Archive for აგვისტო 7th, 2018

“აგრესორის მადა მხოლოდ იმატებს დაპყრობის და აგრესიის კვალდალკვალ“

“აგრესორის მადა მხოლოდ იმატებს დაპყრობის და აგრესიის კვალდალკვალ“

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – “ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის-2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ”, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო არასდროს განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენას ძალისმიერი მეთოდებით. „2008 წლის ომი იყო განსაკუთრებით მძაფრი და მძიმე თუნდაც ადამიანური მსხვერპლის შედეგით. ამ ომს მოყვა გაუგონარი და უსამართლო მცდელობა[სრულად…]

2018/08/07 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: “საქართველოს წარმატება არის ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი პასუხი რუსეთის აგრესიაზე”

ირაკლი კობახიძე: “საქართველოს წარმატება არის ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი პასუხი რუსეთის აგრესიაზე”

„აგრესიიდან 10 წლის შემდეგ საქართველო უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული და უფრო სტაბილური ქვეყანაა, ჩვენი ქვეყნის წარმატება არის ყველაზემტკიცე და დამაჯერებელი პასუხი რუსეთის აგრესიაზე”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მრგვალი მაგიდისფორმატის შეხვედრაზე – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის-2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ განაცხადა. ირაკლი კობახიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს[სრულად…]

2018/08/07 პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

მამუკა ბახტაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.  მთავრობის მეთაურმა, საქართველოს ხელისუფლებისა და მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდში,გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.  პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცე-პრემიერს მადლობა გადაუხადასაქართველოს მხარდაჭერისთვის, რისი გამოხატულებაც არის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავზე მათი ვიზიტისაქართველოში. “10 წლის წინ რუსეთმა კიდევ ერთი აგრესია განახორციელა საქართველოს, ქართული სახელმწიფოს მიმართ, დაიღუპნენ ჩვენი მოქალაქეები.მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ყველა ქართულ ოჯახს, ვინც დაკარგა შვილი, დედა, მამა, ძმა, ნათესავი თუ მეგობარი. საქართველოსტერიტორიის 20% სამწუხაროდ ჯერ ისევ ოკუპირებულია და ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. ამაზეჩვენი პასუხია ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში და ძლიერისაზოგადოების, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ჩამოყალიბება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერისთვის.ისინი, როგორც 10 წლის წინ, დღეს დგანან ჩვენს გვერდით. ისინი ჩვენს გვერდით იდგნენ ჩვენს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე წუთებში დაქართველი ერი ამას არასოდეს დაივიწყებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2018/08/07 პოლიტიკა
სასკოლო წიგნების გრიფირების საკითხს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს

სასკოლო წიგნების გრიფირების საკითხს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს

განათლების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური გრიფირების საკითხს სწავლობს. სამინისტროს განცხადებით, უწყებაში ყოველდღიურად იღებენ ინფორმაციას არსებული ხარვეზების შესახებ. “მინისტრმა, ფაქტობრივად თანამდებობაზე დანიშვნისთანავე და არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ გრიფირების პროცესში ჩანდა და ჩანს მნიშვნელოვანი ხარვეზები. სამწუხაროა, რომ პროცესის საბოლოო ეტაპამდე არ ხდებოდა პრევენცია.[სრულად…]

თბილისში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მაღალი რანგის სტუმრების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართება

7 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა – „ ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.სიტყვით ასევე წარსდგებიან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის[სრულად…]

2018/08/07 პოლიტიკა
ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ წარადგენს

ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ წარადგენს

ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიამ საბჭოზე საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების მონაწილეობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს. კობახიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით მიიღეს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა დაასახელა: “საქართველოს[სრულად…]

2018/08/07 პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად კენჭს იყრის

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად კენჭს იყრის

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც თავის სახლში გამართა. “ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ამაზე ფიქრობდეს ადამიანი და იცით, რომ ამაზე 2013 წელსაც[სრულად…]

2018/08/07 პოლიტიკა