ამ სტატიების ავტორი: admin

მერაბ კოსტავა თავისუფლებაზე

მერაბ კოსტავა თავისუფლებაზე

საკანი. სენაკს მაგონებს იგი, პატიმარი – მეუდაბნოეს არანებაყოფლობითს. ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დავატყვევო საკუთარ თავში უსასრულო წყება სურვილებისა, სამშვინველისეული ქაოსის უმისამართო ენერგიით აღძრული, ლტოლვები, რომელთა დასადავება, გათოკვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა, სოფლისაგან განდგომილთა სანუკვარი მიზანია. მეც აღარ დავაყოვნე და უმკაცრესი კანონმდებელივით სანქცია დავადე ჩემს აბეზარ სურვილებს, გარდუვალობის ძალით სათითაოდ[სრულად…]

მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისს, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისს, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება

26 მაისს, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 26 მაისს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდება და მთავრობამ მისი სახელობის სტიპენდიის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. „ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული დღეა. გადაწყვეტილება მივიღე, რომ 26 მაისის აღნიშვნა განსაკუთრებით იყოს წარმოჩენილი საქართველოს რეგიონებში. შესაბამისად,[სრულად…]

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯონათან ჯანოგლმა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სახელზე მისალოცი წერილი გამოაგზავნა. „მინდა მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. გისურვებთ საქართველოსთვის ამ[სრულად…]

დამოუკიდებლობის დღეს ფიცს 463 რეკრუტი და წვევამდელი დადებს

დამოუკიდებლობის დღეს ფიცს 463 რეკრუტი და წვევამდელი დადებს

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცს საზეიმოდ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები დადებენ. თბილისის გარდა (288 რეკრუტი), ფიცის დადება 5 ლოკაციაზე მოხდება (175 რეკრუტი და წვევამდელი) – ზუგდიდში – დადიანების სასახლეში, რაჭაში – მრავალძალის მონასტერში, ქართლში – კლდეში ნაკვეთ უძველეს[სრულად…]

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, 26 მაისს საქართველოსდამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. როგორც „თბილისი თაიმსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ საათზე, 17:10 საათზე, ეროვნული ჰიმნის შესრულებით, თბილისის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში აღნიშნავენ. ამერიკის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის: მალაიზიაში,[სრულად…]

26 მაისი წელს ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას ეძღვნება და მისი სლოგანია – ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე

26 მაისი წელს ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას ეძღვნება და მისი სლოგანია – ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება. მისი მთავარი საკომუნიკაციო ფრაზაა #გააზიარეცოდნა. „წელს დაგეგმილი ღონისძიებები ეძღვნება ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი ყველა მოქალაქეს აერთიანებს, ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვყვებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, კულტურაზე, წარსულზე, აწმყოსა და[სრულად…]

ტოჩინოშინმა   ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად წინა მატჩისა, რომელშიც ტოჩინოშინს მსაჯებმა წაგება ჩაუთვალეს, მან ოძეკის ტიტული მაინც დაიბრუნა. გორგაძემ იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა და მეათე გამარჯვება მოიპოვა. ამ ეტაპზე მისი ბალანსია 10-4-ზე. ზაფხულის ნაცუს ბაშოს დასრულებამდე ერთი შეხვედრაა დარჩენილი. გუშინ, 25 მაისს გამართულ შეხვედრაში მსაჯებმა ქართველ სუმოისტს[სრულად…]

2019/05/25 სპორტი
„ივერია – ბრილიანტი“ ქუთაისში – მათ შეძლეს შეუძლებელი!

„ივერია – ბრილიანტი“ ქუთაისში – მათ შეძლეს შეუძლებელი!

რთულია შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე მოკლედ საუბარი. ამიტომაც, ეს მცირე მასალა მხოლოდ ინფორმაციულია და მეტი არაფერი. მეტი ინფორმაციისთვის და საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო გადავწყვიტეთ, რომ ფესტივალი „ივერია – ბრილიანტის“ შესახებ სხვადასხვა მონაწილეთა, ჟიურის წევრთა და სხვა ცნობილი მნიშვნელოვანი ადამიანების საშუალებით გესაუბროთ დრო და დრო… თუმცა, მაინც[სრულად…]

ბუნების სადარაჯოზე- პირველი რეინჯერი ქალის ისტორია

ბუნების სადარაჯოზე- პირველი რეინჯერი ქალის ისტორია

მხოლოდ მთებშია თავისუფლებაო, უთქვამთ… მე თუ მკითხავთ, თავისუფლება სულშია. ეს სხეულის და შინაგანი სამყაროს აგრეგატული მდგომარეობაა, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც მთიელებს ეტყობათ ეს თავისუფლება, როგორც იტყვიან კოჭებიდანვე. სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს არ იყო მისი ცხოვრების არჩევანი და საბუთები[სრულად…]

2019/05/25 პერსონა
გიორგი ჭინჭარაული-შატილში დაბრუნებული 25 წლის ბიჭი და გადაუჭრელი მთის პრობლემები

გიორგი ჭინჭარაული-შატილში დაბრუნებული 25 წლის ბიჭი და გადაუჭრელი მთის პრობლემები

გიორგი ჭინჭარაული 25 წლის ხევსური ბიჭია, რომელიც დაახლოებით ოთხი წელია, მშობლიურ შატილს დაუბრუნდა. რთული პირობების მიუხედავად, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი წინაპრების სახლში დარჩენა  და  ყველაფერს აკეთებს, რომ მთა გაძლიერდეს, მყარად დადგეს ფეხზე და ტურისტებისთვისაც უფრო მიმზიდველი გახდეს. “თბილისი თაიმსს” ხევსურეთში დაბრუნების, მთაში არსებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ  ესაუბრა. როგორ და[სრულად…]

2019/05/24 პერსონა
ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობიდან გადადგა

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობიდან გადადგა

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა. ის ამ თანამდებობას 7 ივნისიდან აღარ დაიკავებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა. “აშკარაა, რომ დიდი ბრიტანეთის საუკეთესო ინტერესშია, ეს ძალისხმევა ახალმა პრემიერ-მინისტრმა გასწიოს. ვაცხადებ, რომ მე, როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერი, თანამდებობას დავტოვებ 7 ივნისს. უკვე შევათანხმე ეს საკითხი პარტიის თავმჯდომარესთან, რომ[სრულად…]

2019/05/24 მსოფლიო
პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

დღეს საქათველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. პრესსამსახურის ცნობით, ამის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის 1 ქალი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. Please follow and like us:

რა სჭირდება თბილისს?

რა სჭირდება თბილისს?

როგორც წესი, ქვეყნის დედაქალაქში ადამიანები მთელი ამ ქვეყნის მასშტაბით იყრიან ხოლმე თავს. გამონაკლისი არც თბილისია. ყველა ქალაქში არის შესაძლებელი, ძალიან ბევრი რამ გააკრიტიკო. ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლები სიანტერესო პასუხებს სცემენ კითხვაზე – რა სჭირდება თბილისს? თიკო თბილისს და არა მარტო თბილსს, აკლია საკუთარ ქალაქზე შეყვარებული ხალხი, რომელიც  ამ ქალაქს მოუფრთხილდება და[სრულად…]

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე მე-16 ოქრო მოიპოვა

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე მე-16 ოქრო მოიპოვა

სან პაულუმ ეტლით ფარიკაობაში 2019 წლის მსოფლიო თასის მორიგ გათამაშებას უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი მალხაზ მესხია, ბრაზილიაში სამი სპორტსმენის შემადგენლობით გაემგზავრა. მედლებისთვის ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოდნენ. ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობის „ბ“ კატეგორიაში პირველობა ამჯერადაც არავის დაუთმო და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ძალიან ძლიერი ტაილანდელი[სრულად…]

2019/05/24 სპორტი
მეღვინე ქალები საქართველოდან WomeninWineExpo-ში მონაწილეობენ

მეღვინე ქალები საქართველოდან WomeninWineExpo-ში მონაწილეობენ

ქალი მეღვინეების პირველი საერთაშორისო გამოფენა „WomeninWineExpo 2019” 23-24 მაისს ნიდერლანდებსა და ბელგიაში  იმართება. გამოფენაში საქართველოდან 8 მეღვინე ქალი მონაწილეობს: „ქეთი ვაინი“, „ბაიას ღვინო“, „მარანი საჩინო“, „მადამ ვაინი“, „დემის მარანი“, „ნინო მორის მარანი“,  „მირანდა ჩხეტიანი“ და „თამარის ღვინო“.  სულ გამოფენაში 30 მეღვინე ქალი მონაწილეობს მსოფლიოს 8 ქვეყნიდან. გამოფენა ტარდება ორ ნაწილად:[სრულად…]

25 და 26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

25 და 26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და  მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ და უკუმიმართულებითაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი)  ქუჩის გავლით იმოძრავებს. გარდა ამისა, კოტე აფხაზის (ყოფილილესელიძის)[სრულად…]

საქართველოდან საზღვარგარეთ ძირითადად, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად მოგზაურობენ

საქართველოდან საზღვარგარეთ ძირითადად, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად მოგზაურობენ

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 677.4 ათასი გასვლა დაფიქსირდა. აქედან უდიდესი ნაწილი, 44.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის ასაკის მოგზაურების მიერ. საქსტატმა მთლიან მოგზაურებში, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, ვიზიტორთა რაოდენობაც გამოთვალა და მათმა რაოდენობამ 484.8 ათასი შეადგინა. უწყების განმარტებით, ვიზიტორი არის 15 წლის ან[სრულად…]

რა ღონისძიებებს გამართავს თბილისში დედაქალაქის მერია 26 მაისს

რა ღონისძიებებს გამართავს თბილისში დედაქალაქის მერია 26 მაისს

დედაქალაქის მერია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებას წარმოადგენს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები. თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები. 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საკონცერტო[სრულად…]

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა – გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. როგორც „თბილისი თაიმსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ[სრულად…]

სამართალდამცველებმა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებული პირები 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. არიან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე[სრულად…]

საქართველოს 11 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ტექინსპექტირება მოძრავი უნივერსალური ხაზის მეშვეობით არის შესაძლებელი

საქართველოს 11 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ტექინსპექტირება მოძრავი უნივერსალური ხაზის მეშვეობით არის შესაძლებელი

საქართველოს 11 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ტექინსპექტირება მოძრავი უნივერსალური ხაზის მეშვეობით არის შესაძლებელი. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ავტომფლობელებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ხელმისაწვდომია როგორც სტაციონარულ ხაზებზე, ასევე მობილური ხაზების მეშვეობით. „დღეისთვის საქართველოში ფუნქციონირებს 41 პერიოდული ინსპექტირების ცენტრი, რომელთაც მსუბუქი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო[სრულად…]

დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი -აზერბაიჯანი სამი უზარმაზარი ბულდოზერით მუშაობს, სადაა, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?

დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი -აზერბაიჯანი სამი უზარმაზარი ბულდოზერით მუშაობს, სადაა, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?

ზალკალიანის განცხადება არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან. რაც ხდება ეს ვანდალიზმია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. არქიმანდრიტი „სპექტაკლს“ უწოდებს იმ განცხადებებს, რაც სამშენებლო სამუშაოების შესახებ[სრულად…]

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ი განაგრძობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულების განვითარების მხარდაჭერას. „აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოში თავისუფალ და სამართლიანი არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციული ძალისხმევის მხარდაჭერას“, – ნათქვამია რეზოლუციაში. ამავე დროს დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა[სრულად…]

“პირველი ნაბიჯი”-მცირე გამარჯვებებსაც შეუძლია სამყარო შეცვალოს

“პირველი ნაბიჯი”-მცირე გამარჯვებებსაც შეუძლია სამყარო შეცვალოს

ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“ 1998 წ.  „კასპის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელების გადასარჩენად, ქალბატონებმა ნინო ჟვანია-ქადაგიძემ და ჯეინ ენ ქორბოიმ დააარსეს. მთავარი მისია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა. „პირველი ნაბიჯი“ ეს არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაცია, რომელიც პრობლემებს შესაძლებლობად აქცევს, მცირე პროგრესს – დიდ[სრულად…]

თამარ ჩუგოშვილი – სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი – ეს ასე არ არის!

თამარ ჩუგოშვილი – სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი – ეს ასე არ არის!

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, მაგრამ ეს ტრაგედია ძალიან კარგად გვაჩვენებს, რომ ეს ასე არ არის! – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი სოფელ აღაიანში მომხდარ ტრაგედიას, სადაც შსს-ს ინფორმაციით, 16 წლის დედამ, 7 თვის ჩვილი გაგუდა. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მომხდარმა კიდევ ერთხელ აჩვენა,[სრულად…]

ტაქსის მძღოლების საორგანიზაციო ჯგუფი დაწესებული რეგულაციების გადავადებას ითხოვს

ტაქსის მძღოლების საორგანიზაციო ჯგუფი დაწესებული რეგულაციების გადავადებას ითხოვს

ტაქსის მძღოლების საორგანიზაციო ჯგუფი თბილისის მერიას ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციების გადავადებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. ტაქსის მძღოლების საორგანიზაცო ჯგუფის წევრის, ლევან ხუზაურაშვილის განცხადებით, ტაქსის მძღოლები მერიას დაგეგმილი რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე სთხოვენ, უარის მიღების შემთხვევაში კი, მათი თქმით, პროტესტის ტალღა მასშტაბური იქნება. ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის[სრულად…]

აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს ზარალი აუნაზღაურდებათ

აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს ზარალი აუნაზღაურდებათ

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესულია 1200-ზე მეტი შეტყობინება და ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს. ზარალის შეფასების პროცესს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლები დაზარალებულ სოფლებში გაეცნენ.[სრულად…]

პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებულ ახალ რეგლამენტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებულ ახალ რეგლამენტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებულ ახალ რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალება, შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, სავარაუდოდ დაშვება მოხდება წარმოება-ექსპორტის მიმართულებით. „ჩვენ ვმუშაობთ დეტალურად პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ, ეს არ გულისხმობს გადავადებას, ანუ ჩვენ სტრატეგიულ ხაზს არ გადავუხვევთ. პირიქით, ამას მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ საქართველო გადადის მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენებაზე. მაგრამ საჭიროა გარკვეული ტექნიკური დაზუსტებები და ამ სტანდარტის ელემენტების[სრულად…]

მონატრებამისჯილი- ემიგრანტი ქალის ნაამბობი

მონატრებამისჯილი- ემიგრანტი ქალის ნაამბობი

ერთი, ორი, სამი, ოთხი…კიდევ ათიათასამდე ან ასიათასამდე და ლოდინი დასრულდება, მონატრებაც დასრულდება და მანძილიც, რომელიც გაშორებს საყვარელ ოჯახს, საყვარელ სახლს, საყვარელ სამშობლოს. არადა ყველაფერი მათ გამო გააკეთე, მათი სიკეთისთვის, მათი წარმატებისთვის. ბევრი ტკივილი, ბევრი დაცემა და მერე ისევ წამოდგომა. ცხოვრება ბრძოლააო, ამას გასწავლიდნენ ბავშვობიდან და ახლა ამ უცხო მიწაზე მყოფმა[სრულად…]

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის სასამართლო 23 მაისს იმსჯელებს

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის სასამართლო 23 მაისს იმსჯელებს

7 თვის შვილის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. მისი უფლებების დასაცავად ბრალდებულის ოჯახს ადვოკატი არ აუყვანია. „მას დაენიშნა სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატი. სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა მოხდა იმის გამო, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია და მუხლი, რომლითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი, ნაფიც მსაჯულთა განხილვას ექვემდებარება, თუმცა, ბუნებრივია, რთულია იმის თქმა,[სრულად…]