ამ სტატიების ავტორი: admin

ქირურგიული ჩარევა ჭარბი წონის წინააღმდეგ – რას გვირჩევს ექიმი?!

ქირურგიული ჩარევა ჭარბი წონის წინააღმდეგ – რას გვირჩევს ექიმი?!

ჭარბი წონა დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მთელ მსოფლიში. მართალია უამრავი გასახდომი საშუალება არსებობს, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პრობლემას კიდევ უჩივის. დღეს  წონის კლებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს. ,,თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა ამ თემით და მივმართეთ ,,ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქირურგ შოთა ძაგანიას, რომელიც გვესაუბრა ჭარბი[სრულად…]

m²-ის მხარდაჭერით ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა

m²-ის მხარდაჭერით ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა. m²-ის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის გამგეობას და დეველოპერულ კომპანიის ”m² უძრავი ქონების“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე, ყაზბეგის გამზირზე №9ა კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობისთვის სკვერის მოწყობას ისახავს. მემორანდუმს საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ და კომპანია “m² უძრავი ქონების” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ[სრულად…]

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა უფასო ვაქცინაცია ჩაატარა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩაატარა. ძაღლები და კატები თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და საქართველოს რეგიონებში აცრეს.  ამასთან, სააგენტოს ვეტერინარებმა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ღია გაკვეთილი, რომელზეც ბავშვებს დაავადების პრევენციის გზები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობა გააცნეს. „ყოველწლიურად ჩატარებული ღონისძიებებისა[სრულად…]

BBC: ფილმი ვინი პუჰის ავტორის შესახებ – „ნახვამდის, ქრისტოფერ რობინ“ ნოემბერში გამოვა

BBC: ფილმი ვინი პუჰის ავტორის შესახებ – „ნახვამდის, ქრისტოფერ რობინ“ ნოემბერში გამოვა

ზაფხულში ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორმა საიმონ კერტისმა გადაიღო ფილმი ვინი პუჰის შესახებ. „ნახვამდის, ქრისტოფერ რობინსი“ კინოთეატრებში ნოემბრის თვეში გამოვა. ფილმში მთავარ როლს  დონალდ გლისონი, მარგო რობი და კელი მაკდონალდი ასრულებენ. ფილმი ალან მილნის შესახებაა, რომელიც ვინი პუჰის ზღაპრების ავტორი გახლავთ. მან  დათუნია ვინი სწორედ კრისტოფერ რობინის, მისი შვილის სათამაშოსგან შექმნა[სრულად…]

2017/09/28 მსოფლიო
ცენტრ პოინტს კომპანიები m² და X2 ყიდულობს

ცენტრ პოინტს კომპანიები m² და X2 ყიდულობს

imedinews- ის ინფორმაციით, კომპანიები, რომლებიც “ცენტრ პოინტის” აქტივებს ყიდულობენ, “X2” და “m²”-ია.  წყაროები ამბობენ, რომ კომპანიები პრესკონფერენციას ორ კვირაში გამართავენ, რომელზეც ხელშეკრულების შესახებ ილაპარაკებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში “ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა გრძელდება. ამ წუთებში “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გურმ რჩეულიშვილი დაზარალებულებს საპროცესო შეთანხმების დეტალებს აცნობს. რჩეულიშვილის თქმით, კომპანიებთან მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია. ხელშეკრულების თანახმად,[სრულად…]

უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან შენგენის ზონაში საქართველოს 242 მოქალაქე არ შეუშვეს

უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან შენგენის ზონაში საქართველოს 242 მოქალაქე არ შეუშვეს

2017 წლის 28 მარტიდა, მას შემდეგ რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე საქართველოს 242 მოქალაქეს უთხრეს უარი. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ამ მონაცემებში ის პირები შედიან , რომლებმაც შენგენის ზონაში გასამგზავრებლად ისარგებლეს პირდაპირი რეისით. ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქეებს იტალიამ უთხრა, ამ ქვეყანაში 62 ქართველი არ შეუშვეს. შემდეგ მოდიან[სრულად…]

აფბა: ნავთობკომპანიები ისევ გვატყუებენ

აფბა: ნავთობკომპანიები ისევ გვატყუებენ

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოცია -აფბა“, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ასევე ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მკვეთრი მატებისა და საერთასორისო ბაზრებზე მიმდიონარე პროცესებიდან გამომდინარე, აგრძელებს საწვავის ბაზრის, კვლევას. როგორც „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახარი აცხადებს მსოფლიო ბირჟებზე მართლაც არის ფასების მატების ტენდენცია, თუმცა ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები, მთლიანად არის აცდენილი, საერთაშორისო ტენდენციებს. „თუ[სრულად…]

ინდონეზიის მთავრობა ქვეყანაში ქართული რეფორმების ექსპორტს გეგმავს

ინდონეზიის მთავრობა ქვეყანაში ქართული რეფორმების ექსპორტს გეგმავს

ანტიკორუფციული პოლიტიკა; ელექტრონული მმართველობა და  გამჭვირვალე სახელმწიფო უწყებები; სმარტფონებითა და ტაბლეტებით ხელმისაწვდომი სერვისები, რომელთა მიღებაც მაღალმთიან და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ ისეთივე კომფორტულია, როგორიც დედაქალაქში; წარმატებული კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა − ეს ქართული რეფორმების არასრული ჩამონათვალია, რომლებითაც ინდონეზია დაინტერესდა. დელეგაცია, რომელსაც ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს, დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძემ მიიღო. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს[სრულად…]

„ბაგანა“- ბავშვისა და მშობლის კომფორტისათვის შექმნილი ქართული კომპანია

„ბაგანა“- ბავშვისა და მშობლის კომფორტისათვის შექმნილი ქართული კომპანია

ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი სიახლე გამოჩნდა დედებისთვის და არა მარტო დედებისთვის. თუ თქვენს პატარასთან ერთად მოგზაურობა და სეირნობა გიყვართ, „ბაგანა“ საუკეთესო საშუალებაა, რათა სეირნობა თვქენთვის ბევრად მოსახერხებელი იყოს. „ბაგანა“ სულ რამდენიმე თვეა რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და დღეს უკვე დიდი მოწონებით სარგებლობს. მისმა დამფუძნებლებმა  ანა ტაბატაძემ, ვეკუნა მიქელაშვილმა  და თინათინ  გახოკიძემ[სრულად…]

ადა მარშანია: „მაინცდამაინც 70 ადამიანი უნდა ვიყოთ პარლამენტში, რომ დაგვეჯერებოდეს?“

ადა მარშანია: „მაინცდამაინც 70 ადამიანი უნდა ვიყოთ პარლამენტში, რომ დაგვეჯერებოდეს?“

„მაინცდამაინც 70 ადამიანი უნდა ვიყოთ პარლამენტში,რომ დაგვეჯერებოდეს? ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე მოსინჯვა, დაზვერვა, პირველი კონტაქტების დამყარება. გვინდა შევამზადოთ ფონი,სიტუაცია“ , – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. „დელეგაცია,რომელიც ჟენევაში დადის, გადასახალისებელია. სისტემატურად უნდა ვიაროთ როგორც მოსკოვში, ასევე ვაშინგტონში,რომ გავაგებინოთ ამერიკელებს თუ რა გვჭირს და რა[სრულად…]

2017/09/28 პოლიტიკა
დემირელის კოლეჯის დირექტორი – ,,ვაპირებთ, გამოვიყენოთ გასაჩივრების უფლება’’

დემირელის კოლეჯის დირექტორი – ,,ვაპირებთ, გამოვიყენოთ გასაჩივრების უფლება’’

თბილისში მდებარე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი დაიხურა. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება – განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელმა, ნატა ასათიანმა გააკეთა. „დემირელის კოლეჯს ჰქონდა დარღვევები, თუმცა, ამავდროულად,  ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები ჰყავდა. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით, რომ მათი სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ წარიმართოს. რამდენიმე კერძო სკოლასთან[სრულად…]

ღირსი თორნიკე, ბერობაში იოანე

ღირსი თორნიკე, ბერობაში იოანე

ღირსი თორნიკე, ბერობაში იოანე. სახელოვანი მხედარმთავარი და სტრატეგი, თავადი თორნიკე, სულა ჩორდვანელის ვაჟი იყო და იოანე ქართველის ცოლის ძმა. მან მიატოვა ქვეყნიური დიდება და შეიმოსა ანგელოსური სქემით. ამ დროს ბიზანტიის აღმოსავლეთი პროვინციების მმართველმა ბარდა სკლიაროსმა საიმპერატორო გვარის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო. შეიტყო რა თორნიკე მხედარმთავრის ათონზე ყოფნის შესახებ, იმპერატორმა სთხოვა დედაქალაქში[სრულად…]

2017/09/28 რელიგია
ლევან ალაფიშვილი: „ქართული ოცნების“ წესდება მივიღეთ და არა კონსტიტუცია

ლევან ალაფიშვილი: „ქართული ოცნების“ წესდება მივიღეთ და არა კონსტიტუცია

„არც ერთ დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში არ მონაწილეობს თვითმმართველობა სახელმწიფოს მეთაურის არჩევაში. არსად თვითმმართველობა არ არის პოლიტიკური სუბიექტი“ , – კონსტიტუციის მიღებულ კანონპროექტზე პოლიტიკის ექსპერტმა ლევან ალაფიშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „პოლიტმეტრის“ ეთერში ისაუბრა. „ვენეციის კომისიის დასკვნაში არის მითითებები და რეკომენდაციები, შანსი,იქნებ გამოასწოროთო. ისეთი წინააღმდეგობების შემცველი დოკუმენტია, შეუძლებელია იურისტის თვალს გამმორჩეს.[სრულად…]

2017/09/28 პოლიტიკა
„მებრძოლთა კლუბი“ – მე ჩაკის გაღიმებული მკითხველი ვარ

„მებრძოლთა კლუბი“ – მე ჩაკის გაღიმებული მკითხველი ვარ

  წესი N 1. არაფერი თქვათ მებრძოლთა კლუბის შესახებ წესი N 2. არაფერი თქვათ მებრძოლთა კლუბის შესახებ მე  კი დღეს ორივე წესის დარღვევა მომიწევს, რადგან ჩაკ პალანიკის იმ წიგნზე უნდა გესაუბროთ, რომელზეც ავტორმა საუბარი აგვიკრძალა. ყველაფერი ერთ არამშვენიერ დღეს დაიწყო, როდესაც პალანკიმა გადაწყვიტა დაეწერა რაღაც, რაც მისთვის დროის გასაყვანი ექსპერიმენტი,[სრულად…]

ქეთევან ციხელაშვილი: აფხაზეთთან კონფლიქტი გაყინული არ არის, რუსეთს განგრძობითი ოკუპაციის მცდელობა აქვს

ქეთევან ციხელაშვილი: აფხაზეთთან კონფლიქტი გაყინული არ არის, რუსეთს განგრძობითი ოკუპაციის მცდელობა აქვს

„არაფრის დიდებით არ უნდა დავუშვათ მორიგი დაპირისპირება, სისხლისღვრა. მთავარია კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება. 24 წლის შემდეგ უნდა გავაცნობიეროთ,რომ ეს არის რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის მცდელობა, ექსკლუზიური კონტროლი ცხოვრების ყველა სფეროზე“ , – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.[სრულად…]

2017/09/28 პოლიტიკა
სტეფანწმინდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა

სტეფანწმინდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა

პოპულარული ამერიკული სამოგზაურო პორტალი Thrillist მკითხველს მოგზაურობას მსოფლიოს 20 პატარა ქალაქში ურჩევს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იტალიურ, ესპანურ, ბრაზილიურ, გერმანულ, ავსტრიულ, იაპონურ ქალაქებს შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდა მოხვდა. Thrillist -ის ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა ბრიუს ნორსამმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა. ”არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე[სრულად…]

ილია მეორე: “სიხარული არის შედეგი სიყვარულისა”

ილია მეორე: “სიხარული არის შედეგი სიყვარულისა”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს კიდევ ერთხელ მიმართა, ხვალ, 10:00 საათზე სამებაში შეიკრიბონ, რათა ერის გამთლიანების შესახებ იმსჯელონ. სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და ტრადიციული ქადაგებით მიმართა. პატრიარქის თქმით, ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისთვის, რომ შეიცნოს საკუთარი თავი, გაიგოს რა არის[სრულად…]

2017/09/27 რელიგია
გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. საუბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მისიპოლიტიკური გუნდის საპარლამეტო არჩვენებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა,რომ ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროშისაქართველო-გერმანიის თანამშრომლობის დინამიკაზე. პრემიერ-მინისტრმა ანგელამერკელს ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა,[სრულად…]

2017/09/27 პოლიტიკა
დასრულდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანოს რესტავრაცია

დასრულდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანოს რესტავრაცია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით, ქ. ლისაბონის გრასას ეკლესიაში დასრულდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანოს რესტავრაცია. იმდროინდელი ტრადიციული ტექნოლოგიით – ქაშანურისა და ფაიფურის ფილებით დამზადებულმა პანომ, რომელიც პორტუგალიელი ოსტატების მიერ, კათოლიკური ეკლესიის დაკვეთით და[სრულად…]

2017/09/27 კულტურა
ქართველი წარმატებული სტუდენტები მსოფლიოს მაღალრეიტუნგულ უნივერსიტეტებში

ქართველი წარმატებული სტუდენტები მსოფლიოს მაღალრეიტუნგულ უნივერსიტეტებში

სტუდენტობა ცხოვრების მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ეტაპია. როგორც ზოგადი პრაქტიკა აჩვენებს, სასკოლო სივრციდან უფრო ფართო, საუნივერსიტეტო განზომილებაში, ადამიანები მეტ თავისუფლებას შეიგრძნობენ და ცდილობენ, რომ საკუთარი ადგილი იპოვონ მრავალ საინტერესო პროფესიათა შორის. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სტუდენტთა ნაწილი სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებს. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა, თუ რა განაპირობებს მათს არჩევანს, როგორია იმ სტუდენტების სამომავლო[სრულად…]

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, ომს აფხაზეთში ქართულ მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და[სრულად…]

შსს-ს მაშველებმა პოლონელი ტურისტები თეთნულდიდან ჩამოიყვანეს

შსს-ს მაშველებმა პოლონელი ტურისტები თეთნულდიდან ჩამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე მყოფ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება სჭირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, 3 950 მეტრის სიმაღლეზე მყოფი ტურისტების დასახმარებლად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ.[სრულად…]

საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად წარმოებული გვარის მიღება შეეძლებათ

საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად წარმოებული გვარის მიღება შეეძლებათ

საქართველოს მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავების გვარების გაერთიანებით წარმოებული გვარის ტარება შეეძლებათ. შესაბამისი ცვლილებები მთავრობის 26 სექტემბრის სხდომაზე, იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით დამტკიცდა. მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ საკუთარი და მეუღლისგვარების გაერთიანებაა შესაძლებელი. საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაა. 2014წლის 4 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება (№2/4/570)[სრულად…]

ახალი მოფრენის ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა

ახალი მოფრენის ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა

საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულებულია. დღეიდან ახალი მოფრენის ტერმინალი ექსპულატაციაში ოფიციალურად შევიდა. გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 4 000 000 მგზავრს მოემსახურება. ახალი მოფრენის ტერმინალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა[სრულად…]

კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 105 მლნ ლარს გადააჭარბა

კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 105 მლნ ლარს გადააჭარბა

27 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 94 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 105 მლნ ლარს გადააჭარბა. ყურძენი ღვინის კომპანიებს 12 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. აქტიური რთველი უახლოეს დღეებში საგარეჯოში გადაინაცვლებს, რაც ნიშნავს, რომ კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რთველი დასასრულს უახლოვდება. მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 44,3 ათასი ტონა რქაწითელი,[სრულად…]

“დიდი რაოდენობის მაკიაჟი არაესთეტიურია” – ვიზაჟისტი ქეთო ჩანთაძე 2017 წლის მაკიაჟის ტენდენციებზე

“დიდი რაოდენობის მაკიაჟი არაესთეტიურია” – ვიზაჟისტი ქეთო ჩანთაძე 2017 წლის მაკიაჟის ტენდენციებზე

სწორი მაკიაჟის გაკეთება თითქმის ყველა ქალბატონის ოცნებაა, რაც განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს. დღესდღეობით საკმაოდ ბევრი ვიზაჟისტი მუშაობს ამ კუთხით. ყოველ წელსა და სეზონზე სხვადასხვა სახის ტენდენციები გვხვდება. ,,თბილისი თაიმსს“ 2017 წლის მაკიაჟის ტენდენციებზე ვიზაჟისტი ქეთო ჩანთაძე ესაუბრა. მოგვიყევით თქვენ შესახებ, რამდენი ხანია, რაც ვიზაჟისტობით ხართ დაკავებული და რამ განაპირობა თქვენი[სრულად…]

„Lefsosia“- ქარგვის სიყვარულით დაწყებული ოჯახური ბიზნესი

„Lefsosia“- ქარგვის სიყვარულით დაწყებული ოჯახური ბიზნესი

„Lefsosia“- ხელნაკეთი ტანსაცმლის  ქართული ბრენდია,  ორი დის საყვარელი საქმიანობა, რომელიც ერთგვარ ოჯახურ ბიზნესად იქცა. ლიკა და ირინა ლეფსვერიძეებმა სრულიად განსხვავებული დიზაინის ტანსაცმლის შექმნა დაიწყეს. მართალია, ორივე მათგანს საკუთარი პროფესია და საქმე აქვს, თუმცა დები სამუშაო საათების შემდეგ მაინც ახერხებენ საერთო ინტერესისთვისაც გამონახონ დრო და ქართული ორნამენტებით მოქარგონ ტანსაცმელი. ლიკა ლეფსვერიძე[სრულად…]

დეკანოზის ადვოკატი: ხელბარგში ციანიდის არსებობა შესაძლოა პრემიერმინისტრმაც წინასწარ იცოდა

დეკანოზის ადვოკატი: ხელბარგში ციანიდის არსებობა შესაძლოა პრემიერმინისტრმაც წინასწარ იცოდა

 „თუ ეს იცოდა ანზორ ჩუბინიძემ, შესაძლოა ეს იცოდა მაღალი თანამდებობის პირმა და მათ შორის პრემიერმინისტრმა. ფაქტი ის არის,რომ  მამალაძეს ციანიდი „ჩაუდეს““ , – ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „ უნდა დავაკვირდეთ რა პირობებში მოხდა ციანიდის ამოღება ხელბარგიდან, რა კანონდარღვევები არსებობდა. წინასწარ იცოდნენ, რომ[სრულად…]

ირაკლი მამალაძე: „მორიგი შოუა, რომ ჩანთაში ციანიდის შესახებ წინასწარ იცოდნენ“

ირაკლი მამალაძე: „მორიგი შოუა, რომ ჩანთაში ციანიდის შესახებ წინასწარ იცოდნენ“

„სოსო ოხანაშვილი არის დაახლოებით „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“. ის იძულებული იყო მამა გიორგისთვის სასარგებლო ჩვენება მიეცა, რადგან ამ ჯგუფის დაინტერებული პირია. აბსურდია,რომ ვინმემ წინასწარ იცოდა ჩანთაში ციანიდის შესახებ“ , – ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ, ირაკლი  მამალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. „მამა გიორგის დაკავება უხეში ფორმებით მოხდა,[სრულად…]

Weforum.org: გაეროს 17 მიზანი – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა“

Weforum.org: გაეროს 17 მიზანი – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა“

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ იმ მიზნებზე ისაუბრა,რომელიც მსოფლიოს უკეთესობისკენ ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს. გაეროს მტკიცებით, 17 ჩამოთვლილი პუნქტიდან უმეტესობა მომავალ 15 წელიწადში აუცილებლად უნდა შესრულდეს. ეს მიზნები 2030 წლის გეგმაშიცაა გაწერილი. 193 ქვეყანა რომელიც დაეთანხმა შვიდმეტივე პუნქტის საჭიროებას გამოთქვამს მზადყოფნას დ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ისინი 2030 წლისთვის უკეთესი მსოფლიოს მისაღებად ინდივიდუალურად შეიტანენ[სრულად…]

2017/09/27 მსოფლიო