ამ სტატიების ავტორი: admin

კახა გულედანი: “სოფლების სათათბირო ანაზღაურებადი ორგანო არ იქნება”

კახა გულედანი: “სოფლების სათათბირო ანაზღაურებადი ორგანო არ იქნება”

“იცვლება მხოლოდ სახელი, არსებობს ტერმინი მუნიციპალიტეტის გამგებელი და ქალაქის მერი. მათ შორის არანაირი ფუნქციური სხვაობა არ არის. ამიერიდან ყველა მუნიციპალიტეტს ეყოლება არჩეული მერი”. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახა გულედანმა ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა. დღეს მერის წარმომადგენელი არის უფუნქციო და ვცდილობთ ამ ინსტიტუტის გაძლიერებას, ყველა ტერიტორიულ დასახლებას, სოფელს,[სრულად…]

ოთარ ფარცხალაძე მზად არის გამოძიებას რეალური ინფორმაცია მიაწოდოს

ოთარ ფარცხალაძე მზად არის გამოძიებას რეალური ინფორმაცია მიაწოდოს

“ოთარ ფარცხალაძე არ არის დაკითხული, თუმცა არერთხელ განვაცხადეთ,რომ მზად ვართ ნებისმიერ წუთს მოხდეს დაკითხვა. გამოძახების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ რეალური ინფორმაცია მივაწოდოთ გამოძიებას”. ამის შესახებ ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “არჩევანის” ეთერში ისაუბრა. “მაშინ, როდესაც დაცვის მხარე საუბრობს ლაშას თორდიას ალკოჰოლურ თრობაზე, ეს მხოლოდ[სრულად…]

კონსტიტუციით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს,რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ გასხვისდეს – დიმიტრი ხუნდაძე

კონსტიტუციით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს,რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ გასხვისდეს – დიმიტრი ხუნდაძე

“კონსტიტუციის ჩანაწერი, რომ მიწა განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსად არის აღიარებული, არის ის ჩანაწერი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ ქართული მიწა არ გაიყიდოს. თუმცა, ჩემი აზრით უფრო მკაფიო ჩანაწერი უნდა იყოს და განისაზღვროს,რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს”. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.[სრულად…]

2017/05/17 პოლიტიკა
სასამართლომ ბიუჯეტის კუთვნილი 5 მილიონი ლარის მითვისებაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ბიუჯეტის კუთვნილი 5 მილიონი ლარის მითვისებაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ბიუჯეტის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისებაში ბრალდებული ი.ც. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შპს ,,ჰიგიენა 2009“-ს დირექტორმა ი.ც-მ[სრულად…]

გამოვლენილი შეუსაბამობებისათვის 34 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა

გამოვლენილი შეუსაბამობებისათვის 34 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას (8-14 მაისი) თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 109 ინსპექტირება ჩაატარა. ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნესოპერატორთან, დოკუმენტურად შემოწმდა 216, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 40 ნიმუში. გამოვლენილი შეუსაბამობებისათვის დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი და საქმიანობა შეუჩერდა 4 ბიზნესოპერატორს. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.[სრულად…]

მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში აუცილებლად ჩატარდება

მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში აუცილებლად ჩატარდება

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გუშინ თბილისში მომხარ ფაქტთან დაკავშირებით საორგანიზაციო კომისიის წევრებმა შეფასებები გააკეთეს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონის შესაბამისად კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და იგი თბილისში აუცილებლად გაიმართება. მამუკა მდინარაძე: „თბილისში აუცილებლად ჩატარდება განხილვა. გაგრძელდება ზოგადად საყოველთაო-სახალხო განხილვები. კანონიც[სრულად…]

2017/05/16 პოლიტიკა
საპატრიარქო მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროსისტემის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს

საპატრიარქო მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროსისტემის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს

მთიულეთში, სოფელ მუგუდას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძების დასადგმელად დაწყებულმა სამუშაოებმა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილობრივთა განცხადებით, იმ ფერდობზე, სადაც ბოძების დადაგმა იგეგმება, მცოცავი ნიადაგია და არის საშიშროება, რომ ძლიერმა ქარმა ან წვიმებმა საძირკველი გამოაცალოს. მოსახლეობა შიშობს, რომ ბავშვებს ამ საშიშროების გამო სახლიდან ვერ გამოუშვებენ. მოსახლეობის[სრულად…]

2017/05/16 რელიგია
საქართველოში ბიზნესის დაწყებას ჩინური კორპორაცია “ჟუმორი” გეგმავს

საქართველოში ბიზნესის დაწყებას ჩინური კორპორაცია “ჟუმორი” გეგმავს

ჩინური კორპორაცია “ჟუმორი”, რომელიც მსოფლიოში პირველი E4B (ეკოსისტემა ბიზნესისთვის) საერთაშორისო ელექტრონული სავაჭრო პლატფორმაა, საქართველოში ბიზნესის დაწყებას გეგმავს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მსგავსი სურვილი კომპანიის ხელმძღვანელმა ჩინეთში ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე გამოთქვა. ლუ ჰონშანის განცხადებით, „ჟუმორის“ შემოსვლა არა მხოლოდ წაადგება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს, არამედ ამით ქართველ მეწარმეებს ექნებათ ერთიანი პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესთან დასაკავშირებლად[სრულად…]

კომპანია ”სილქნეტი” აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს

კომპანია ”სილქნეტი” აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს

კომპანია ”სილქნეტი” აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს. შეტყობინებები კომპანიის აბონენტებს დღეს მიუვიდათ. ”გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე, ”რუსთავი 2”, ”იმედი” და ”მაესტრო” აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება”, – ნათქვამია „სილქნეტის“ შეტყობინებაში, რომელიც მისმა აბონენტებმა მიიღეს. Please follow and like[სრულად…]

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი მათიაშვილი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მათიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობის რეალურ[სრულად…]

საგარეო საქმეთა სამინისტროში ირლანდიასთან პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ირლანდიასთან პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

15 მაისს გაიმართა მორიგი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები ირლანდიასთან, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, ხოლო ირლანდიის დელეგაციას უძღვებოდა საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ევროპული სამეზობლოსა და პოლიტიკის განყოფილების გენერალური დირექტორი ოუენ ო’ლირი. კონსულტაციებში მონაწილეობდნენ საქართველოში ირლანდიის ელჩი (რეზიდენციით სოფია) მაიკლ ფორბსი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში[სრულად…]

2017/05/16 პოლიტიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4307 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4307 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4307 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4307 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4415 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0108 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6648 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი[სრულად…]

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო მსვლელობა მოეწყობა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო მსვლელობა მოეწყობა

ა.წ ოთხშაბათს, 17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“- აწყობს სადღესასწაულო მსვლელობას. როგორც “თბილისი თაიმსს” ორგანიზაციიდან აცნობეს, ვარდების მოედნიდან მოხდება აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების გადაბრძანება სამების საკატედრო ტაძარში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ე დააჯილდოვებს მრავალშვილიან ოჯახებს აღავლენს პარაკლის და დალოცავს მსველობის მონაწილეებს. მათივე ცნობით, 17[სრულად…]

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად ედუარ ფილიპი დაინიშნა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად ედუარ ფილიპი დაინიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტრის პოსტზე ქალაქ ჰავრის მერი, 46 წლის ედუარ ფილიპი დანიშნა. ინფორმაციას ავრცელებს BBC.  ფილიპი არა პრეზიდენტის ცენტრისტული, არამედ მემარჯვენე ცენტრისტი “რესპუბლიკელების” პარტიიდანაა. ეს გადაწყვეტილება, საფრანგეთის მემარჯვენე და მემარცხენე მხარეების შორის ხიდის გადების ნაბიჯად შეაფასეს. უახლოეს მომავლაში ფილიპი ქვეყნის მინისტრების კაბინეტს ჩამოაყალიბებს. Please follow and like us:

2017/05/15 მსოფლიო
სლოვაკეთი NATO – ს მომავალ სამიტზე საქართველოს ინტერესებს დაიცავს და მის პოზიციას დააფიქსირებს

სლოვაკეთი NATO – ს მომავალ სამიტზე საქართველოს ინტერესებს დაიცავს და მის პოზიციას დააფიქსირებს

სლოვაკეთი NATO – ს მომავალ სამიტზე საქართველოს ინტერესებს დაიცავს და მის პოზიციას დააფიქსირებს. აღნიშნული თხოვნით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტისას მიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტს ანდრეი კისკას და მისგანაც შესაბამისი მხადრდაჭერა მიიღო. მედიისათვის განცხადებები ანდრეი კისკამ და გიორგი მარგველაშვილმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტმა ანდრეი კისკას[სრულად…]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:29 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ ყვარელიდან ჩრდილოეთით 48 კილომეტრში, სოფელ დიკლოში მდებარეობდა. მიწიძვრის სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა. Please follow and like us:

“მზის ქალაქი” მადრიდის კინოფესტივალის საუკეთესო ფილმი გახდა

“მზის ქალაქი” მადრიდის კინოფესტივალის საუკეთესო ფილმი გახდა

  რატი ონელის ფილმი “მზის ქალაქი” მადრიდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის DocumentaMadrid გამარჯვებულია. მას ფესტივალის მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა. დაჯილდოვების ცერემონიალს თავად რეჟისორი, რატი ონელიც დაესწრო. “მზის ქალაქი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის საერთაშორისო პრემიერაც ბერლინის კინოფესტივალზე შედგა. მას შემდეგ ფილმი არაერთ ქვეყანაში წარმატებით აჩვენეს, ცენტრალური და აღმოსავლეთ[სრულად…]

2017/05/15 კულტურა
არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება იწყება

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება იწყება

 „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადებას იწყებს. ამ მიზნით, თბილისში, პროექტის წარმომადგენლებმა არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებთან და დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს, პროექტის საქმიანობაზე და გადამზადების პროგრამაში მასწავლებელთა და დირექტორთა [სრულად…]

ირაკლი კობახიძე „აუდიტორია 115“ წევრებს – “დაადექით ილიას გზას, სწავლის გზას”

ირაკლი კობახიძე „აუდიტორია 115“ წევრებს – “დაადექით ილიას გზას, სწავლის გზას”

თბილისში, დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციის საერთო-საყოველთაო განხილვის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ხმაურის ფონზე დაიწყო. „აუდიტორია 115“ წევრებმა ირაკლი კობახიძეს შეხვედრის დაწყების საშუალება არ მისცეს. მათივე განცხადებით, პროტესტის მიზეზი ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების საკითხებისადმი ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულებაა. ირაკლი კობახიძემ „აუდიტორია 115“ წევრებს ახალგაზრდა კომუნისტები უწოდა. „ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის, დაადექით ილიას[სრულად…]

2017/05/15 პოლიტიკა
გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს

გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს

NDI-ის კვლევის თანახმად, წინა წლებთან შედარებით რეიტინგის კლების მიუხედავად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს. კერძოდ, გამოკითხულთა 14% საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 44% – კარგად, 23% – საშუალოდ, 6% – ცუდად, 1% – ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 11%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე[სრულად…]

საქართველოში არსებული სარეკლამო ბაზარი ყველა მედია საშუალების თვითდაფინანსებას ვერ წვდება – თამარ ხორბალაძე

საქართველოში არსებული სარეკლამო ბაზარი ყველა მედია საშუალების თვითდაფინანსებას ვერ წვდება – თამარ ხორბალაძე

მედია და სარეკლამო პოლიტიკა, ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც საზოგადოების დაინტერესებას იწვევს. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ რეკლამების გარეშე ტელევიზიები, ფაქტობრივად, ვერ იარსებებენ. იცავენ  თუ არა მედია საშულებები რეკლამების კანონს და რამდენად გადასახედია სარეკლამო პოლიტიკა საქართველოში, ამ და სხვა საკითხებზე, „თბილისი თაიმსს“ მედიის მკვლევარი, თამარ ხორბალაძე ესაუბრა. საქართველოში, რეკლამასთან მიმართებაში, როგორი[სრულად…]

ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს

ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს. Sportall.ge-ს ინფორმაციით, ქართველი მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამჟამად ე.წ. “არამიანცის” საავადმყოფოში მკურნალობს. არსებული ინფორმაციით, ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში დათუნაშვილს უცნობ პირებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მოჭიდავე, რომელიც რამდენიმე თვეში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა წასულიყო, სავარაუდოდ[სრულად…]

ქართული გუდის ყველი აშშ-ის ბაზარზე

ქართული გუდის ყველი აშშ-ის ბაზარზე

ქართული გუდის ყველი ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა. ქართულ პროდუქციას,  კოოპერატივი „ალაზნისთავის“  ამზადებს.  თუშეთში გუდის ყველის მწარმოებელი კოოპერატივი ”ალაზნისთავი” 2015 წელს  შეიქმნა.  ”თბილისი თაიმსთან ”  საუბრისას კოოპერატივის დამფუძნებელი გიორგი აბულიძე  აღნიშნავს, რომ ცხვრის გუდის ყველზე აშშ-ში  მზარდი მოთხოვნაა. „ჩვენ ვაწარმოებთ ტრადიციული გუდის ყველის ოთხ სახეობას ცხვირის და ძროხის რძისგან: სვილობი,[სრულად…]

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ა.ლ. თბილისში, 26 მაისის მოედანზე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ტიპ 54“-ის მოდელის  არარეგისტრირებული პისტოლეტი  და 8 საბრძოლო[სრულად…]

ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში – ვის ექნება წვდომა უფასო მედიკამენტებზე?

ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში – ვის ექნება წვდომა უფასო მედიკამენტებზე?

ქალბატონი ქეთევანი (ქეთო ბებო) პენსიონერია, რომელიც მარტო ცხოვრობს. გასულ წელს მხედველობის გაუარესების გამო ოპერაცია გაიკეთა. როგორც თავად ამბობს, თანხის 80% სახელმწიფომ დაუფინანსა, დანარჩენი ნაწილი კი დაახლოებით 260 ლარი  შვილებმა გამოუგზავნეს. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით კმაყოფილია, ვინაიდან საშუალება ჰქონდა ქირურგიული ოპერაცია ისე გაეკეთებინა, რომ შვილების ბიუჯეტისთვის „არ ევნო.“  ქეთო ბებოს პენსია  180[სრულად…]