4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
4 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
4 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

Archive for აგვისტო, 2018

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია იწყება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია იწყება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემა. პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია შეეხება: ყველა ოლქის პროკურორს და მათ მოადგილეებს, რაიონის პროკურორებსა და მათ მოადგილეებს,[სრულად…]

სექტემბრიდან მანდატურები მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ

სექტემბრიდან მანდატურები მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ

2018 წლის სექტემბრიდან სკოლებში მოსწავლეების შემოწმება მეტალოდეტექტორის გამოყენებით უნდა მოხდეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“  იუწყება. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სსიპ მანდატურის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე გოგონებსა და ბიჭებს შესაბამისად, იგივე სქესის მანდატურები შეამოწმებენ. უფრო კონკრეტულად, „ზოგადი განათლების შესახებ“კანონში შეტანილი[სრულად…]

ქრონიკული დაავადებების მქონე ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის სექტემბრიდან მედიკამენტებზე ფასები მცირდება

ქრონიკული დაავადებების მქონე ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის სექტემბრიდან მედიკამენტებზე ფასები მცირდება

მიმდინარე წლის 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ჯგუფებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50 პროცენტი და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ. ფასდაკლება ვრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე: –[სრულად…]

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაციის სანდოობის შესახებ კანონპროექტი მომზადდება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკურიპოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისსამინისტროსკულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მეშვეობითაცუზრუნველყოფილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის სანდოობა[სრულად…]

2018/08/31 კულტურა
სტუდენტების ინტერესების დაცვის მიზნით, უცხოეთიდან საქართველოში მობილობის წესით გადმოსვლის ახალი მექანიზმი შეიქმნა

სტუდენტების ინტერესების დაცვის მიზნით, უცხოეთიდან საქართველოში მობილობის წესით გადმოსვლის ახალი მექანიზმი შეიქმნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროს გააქტიურდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების და სოციალურ ქსელების საშუალებებით სთავაზობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას. სისტემის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს მოქალაქეებისათვის თანაბარი საგანმანათლებლო უფლებების უზრუნველსაყოფად, ცვლილება შედის სწავლის უფლების მინიჭების წესში. უცხოეთიდან საქართველოში[სრულად…]

მედია: იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი ქართველებმა გაქურდეს

მედია: იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი ქართველებმა გაქურდეს

იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი ქართველებმა გაქურდეს. ამის შესახებ გამოცემა Milanotoday წერს. ამავე ინფორმაცით, ქურდობა აგვისტოში მოხდა, ხოლო ძარცვაში საქართველოს 5 მოქალაქეა ბრალდებული. ეჭვმიტანილი ქართველები პოლიციამ 27 აგვისტოს დააკავა. საქარველოს მოქალაქეები იტალიაში ახალი ჩასულები იყვნენ და მათ კრიმინალური წარსული არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ იმავე უბანში რამდენიმე სხვა ბინაც გაქურდეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მობილური ტელეფონის ნომრის განახლება დისტანციურად, ცხელი ხაზის მეშვეობით მოხდება

ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მობილური ტელეფონის ნომრის განახლება დისტანციურად, ცხელი ხაზის მეშვეობით მოხდება

ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მობილური ტელეფონის ნომრის განახლება დისტანციურად, ცხელი ხაზის მეშვეობით მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა. დღეიდან ყველა მსურველს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა[სრულად…]

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 177 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

თბილისის ზღვაზე, მონუმენტთან „საქართველოს მატიანე“ 177 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად შეუერთდა. უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საბრძოლო მომზადების კურსების 2018 წლის II ეტაპის გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადება[სრულად…]

მთაწმინდაზე შესაძლოა წარწერა „თბილისი“ განთავსდეს

მთაწმინდაზე შესაძლოა წარწერა „თბილისი“ განთავსდეს

მთაწმინდაის ფერდობზე შესაძლოა წარწერა “თბილისი” განთავსდეს. ეს ინიციატივა პროექტის “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგელებში მერიას ერთ-ერთმა მოქალაქემ შესთავაზა. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა “თბილისი”, ამ საკითხს ჩვენ გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე, რამდენადაც მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს”, – განაცხადა[სრულად…]

აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით პირველი ინვესტორი ქვეყანაა – მამუკა ბახტაძე

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში კი სამაგალითოა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრისასგანაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე ვადაში ბაქოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა დააღნიშნა, რომ ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ[სრულად…]

2018/08/30 პოლიტიკა

თბილისის მერია ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს გეგეშიძის ბაღიდან კეკელიძის ქუჩის ბოლომდე 1-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებას. „პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე, მოეწყობა ტროტუარები, ბორდიური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები[სრულად…]

საქართველოს პრეზიდენტმა ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ელისო ბოლქვაძეს ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსთან და აჭარის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან   ერთად, ბათუმის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო, რომელიც 2-12 სექტემბერს აჭარაში გაიმართება. გიორგიაბაშიშვილის განცხადებით, ელისო ბოლქვაძე კულტურის დარგში შეტანილი უმნიშვნელივანესი წვლილისთვის დაჯილდოვდა და მას ღირსების ორდენი გადაეცემა. გიორგი აბაშიშვილის თქმით, საერთაშორისო[სრულად…]

კახეთში ღვინის ახალი საწარმო გაიხსნა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის ახალი საწარმო „აგრიდა“ გაიხსნა. საწარმოს გახსნას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ანდრო ასლანიშვილი დაესწრო. „გაზრდილი ღვინის ექსპორტი და დივესრიფიცირებული ბაზრები, საქართველოში ახალი ღვინის საწარმოების შექმნის საფუძველს ქმნის.  ამ დროისთვის, საქართველოში 500-მდე ღვინის კომპანიაა, რომელთაგან 250-ს ღვინო ექსპორტზე[სრულად…]

“ჩემთვის, მთავარი გახლავთ სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად”

“ჩემთვის, მთავარი გახლავთ სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად”

აჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარი გახლავთ სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნებთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე განათლების მინისტრი და სამინიტრო ინტენსიურად მუშაობენ. „მესმის,[სრულად…]

2018/08/30 პოლიტიკა
სერგეი შამბამ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება არ გამორიცხა

სერგეი შამბამ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება არ გამორიცხა

აფხაზეთის ყოფილი დეფაქტო პრემიერმინისტრი სერგეი შამბამ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის შეკრებაზე საქართველოსთან შესაძლო გაერთიანების შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, თუ აფხაზეთში ვითარება არ გამოსწორდება, “მუხლებზე დადგომა და საქართველოსთვის ან რუსეთისთვის თავიანთ შემადგენლობაში მიღების თხოვნით მიმართვა” მოუწევთ. ინფორმაიცას 1tv ავრცელებს. შაბმას თქმით, აფხაზეთში შექმნილი კრიზისიდან ე.წ. ქვეყნის გამოყვანა მხოლოდ ასლან ბჟანიას შეუძლია (ბჟანია დეფაქტო მთავრობაში[სრულად…]

2018/08/30 პოლიტიკა
საქართველოს ჩემპიონი გიორგი ორბელაძე კაშიას საქმეს ეხმაურება

საქართველოს ჩემპიონი გიორგი ორბელაძე კაშიას საქმეს ეხმაურება

„არ მგონია, რომ  გურამ კაშიამ  სამკლაურის გაკეთებით რაიმე ზიანი მიაყენა ქართულ ფეხბურთს, და, არც ის არ მგონია, რომ რაიმე მოუტანა. შეურაცმყოფელი განცხადებები და თავდასხმა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.” – ამის შესახებ, საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ფიტნესში – გიორგი ორბელიძემ ტელეკომპანია „იბერიაზე“, გადაცემა ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა. “რაც ვნახე  ტელევიზიაში, სოციალურ ქსელებში ეს[სრულად…]

მიხეილ დუნდუა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა

მიხეილ დუნდუა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა

მიხეილ დუნდუა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. მიხეილ დუნდუამ აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი თაბუაშვილი დღეიდან შეცვალა. რაც შეეხება თაბუაშვილს, ის შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის პარალელურად ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო და მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რჩება. შეგახსენებთ, რომ მიხეილ დუნდუა ამ დრომდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. წყარო: interpressnews.ge

2018/08/29 პოლიტიკა
კახეთში სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის გადამუშავება დასრულდა

კახეთში სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის გადამუშავება დასრულდა

კახეთში, სეტყვისგან დაზარალებული მოსახლოების ყურძნის გადამუშავება დასრულებულია. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, სულ გადამუშავდა სეტყვისგან დაზიანებული 1,1 ათასი ტონა ყურძენი. რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა და რთველის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის შტაბში 41 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.[სრულად…]

საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“ იწყება

საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“ იწყება

1-11 სექტემბრის ჩათვლით საქართველო საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“-ს მერვედ უმასპინძლებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „Agile Spirit 2018“-ის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე საერთაშორისო სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიზანი, შინაარსი და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნო. საინფორმაციო ბრიფინგს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე[სრულად…]

2018/08/29 პოლიტიკა
„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა კურორტებზე” – მამუკა ბახტაძე

„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა კურორტებზე” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კურორტების ინფრასტრუქტურისა და მზადყოფნის ხარისხით უკმაყოფილოა და ამ მიმართულებებზე პასუხისმგებელ პირებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს. როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა არ არის არგუმენტი იმისა, რომ კურორტები გაზრდილი ნაკადების მისაღებად მზად არა აღმოჩნდნენ. „ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა[სრულად…]

2018/08/29 პოლიტიკა
პირველი სექტემბრიდან ბათუმში სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემა შეიცვლება

პირველი სექტემბრიდან ბათუმში სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემა შეიცვლება

პირველი სექტემბრიდან ბათუმში სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემა შეიცვლება, რამდენიმე ხაზი კი სავარაუდოდ გაუქმდება, რაც უკმაყოფილებას იწვევს მძღოლებში. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. სატრანსპორტო საშუალებები უკვე შემოწმდა, კონკურსი გაიარეს კომპანიებმა, რომლებზეც ნებართვებს ბათუმის საკრებულო 31 აგვისტოს სხდომაზე გასცემს. 460-ის ნაცვლად, 250 სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს ყოველდღიურად ბათუმში. იქნება თუ არა საკმარისი ტრანსპორტის ეს[სრულად…]

12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციისთვის 80 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციისთვის 80 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

მთავრობა საკურორტო ზონაში ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მოწესრიგების მიზნით დამატებით დაფინანსებას გამოყოფს, – აღნიშნულ საკითხს მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. კერძოდ, მოეწყობა კობი-გუდაურის სასრიალო ტრასების და ზამთრის სეზონისთვის ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ურეკის ძველ ბულვარს, ხოლო ახალი ბულვარის მოწყობისთვის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები; რეაბილიტირდება დაბა ბაკურიანში ცენტრალური, წრიული საფეხმავლო ბილიკი. „ბაკურიანი[სრულად…]

2018/08/29 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს“

ირაკლი კობახიძე: „ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს“

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს. „ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, რეალური შანსია, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს. „ჩვენი მხარდაჭერა არის +/-50%. ეს დადასტურდა თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. არის რეალური შანსი, რომ[სრულად…]

2018/08/29 პოლიტიკა
ქართველი ფერმერი: გამოვიყვანე მარწყვის ჯიში რომელსაც ანანასის გემო აქვს

ქართველი ფერმერი: გამოვიყვანე მარწყვის ჯიში რომელსაც ანანასის გემო აქვს

თელავში, სოფელ კისისხევში გიორგი ლაცაბიძემ მარწყვის ქართული სელექციით მიღებული ჯიში გამოიყვანა. როგორც თავად ამბობს, მარწყვს ანანასის გემო და არომატი აქვს. ფერმერმა მარწყვს მეუღლის პატივსაცემად, „მარიანასი“ დაარქვა. ამის შესახებ ლაცაბიძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. „მთავარი თვისება, რაც მას ახასიათებს და მარწყვის სხვა ჯიშებისგან გამოარჩევს, ის არის, რომ ერთი ერთში აქვს ანანასის გემოც[სრულად…]

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი შავი ზღვის უნივერსიტეტზე განცხადებას ავრცელებს

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი შავი ზღვის უნივერსიტეტზე განცხადებას ავრცელებს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფოს მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილი ფინანსური დავალიანებისდაფარვას მიესალმება. ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა. ამავდროულად, ცენტრი ადასტურებს, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებების, მათ შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების და ერთი წლის ვადით[სრულად…]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანაკლიაში ირანის 3 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანაკლიაში ირანის 3 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძებების შედეგად ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს: 1997 წელს დაბადებული ა. ღ, 1992 წელს დაბადებული მ. ზ. და 1992 წელს დაბადებული ჰ. ფ. დანაშაული 6-დან 11[სრულად…]

ილია მეორე მრევლს: “თქვენი ლოცვები მჭირდება”

ილია მეორე მრევლს: “თქვენი ლოცვები მჭირდება”

ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი პერიოდი, როცა უფალი ახლოსაა, როცა ადამიანი განსაკუთრებით გრძნობს უფლის სიახლოვეს და ეს სიახლოვე ასაზრდოვებს მას და ანუგეშებს მას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა ქადაგებისას საკუთარ განსაცდელზეც ისაუბრა და ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც უფლის[სრულად…]

2018/08/26 რელიგია

81 წლის ასაკში ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა

ამერიკელი სენატორი, ვიეტნამის ომის გმირი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაშია აღნიშნული, ჯონ მაკკეინი შაბათს დაიღუპა. სენატორი 2017 წლის ივლისიდან უმძიმეს დაავადებას – ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული მკურნალობის კურსს გადიოდა. ოჯახის ინფორმაციით, სენატორმა მისივე გადაწყვეტილებით, პარასკევიდან მკურნალობა შეწყვიტა. ჯონ მაკკეინი[სრულად…]

ანგელა მერკელი საქართველოს ოკუპაციაზე – ეს არის უსამართლობა, რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მე მას ვესაუბრები

ანგელა მერკელი საქართველოს ოკუპაციაზე – ეს არის უსამართლობა, რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მე მას ვესაუბრები

თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას „დიდ უსამართლობას“ უწოდებს. როგორც მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა იცის. მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ ამ სიტუაციასთან შეგუება არ უნდა მოხდეს. „მე ხვალ მექნება შესაძლებლობა მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, მათ შორის იქ, სადაც ევროკავშირის[სრულად…]

2018/08/23 პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ანგელა მერკელს – დარწმუნებული ვარ, თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს

მამუკა ბახტაძე ანგელა მერკელს – დარწმუნებული ვარ, თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს

დარწმუნებული ვარ, თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, საქართველოსთვის ფასდაუდებელია კანცლერისა და გერმანიის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა. „ქალბატონო ფედერალურო კანცლერო, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანებისთვის. ჩვენთვის უდიდესი პატივია,[სრულად…]

2018/08/23 პოლიტიკა