Archive for ივლისი, 2018

საპატრიარქო  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მიერ ტვ-პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

საპატრიარქო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მიერ ტვ-პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მიერ ტვ-პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. საპატრიარქოს განცხადებას „თბილისი თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ. “როგორც ცნობილია, ა.წ. 23 ივლისს ,,ტვ პირველის” ეთერში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) გამოსვლამ დატოვა კითხვები, რასაც შემდეგ ,,რუსთავი 2“-მა სამი გადაცემა მიუძღვნა, თემა ,,განავითარა” და არაერთი[სრულად…]

2018/07/31 რელიგია

საკონსტიტუციომ მარიხუანის მოხმარებისთვის ჯარიმაც გააუქმა

დღეს, 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია “გირჩის” წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. მათივე მტკიცებით, მარიხუანას მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. მოსარჩელეთა თქმით, დასახელებული ქმედება არ[სრულად…]

Construction Deal XXL

საქსტატი: მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა

საქსტატი მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4941 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტით ნაკლებია. გაცემული ნებართვების 72,4 პროცენტი ქვეყნის 3 რეგიონზეა. კერძოდ, 46.8 პროცენტი თბილისზე, 14.3 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე, ხოლო 11.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე. 2018 წლის[სრულად…]

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო

ჰამბურგში, გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5). ბასილაშვილმა 349 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი გახდა. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ATP ტურნირი პირველად მოიგო. ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებულის პრიზი ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა მიხაელ შტიხმა[სრულად…]

2018/07/30 სპორტი
„ქართული ოცნება“ ადიგენის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება“ ადიგენის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ადიგენში, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ შაინიძის ცემის ფაქტს ეხმიანება. პარტიაში აცხადებენ, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია. “პოლიტიკური გაერთიანება ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და გამორიცხავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებიან”, –[სრულად…]

2018/07/30 პოლიტიკა
საქართველოში გარემოს დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი იქმნება

საქართველოში გარემოს დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი იქმნება

საქართველოში გარემოს დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი კონცეფციის „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციისას განაცხადა. „ეს ინსტიტუტი იქმნება იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ძალიან ეფექტური კომუნიკაცია, პირდაპირი და უკუკავშირი ჩვენს საზოგადოებასთან და მთავრობა იყოს ოპერატიული და ეფექტური პრობლემების გადაჭრაში“, – განმარტა მამუკა ბახტაძემ.

2018/07/29 პოლიტიკა
ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებლების გადასახადისგან გათავისუფლება იგეგმება

ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებლების გადასახადისგან გათავისუფლება იგეგმება

ჩვენი მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იქნება სოფლის მეურნეობა და საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ე.წ. ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა.  ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი კონცეფციის „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციისას განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ ნატურალური პროდუქტების გარკვეული ჯგუფი ჩვენ გავათავისუფლეთ დღგ-ს გადასახადისგან, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა და ჩვენ შემოდგომაზე[სრულად…]

2018/07/29 პოლიტიკა
“პატარა ასაკიდანვე გააკაჟეთ ბავშვები. ჩაურთეთ კონდიციონერი, აწუწავეთ წყლით” – ინგა მამუჩიშვილი

“პატარა ასაკიდანვე გააკაჟეთ ბავშვები. ჩაურთეთ კონდიციონერი, აწუწავეთ წყლით” – ინგა მამუჩიშვილი

ზაფხულის სიცხე როგორც დიდებზე, ასევე პატარებზეც ანალოგიურად მოქმედებს. თუმცაღა, საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ოჯახში, სადაც პატარა ბავშვია, კონდიციონერის გამოყენება დაუშვებელია.  „თბილისი თაიმსი“ ამ საკითხით დაინტერესდა. შეესაბამება თუ არა აღნიშნული  სიმართლეს  და, ზოგადად, რა უნდა იცოდნენ პატარების მშობლებმა, პედიატრ ინგა მამუჩიშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ. შეიძლება თუ არა კონდიციონერის გამოყენება იმ სივრცეში, სადაც[სრულად…]

აფხაზური ტრადიციები და მსგავსება ქართულ კულტურასთან

აფხაზური ტრადიციები და მსგავსება ქართულ კულტურასთან

აფხაზური კულტურა და ტრადიციები საკმაოდ საინტერესო და თვითმყოფადია –  ბევრი რამით კი, ქართულსაც ჰგავს. გადავწყვიტე, რამდენიმე მათგანის შესახებ მომეთხრო: ზოგადად, აფხაზური ტრადიციები საკმაოდ მკაცრია, ერთგვარი დაუწერელი კანონები – ქცევის წესებიც კი არსებობს, ეს ქცევები კი – ზუსტადაც რომ – ტრადიციებს ეყრდნობა.  ისინი მკვეთრად გამოხატული პატრიარქალურობით გამოიჩნევა, ძირძველი წესები კი –[სრულად…]

შსს-მ ბოლო 7 თვეში 98 ნარკორეალიზატორი დააკავა და 15 კილოგრამამდე „ჰეროინი” ამოიღო

შსს-მ ბოლო 7 თვეში 98 ნარკორეალიზატორი დააკავა და 15 კილოგრამამდე „ჰეროინი” ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ბოლო 7 თვის განმავლობაში, სხვდასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: დაახლოებით 15 კილოგრამამდე „ჰეროინი”, 7191 აბი „სუბუტექსი” და „სუბოქსინი”, 1 კილო და 400 გრამი „კოკაინი”, 2 კილოგრამამდე „მდმა”, 1 კილოგრამი და 200 გრამი “ჰაშიში”, 1 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და ასევე, 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.[სრულად…]

მსოფლიო მთვარის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელების მოლოდინში

მსოფლიო მთვარის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელების მოლოდინში

NASA-ს ცნობით,  27 ივლისის მთვარის დაბნელება 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება იქნება. მსოფლიოს იმ ნაწილში მცხოვრები ადამიანები, სადაც ეს მოვლენა გამოჩნდება, მასზე დაკვირვებას 1 საათსა და 43 წუთსაც შეძლებენ. 27 ივლისს მთვარე ი დედამიწისგან მაქსიმალურად იქნება დაშორებული. NASA-ს ანიმაციაში ნახავთ,როგორ ჩანს მთვარიდან დედამიწა დაბნელების დროს. მთვარის დაბნელებაზე დაკვირვებას მხოლოდ ჩრდილოეთ[სრულად…]

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Summer Set-ი დღეს გაიხსნება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Summer Set-ი დღეს გაიხსნება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Summer Set-ი დღეს გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ფესტივალის პირველი, საპრეზენტაციო ღონისძიება ვაგონშემკეთებელი ქარხნის ყველაზე დიდ პავილიონში გაიმართება. ერთდღიანი ღონისძიების ჰედლაინერებიიქნებიან: Cigarettes After Sex, WhoMadeWho, Koreless, Gidge და Baikal. ფესტივალი პროექტ „ჩექინ ჯორჯია 2018“ -ის ფარგლებში იმართება. თავდაპირველად ფესტივალი თბილისის ზღვის ღია სივრცეში უნდა გამართულიყო, თუმცა სინოპტიკოსების ცნობით,[სრულად…]

2018/07/27 კულტურა
ბათუმის ყინულის მოედნის და საცურაო აუზის გრაფიკული ნიმუშები გამოქვეყნდა

ბათუმის ყინულის მოედნის და საცურაო აუზის გრაფიკული ნიმუშები გამოქვეყნდა

ბათუმის ყინულის მოედნის და საცურაო აუზის გრაფიკული ნიმუშები გამოქვეყნდა. ფოტოებს საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია ავრცელებს. ბათუმში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა 1 სექტემბრისთვის დასრულდება. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სამუშაოების ძირითადი ნაწილი. დახურულ სპორტულ კომპლექსში – ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება. ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებები ჩატარდება.[სრულად…]

2018/07/27 სპორტი
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსის პროექტი გამოაქვეყნა

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსის პროექტი გამოაქვეყნა

საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსის პროექტს აქვეყნებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. კორპორაციული მართვის კოდექსი განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომლებიც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას, მათ დამოუკიდებლობას, როლსა და ფუნქციებს, საბჭოს კომიტეტებს, დირექტორატს, რისკების მართვის, შიდა აუდიტისა და ანაზღაურების სტანდარტებს. დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია[სრულად…]

ADELANTE-ხელნაკეთი –  ქართული ახალი პროდუქტი ბაზარზე

ADELANTE-ხელნაკეთი –  ქართული ახალი პროდუქტი ბაზარზე

დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი ხელნაკეთი პროდუქტი, რომლის ნახვის შემდეგაც გულგრილი არავინ დარჩება. როდესაც ხელოვნება არის ადამიანში და ისინი ერთ განუყრელ მთლიანობად იქცევიან ხოლმე, ერთმანეთის გარეშე არსებობა ვეღარ წარმოუდგენიათ და იბადება ათასი იდეა, სურვილი სიახლეების შექმნის. ასე აღმოაჩინა  თავისი თავი ელენე ტურიაშვილმა ხელოვნებაში[სრულად…]

“საცურაო კოსტიუმების თითოეული დეტალი ხელით იქმნება” – თათია შეყილაძე

“საცურაო კოსტიუმების თითოეული დეტალი ხელით იქმნება” – თათია შეყილაძე

თუ გადაწყვიტეთ ზაფხული ზღვაზე გაატაროთ და რაიმე განსხვავებულ და გამორჩეულ საცურაო კოსტიუმს ეძებთ, დიზაინერი თათია შეყილაძის მიერ შექმნილი საცურაო კოსტიუმები სწორედ თქვენთვისაა. დიზაინერმა კოსტიუმების შექმნა ცოტა ხნის წინ დაიწყო, თუმცა დღეს დიდი მოწონებით სარგებლობს მომხმარებლებში. თათია შეყილაძე „თბილისი თაიმსთან“  კოსტიუმების შექმნის შესახებ საუბრობს. “ბავშვობიდან ძალიან აქტიური ვიყავი, არასოდეს ვჩერდებოდი, მაინტერესებდა[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის

მამუკა ბახტაძე – შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის

შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „საქნახშირის“ შეთავაზების თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. პრემიერის თქმით, ისეთ მნიშვნელოვან და სასიცოცხლო აქტივს, როგორადაც საქართველოში შეიძლება ჩავთვალოთ ქვანახშირის მოპოვება, უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ დარგი როგორ განვითარდება, რა იქნება მისი უპირატესობები და რა[სრულად…]

2018/07/27 პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ რელიგიური უფლებების შელახვის ფაქტებზე ისაუბრა

დავით ზალკალიანმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ რელიგიური უფლებების შელახვის ფაქტებზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში რელიგიის თავისუფლების შესახებ. მინისტერიალში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის პატრონაჟით ტარდება, 40-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მრავალსაუკუნოვან[სრულად…]

2018/07/27 რელიგია
Moitane.ge- მიტანის ინოვაციური სერვისი საქართველოში

Moitane.ge- მიტანის ინოვაციური სერვისი საქართველოში

თუ თქვენ მთელი დღის განმავლობაში მუშაობთ და ვერ ასწრებთ საღამოს პროდუქტების საყიდლად მარკეტში წასვლას, Moitane.ge სწორედ თქვენთვისაა. შედიხართ საიტზე, ირჩევთ იმ ადგილმდებარეობას სადაც  იმყოფებით, მითითების შემდეგ საშუალება გაქვთ გაეცნოთ თქვენს უბანში არსებულ მაღაზიებს და იმ პროდუქციის ჩამონათვალს, რომლებსაც ესა თუ ის სავაჭრო ობიექტი გთავაზობთ. ირჩევთ თქვენთვის სასურველ პროდუქციას და Moitane[სრულად…]

ბინის შეძენის მსურველებისთვის „მენაშენეთა ასოციაცია“ რეკომენდაციას ავრცელებს

ბინის შეძენის მსურველებისთვის „მენაშენეთა ასოციაცია“ რეკომენდაციას ავრცელებს

“მენაშენეთა ასოციაცია” ბინის შეძენისთვის სწორი არჩევანის გასაკეთებლად მომხმარებლებს მორიგ რეკომენდაციას სთავაზობს. “თბილისი თაიმსი” ტექსტს უცვლელი სახით გთავაზობთ. „რეკომენდაცია #2 – სწორად შეარჩიეთ ბინა: რაციონალურად შეარჩიეთ ბინის საერთო ფართი – ნუ იყიდით უზომოდ დიდ ბინას, ბინის შერჩევისას გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების რაოდენობა შესახლებიდან 5 წლის განმავლობაში. განსაზღვრეთ მათთვის საკმარისი ოთახების რაოდენობა და,[სრულად…]

რეგიონებში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ

რეგიონებში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ

მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  რეგიონებში მომუშავე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასები გაიზრდება. პრემიერმინისტრის თქმით, ხელფასები 20-30%-ით მოიმატებს. “ამ ადამიანებს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აქვთ, მართლაც რომ,  24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და, ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსახლეობას ჩვენს რეგიონებში  ჯანდაცვის სერვისი უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად მივაწოდოთ“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.[სრულად…]

” „პანორამა თბილისს“, ანაკლიის შესყიდულ მიწას და ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფს“ ნებისმიერ მსურველს 20-25%-იანი ფასდაკლებით მივყიდი”

” „პანორამა თბილისს“, ანაკლიის შესყიდულ მიწას და ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფს“ ნებისმიერ მსურველს 20-25%-იანი ფასდაკლებით მივყიდი”

„პანორამა თბილისს“, ანაკლიის შესყიდულ მიწას და ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფს“ ნებისმიერ მსურველს 20-25%-იანი ფასდაკლებით მივყიდი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ასეთი პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ყველას ამის გაკეთება არ შეუძლია. „ერთმა საპატივცემულო ქალბატონმა[სრულად…]

2018/07/25 პოლიტიკა
ეკა ბესელიას, როგორც პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრიზი გადასცა

ეკა ბესელიას, როგორც პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრიზი გადასცა

„ეს პრიზი და აღიარება არის იმ შრომის შედეგი რაც მიმართულია საერთო საქმისთვის, პარლამენტის ინსტიტუციურიგაძლიერებისთვის. ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ იყოს ძლიერი პარლამენტი და ვემსახუროთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პრიზის გადაცემის შემდეგ. ეკა ბესელიას, როგორც პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრიზი გადასცა.დეპუტატის აქტივობა შეფასდა რამდენიმე კრიტერიუმით,[სრულად…]

საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

საბერძნეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. დაშავებულია 187 ადამიანი, მათგან  23 ბავშვია. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი ამ დრომდე უცნობია. საბერძნეთში, ათენთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან.  სამაშველო ოპერაციებში მეხანძრეებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები მონაწილეობენ.

ზაზა სარალიძე შვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდს ქმნის

ზაზა სარალიძე შვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდს ქმნის

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე საქველმოქმედო ფონდს ქმნის. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. სარალიძის თქმით, დღეს დათოს დაბადების დღეა. ის 17 წლის გახდებოდა. მამის თქმით, მისი შვილი ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს. “დღეს არის მისი დაბადების დღე. ამ დღესთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება მის სახელზე შევქმნა საქველმოქმედო ფონდი -“დათუჩა”, რომელიც დაეხმარება ყველა[სრულად…]

“ჩემი პოზიციაა, საპრეზიდენტო არჩევნებზე ღირსეულ, დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი”

“ჩემი პოზიციაა, საპრეზიდენტო არჩევნებზე ღირსეულ, დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი”

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზეასაუბარი, მათ შორის, საუბარი იყო თავად ბიძინა ივანიშვილზე, აგრეთვე სოზარ სუბარზე, ზურაბ აბაშიძეზე, დავით სერგეენკოზე, თეა წულუკიანზე. როგორც პირველი არხის ეთერში  ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მსჯელობა ჯერ არ არის დამთავრებული, თუმცა მისი პოზიციაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი,[სრულად…]

2018/07/25 პოლიტიკა
„საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს და გაიმიჯნოს საგამოძიებო მოქმედებები და საპროკურორო ზედამხედველობა “- შალვა თადუმაძე

„საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს და გაიმიჯნოს საგამოძიებო მოქმედებები და საპროკურორო ზედამხედველობა “- შალვა თადუმაძე

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გამართულ ფორუმზე  მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ დისკუსიის ფარგლებში გამოძიების და საპროკურორო საქმიანობასთან დაკავშირებით თავის პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს  საგამოძიებო მოქმედებების და საპროკურორო ზედამხედველობის გამიჯვნა „არავინ დედამიწის ზურგზე არ იცის დღეს რა არის საპროკურორო ზედამხედველობა, არც ერთი ქმედება არ არის გამიჯნული გამოძიებისგან[სრულად…]

2018/07/25 პოლიტიკა
შსს-მ თბილისში 74 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-მ თბილისში 74 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 74 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ირანის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო თბილისში,[სრულად…]

მამა ვიტალის საინტერესო ცხოვრება და მისი სასწაულები

მამა ვიტალის საინტერესო ცხოვრება და მისი სასწაულები

„შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!“ მამა ვიტალი (სიდორენკო) დაიბადა[სრულად…]

2018/07/25 რელიგია
“კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს”

“კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს”

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემაზე გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჭარბვალიანობის საკითხს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ახსენებდა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეულ ინფორმაციას უმალავდნენ. მისი თქმით, ის ჭარბვალიანობის პრობლემას ყოფილ[სრულად…]

2018/07/25 პოლიტიკა