ამ სტატიების ავტორი: admin

ფლორიდის შტატის ხელისუფლებამ 6,3 მილიონი ადამიანის ევაკუირების განკარგულება გამოსცა

ფლორიდის შტატის ხელისუფლებამ 6,3 მილიონი ადამიანის ევაკუირების განკარგულება გამოსცა

ქარიშხალი “ირმა” ფლორიდის შტატს უახლოვდება. ფლორიდის შტატის ხელისუფლებამ 6,3 მილიონი ადამიანის ევაკუირების განკარგულება გამოსცა. შტატის გუბერნატორის, რიკ სკოტის განცხადებით, მოსახლეობას რეკომენდაცია ეძლევა, დატოვონ თავიანთი სახლები და თავშესაფარში გადავიდნენ, ასევე, თავი შეიკავონ მგზავრობისგან. ქარიშხალ „ირმას“ სიმძლავრე მეოთხე კატეგორიის არის. მისი სიჩქარე საათში 210 კილომეტრს შეადგენს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქარიშხალი „ირმა“ „ჰარვიზე“[სრულად…]

დღეს მიხეილ სააკაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ჟურნალისტებთან ერთად გაემგზავრება

დღეს მიხეილ სააკაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ჟურნალისტებთან ერთად გაემგზავრება

დღეს  მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. ის ქვეყანაში კოროჩევა – კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტიდან შევა.  ექსპრეზიდენტს საზღვრის ერთი მხრიდან შვილი და ჟურნალისტები მოჰყვებიან, მეორე მხარეს კი მას სამართალდამცველები და სცენა ელოდება, სადაც სიტყვით უნდა გამოვიდეს, ეს ის შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შეუშვებენ. კრაკოვეცში ელოდებიან იულია ტიმოშენკოს და უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც. თბილისის[სრულად…]

2017/09/10 პოლიტიკა
შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს საუბნო განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული დ.ჯ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა საკუთარ მეუღლეზე – 1987 წელს დაბადებულ დ.ს.-ზე, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ასევე დადგინდა, რომ[სრულად…]

კახა კალაძე მხარდამჭერებს: შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები და ხედვები – მზად ვართ, გავიზიაროთ

  პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მოქალაქეებს, რომელთაც თბილისის განვითარებაში მონაწილეობის სურვილი აქვთ, თანამშრომლობას სთავაზობს. როგორც კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე განაცხადა,  მოქალაქეების მხრიდან ბევრი სატელეფონო ზარი და შეტყობინება განხორციელდა, რომლებიც ინტერესდებიან, თუ როგორ შეიძლება ჩაერთონ იმ პროცესებში, რაც თბილისის განვითარებისთვის უნდა დაიწყოს და[სრულად…]

2017/09/10 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლონური დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლონური დელეგაცია ესტუმრა

  საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის დირექტორს სლავომირ ფრაჩაკს, ასევე პოლონეთის არმიისა და კატინის მუზეუმების დირექტორებს – ადამ ბულავასა და ევა კოვალსკას უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოში პოლონეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ერჟი პტაშეკი, თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ. მხარეებმა ორ[სრულად…]

2017/09/08 პოლიტიკა
პატრიოტთა ალიანსი 17 სექტემბრიდან აქციებს იწყებს

პატრიოტთა ალიანსი 17 სექტემბრიდან აქციებს იწყებს

17 სექტემბრიდან „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. საპროტესტო აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 17 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. „მთავარი მოთხოვნა იქნება შეწყდეს კონსტიტუციაზე ძალადობა. გავაპროტესტებთ ასევე ქართული მიწის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. გავაპროტესტებთ იმ ჩანაწერის გაქრობას კონსტიტუციიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება[სრულად…]

2017/09/08 პოლიტიკა
ატენის სიონი – ტაძარი, რომელიც იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ გეგმასა და ფორმებს

ატენის სიონი – ტაძარი, რომელიც იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ გეგმასა და ფორმებს

ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში ატენის სიონი VII ს. I ნახევარშია აგებული. იგი მდინარე ატენთან ახლოს (გორის რაიონი), ფრიალო კლდის საგანგებო საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზეა აღმართული და მთელი ხეობის სამშვენისს წარმოადგენს. ატენის ხეობა, ატენის ხევი კი მდინარე ტანის აუზს მოიცავს, რომლის შემადგენლობაში ადრე მდინარე თეძმის ხეობაც შედიოდა. ხეობა უძველესი[სრულად…]

2017/09/08 რელიგია
პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში ბრალდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები გამოკითხვაზე დაიბარა

პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში ბრალდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები გამოკითხვაზე დაიბარა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 8 სექტემბერს,  საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულები არიან ე.წ ,,კორტების სპეცოპერაციის’’ საქმეზე მსჯავრდებულის ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, შვილი, ასევე ადვოკატები. მათივე ცნობით, საქმე ეხება მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებს (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით). ანალოგიურ ფაქტზე, საქართველოს მთავარი[სრულად…]

ირაკლი კობახიძემ აუდიტის სამსახურის უფროსად ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა

ირაკლი კობახიძემ აუდიტის სამსახურის უფროსად ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა

აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა. მას ამ თანამდებობის დასაკავებლად ამჯერად პარლამენტის მხარდაჭერა ესაჭიროება. მექვაბიშვილი ამ დრომდე EBRD-ის მთავარი ბანკირის პოსტს იკავებდა. საკანონმდებლო ორგანო წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. მთავარი აუდიტორის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა მაქსიმუმ ორჯერ არის დასაშვები. აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა[სრულად…]

2017/09/08 პოლიტიკა
საბავშვო ევროვიზია 2017-ზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს

საბავშვო ევროვიზია 2017-ზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს

საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, რომელიც თბილისში გაიმართება, საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას 1 tv ავრცელებს. შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც ასევე, კონკურსის მეშვეობით შეირჩევა. საბავშვო ევროვიზია 2017-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება. ის  4 წელია თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან.. საბავშვო ევროვიზია 2017 საქართველოში 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში[სრულად…]

2017/09/08 კულტურა
„ქართული ღვინის ფესტივალი“ აზიის ქვეყნებში გაიმართა

„ქართული ღვინის ფესტივალი“ აზიის ქვეყნებში გაიმართა

„ქართული ღვინის ფესტივალი“ სინგაპურში და ჩინეთის ქალაქებში – შანხაიში და ჰონგ-კონგშიგაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media“-ს მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი იყო. „ქართული ღვინის ფესტივალს“ ადგილობრივი ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის,  რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც დებრა მეიბურგი აცხადებს, აზიის ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი სინგაპურში, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა მსგავსი ფორმით პირველად მოეწყო, ფესტივალიწარმატებული[სრულად…]

ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება

ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი საქართველოს 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ეწვევა. შესაბამის ხელშეკრულებაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს. Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ეს ორი კონცერტი, იქნება ერთადერთი, რომლებსაც ელტონ ჯონი მომავალ წელს ევროპაში ჩაატარებს. საქართველოში დაგეგმილი კონცერტების თარიღების ცვლილების მიზეზი, ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის, დეივი ჯონსთოუნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა[სრულად…]

2017/09/08 კულტურა
17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

7 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, დიღომში მდებარე ოლიმპიურ აუზზე საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებს,  მწვრთნელებთან და ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა. მინისტრი ნაკრების ვარჯიშს დაესწრო და გუნდის წევრებს ევროპის  ჩემპიონატზე გამგზავრების წინ წარმატება უსურვა. 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები მალტაზე, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ 8 სექტემბერს მიემგზავრება. ევროპის ჩემპიონატი[სრულად…]

ლატვიაში უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში 15 ქართული კომპანია მონაწილეობს

ლატვიაში უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში 15 ქართული კომპანია მონაწილეობს

  6 სექტემბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიხსნა საკვები მრეწველობის პროდუქციის, ბალტიისპირეთში ყველაზემსხვილი ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „ღიგა Fოოდ 2017”, რომელშიც მსოფლიოს 37 ქვეყნის 715 კომპანიამონაწილეობს. აღნიშნულ გამოფენაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოსხელშეწყობით, 15 ქართული კომპანიის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი არის წარმოდგენილი: ნატურალური წვენებისკომპანია – „ნექტარინი“, ქართული საწებლის კომპანია –[სრულად…]

,,მთავარი ინტრიგაა, მეორე ტური შედგება თუ არა“ – გია ხუხაშვილი თბილისის მერობის კანდიდატთა შანსებს აფასებს

,,მთავარი ინტრიგაა, მეორე ტური შედგება თუ არა“ – გია ხუხაშვილი თბილისის მერობის კანდიდატთა შანსებს აფასებს

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე დარეგისტრირებულ კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხანია დაიწყო, თუმცა არჩევნები 2017 გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამომრჩეველის ნება 21 ოქტომბერს გაირკვევა. ყველაზე დაძაბული ბრძოლა მერობისთავის დედაქალაქში გაიმართება. თბილისის მერობის კანდიდატთა შანსებს “თბილისი თაიმსთან” ექსპერტი, გია ხუხაშვილი, აფასებს. სექტემბრის დადგომასთან ერთად წინასაარჩევნო ციებცხელება კიდევ უფრო გააქტიურდა. სულ მალე თვითმართველობის არჩევნები იქნება.[სრულად…]

მაშველებმა საზღვაო სეზონზე 605 ადამიანი გადაარჩინეს

მაშველებმა საზღვაო სეზონზე 605 ადამიანი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები გადაარჩინეს.  მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს. გადარჩენილთა შორის ყველაზე პატარა 5 წლის ბიჭი იყო,[სრულად…]

ლარის გაუფასურება ერთჯერადი გამოვლინება იყო – დიმიტრი ქუმსიშვილი

ლარის გაუფასურება ერთჯერადი გამოვლინება იყო – დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლარის გაუფასურება ერთჯერადი გამოვლინება იყო და ამ პროცესმა უკვე გადაიარა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა 15-20 აგვისტოს დაიწყო. მინისტრის შეფასებით, ეს სეზონური მოვლენა იყო, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დამახასიათებელია. „რაც შეეხება კურსის სტაბილურობას, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაკვირვებით სეზონური მოვლენაა. თუ დავაკვირდებით, სადღაც 15-20 აგვისტოდან დაიწყო[სრულად…]

თემქაზე ცეცხლის მცირე კერებია დარჩენილი

თემქაზე ცეცხლის მცირე კერებია დარჩენილი

თემქაზე გაჩენილი ხანძრის ადგილას ცოტა ხნის წინა თბილისის გლდანის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე მივიდა. ამ დრომდე დარჩენილია ცეცხლის მცირე კერები. კვლავ არის დაკვამლიანება. ხანძრის გამო საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. თემქაზე ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. ხანძარს რამდენიმე სახანძრო ბრიგადა აქრობს. Please follow and like us:

თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჭრილი ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სერჟანტის გიორგი წიქარიშვილისა და პირველი კლასის რიგითის ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის შემდგომი ეტაპის გასავლელად მათი გერმანიაში გადაყვანა იგეგმება. რაც შეეხება უფროსი ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას,[სრულად…]

ხორცპროდუქტებზე ახალი რეგულაციები წესდება

ხორცპროდუქტებზე ახალი რეგულაციები წესდება

ხორცპროდუქტებზე ახალი რეგულაციები წესდება. პირველი იანვრიდან სავაჭრო დახლებზე მხოლოდ ჰიგიენურ-სანიტარულ პირობებში დაკლული საქონლის ხორცი მოხვდება. პირუტყვის შესახებ დეტალური ინფორმაცია კი სპეციალურ, ცხოველთა რეესტრში იქნება თავმოყრილი. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა ხუთწლიანია და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს. Please follow and like us:

რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები საზღვარზე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანას ცდილობდნენ

რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები საზღვარზე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანას ცდილობდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები შემოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 29 989 ლარს შეადგენს. საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ კი საბაჟო[სრულად…]

ილია ელოშვილმა ყაზახეთში მიმდინარე ფორუმზე ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა

ილია ელოშვილმა ყაზახეთში მიმდინარე ფორუმზე ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი „ასტანა ექსპო 2017“-ის ფარგლებში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საერთაშორისო ფორუმში „ყაზენერჯი-2017, მომავლის ენერგიის შექმნა“ მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. ფორუმზე სიტყვით გამოდის ყაზახეთის პრემიერმინისტრი ბაკიტჟან საგინტაევი. ასევე, მოხსნებები გააკეთეს ყაზახეთის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრებმა. ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ მდგრადი ენერგორესურსების ეფექტურ მენეჯმენტთან დაკავშირებულ[სრულად…]

2017/09/07 პოლიტიკა
საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა

საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს  გადაეცემა. დევნილები საცხოვრებელ სახლებს თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში მიიღებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2012 წლიდან მოყოლებული, მუდმივი საცხოვრებლით 15 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. Please follow and like us:

2017/09/07 პოლიტიკა
დავით სერგეენკო: კახა კალაძე ის ადამიანია, რომელსაც ადამიანის ტკივილი სტკივა და მისი სიხარული უხარია

დავით სერგეენკო: კახა კალაძე ის ადამიანია, რომელსაც ადამიანის ტკივილი სტკივა და მისი სიხარული უხარია

  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს. დავით სერგეენკო კახა კალაძესთან ერთად, გლდანში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს. როგორც სერგეენკომ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, კახა კალაძის გამარჯვება ქალაქზე პოზიტიურად აისახება. „ძალიან[სრულად…]

2017/09/07 პოლიტიკა
ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება

ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება

ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთდროულად ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა, – ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის აქტიურ ტემპს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთის ინვესტიცია 500 მილიონ ლარამდეა და ის ძალიან დიდ დასაქმების კომპონენტს ითვალისწინებს. „ეს უკვე გახლავთ ბოლო მონაკვეთი, რომლის შემდეგაც რიკოთი იწყება. რაც შეეხება[სრულად…]

პრემიერმა EBRD-ს მხარდაჭერისთვის მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა

პრემიერმა EBRD-ს მხარდაჭერისთვის მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის ვიზიტს გამოეხმაურა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. 2016 წლის განმავლობაში ამ საფინანსო ინსტიტუტმა განახორციელა 17 პროექტი და 250 მილიონი ევროს ინვესტიცია, რაც უპრეცედენტოა და ეს არის რეკორდული[სრულად…]

2017/09/07 პოლიტიკა

შავნაბადას მთაზე ცეცხლის ჩასაქრობად შსს-ს 700-მდე თანამშრომელი და 2 ვერტმფრენი მუშაობს

შინაგან საქმეთა მინისტრმა თელავში, საგანგებო შტაბში თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილმა ქვეყნის რეგიონებში ხანძრის კერების ქრობის პროცესის შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა და საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა. შს მინისტრი სოფელ ართანასთან, ტყის მასივში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო. გიორგი მღებრიშვილი იმ მეხანძრე-მაშველებს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებსაც შეხვდა, რომლებმაც, როტაციის[სრულად…]

EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე პროგნოზს აკეთებს

EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე პროგნოზს აკეთებს

საქართველოსა და EBRD-ის 25-წლიანი თანამშრომლობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და EBRD-ის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვედრის მთავარი თემები.EBRD-ის პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება, პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომლის[სრულად…]

2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში – ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან

2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში – ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან

ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველთვის სპორტთან ასოცირდებოდა. ქართული ჭიდაობა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს და თავდაპირველად საბრძოლო ხასიათის იყო. ისტორიას ახსოვს უამრავი ქართველი ფალავანი რომელთა სახელს უკავშირდება არაერთი გამარჯვება არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ამ ცხოვრებაში  ყველა ადამიანი საკუთარი ინტერესის სფეროს პოულობს. ზოგი დაბადებიდანვე ნიჭიერი იბადება, ზოგიც კი,[სრულად…]

2017/09/06 პერსონა
ქართულ-ესტონური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგება

ქართულ-ესტონური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგება

ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივი ექსპერტებისა და ესტონელი ექსპერტების მიერ 15 საპილოტე სკოლის თანამშრომლებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგი კომპლექსურად განხორციელდა, რაც გულისხმობს სასკოლო საზოგადოების, როგორც ერთიანი გუნდის გაძლიერებას და სიახლეების დასანერგად მათ მომზადებას. შესაბამისად, გადამზადდნენ: დირექტორები, დირექტორების მოადგილეები და დაწყებითი საფეხურის პედაგოგები[სრულად…]