ამ სტატიების ავტორი: admin

თბილისის ბაღების 200-მდე მეთოდისტს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა

თბილისის ბაღების 200-მდე მეთოდისტს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების საგანმანათლებლო პროგრამების 200-მდე კოორდინატორს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორთა გადამზადება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულით განხორციელდა და მასში საქართველოს მასშტაბით, 600-მა დასაქმებულმა მიიღო მონაწილეობა. გადამზადება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო. პროექტი მიზნად ისახავს ახალი სტანდარტის სრულფასოვან დანერგვას სააღმზრდელო პროცესში, თითოეული აღსაზრდელისათვის[სრულად…]

ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო ხდება

ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო ხდება

სამშენებლო პროექტის მომზადების დროს ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტებასავალდებულო იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის წესშიშედის. კახა კალაძის განცხადებით, აქამდე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას არ იყო გათვალისწინებული, თუ სად განთვსდებოდა ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები, რაც[სრულად…]

კახა კალაძე –  იკვეთებოდა, რომ კონსორციუმი ვერ შეძლებდა ანაკლიის პროექტის განხორციელებას

კახა კალაძე – იკვეთებოდა, რომ კონსორციუმი ვერ შეძლებდა ანაკლიის პროექტის განხორციელებას

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეძლო წარმოედგინა ის თანხა, რომლითაც სამომავლოდ ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელებულიყო. „პროექტის განხორციელება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რამდენიმეჯერ მოხდა ვადის გადაწევა. იყო ხელშეწყობა იმისთვის, რომ მათ მოეტანათ გარკვეული ინვესტიცია, კაპიტალი, რათა პროექტი განეხორციელებინათ. დღეს ჰქონდათ ბოლო ვადა, რომ წარმოედგინათ უკვე ეს თანხები იმისთვის, რომ სამომავლოდ ეს[სრულად…]

სვანეთის ფოტო Windows-ის მილიონობით მომხმარებლის ეკრანზე ჩანს

სვანეთის ფოტო Windows-ის მილიონობით მომხმარებლის ეკრანზე ჩანს

საქართველო Microsoft Windows-ის ეკრანზე. სვანეთის შესახებ ფოტოს რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას Microsoft Windows-ის მილიონობით მომხმარებელი იხილავს. „დალაშქრე შავი ზღვისპირეთიდან კასპიის ზღვამდე მდებარე მთები, იმოგზაურეთ დედამიწის ამ წერტილში და საქართველო შეიძლება თქვენს გულში აღმოჩნდეს“, – ამ აღწერით ავრცელებს სქრინს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თუმცა, უცნობია, როდის აღმოჩნდა სვანეთის ფოტო[სრულად…]

რუსთავში სოციალურად დაუცველი 52 ოჯახი სპეციალურ საცხოვრისში შესახლდა

რუსთავში სოციალურად დაუცველი 52 ოჯახი სპეციალურ საცხოვრისში შესახლდა

რუსთავში სოციალურად დაუცველმა, თავშესაფრის მაძიებელმა ოჯახებმა საცხოვრისი მიიღეს. 52 ოჯახი სპეციალურ საცხოვრისში დღეიდან შესახლდა. სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მე-11 მიკრორაიონში რუსთავის მერიამ 2018 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტში დაასრულა. 2019 წლის თებერვალში შეიქმნა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია“, რომელშიც ადგილობრივი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორის, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები[სრულად…]

17 წლის მოქალაქეები მართვის მოწმობას ვეღარ აიღებენ

17 წლის მოქალაქეები მართვის მოწმობას ვეღარ აიღებენ

17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის,[სრულად…]

ადგილობრივი მედია- კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე მაღალი, წმინდა მთა ცხენით დალაშქრა

ადგილობრივი მედია- კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე მაღალი, წმინდა მთა ცხენით დალაშქრა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე დიდი მთა ცხენით დალაშქრა. KCNA-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ კიმ ჩენ ინი თეთრ ცხენზე ამხედრებული თოვლით დაფარულ მთა პექტუსანზე დაჯირითობს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კიმ ჩენ ინი 2 750 მეტრის სიმაღლის მთაზე ადის. BBC-ის ინფორმაციით, მსგავს ჟესტს ყოველთვის მოსდევს[სრულად…]

2019/10/16 მსოფლიო
ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

დედაქალაქის მერიის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. „ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება. თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გასვლა აიკრძალება. აქედან გამომდინარე, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება და როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური[სრულად…]

ქაშვეთის ეკლესიაში დღეს მიხეილ კობახიძის სამოქალაქო პანაშვილი გაიმართება

ქაშვეთის ეკლესიაში დღეს მიხეილ კობახიძის სამოქალაქო პანაშვილი გაიმართება

კინორეჟისორ მიხეილ კობახიძეს დღეს ქაშვეთის ეკლესიაში დაასვენებენ. 18:00 საათიდან ტაძარში სამოქალაქო პანაშვილი გაიმართება. რეჟისორს ქაშვეთის ტაძრიდან ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში, 13 ოქტომბერს გარდაიცვალა. Please follow and like us:

გლდანში 15 წლის მოზარდი დაჭრეს

გლდანში 15 წლის მოზარდი დაჭრეს

გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი მისთვის უცნობმა პირმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. უცნობია, თუ რა გახდა დანაშაულის მიზეზი. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. დაჭრის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულია ერთი პირი[სრულად…]

საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 80 000-მდე ადამიანია

საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 80 000-მდე ადამიანია

2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 80 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა. უფრო კონკრეტულად, ცენტრის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის ბოლოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით, რეგისტრირებული იყო ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 76 508 შემთხვევა,[სრულად…]

ოფთალმოლოგის რჩევები – რა შეცდომებს ვუშვებთ კონტაქტური ლინზების მოხმარებისას

ოფთალმოლოგის რჩევები – რა შეცდომებს ვუშვებთ კონტაქტური ლინზების მოხმარებისას

როცა საქმე ჯანმრთელობასა და ორგანიზმის სიჯანსაღეს ეხება, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, კონკრეტულ შემთხვევაში რა ნაბიჯების გადადგმაა სწორი. საჭიროა, პროფესიონალებს მივმართოთ კონსულტაციებისა და რეკომენდაციებისთვის, რომ საკუთარ თავზე მოვირგოთ ესა თუ ის მოცემულობა. დღევანდელ საუკუნეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი მოიხმარს კონტაქტურ ლინზებს. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად სწორად და სუფთად მიმდინარეობს ეს პროცესი. აღნიშნული საკითხის[სრულად…]

2019/10/15 რჩევები
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე  მეუფე პეტრესთან დაპირისპირების დეტალებზე  არ საუბრობს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე პეტრესთან დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრესთან დაპირისპირების დეტალებზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს. კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება მომხდარი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს, აცხადებს, რომ “ამასთან არ არის დაკავშირებული”. შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა. შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის დედის დაკრძალვაზე მოხდა. Please follow and like us:

2019/10/14 რელიგია
ილია მეორე – საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი

ილია მეორე – საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი

საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, “ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ”. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი[სრულად…]

2019/10/14 რელიგია
მეუფე გრიგოლი – სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო

მეუფე გრიგოლი – სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო

სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა. მისივე თქმით, როგორც თავად მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის. ჩვენ ვცდილობთ,[სრულად…]

2019/10/14 რელიგია
ანა დოლიძე – ხელისუფლებისთვის შეთავაზება მაქვს, დავით გარეჯი დაცულ ტერიტორიად გადაიქცეს

ანა დოლიძე – ხელისუფლებისთვის შეთავაზება მაქვს, დავით გარეჯი დაცულ ტერიტორიად გადაიქცეს

დავით გარეჯთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის პოლიტიკური შეთავაზება მაქვს, რომელიც გვაძლევს ისტორიულშესაძლებლობას, რომ ეს გამოწვევა გამოვიყენოთ ჩვენი და აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის, ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისათვის და ამ ადგილის საერთაშორისო მასშტაბის მემკვიდრეობის ძეგლად ქცევისთვის, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, გულისხმობს, რომ დავით გარეჯის ტერიტორია, მთლიანად[სრულად…]

მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. მათივე ინფორმაციით, თამაშებში 97 ქვეყნის 1200-ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში 4 სპორტსმენია. ქვიშის ჭიდაობაში მედლებისთვის ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დათო მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) იბრძოლებენ. მოჭიდავეთა ნაკრები შეჯიბრებაში[სრულად…]

2019/10/14 სპორტი
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. შესაბამისი გადაწყვეტილება 12 ოქტომბერს საბერძნეთის ეკლესიის იერარქების რიგგარეშე შეხვედრაზე მიიღეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ, საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმოსი ამიერიდან უკრაინელ მთავარეპისკოპოს ეპიფანიოსს რელიგიური მსახურების დროს მოიხსენიებს და იგი მართლმადიდებელი ეკლესიის ოჯახის წევრად ჩაითვლება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მედიამ გაავრცელა. Please[სრულად…]

2019/10/14 რელიგია
რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას პასუხობს

რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას პასუხობს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიია საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით გარკვეულ „შედეგებს“ პროგნოზირებს იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ნიკოლაი ბალაშოვმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე მიტროპოლიტის წინადადების მიუხედავად, რომ თავი შეეკავებინათ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისგან, ელადის ეკლესიის სამღვდელმთავრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის[სრულად…]

2019/10/14 რელიგია
ტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა, დააკავეს

ტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა, დააკავეს

ტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა, დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ​ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას[სრულად…]

გიორგი კეპულაძე: საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ

გიორგი კეპულაძე: საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ

რას ნიშნავს „ჭარბვალიანობა“ და რა იწვევს მას ჩვენს ქვეყანაში? მაშინ, როცა ადამიანს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, უზრუნველყოს საკუთარი ყოველდღიური ხარჯები, უნდა თუ არ უნდა, უწევს, მიმართოს საბანკო სექტორს. ხშირად ისე ხდება, რომ მისთვის რთული და შეუძლებელიც კი ხდება, გაისტუმროს აღებული ვალი. დღეს ჩვენს ქვეყანაში სესხებისა და კრედიტების აღების პროცესი გაცილებით[სრულად…]

„ჩვენი მალამოების შესაფუთი ჭურჭელი  იქმნება ქართული ნატურალური თიხისგან,  რაც ხდის მას განსაკუთრებულს“

„ჩვენი მალამოების შესაფუთი ჭურჭელი  იქმნება ქართული ნატურალური თიხისგან,  რაც ხდის მას განსაკუთრებულს“

დღევანდელ საუკუნეში ადამიანს აქვს მიდრეკილება, საკუთარი გარეგნობის გაუმჯობესებისა და მისი შენარჩუნებისთვის გამოიყენოს ისეთი პროდუქცია, რომელიც ნატურალურია და ზუსტად ერგება საკუთარი სხეულის მოთხოვნილებებს. ინდივიდურად შერჩეული მალამოები, საპნები თუ სანთლები შედეგზე განსაკუთრებულად აისახება. „ბოტანიკი“ სახისა და ტანის მოვლის ნატურალურ საშუალებებს, საპნებსა და დეკორატიულ სანთლებს ამზადებს. უპირველესი, რაც ასეთი საშუალებების შერჩევისას მომხმარებელს იზიდავს,[სრულად…]

სვეტიცხოვლობა – დღესასწაული საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტისა

სვეტიცხოვლობა – დღესასწაული საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტისა

სვეტიცხოვლობა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ. „თბილისი თაიმსი“ სვეტიცხოვლობის შესახებ სამგორის რაიონის, სოფელ ნასაგურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარ მამა გიორგის ესაუბრა. “პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, უშუალოდ სვეტიცხოვლობის ისტორიაზე საუბრამდე წინა მოვლენები გავიხსენოთ, რათა უფრო მარტივად დავაკავშიროთ ერთმანეთთან. ქართლის ცხოვრების მიხედვით, მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობის[სრულად…]

2019/10/14 რელიგია
გემოლოგი: განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ გამჭვირვალე ძვირფასი ქვების შეძენისას

გემოლოგი: განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ გამჭვირვალე ძვირფასი ქვების შეძენისას

ქვებს ზოგი რის მიხედვით არჩევს, ზოგი – რის მიხედვით. ადამიანები ყიდულობენ მათ ფერის, ფორმის, სტილის შესაბამისად. მათი დიდი ნაწილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვა შეესაბამება მის ზოდიაქოს ნიშანს. ისეც ხდება, რომ მათ მფლობელისთვის იღბალი მოაქვს, ან განსაკუთრებულად აქვს დაცდილი. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი ქვას გამორჩეულად უფრთხილდება და სულ თან დაატარებს. თუმცა,[სრულად…]

2019/10/11 რჩევები
ოთო ფოლადაშვილი: მე ვიყავი ის, ვინც ბოტასებით დაიწყო ცეკვა

ოთო ფოლადაშვილი: მე ვიყავი ის, ვინც ბოტასებით დაიწყო ცეკვა

წლების წინ,  საქართველოსთვის ცნობილი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გახდა. თავიდანვე, ის მაყურებელმა აღიქვა, როგორც გამორჩეული. პროფესიონალმა მოცეკვავემ, ნელ-ნელა, საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება და ინტერესი დაიმსახურა. სულ ცოტა ხნის წინ კი, მან საკუთარი თავი მორიგ პროექტში გამოსცადა და გაიმარჯვა კიდეც. „თბილისი თაიმსი“ ოთო ფოლადაშვილის პერსონას გთავაზობთ. შეიძლება ითქვას, რომ ცეკვა მან სრულიად[სრულად…]

2019/10/11 პერსონა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ეკლესია არის სასულიერო პირები და მრევლი ერთად, ველოდები, როდის შეძლებს მრევლი ჩვენთან ერთად ამოსვლას დავით გარეჯის ტერიტორიაზე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ეკლესია არის სასულიერო პირები და მრევლი ერთად, ველოდები, როდის შეძლებს მრევლი ჩვენთან ერთად ამოსვლას დავით გარეჯის ტერიტორიაზე

უნდა გვესმოდეს, რომ ეკლესია არის სასულიერო პირები და მრევლი ერთად, ველოდები, როდის შეძლებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მრევლი ჩვენთან ერთად ამოსვლას, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება სასულიერო პირებთან ერთად მრევლმაც და[სრულად…]

2019/10/11 რელიგია
თამთა თოდაძის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

თამთა თოდაძის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

თამარ თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ლუკავამ განუცხადა. “პროკურატურამ 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა, ხოლო ჩვენ 11 ოქტომბერ გვაქვს პრესკონფერენცია 10:30 საათზე და ჩვენს მოსაზრებას იქ გაიგებთ”, – განუცხადა ლუკავამ “ინტერპრესნიუსს”. საკრებულოს დეპუტატის ილია[სრულად…]

1-ლი ნოემბრიდან “მასწავლებლის ეროვნული სკოლა” დაიწყებს ფუნქციონირებას

1-ლი ნოემბრიდან “მასწავლებლის ეროვნული სკოლა” დაიწყებს ფუნქციონირებას

1-ლი ნოემბრიდან “მასწავლებლის ეროვნული სკოლა” დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განუცხადა, სკოლა ხელს შეუწყობს როგორც ახალი, ასევე პრაქტიკოსი მასწავლებლების მომზადებასა და გადამზადებას, რათა მათ მომავალში კვალიფიკაციის ამაღლება და კომპეტენციის დადასტურება მარტივად შეძლონ. “ეს ახალი პროგრამა დაეხმარება როგორც ახალ პედაგოგობის მსურველებს, ასევე არსებულ პედაგოგებს, რაც შეიძლება წარმატებით[სრულად…]

შსს-მ 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შსს-მ 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ. უწყების[სრულად…]

არქიმანდრიტი კირიონი დავით გარეჯზე  – ეკლესიებში მხოლოდ ჩვენი ასვლა, სასულიერო პირების გამოყოფა საკუთარი ერისგან, ჩვენთვის მიუღებელია ამ ეტაპზე –  ეს არის ჩვეულებრივი საეკლესიო მორალი

არქიმანდრიტი კირიონი დავით გარეჯზე – ეკლესიებში მხოლოდ ჩვენი ასვლა, სასულიერო პირების გამოყოფა საკუთარი ერისგან, ჩვენთვის მიუღებელია ამ ეტაპზე – ეს არის ჩვეულებრივი საეკლესიო მორალი

ეკლესიებში მხოლოდ ჩვენი ასვლა, სასულიერო პირების გამოყოფა საკუთარი ერისგან, ჩვენთვის მიუღებელია ამ ეტაპზე, ეს არის ჩვეულებრივი საეკლესიო მორალი, – ასე გამოეხმაურა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება. მისი თქმით, გაიხსნება თუ არა ხვალ მონასტრები სასულიერო პირებისთვის, ეს[სრულად…]