მკითხველის ბლოგი

როგორია მედიის პასუხისმგებლობა სტატიის კომენტარებზე?

როგორია მედიის პასუხისმგებლობა სტატიის კომენტარებზე?

მკითხველი მედიას  სთხოვს, შეარჩიოს ისეთი სათაური, რომელიც დააინტერესებს მას და ამავდროულად რელევანტური იქნება სტატიის მთლიან შინაარსთან. რეიტინგზე მორგებულმა სათაურებმა  დაკარგეს ფუნქციური დანიშნულება – შინაარსზე დაყრდნობით მიაწოდოს მკითხველს  ინფორმაცია სტატიის შესახებ, რადგან ჟურნალისტები  ხშირად ეპატაჟურსა და სენსაციურ შინაარსზე არიან ორიენტირებულნი.  ამ ტიპის სათაურებს თავად  საზოგადოებაც აკრიტიკებს, მაგრამ   პარალელურად შეუმჩნეველი რჩება კიდევსრულად…

დამიხატე ბატკანი!

დამიხატე ბატკანი!

  1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიას მიმართულებით სადაზვერვო მისიის  შესასრულებლად ერთი ფრანგი მფრინავი გაფრინდა, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა. დიდი ხნის მანძილზე მის შესახებ არავითარი ცნობები არ მოიპოვებოდა. მხოლოდ 1998 წელს მარსელთან ახლოს ერთმა მეთევზემ იპოვა სამაჯური წარწერით  “Antoine”, “Consuelo” და “c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA”.სრულად…

სახლი

სახლი

გადაწყვეტილი მქონდა 25-მდე არაფერს დავწერ-მეთქი, მაგრამ ისე მომინდა მეწერა, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი. ახლა სახლში მარტია. თბილისური მარტი კი არა, ნამდვილი მარტი, იებით, ყოჩივარდებით და ატმის ვარდისფერი ყვავილებით. ამწვანებული ფეიხოას ბუჩქებით და სასიამოვნო სურნელით, სახლს რომ უდის მხოლოდ. შენს საკუთარ სახლს. იქ ხუთი წლიდან ვცხოვრობ. ხუთი წლიდან ვეძახი ორსართულიან, წითელისრულად…

ამბავი მზეებწართმეულებზე

ამბავი მზეებწართმეულებზე

,,მაღალ ქუსლებზე შევდექი და მომიხდა კარე…“ – ასე დავიწყეთ საუბარი 5 წლის წინ. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დეკემბრის სუსხი და არც წლების დარდი მოგვყვებოდა რომელიმეს. გავიზარდეთ-მეთქი, როგორ ვთქვა, მაგრამ ის მართლა გაიზარდა. ჭორფლიანი გოგოა, ჰოდა ასეც მივმართავ ზედმეტი სახელების გარეშე. მზის ღიმილი დააქვს თვალებით. *** არც ვიცი, როგორ მოვყვე.სრულად…

ჩემი წილი სიყვარული

ჩემი წილი სიყვარული

მე და სიყვარული ერთად არ ვცხოვრობთ. ალუბლისფერი გაზაფხულის უკანასკნელი ფოთოლი რომ შეიფოთლება, მე ავიღებ დაწნულ კალათას და იმ შორეულ გზას დავადგები, რომელიც დღესაც არ ვიცი სად მიმიყვანს. მივდივარ. იისფერი ყვავილებით გარშემორტყმული ბილიკი შორეულ, ცისფერ მთებში იკარგება, ლურჯის ცის ქვეშ, შხაპუნა წვიმის მომლოდინე ბალახის გასწვრივ. აქა-იქ შემორჩენილი ბროწეულის ხეები სევდიან ისტორიასსრულად…

რომ სახლები სუნთქავენ

რომ სახლები სუნთქავენ

  კარგი სიტყვაა სახლი, გადამწონი, ძვირფასი, სირბილე დაჰყვება აქა-იქ და სიმძიმეც შეეპარება ხოლმე. სახლები სუნთქავენ, დადიან, გრძნობენ ან დგანან; ახლოები არიან ან შორები; თბილები ან ყინულის ყუთები და საერთოდაც, სავსეები ან ცარიელები. ჩვენ ვირჩევთ ან უკუღმართობას წამოვეგებით და უადგილოდ ვიჭედებით ხოლმე მათში. ნებისმიერ შემთხვევაში, სახლები გვჭირდება. *** ჩაქროლებამ გამაღვიძა, წამოვდექი,სრულად…

დაშრობა

დაშრობა

ჩვენს სახლს ზედმეტად პატარა ფანჯრები ჰქონდა მზისფერი ფარდებით. ვცხოვრობდით სამნი სიცარიელით სავსე ოთახებში და გვეგონა, რომ ერთ ჩვეულებრივ დღეს ერთმანეთში ჩავიხრჩობოდით. დედას წიგნი დედას მუდმივად მელნით მოთხვრილი თითები ჰქონდა. ყველა ძარღვი საშინელი სიზუსტით ეტყობოდა დამძიმებულ მაჯებზე. ჩვევად ჰქონდა მარჯვენა ხელით თმაზე თამაში და მხოლოდ ამ ქმედებისას უჩანდა ხოლმე მიწამდე ჩატანილისრულად…

დიდი გაქცევის თეორია

დიდი გაქცევის თეორია

დავიღალე, თანაც როგორ დავიღალე. კიბეზე ამოსვლისას ქოშინი, მომატებულ წონასთან ერთად, მომატებული დარდის სიმპტომი უნდა იყოს. მტკივა, თანაც როგორ მტკივა. ვგრძნობ, როგორ ცდილობს სიბრძნის კბილი კანი ამოჭრას და ამოვიდეს. ამასობაში სარკეში ჩემს თავთან დიპლომატიურ დიალოგს ვმართავ: – დღეს უნდა მოხდეს რაღაც დიდი, – ვეუბნები. – იჯექით, ქალბატონო,  არ ასწიოთ მძიმე უკანალისრულად…

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქვეყანა…

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქვეყანა…

ვლადიკავკაზი. სადგურში ვიჯექი და დედას მინიშნებას ველოდებოდი. მამაც სადღაც გაქმქრალიყო, ალბათ მესაზღვრეებს ელაპარაკებოდა.ზამთარი იყო, მაგრამ მზე სხივებით უხვად გვიმასპინძლებოდა ,მთებიც, თავის ბინადართა მსგავსად, სტუმარტმოყვარეობას არ იშლიდა. ამ სიწყნარეში ვერც იფიქრებდი, რომ რამდენიმე თვეში უბრალო მარშრუტკების მაგივრად აქ ტანკები გაივლიდნენ. ჩემი დაბრუნების ისტორიაც ერთი შემთხვევის წყალობით მოხდა.ოთახში ორნი ვიყავით: მე დასრულად…

მსოფლიო საზოგადოება, შენ მე მომკალი

მსოფლიო საზოგადოება, შენ მე მომკალი

მთელი დღე საბინაზე (სახელი შეგნებულად შეცვლილია) ვფიქრობდი, მერე დამესიზმრა, რომ გამათხოვეს. მე საბინა ვიყავი, გოგო, რომელიც მშობლებმა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში თავიანთი სურვილით ვიღაც ბიჭზე დანიშნეს. საბინასთვის არაფერი უკითხავთ. მას არჩევანის უფლება არ ჰქონია. გუშინ დედამ მითხრა, საბინას ქორწილი ჰქონდაო. გამიხარდა, რომ იმ კორპუსში აღარ ვცხოვრობ და არ ვნახე საბინასრულად…

გამოსავალი?? გაქცევა?? გაქცევა რაც შეიძლება შორს, ოკეანის გადაღმა…

,,ირლანდია არის ღორი, რომელიც საკუთარ შვილებს ჭამს” მთელი დღე ამ სიტყვებაკვიატებული დავდივარ,- ვერ ამოვიგდე ჯოისი თავიდან… გონებიდან… დღეს, ზუგდიდში პატარა გოგონამ, 16 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო სამი წლის წინ, იგივე მცდელობა ქონდა ჩემ 15 წლის ძმისშვილს, რომელსაც 24 წლის (მაშინ 21 წლის) ეპილეფსიანი ძმა, უეცარი ცეცხლისგან დამწვარი სახლი, გაყრილი დედ-მამასრულად…

“დიდი თურქობა”

“დიდი თურქობა”

თბილი დღეა, ნოემბრისთვის უჩვეულოდ. ბადრი კი ჩვეულებისამებრ ზის სკვერში და ტიტველქალებიანი ბანქოთი ჯოკერს თამაშობს. ცოტა ანერვიულებულია, დარიგება მოუწია და მისდაუნებურად ერთი ათქმევინეს, სამოცდაათი პროცენტი “ხიშტზეა”. ასე, რომ შეიძლება ითქვას, ახლა ის მისი მეუღლის – თამილას ბედს იზიარებს; თამილაც “ხიშტზეა”, ოღონდ ბადრისგან განსხავებით ის უფრო ადამიანურ “ხიშტზეა” (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით).სრულად…

გა (და) წყვეტა

გა (და) წყვეტა

სიცხისგან დახეთქილ ასფალტზე გველივით მიცოცავს ჯაჭვი. ხრიგინებენ რკინის რგოლები. ჯაჭვს მიათრევს ქალი. შავი, გრძელი, ქვედაბოლო ფეხებთან დასთრევს. ძირითადად წითელი ზედა მოურიდებლად გამოკვეთს დამჭკნარ ყელს და მკლავებზე ჩამოსავარდნად გამზადებულ ხორცს. სიარულის მანერა აქვს უცნაური: თეძოები იმდენს ქანაობენ, დრო მოვა და ამოვარდებიან. ასეთია ქალი – ასაკს ჯერ ვერშეგუებული. ჯაჭვის ერთი ბოლო მისსრულად…

Worlds in my eyes

Worlds in my eyes

პირი ჰგავს? ჰგავს.ცხვირი ჰგავს? ჰგავს.თვალები? თვალები თუ ჰგავს? ჰგავს. არა,მე მაინც არ ვგავარ მამაჩემს. იშვიათი შემთხვევაა-სარკეში ჩავიხედე. მაღაზიის ვიტრინაში ვიღაცის ფიგურა აირეკლა. ვცნობ, მაგრამ დაჯერება მიჭირს-თვალები ჩემია, მაგრამ მე არ ვარ. მამა მიყურებს. თვალები მართლაც ჩემია, ოღონდ მამა მიყურებს. არა, მე მაინც არ ვგავარ მამაჩემს. სახელმწიფოში,სახელად ოჯახი, 2 ბანაკია. მამასრულად…

As Time Goes By

As Time Goes By

  ერთხელ ლექტორმა მკითხა- შენი ცხოვრება რომ რომანის ფაბულა გახდეს, როგორ ფიქრობ, რომანი საინტერესო თუ გამოვაო. მე დავფიქრდი და მივუგე- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველ პირში დაიწერება-მეთქი. გამიღიმა. ხშირად მსაყვედურობენ, რომ მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ყველაფერს. ჰო, კიდევ ადამიანების გაიდეალება მჩვევია… წლების წინ ერთ ბიჭს ვიცნობდი. ისსრულად…

ტარაკნები თავში

ტარაკნები თავში

შენ ტარაკნებს წამლავდი იმ ღამეს, მერი… ფრაზა იმედდაკარგული ლექსიდან. *** -ბოლოს და ბოლოს, ამ ოხერი კრანის დაკეტვა რა ვერ ისწავლეთ?! კარგად ვიცი, გესმით. ხოდა, ყური დამიგდეთ, თქვე ვითომ ყრუებო! დაკეტეთ ეს დედააფეთქებული კრანი! თავს რომ იყრუებთ, იმათ გასაგონად ვამბობ, მეტი არ გამამეორებინოთ. ქუსლების ბრაზიანი, გვერდებზე წონამომატებული კაკუნი ისმის. ნევროტიკი ლაურა წავიდა,სრულად…

სად წახვედი?

სად წახვედი?

ცოტა ხნით დავკარგე მეხსიერება… ასე მითხრა ექიმმა. დამამშვიდა, თუ იმკურნალებ, გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად დაგიბრუნდებაო. მისი ნათქვამი საერთოდ არ მახსოვს, დედის მიერ გადმოცემულს ვიწერ სიტყვა-სიტყვით, რომ ფურცელზე შევინახო. ის, რომ დედაჩემია, თვითონ მითხრა. ”წერისას ფანქარი გადაგივარდა, ამდგარს კი უცნაური მზერა გქონდა. მიყურებდი და არ მამჩნევდი. ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი და ტელევიზორის ყურებასრულად…

არაჰიგიენური წინათგრძნობა

არაჰიგიენური წინათგრძნობა

ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, ეს პოსტი არ შეიცავს სექსუალურ სცენებს, რომლებსაც შსს პორნოგრაფიად შერაცხავს, არც მემეებს დიკაპრიოსა და ოსკარის ინტიმური განმარტოების შესახებ. ნაწერი არ ჩაგიყვანთ ჯოჯოხეთში დიქტატორებთან სალაყბოდ და არც მარსზე წაგიყვანთ ზიგის მოსანახულებლად. ფენტეზის ტოლკიენთან ეზიარეთ, ან ჰარი პოტერთან ივარჯიშეთ კვიდიჩში. დასაბოლებლად ბულგაკოვს ესტუმრეთ, ყელამდე მორფინი აქვს. თუ მიშა არსრულად…

მავთულხლართებიდან ორ ნაბიჯში

მავთულხლართებიდან ორ ნაბიჯში

  ვიღაცისთვის ორი კილომეტრი სარბენად გათვლილი დიდი მანძილია, ვიღაცისთვის კი საზღვრამდე ორი ნაბიჯი. ვწერ მავთულხლართებიდან ორიოდე ნაბიჯში. ადგილიდან, სადაც არც ისე თბილი სახლები და ზედმეტად ბევრი სიჩუმე დგას. სოფლამდე მისასვლელი გზა იმაზე ცარიელი და გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ჩასვლისთანავე სახეში ცივი ქარი შემომეხალა, მერე უცხო სახეებიც ჯარივით დამიდგნენ თვალწინ. დიდხანსსრულად…