Archive for აგვისტო 6th, 2018

ანა ნაცვლიშვილი: “ნინო გვენეტაძემ პრეზიდენტის მოლოდინები ვერ გაამართლა”

ანა ნაცვლიშვილი: “ნინო გვენეტაძემ პრეზიდენტის მოლოდინები ვერ გაამართლა”

პრეზიდენტი არასდროს გაურბოდა იმის თქმას, რომ ნინო გვენეტაძემ მისი, ისევე როგორც ძალიან ბევრი ჯგუფის იმედები ვერ გაამართლა,- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის მრჩევლები ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან, სადაც ისინი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევ კრიტერიუმებზე მსჯელობენ. ნაცვლიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ გვენეტაძემ ეს მოლოდინები ვერ გამართლდა.[სრულად…]

2018/08/06 პოლიტიკა

Facebook-ის ყალბი პროფილების გამოყენებით თაღლითობისთვის 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში, თაღლითური ჯგუფის 4 წევრი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, სოციალური ქსელ „Facebook“-ის ყალბი პროფილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა.[სრულად…]

პაოლო მალდინი „მილანის“ დირექტორი გახდა

პაოლო მალდინი „მილანის“ დირექტორი გახდა

იტალიური მედიის ცნობით, „მილანის“ ლეგენდა პაოლო მალდინი თავისი კლუბის დირექტორად დანიშნეს და მის სტრატეგიულ განვითარებაზე იზრუნებს. „მალდინი “მილანის” დირექტორი გახდა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ახალ ეპოქას. ის თავისი ნიჭით, ოსტატობით და განუმეორებელი ლიდერის თვისებებით სამუდამოდ შევიდა ისტორიაში. ეს თვისებები “მილანს” ძველი დიდების დაბრუნებაში დაეხმარება”, – ნათქვამია როსონერის განცხადებაში. პაოლო[სრულად…]

2018/08/06 სპორტი
2018 წლის 7 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა

2018 წლის 7 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107,8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა. ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია –[სრულად…]

მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს

მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ინფორმაციით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული. მისი ცხედარი ბინაში იპოვეს, სადაც კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ.