა[სრულად…]

“Stadler-ის” ორსართულიანი მატარებელი საქართველოშია

“Stadler-ის” ორსართულიანი მატარებელი საქართველოშია

საქართველოს რკინიგზის 2016 წელს შეძენილი  ,,Stadler Kiss-ის” ორსართულიანი მატარებელი საქართველოში შემოვიდა. ამის ამსახველ  ვიდეოს ,,ფეისბუკზე” თემურ სილაგაძე აქვეყნებს. „საქართველოს რკინიგზამ“ ოთხი ორსართულიანი ელექტრომეტარებელი გამარტივებული შესყიდვის წესით, კომპანია „Stadler Bussnang AG“-ისგან 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენა. შესაბამისი ნებართვა „საქართველოს რკინიგზას“ საქართველოს მთავრობამ  მისცა, ხოლო სს „საპარტნიორო ფონდს“ დაევალა უზრუნველყოს „რკინიგზის“ მიერ აღნიშნული შესყიდვის[სრულად…]