სამართალი

ბაღიდან ბავშვის გადმოვარდნაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბაღიდან ბავშვის გადმოვარდნაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ზემო ფონიჭალაში, ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით. დღეს, ზემო ფონიჭალაში ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონტაქტურია.სრულად…

by 2017/09/25 0 comments სამართალი
პროკურატურა უკანონოდ მსჯავრდებული 14 პირის საქმეს გადასინჯავს

პროკურატურა უკანონოდ მსჯავრდებული 14 პირის საქმეს გადასინჯავს

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისდეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული 14 მსჯავრდებულის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენისგადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ეხება 2006 წლის სექტემბერში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რასაც შედეგად მოჰყვა პოლიტიკური პარტიების: „XXI-ე საუკუნე – ენა, მამული, სარწმუნოების“, ,,სამართლიანობის“, ,,იმედის“ და ,,კონსტიტუციურ-მონარქისტული პარტიის“ წევრების მასშტაბურისრულად…

by 2017/09/22 0 comments სამართალი
შსს-მ „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტი გახსნა

შსს-მ „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტი გახსნა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გამოავლინეს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ჩამდენი პირი – თეთრიწყაროსსრულად…

by 2017/09/21 0 comments სამართალი
შსს-მ პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შსს-მ პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პარიზის ინტერპოლის მიერ 2017 წლის აგვისტოდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს. ტ.ჩ.-სსრულად…

by 2017/09/20 0 comments სამართალი
სარფში 2.61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

სარფში 2.61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველოს მოქალაქეს 2.61 გრამი მარიხუანა აღმოუჩინა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში თურქეთიდან ავტობუსით ბრუნდებოდა. ავტობუსი სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით დაათვალიერეს, რის შემდგაც მოქალაქე ო.ღ-ს სავარძელზე, ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

by 2017/09/18 0 comments სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: 19 აგვისტოდან დღემდე, უკანონო ნადირობის 334 ფაქტი გამოავლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: 19 აგვისტოდან დღემდე, უკანონო ნადირობის 334 ფაქტი გამოავლინდა

  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან დღემდე, ნადირობის წესების დარღვევის 334 ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 115 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 100 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს შემთხვევაში – 34 ფაქტი, კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე – 30 ფაქტი, აღმოსავლეთისსრულად…

by 2017/09/15 0 comments სამართალი
აფბა პროკურატურას ფონდ „იავნანას“ საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს

აფბა პროკურატურას ფონდ „იავნანას“ საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ეხმაურება პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც PosTV-იმ ჩაატარა და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს ამ საკითხით. ასოციაციას მიაჩნია, რომ აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება და ამომწურავი პასუხი გაეცეს ფონდის საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებულ კითხვებს. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კრიტიკულად აუცილებელია, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაირკვეს, რასრულად…

შსს-მ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.კ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ორი მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულსსრულად…

by 2017/09/13 0 comments სამართალი
შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს საუბნო განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული დ.ჯ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა საკუთარ მეუღლეზე – 1987 წელს დაბადებულ დ.ს.-ზე, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ასევე დადგინდა, რომსრულად…

by 2017/09/10 0 comments სამართალი
პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში ბრალდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები გამოკითხვაზე დაიბარა

პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში ბრალდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები გამოკითხვაზე დაიბარა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 8 სექტემბერს,  საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულები არიან ე.წ ,,კორტების სპეცოპერაციის’’ საქმეზე მსჯავრდებულის ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, შვილი, ასევე ადვოკატები. მათივე ცნობით, საქმე ეხება მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებს (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით). ანალოგიურ ფაქტზე, საქართველოს მთავარისრულად…

by 2017/09/08 0 comments სამართალი
რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები საზღვარზე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანას ცდილობდნენ

რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები საზღვარზე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანას ცდილობდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები შემოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 29 989 ლარს შეადგენს. საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ კი საბაჟოსრულად…

by 2017/09/07 0 comments სამართალი
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით უკრაინას მიმართა

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით უკრაინას მიმართა

საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ძებნილი პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე იმყოფება გამოძიების სტადიაზე, უკრაინული კანონმდებლობის თანახმად ექსტრადიციის საკითხის განმხილველი ორგანოა უკრაინის გენერალური პროკურატურა, ხოლო როდესაც ძებნილი პირისსრულად…

by 2017/09/05 0 comments სამართალი
მოსამართლემ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსამართლემ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა. მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება დაუკვალიფიცირა – ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმასრულად…

by 2017/09/05 0 comments სამართალი
პროკურატურამ უკანონოდ მსჯავრდებული პოლიტპატიმრების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

პროკურატურამ უკანონოდ მსჯავრდებული პოლიტპატიმრების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

  საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი პოლიტპატიმრის: გია სალუქვაძის და თეიმურაზ ჟღენტის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმისსრულად…

by 2017/09/04 0 comments სამართალი
შსს-მ ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები გამოავლინა

შსს-მ ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები გამოავლინა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, 12 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 38 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამცველებმა, მხილებულების ავტომანქანებიდან, ახალქალაქში – უსაბუთო ხის მასალა, ბორჯომში – უკანონოდ გაჩეხილი, ნაძვის ჯიშის მრგვალი მორები, ახალციხესასრულად…

by 2017/09/02 0 comments სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე რვა პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე რვა პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის რესპუბლიკის რვა მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასსრულად…

by 2017/09/02 0 comments სამართალი
შსს-მ რეაგირება მოახდინა აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე

შსს-მ რეაგირება მოახდინა აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ შესული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 35 გამოძახება დაფიქსირდა.სრულად…

by 2017/08/17 0 comments სამართალი
შსს-მ სადაზღვევო თაღლითობის ფაქტი გახსნა

შსს-მ სადაზღვევო თაღლითობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ სადაზღვევო კომპანიების მიმართ ჩადენილი თაღლითობის უპრეცედენტო ფაქტი გახსნა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების წევრები – 1978 წელს დაბადებული შ.თ., 1989 წელს დაბადებული ი.წ. და 1984 წელს დაბადებული გ.ს.სრულად…

by 2017/08/16 0 comments სამართალი
ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციისას დაკავებული ძმები იზოლატორში გადაიყვანეს

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციისას დაკავებული ძმები იზოლატორში გადაიყვანეს

ქვემო ფონიჭალაში 2 საათის განმავლობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა რომლის შედეგადაც ძმები ჯაფაროვები ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის პირველი და 4 ნაწილებით მიმდინარეობს. ძმები ჯაფაროვების მეზობლების თქმით, ძმები შეშას ყიდდნენ და სამართალდამცავებთან პრობლემა არ ჰქონდათ. სპეცოპერაცია ერთდროულად ძმების ორ სახლში მიმდინარეობდა. ადგილზე ამ დრომდესრულად…

by 2017/08/11 0 comments სამართალი
გორის სპორტის სასახლის მშენებლობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება

გორის სპორტის სასახლის მშენებლობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება

10 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გორს ესტუმრა. მინისტრმა,  შიდა ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, იოსებ ოქრომელიძესთან  და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან ერთად, რაგბის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამუშაოები დაათვალიერა და ლევან ტარყაშვილისგან მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო – ტარყაშვილი “სპორტმშენსერვისის” დირექტორია, თავის მხრივ,სრულად…

GEM Fest-ის ტერიტორიაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

GEM Fest-ის ტერიტორიაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

ანაკლიაში, GEM Fest-ის ტერიტორიაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. 1 tv-ის დაკავებულ მამაკაცსა და ქალს ჩხრეკისას რამდენიმე აბი აღმოაჩნდა, რომლის შემცველობასაც ექსპერტი სწავლობს. ამ წუთებში, ათზე მეტი სამართალდამცველი დაკავების ადგილას ნარკოტიკულ ნივთიერებებს ეძებს, პოლიციას ეჭვი აქვს, რომ დაკავებულებმა გაურკვეველი ნივთიერებები მიწაზე დაყარეს. არსებული ინფორმაციით, შესაძლო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულები უცხოელები არიან. მათ დაკავებას აპროტესტებს რამდენიმესრულად…

by 2017/08/08 0 comments სამართალი
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ძებნილი პირი უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ძებნილი პირი უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2017 წლის 4 აგვისტოს, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1980 წლის 28 იანვარს დაბადებული კ.კ. უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს 2017 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ძებნილი პირის მიმართ  აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 40 დღის ვადით. კ.კ.სრულად…

by 2017/08/08 0 comments სამართალი

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი – 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ი. და 1979 წელს დაბადებული ე.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ე.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, 104 შეკვრად დაფასოებული, 9,2407 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.სრულად…

by 2017/08/06 0 comments სამართალი
შსს-მ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავა

შსს-მ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ზ. და 1991 წელს დაბადებული დ.ნ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას, 24 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს.  დ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 აბი ე.წ. „ექსტაზი“ და მუყაოს ფირფიტა, რომელიც, ექსპერტიზისსრულად…

by 2017/08/05 0 comments სამართალი
პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს  ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის  მიმართ  სასტიკი მოპყრობის ფაქტზე  მოქალაქე დ.ტ.-ს წარუდგინა ბრალდებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017  წლის 31 ივლისს, ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ტ.-მ ძელის საშუალებით, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სასტიკად  სცემა დაბმული ძაღლი. მიყენებულმა დაზიანებებმა ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებული დ.ტ.-სთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა და 3000 ლარის ოდენობით  გირაოს შეფარდებას მოითხოვს. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელისსახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს  ვადით ერთ წლამდე.  

მებაჟეებმა კარწახსა და სადახლოში იარაღი აღმოაჩინეს

მებაჟეებმა კარწახსა და სადახლოში იარაღი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 24 – 26 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „კარწახი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოში შემომავალი თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერებისას, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები (ჯამში, 130 ცალი ვაზნა) აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთასრულად…

by 2017/08/01 0 comments სამართალი
სასამართლომ „საფინანსო კომპანია საქართველოს“ ხელმძღვანელი პირები დამნაშავედ სცნო

სასამართლომ „საფინანსო კომპანია საქართველოს“ ხელმძღვანელი პირები დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისთვის შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ ხელმძღვანელი პირები – თ.ლ., თ.მ. და მ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“სრულად…

by 2017/08/01 0 comments სამართალი
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტები აღკვეთეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტები აღკვეთეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა  დამნაშავეთა ორი ჯგუფი, რომლებიც მხილებული არიან მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტებზე. გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ერთი ჯგუფი თბილისში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების –სრულად…

პროკურატურამ „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს’’ დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა

პროკურატურამ „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს’’ დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქოსასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს დირექტორი გ.მ, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ დააკავეს. 2017 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7-ში მდებარე ს.ს. „სავაჭრო სახლისრულად…

by 2017/07/28 0 comments სამართალი
უკრაინის სასამართლომ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების სანქცია გასცა

უკრაინის სასამართლომ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების სანქცია გასცა

უკრაინის სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა. ინფორმაციას KyivPost ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, კიევის ყოფილ მერს ლეონიდ ჩერნოვეცკის ჯერ კიდევ 14 ივლისს შეატყობინეს, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. ჩერნოვეცკის გამოძიება არასამართლებრივი სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. „იქედან გამომდინარე, რომ ეჭვმიტანილი თავს არიდებს გამოძიებას და მისი ადგილსამყოფელი უცნობია,სრულად…

by 2017/07/26 0 comments სამართალი