ამ სტატიების ავტორი: admin

პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის ახალი რეგულაციები შემოდის

საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას. აღნიშნული რეგულაციების შემოღების აუცილებლობა განაპირობა ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების მკვეთრმა ზრდამ, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა გარემოს. როგორც ცნობილია, გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის ნარჩენებით ბინძურდება, განსაკუთრებით ეს ეხება[სრულად…]

“ისეთი ნამუშევრის შექმნა მაქვს გადაწყვეტილი, რომელიც  სამყაროს გააოცებს” – ეკა ფერაძე

“ისეთი ნამუშევრის შექმნა მაქვს გადაწყვეტილი, რომელიც სამყაროს გააოცებს” – ეკა ფერაძე

მხატვრობა, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგები, ადამიანისგან სულს ითხოვს. შეუძლებელია ღირებული  ნამუშევარის შექმნა ემოციის, გრძნობების წარმოჩენის გარეშე. მხატვარი ხომ იგივე შემოქმედია, რომელიც საკუთარ განცდებსა და გრძნობებს აცოცხლებს ნახატებში და ამ ყველაფრის შემფასებელი და კრიტიკოსი საზოგადოებაა. “საკმაოდ რთულია ყოველთვის მიზნის მიღწევა, მით უმეტეს, უცხო ქვეყანაში, მაგრამ თუ ადამიანი შრომისმოყვარეა ის აუცილებლად[სრულად…]

2017/07/07 პერსონა
Rolling Rolls – ნაყინის ახალი ქართული ბრენდის წარმოება დაიწყო

Rolling Rolls – ნაყინის ახალი ქართული ბრენდის წარმოება დაიწყო

თბილისში ნაყინის ახალი ბრენდი გამოჩნდა. კომპანია საკუთარ მომხმარებელს განსხვავებულ და ორიგინალურ ნაყინებს სთავაზობს, რომელიც განსხვავებულია გემოთი და არომატით. ნაყინის მოყვარულებს  საკუთარი  რეცეპტითა და გემოვნებით შეუძლიათ დაამზადონ სასურველი ნაყინი. კომპანიის დაარსებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „თბილისი თაიმსს“ კომპანიის დირექტორი ირაკლი ხოფერია ესაუბრა. უპირველესად ყოვლისა, მოგვიყევით საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ „როლინგ როლსი“?[სრულად…]

პრემია ივერია – ტოლერანტული ლიტერატურული პროექტი გრძელდება

პრემია ივერია – ტოლერანტული ლიტერატურული პროექტი გრძელდება

ქართული ელიტის პოეტები – “წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ “ივერიის” სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – “ივერია” – პროექტი – მსახურებისთვის და არა კონკურსისთვის პროექტი ხორციელდება 2013 წლის 28 ნომებრიდან ხორციელდება და მეოთხე წელიწადს ითვლის. პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა კურთხევით.[სრულად…]

ანაკლიის პორტი: პროექტის დიზაინს მთავრობა განიხილავს

ანაკლიის პორტი: პროექტის დიზაინს მთავრობა განიხილავს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“  ანაკლიის პორტის წინასწარი დიზაინი მთავრობას წარუდგინა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დიზაინის მომზადება კიდევ ერთი საკვანძო ეტაპია, რომელიც კონსორციუმმა პორტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაასრულა. პროექტი მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის დაგეგმარებას, რომელიც დაახლოებით 110 ჰექტარზე გავრცელდება. იგი  შედგენილია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ნაწილების მშენებლობისთვის; წინასწარი დიზაინის დოკუმენტი ამ[სრულად…]

კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა

კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა

ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა. მან 5-წლიანი საქმიანობა შეაჯამა და ერთ-ერთ საამაყო პროექტად ქარის პირველი ელეტროსადგური “ქართლი 1” დაასახელა. კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად 01 ივლისს წარადგინეს. 39 წლის კახა კალაძის საარჩევნო სლოგანი “ჩემი ოცნების თბილისი” იქნება. “კარგად მაქვს გააზრებული პასუხისმგებლობა, რას ნიშნავს, იყო თბილისის მერი. ამისთვის მზად[სრულად…]

2017/07/06 პოლიტიკა

ტურიზმის მაჩვენებელი 43%–ით გაიზარდა – გიორგი კვირიკაშვილი

ივნისის თვეში საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი – 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ივნისში 330 000-მდე ტურისტი ეწვია საქართველოს. „ეს არის იმ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში და მათი რაოდენობა თითქმის 99 000-ით მეტია 2016[სრულად…]

2017/07/06 პოლიტიკა
თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ეღირება

თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ეღირება

ხვალიდან, 7 ივლისიდან ავიაკომპანია „სერვისეარი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით იწყებს რეგულარული ფრენების განხორციელებას. ფრენები შესრულდება ყოველდღე (ოთხშაბათის გარდა), განხორციელდება ორი რეისი, ხოლო პარასკევს და კვირას კი – სამი რეისი. “ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს შესაძლებობა ექნებათ, ისარგებლონ დილის და საღამოს ფრენებით. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ შეისყიდა ეს მომსახურება და[სრულად…]

აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზი შესაძლოა გაიზარდოს

აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზი შესაძლოა გაიზარდოს

აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზი შესაძლოა გაიზარდოს. ინიციატივა პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გაჟღერდა. ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები შედიან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ კონცეფციას განიხილავს. “აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზი არ უნდა იყოს 18 და 20 წელი. ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ ცენზის კიდევ[სრულად…]

პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი შეწყალების აქტს, რომლის მიხედვით 170 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეწყალებულთაგან 9 ქალია. შეწყალებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, 120 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, დანარჩენს კი სასჯელი შეუმცირდებათ. ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ სულ[სრულად…]

ვფიქრობთ, აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს – გიორგი კვირიკაშვილი

ვფიქრობთ, აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს – გიორგი კვირიკაშვილი

ვფიქრობთ, აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს, ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს და ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კახა კალაძე იყო ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი და იმედი გამოთქვა, რომ თბილისს ღირსეული მერი ეყოლება. „დღეს კახისთვის მინისტრის ამპლუაში ბოლო მთავრობის სხდომაა[სრულად…]

2017/07/06 პოლიტიკა
თელავის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა შემუშავდება

თელავის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა შემუშავდება

თავრობა ქალაქ თელავის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას იწყებს, – როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ფარგლებში, სივრცითი დაგეგმარება არაერთ ქალაქსა და მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში დაიწყო. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების მატებასთან ერთად, იზრდება მშენებლობები. მოგეხსენებათ, თელავი არის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის კერა და ასევე ტურისტული[სრულად…]

2017/07/06 პოლიტიკა
კვლევა: მესამე და შემდეგ ბავშვს თვითშეფასება უფრო მაღალი აქვს ვიდრე პირველ შვილს

კვლევა: მესამე და შემდეგ ბავშვს თვითშეფასება უფრო მაღალი აქვს ვიდრე პირველ შვილს

დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრმა ჩაატარა კვლევა მშობლის აღზრდის სტილის გავლენა ბავშვის თვითშეფასებაზე. გამოყენებულ იქნა როზენბერგის თვითშეფასებისა და ოვჩაროვას აღზრდის სტილის კითხვარები. ცენტრის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 150 (ას ორმოცდაათი)  10-დან 17 წლამდე მოზარდი და მათი დედები. მოზარდთაგან 80 იყო მდედრობითი სქესის , ხოლო 70 მამრობითი სქესის. კვლევსი შედეგად დადგინად, რომ გამოკითხულტაგან[სრულად…]

“არა გჯერათ, ჰოდა ახია!” – გიორგი კალანდია

“არა გჯერათ, ჰოდა ახია!” – გიორგი კალანდია

“მაოცებს ხალხი – ზოგს ჰგონია რომ ამერიკელები ჩვენს სუნელს ებრძვიან. ხალხნო და ჯამაათნო სუნელი კი არაა მარტო ტყვიით სავსე – არამედ ჰაერი, წყალი და სრულიად ქართული საკვები! არა გჯერათ, ჰოდა ახია!” – ამის შესახებ, ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს. “მაოცებს ხალხი – ზოგს ჰგონია რომ ამერიკელები ჩვენს სუნელს ებრძვიან. ხალხნო და[სრულად…]

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი დააკავა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი  თამაზ ინალიშვილი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თამაზ ინალიშვილი საქართველოს  მოქალაქეს  დაჰპირდა თავისი ნაცნობის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლის  მეშვეობით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის 3 წლის ვადით  გადავადებას,[სრულად…]

იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი კონდიცირებული იქნება – ალექსანდრე ჯეჯელავა

იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი კონდიცირებული იქნება – ალექსანდრე ჯეჯელავა

იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი კონდიცირებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მშობლების უკმაყოფილებას, რომ ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერებს არ რთავენ და ერთ-ერთ აბიტურიენტს გამოცდაზე გული წაუვიდა. ”გამოცდები ძალიან სტრესული საქმეა და სამწუხაროდ, იქაც, სადაც კონდიცირება არის, გულის წასვლა და[სრულად…]

GNS- ახალი ქართული ინოვაციური აგურები

GNS- ახალი ქართული ინოვაციური აგურები

საქართველოში  დაახლოებით ერთი თვეა დაიწყო „ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების“ წარმოება  სტარტაპ საქართველოსა ხელშეწყობით. კომპანია GNS მომხამარებელს სრულიად ინოვაციურ სამშენებლო დეკორატიულ მასალას სთავაზობს. კომპანიის საქმიანობასა და მიზნებზე „თბილისი თაიმსს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა თუთბერიძე ესაუბრა. როდის დაარსდა  GNS და საიდან გაჩნდა დაარსების იდეა? – დაახლოებით ერთი თვეა რაც დაარსდა. ქართულ ბაზარზე ძირითადად[სრულად…]

სახალხო დამცველმა აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართა

სახალხო დამცველმა აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართა

3 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაზარალებულად ცნობასა და მის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს. როგორც “თბილისი თაიმსს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველმა ამ საკითხებზე მედიაში არაერთი საჯარო კომენტარი გააკეთა, თუმცა, ვინაიდან მდგომარეობა[სრულად…]

პოლონური სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები ამოიღეს

პოლონური სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები ამოიღეს

ქართული და ევროპული ოფიციალური უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან ამოიღეს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, პოლონეთის ერთ-ერთ  სავაჭრო ქსელში აღმოჩენილ, უკრაინაში წარმოებულ ღვინის ეტიკეტებზე დატანილი იყო ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელება – „კახეთი“. მისივე ინფორმაციით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ინტელექტუალური[სრულად…]

გიორგი კვირიკაშვილსა და ჯანი ბუკიკიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გიორგი კვირიკაშვილსა და ჯანი ბუკიკიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში აქტიური ჩართულობისა და იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ხელისუფლება ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით, დიალოგის გაგრძელების მიმართულებით დგამს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა პოზიტიურ და წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საქართველოში მისი ვიზიტის[სრულად…]

2017/07/05 პოლიტიკა
H&M პირველ მაღაზია თბილისში შემოდგომაზე გაიხსნება

H&M პირველ მაღაზია თბილისში შემოდგომაზე გაიხსნება

H&M პირველ მაღაზიას „გალერეა თბილისში“ 2017 წლის შემოდგომაზე გახსნება.  როგორც  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების განცხადებაში ნათქვამია, მაღაზია „გალერეა თბილისში“ სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. H&M-ში ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თეთრეულის სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი.როგორც კომპანიაში განმარტავენ, ისინი ქართველ მომხმარებლებს შესთავაზებენ სამოს საუკეთესო ფასად.[სრულად…]

იანვარ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღვინის ექსპორტი 59%-ით გაიზარდა

იანვარ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღვინის ექსპორტი 59%-ით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 70,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავეპერიოდის მაჩვენებელს. „2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით59%-ით[სრულად…]

სასამართლომ ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2017 წლის 4 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდა ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ორ ეპიზოდში). სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომრ.ა.-მ უზბეკეთიდან საქართველოში, მოტყუებით, თითქოსდა[სრულად…]

მარტვილში იუსტიციის სახლი აშენდება

მარტვილში იუსტიციის სახლი აშენდება

სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას მარტვილის მოსახლეობაც შეძლებს. მალე ქალაქში იუსტიციის სახლის მშენებელობა დაიწყება. ის ადგილი, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოინახულა. მარტვილის იუსტიციის სახლი 700 კვ. მეტრი იქნება და ის 6616 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. მისიპროექტი არქიტექტორ მიხეილ[სრულად…]

თამარ კეკენაძე – რუსეთი არ იხდის პოლიტიკურ ფასს იმაში, რასაც აკეთებს

თამარ კეკენაძე – რუსეთი არ იხდის პოლიტიკურ ფასს იმაში, რასაც აკეთებს

თამარ კეკენაძე – რუსეთი არ იხდის პოლიტიკურ ფასს იმაში, რასაც აკეთებს და ჩვენ არ ვიცით რა სტატეგია აქვს ,,ქართულ ოცნებას’’ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისა და დეოკუპაციისთვის. რუსეთს არ გადაუხდია პოლიტიკური ფასი 2008 წელს და რუსეთი არ იხდის პოლიტიკურ ფასს მას შემდეგ, რაც მუდმივად ცდილობს დაარღვიოს ყველა არსებული შეთანხმება და ფაქტია, სადაცაა[სრულად…]

2017/07/05 პოლიტიკა
ჰიგიენური ნორმების დაუცველობის შემთხვევაში სალონები დაჯარიმდებიან

ჰიგიენური ნორმების დაუცველობის შემთხვევაში სალონები დაჯარიმდებიან

ესთეტიკური სილამაზის ცენტრებს, სალონებს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. სწორედ ამიტომ, ამგვარ დაწესებულებებში ჰიგიენური ნორმების დაცვა პრივილეგიას უნდა წარმოადგენდეს. თბილისში სილამაზის სალონების შემოწმება უკვე დაწყებულია. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ოფიციალური ჯარიმის ოქმები გამოიწერება. შემოწმება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: არის თუ არა სალონი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და ახორციელებს თუ არა ინფექციის კონტროლს.  მოქმედი რეგულაციით, სალონს[სრულად…]

გასულ წელთან შედარებით, საქართველოში ტურისტთა რიცხვი 43%-ით გაიზარდა

გასულ წელთან შედარებით, საქართველოში ტურისტთა რიცხვი 43%-ით გაიზარდა

გასული წლის ივნისის თვესთან შედარებით საქართველოში ტურისტთა რიცხვი 43%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 28.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს 6 თვის მონაცემები შეაჯამა. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა,  2017 წლის იანვარ – ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდა,ნ რუსეთიდან და ირანიდან განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება[სრულად…]

რუსმა ოკუპანტებმა ე. წ. საზღვარი გადმოწიეს

რუსმა ოკუპანტებმა ე. წ. საზღვარი გადმოწიეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი გადმოწიეს. ადგილობრივების თქმით, ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი გუშინ დადგეს. მათ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს. Please follow and like us:

2017/07/04 პოლიტიკა

ლიანდაგის ქურდობის მცდელობისთვის 4 პირი დააკავეს

ლიანდაგის ქურდობის მცდელობისთვის შსს-მ 4 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ აბასთუმანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს რკინიგზის კუთვნილი 46 მეტრი სიგრძის ლიანდაგების მოპარვას ცდილობდნენ. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1976 წელს დაბადებული შ.ფ., 1981 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული[სრულად…]

„ნატურამო“ – ახალი ქართული დიეტური პური

„ნატურამო“ – ახალი ქართული დიეტური პური

ბაზარზე კიდევ ერთი სიახლე დიეტისა და ჯანსაღი კვების მოყვარულებისთვის. კომპანია „იფქლი“ მომხმარებელს ახალ დიეტურ პურს, „ნატურამოს“ სთავაზობს. როგორც ”თბილისი თაიმსთან ” საუბრისას კომპანია „იფქლის“ მთავარმა ტექნოლოგმა  გელა კოდალაშვილი განაცხადა  „ნატურამო“ გაღივებული ხორბლის მარცვლისაგან დამზადებული პურია, რომელიც პურეულის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და დაბალკალორიული (კალორიულობა – 181.3კკალ/100გ) სახეობაა. „ნატურამო“ დაახლოებით ერთი თვეა[სრულად…]