17 საათის წინ
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს – ყველა შეშფოთებულია ქირურგის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო
18 საათის წინ
„ნიუ იორკ თაიმსი“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ წერს
20 საათის წინ
გიორგი ვაშაძე – მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ პარლამენტში მოსვლისგან, რომ ზედმეტი ექსცესები აირიდონ
21 საათის წინ
ლაშა ტალახაძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა
21 საათის წინ
ნინო ლომჯარია – პარლამენტის პიკეტირება არ არის კანონიერი, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

Archive for აგვისტო 15th, 2018

„ნატოში გაწევრიანება გვესმის არა როგორც სტრატეგიული მოთმინება, არამედ როგორც სტრატეგიული მზადყოფნა“

„ნატოში გაწევრიანება გვესმის არა როგორც სტრატეგიული მოთმინება, არამედ როგორც სტრატეგიული მზადყოფნა“

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018-ის დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო თავის პარტნიორებთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ურთიერთაღიარებისა და ღირსების პატივისცემის საფუძველზე გაიზარდოს ეროვნული თავდაცვის ამოცანებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ქვეყნის მზადყოფნა. „ჩვენ ნატოში გაწევრიანება გვესმის არა როგორც სტრატეგიული მოთმინება, არამედ როგორც[სრულად…]

2018/08/15 პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ

სალომე ზურაბიშვილი: ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ

ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი, – ასე უპასუხა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აპირებს თუ არა ავლაბრის სასახლეში შესვლას. „სასახლესთან დაკავშირებით ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე. ხვალ ვრცელ გამოსვლაში, სადაც ყველაფერზე იქნება საუბარი, ამ თემაზე ჩემს პოზიციას გავიმეორებ, მაგრამ უკვე არის ნათქვამი და ჟურნალისტებმა [სრულად…]

2018/08/15 პოლიტიკა
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა ივლისში 19.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა ივლისში 19.3 პროცენტით გაიზარდა

2018 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 144.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.3 მილიონით, ანუ 19.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ცნობით, გაზრდილია ფულადი გზავნილები როგორც დსთ-ს, ისე ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან, ისრაელიდან და კანადიდან. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე[სრულად…]

იტალიაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გენუაში სავტომობილო ხიდის ჩანგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ჯერჯერობით დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ცოტა ხნის წინ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გენუაში სავტომობილო ხიდი ჩაინგრა. ადგილზე სამაშველო და სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ხიდის ჩანგრევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. Please follow and like us:

2018/08/15 მსოფლიო
ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ

ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ტაქსის მძღოლებისთვის 200-ზე მეტი ლიცენზია გაიცა. როგორც მერმა აღნიშნა, ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ. „სიახლე გვაქვს ის, რომ გვქონდა კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან და 21 აგვისტოდან ნებართვის აღება ასევე შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლში. მადლობა მინდა გადავუხადო თეა წულუკიანს თანადგომისთვისა და თანამშრომლობისთვის.[სრულად…]

განათლების რეფორმის ჯგუფში ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები ჩაერთვებიან

განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი  წამყვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების – „ჰიულეტ-პაკარდის“ (HP), „მაიკროსოფტის”  და „აიბიემის“ (IBM) წარმომადგენლებს შეხვდა. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ბატიაშვილმა კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განათლების სისტემის განვითარების ხედვასა და განათლების ყველა საფეხურზე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელა. უწყების ინფორმაციით,[სრულად…]

ურბანული განვითარების სამსახურს თბილისის მერიაში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ურბანული განვითარების სამსახურს თბილისის მერიაში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა რუსუდან მირზიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კახა კალაძემ თქვა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს სანდრო ტოგონიძე უხელმძღვანელებს. კალაძემ მადლობა გადაუხადა ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ რუსუდან მირზიკაშვილს და აღნიშნა, რომ ის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული ჩარჩო[სრულად…]

2018/08/15 პოლიტიკა