ამ სტატიების ავტორი: admin

პარლამენტმა ქართულ ბიზნესს მხოლოდ 12-წლიანი პერსპექტივა დაუტოვა – მიხეილ კორძახია

პარლამენტმა ქართულ ბიზნესს მხოლოდ 12-წლიანი პერსპექტივა დაუტოვა – მიხეილ კორძახია

„ამ მუხლის ამოღება არ შეიძლება, პარლამენტმა შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ 12-წლიანი პერსპექტივა განგვისაზღვრა“. ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ კორძახიამ „ტვ პირველზე“, გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, 94-ე მუხლმა კონსტიტუციის ძირითადი ნაწილიდან გარდამავალ დებულებაში გადაინაცვლა. ამ მუხლის მიხედვით, გადასახადების ცვლილება მხოლოდ რეფერენდუმის საშუალებით იყო შესაძლებელი.[სრულად…]

„თბილისსა და რუსთავს შორის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არსებობს, თუ მოხდება მისი განვითარება – ვასო ურუშაძე

„თბილისსა და რუსთავს შორის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არსებობს, თუ მოხდება მისი განვითარება – ვასო ურუშაძე

„თბილისსა და რუსთავს შორის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არსებობს, თუ მოხდება მისი განვითარება, ევროპული სარკინიგზო სტანდარტების დანერგვა, სავსებით შესაძლებელია ამ ხაზის განვითარება. ამ ხაზის გარემონტება ნაკლები დაჯდება, ვიდრე ტრამვაის ხაზის გაყვანა“. ამის შესახებ ეკო-ტრანსპორტ ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა. დედაქალაქის მთავრობის ინიციატივით, თბილისი რუსთავს შესაძლოა[სრულად…]

World Economic Forum: ჩინეთი ახალი ქალაქის მშენებლობას იწყებს

World Economic Forum: ჩინეთი ახალი ქალაქის მშენებლობას იწყებს

  რა მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ჩინეთში? – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გვთავაზობთ ხუთ მნიშვნელოვან ფაქტს ჩინეთის ეკონომიკის შესახებ. ჩინეთი ახალი ქალაქის მშენებლობას იწყებს ახალი ქალაქის სახელი უკვე შერჩეულია, ქალაქი Xiongan  ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში აშენდება და იქნება მწვანე, თანამედროვე, გარემოსდაცვით კონცეფციებზე მორგებული და ინოვაციური. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, ახალი ქალაქი[სრულად…]

2017/06/27 მსოფლიო
“თუ ინვესტიციას ჩადებთ, სხვა ბიზნესებიც განვითარდება, ეკონომიკური დოვლათი გაიზრდება” – გიორგი ორბელაძე

“თუ ინვესტიციას ჩადებთ, სხვა ბიზნესებიც განვითარდება, ეკონომიკური დოვლათი გაიზრდება” – გიორგი ორბელაძე

  ბოდიბილდინგის პოპულარობა საქართველოში ყოველწლიურად იმატებს, რაზეც ამ სპორტში მიღწეული ქართველი სპორტსმენების წარმატებებიც მეტყველებს, თუმცა როგორც ჩემი რესპონდენტი ამბობს, მათი მაღალი შედეგები საკუთარი ფინანსების, ძალისხმევისა და ენთუზიაზმის დამსახურება უფრო მეტადაა, ვიდრე სპორტის სამინისტროს მხრიდან გაღებული რესურსების. გიორგი ორბელაძემ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ბოდიბილდინგსა და ფიტნესში ფიზიკის კატეგორიის ორგზის ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.[სრულად…]

2017/06/26 პერსონა
თბილისიდან რუსთავის მიმართულებით ტრამვაი ან მიწისზედა მეტრო იმოძრავებს

თბილისიდან რუსთავის მიმართულებით ტრამვაი ან მიწისზედა მეტრო იმოძრავებს

თბილისი შესაძლოა რუსთავს მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის საშუალებით დაუკავშირდეს. ამის შესახებ, მერიის დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა. „მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის განვითარებაზე დედაქალაქის განვითარების გენგეგმაშია საუბარი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განხორციელდება. დღეს რუსთავიდან თბილისში და პირიქით დღეში 20 ათასამდე კაცი[სრულად…]

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარლამენტი – ნიკა მელია

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარლამენტი – ნიკა მელია

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარლამენტი და ამ ქალაქის და ამ ქვეყნის გადასარჩენად და „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ვიბრძოლო თბილისის საკრებულოდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა. “დღეს თქვენს წინაშე ვაცხადებ ჩემი და ჩემი მეგობრების, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წინაშე, რომ კენჭი ვიყარო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე და[სრულად…]

2017/06/26 პოლიტიკა
World bank: მსოფლიოს 10 საუკეთესო ეკონომიკის მქონე ქვეყანა – აშშ კვლავ პირველია

World bank: მსოფლიოს 10 საუკეთესო ეკონომიკის მქონე ქვეყანა – აშშ კვლავ პირველია

მსოფლიო ბანკმა საუკეთესო 10 ეკონომიკის მქონე ქვეყანის სია წარმოადგინა. შეერთებული შტატების მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობით პირველ ადგილს იკავებს. მისი წლიური შემოსავალი 18 ტრილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც მსოფლიო ეკონომიკის მეოთხედს 24,3%-ს წარმოადგენს. შეერთებულ შტატებს მოჰყვება ჩინეთი 11 ტრილიონი აშშ დოლარით. იაპონია მესამე ადგილზეა 4,4 ტრილიონი დოლარით, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის 6%-ს წარმოადგენს.[სრულად…]

კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ახალი მოთხოვნები დაუწესდებათ

კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ახალი მოთხოვნები დაუწესდებათ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებით ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული “კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნები წესი” დამტკიცდა. როგორც “თბილისი თაიმსს” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული წესის მიზანია კომერციული ბანკებისათვის დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნებით საბანკო სექტორის გამჭვირვალობის ამაღლებისა და, შედეგად, საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მოცემული წესი[სრულად…]

თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანას განათლებული, ინტელექტუალურად განვითარებული და მოაზროვნე ჯარი ჰყავდეს. სწორედ ამ მიზნით, დღეს I საარტილერიო ბრიგადის სამხედრო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ[სრულად…]

​ალიკანტეს უმდიდრეს საჯარო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხე მოეწყობა

  ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, საქართველოს საგარეო სამინისტროს ინიციატივით და ძალისხმევით ალიკანტესუნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლისშედეგადაც ალიკანტეს უმდიდრეს საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყობა ქართული კუთხე. წიგნების პირველი ნაწილი უკვემიეწოდა ბიბლიოთეკას. ქართულ კუთხეში განთავსებული იქნება, როგორც ქართველი მწერლების ნამუშევრები, ასევე, ესპანური ლიტერატურის ქართულენოვანი თარგმანები. მემორანდუმის ფარგლებში ასევე გამოითქვა მზაობა[სრულად…]

თბილისში კინოკოლეჯი იხსნება

თბილისში კინოკოლეჯი იხსნება

თბილისში კინოკოლეჯი იხსნება. მისი მიზანია საქართველოს კინო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური, საშუალო რგოლის სპეციალისტების მომზადება.  კოლეჯი კერძოა, მისი დამფუძნებლები არიან უკრაინელი და ქართველი პროდიუსერები. 27 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება თბილისის კინოკოლეჯის გახსნისადმი მიძღვნილი ინტენსიური კურსები კინოწარმოებაში.   კურსის პირველ გაცნობით ღია ლექციაზე, რომელიც 27 ივნისს 11 საათზე  „ფაბრიკაში“ (ნინოშვილის ქ.[სრულად…]

2017/06/26 კულტურა
თბილისის ბოტანიკურ ბაღში Zip-Line ატრაქციონი გაიხსნა

თბილისის ბოტანიკურ ბაღში Zip-Line ატრაქციონი გაიხსნა

ადრენალინის მოყვარულთათვის თბილისში კიდევ ერთი ატრაქციონი გაიხსნა. თუ აქამდე ბოტანიკური ბაღი მხოლოდ რეკრეაციულ ზონას წარმოადგენდა, ამჟამად დამთვალიერებლებს როგორც დასვენების, ასევე, გართობის საშუალებაც ექნებათ. თბილისის ბოტანიკურ ბაღში Zip-Line ატრაქციონი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, დაესწრო. ატრაქციონით გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერით, ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე ჩასრიალებაა შესაძლებელი. ორ[სრულად…]

მე გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი ვარ – ზაალ უდუმაშვილი

მე გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი ვარ – ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობა“ თბილისის მერობის კანდიდატად „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი წარადგინა. ცერემონია მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა. თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი ნიკა მელიამ დაასახელა და აღნიშნა, რომ ის მოდის პოლიტიკაში, რომ მოიგოს გარდამტეხი ბრძოლა თბილისისთვის და თბილისელებისთვის. „კაცი, რომელსაც წარმოგიდგენთ, უკვე არის გამარჯვებული. წლების განმავლობაში მან[სრულად…]

2017/06/26 პოლიტიკა
რა ეტიკეტის დაცვას მოითხოვს ისლამი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში

რა ეტიკეტის დაცვას მოითხოვს ისლამი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში

ყველა რელიგია წარმოშობს გარკვეულ სტერეოტიპებს, განსაკუთრებით იმ ადამიანთა წარმოდგენაში, ვინც სხვის სარწმუნოებას საკუთარი რელიგიის ჩარჩოებიდან აფასებენ. მოსაზრება, თითქოს მუსლიმ ოჯახში ქალი დაჩაგრული და უუფლებოა, ხშირად მცდარია. თუკი ვიფიქრებთ, რომ მუსლიმ ოჯახში გენდერული თანასწორობა არაა დაცული, იგივე შეიძლება ვთქვათ ქრისტიანულ ოჯახზე, სადაც მამაკაცი ოჯახის თავად განიხილება. მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ის[სრულად…]

2017/06/26 რელიგია
ქართულმა ღვინოებმა პოლონეთის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები დაიმსახურა

ქართულმა ღვინოებმა პოლონეთის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები დაიმსახურა

  პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში „GALICJA VITIS 2017“, ქართული ღვინისმწარმოებელი კომპანია  „მეღვინეობა შილდა“-ს ღვინოებმა – „ქისი 2015“ (თეთრი მშრალი)  და „მუკუზანი 2015“ (წითელიმშრალი) ოქროს მედლები დაიმსახურა. აღნიშნული კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება.  საქართველო წელსპირველად იყო წარმოდგენილი კონკურსის ჟიურიში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა[სრულად…]

კომპანია “ალდაგი” – აგროდაზღვევის მიმართ ინტერესი იზრდება

კომპანია “ალდაგი” – აგროდაზღვევის მიმართ ინტერესი იზრდება

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებასა და რისკების შემცირებას ისახავს მიზნად.  ამჟამად, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 3 სადაზღვევო კომპანიაა ჩართული. როგორ ტარიფებს სთავაზობენ კომპანიები მომხმარებლებს და როგორ ვითარდება აგროდაზღვევის კულტურა საქართველოში, აღნიშნულზე “თბილისი თაიმსს” სადაზღვევო კომპანია[სრულად…]

შალვა გაჩეჩილაძე მსოფლიოს თასის ეტაპის გამარჯვებულია

  22-25 ივნისს, კაჭრეთის “ამბასადორმა” უმასპინძლა მსოფლიოს თასის ეტაპს, კავკასიის ლიგის გათამაშებას ცხენოსნობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო  საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის და უკრაინის 20-მა ცხენოსანმა. შეჯიბრება ჩატარდა დაბრკოლებების გადალახვაში. ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ ორ დისციპლინაში – პატარა კლასში და რთულ კლასში. პატარა კლასში ჩემპიონი გახდა თორნიკე პაპიშვილი, ვერცხლის მედალი გეგი მეტონიძემ დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაო[სრულად…]

2017/06/26 სპორტი
კალაძის კანდიდატურით ივანიშვილმა რაღაც თამაში ჩაიფიქრა – გია ნოდია

კალაძის კანდიდატურით ივანიშვილმა რაღაც თამაში ჩაიფიქრა – გია ნოდია

„ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი იყო კახი კალაძის კანდიდატურის წამოყენება.კალაძეს მისცა საშუალება გამოავლინოს ამბიცია და შესაძლოა შემდეგ გამოიყენოს გუნდის შიდა დაპირისპირებები.ესეც რაღაც თამაშია, ბიძინა ივანიშვილს ჩაფიქრებული აქვს რაღაც,რაც არ გვესმის“. ამის შესახებ, პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში ისაუბრა. „ხალხს ერთი მხრივ, არანორმალურად მიაჩნია ვითარება,როდესაც ამბობენ, რომ ბიძინა[სრულად…]

2017/06/26 პოლიტიკა
„ჩვენ ვიარეთ თანხმობის გზით, პრეზიდენტმა დაასრულა კონფრონტაციით“ – ეკა ბესელია

„ჩვენ ვიარეთ თანხმობის გზით, პრეზიდენტმა დაასრულა კონფრონტაციით“ – ეკა ბესელია

„პრეზიდენტმა დაიწყო კონფრონტაციით და ცვლილებების პროცესიც დასრულდა ასეთივე კონფრონტაციით. ჩვენ ვიარეთ თანხმობის გზით, მაგრამ საკუთარ თავთან და მოსახლეობასთან წინააღმდეგობაში მყოფი პრეზიდენტი რომ არ გახდა პროცესის მონაწილე, ეს მისი არჩევანია“. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. „ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და ერთსულოვნება, რაც[სრულად…]

2017/06/26 პოლიტიკა
მოხიბვლის თეორია: გავრცელებული მითები და რეალობა

მოხიბვლის თეორია: გავრცელებული მითები და რეალობა

სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე უხვადაა რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ მიმზიდველნი და მომხიბვლელნი და როგორ დავიპყროთ საყვარელი მამაკაცის გული. მაგრამ ვცადოთ გავერკვეთ – რომელი “რჩევა-დარიგება” “მუშაობს” რეალურად? 1. ამბობენ, რომ აუცილებელია რომანტიკული გარემოს შექმნა. ეს მითია… მამაკაცი არ დააფასებს თქვენს მონდომებას. სანთლები, მუსიკა, შამპანური… მისთვის ეს არასაჭირო “დეკორაციაა”,[სრულად…]

საკმევლის დანიშნულება

საკმევლის დანიშნულება

“საკმეველი წარმოადგენს ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს…” საკმეველი, ანუ კეთილსურნელება ფართოდ გამოიყენება ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. საკმევლის შემადგენლობაში შემავალ ძირითად მასალას ფართოფოთლებიანი ხისგან – ვოსველიასაგან აწარმოებენ, რომელიც არაბეთის ქვიშიან სანაპიროებსა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში, ძირითადად კი სომალიაში იზრდება. საკმევლის მწარმოებლები ფრთხილად კვეთენ ვოსველიას ქერქს, საიდანაც ნაზი, გამჭვირვალე და წებოვანი მასა გადმოედინება. საკმევლის[სრულად…]

2017/06/26 რელიგია
გარდატეხის ასაკის სირთულეები – ფსიქოლოგის რჩევები

გარდატეხის ასაკის სირთულეები – ფსიქოლოგის რჩევები

გარდატეხის ასაკი 13-19 წლის პერიოდს მოიცავს და ერთგვარი სიახლეა ამ ასაკში მყოფი ადამინებისთვის, ფაქტობრივად, ადამიანი უკან იტოვებს ,,ტკბილ ბავშვობას“ და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადება, ამ დროს ხდება უამრავი ცვლილება, რის შესწავლასაც გარკვეული დრო სჭირდება, ხშირად მოზარდებს ეუფლებათ ორმხრივი ემოციები: დადებითი და უარყოფითი.  ეს ბუნებრივიცაა, ამ თემასთან დაკავშირებით ,,თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი,[სრულად…]

„შს სამინისტრომ უნდა შექმნას ავტოსკოლების რეიტინგი და უნდა მოხდეს მათი მონიტორინგი“ – დავით მესხიშვილი

„შს სამინისტრომ უნდა შექმნას ავტოსკოლების რეიტინგი და უნდა მოხდეს მათი მონიტორინგი“ – დავით მესხიშვილი

ავტოსკოლებს შესაძლოა ავტორიზაციის გავლა მოუწიოთ. მართვის მოწმობის ასაღებად კი გამოცდაზე იმ პირებს დაუშვებენ, ვისაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ გავლილი. აღნიშნულის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, თუმცა, სამინისტროს პრესსამსახურში ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავს. რა სახის დარღვევები არსებობს ავტოსკოლებში და რას შეცვლის ავტოსკოლების ლიცენზირება? ამ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების[სრულად…]

National Geographic: მსოფლიოს 10 საუკუეთესო მუზეუმის შესახებ

National Geographic: მსოფლიოს 10 საუკუეთესო მუზეუმის შესახებ

სამეცნიერო–კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ვაშინგტონი ვაშინგტონში მდებარე ეს მუზეუმი მსოფლიოს ყველაზე დიდი კვლევითი სამუზეუმო კომპლექსია, მასში გაერთიანებულია 19 მუზეუმი და საგამოფენო სივრცე, ეროვნული ზოოლოგიური პარკი და სხვადასხვა კვლევითი დაწესებულება. ამ მუზეუმის სრული დათვალიერებისთვის რამდენიმე თვეც კი არაა საკმარისი, აქ განთავსებული ექსპონატების რაოდენობა 137 მილიონს შეადგენს, თითოეული მათგანი ამერიკის კონტინენტზე განსხვავებულ[სრულად…]

2017/06/26 მსოფლიო
შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

ბოლო 50 წლის მანძილზე საქართველოში აშენებული ყველაზე მსხვილი ჰესის, შუახევიჰესის პროექტი დასრულდა. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით. შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით[სრულად…]

2017/06/24 პოლიტიკა
პარტიები დაფინანსებას სასესიო დარბაზის დატოვებისთვის არ იღებენ – არჩილ თალაკვაძე

პარტიები დაფინანსებას სასესიო დარბაზის დატოვებისთვის არ იღებენ – არჩილ თალაკვაძე

“ჩვენ სასესიო დარბაზში არ  ვართ მარტო, აქ ვართ საზოგადოების მხარდაჭერით. არ მგონია, რომ პარტიები დაფინანსებას იმისთვის იღებდნენ,რომ დატოვონ დარბაზი და არ დაამტკიცონ მათი არგუმენტები”. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა. “ანა დოლიძეს არ აქვს რეალური ინფორმაცია, თუ რა ხდება საკონსტიტუციო რეფორმების ფარგლებში. როდესაც[სრულად…]

2017/06/24 პოლიტიკა
მიწების გასხვისების პრობლემა მოთხოვნების ათეულში შესაძლოა არ იყოს, მაგრამ აქტუალურია – ლევან დავითაშვილი

მიწების გასხვისების პრობლემა მოთხოვნების ათეულში შესაძლოა არ იყოს, მაგრამ აქტუალურია – ლევან დავითაშვილი

“ეს პრობლემა შესაძლოა არ იყოს საზოგადოების მოთხოვნების ხუთეულში, ან ათეულში, მაგრამ აქტუალურია. ეს არის მოსახლეობის ერთსულოვანი განწყობა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა “ტვ პირველზე”, გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ისაუბრა. “მიწების გასხვისებაზე იყო ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა, კონსულტაციები. მოსახლეობის სრული თანხმობით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უცხოელებისთვის აიკრძალოს სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა. სავარგულების დიდი ნაწილი[სრულად…]

2017/06/24 პოლიტიკა
„შორენა თეთრუაშვილი არ არის ისეთი “ვეშაპი”, როგორიც ხალხს ჰგონია“ – მამა სერაფიმე

„შორენა თეთრუაშვილი არ არის ისეთი “ვეშაპი”, როგორიც ხალხს ჰგონია“ – მამა სერაფიმე

„შორენა თეთრუაშვილისგან გახადეს მართლაც “ვეშაპი”. ვერ დავიჯერებ იმას, რასაც ამბობენ. ის არ არის ისეთი “ვეშაპი”, როგორიც ხალხს ჰგონია“, ამის შესახებ მამა სერაფიმემ, სოფელ ქანდის მამათა მონასტრის წინამძღვარმა,  “ტვ პირველზე”, გადაცემა “რეაქციას” ეთერში ისაუბრა. „შარშან როდესაც მე ვერავინ დამიდგინა რა მჭირდა, თვენახევარში 16 კილო დავიკელი. დამირეკა შორენა თეთრუაშვილმა, მან ჩემთვის, უცნობი[სრულად…]

„ „ფართხაფურთხით“ საკონსტიტუციო ცვლილებების გაძღოლა არ შეიძლება“ – ანა დოლიძე

„ „ფართხაფურთხით“ საკონსტიტუციო ცვლილებების გაძღოლა არ შეიძლება“ – ანა დოლიძე

“ვინმეს თუ ჰგონია, რომ ასეთი „ფართხაფურთხით“ ამ პროცესის გაძღოლა შეიძლება, როგორიც არის კონსტიტუციური ცვლილებები. ეს ხომ არ არის კანონი, რომ მუხლი და მძიმე გადაასწორო”.  ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა. “სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” დარჩა მარტო სახლში. როდესაც “პატრიოტთა ალიანსი” და “ნაციონალური მოძრაობა”, რომლებიც[სრულად…]

2017/06/24 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი დღეს გურიის რეგიონსა და აჭარას ეწვევა

13:30 საათზე გიორგი კვირიკაშვილი გურიის რეგიონში, სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება.  საწარმოში 40  მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. 16:30 საათზე პრემიერ–მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკის სექტორში  უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის–შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. შუახევიჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.  ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების[სრულად…]

2017/06/24 პოლიტიკა