Archive for აგვისტო 30th, 2018

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 177 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

თბილისის ზღვაზე, მონუმენტთან „საქართველოს მატიანე“ 177 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად შეუერთდა. უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საბრძოლო მომზადების კურსების 2018 წლის II ეტაპის გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადება[სრულად…]

მთაწმინდაზე შესაძლოა წარწერა „თბილისი“ განთავსდეს

მთაწმინდაზე შესაძლოა წარწერა „თბილისი“ განთავსდეს

მთაწმინდაის ფერდობზე შესაძლოა წარწერა “თბილისი” განთავსდეს. ეს ინიციატივა პროექტის “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგელებში მერიას ერთ-ერთმა მოქალაქემ შესთავაზა. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა “თბილისი”, ამ საკითხს ჩვენ გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე, რამდენადაც მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს”, – განაცხადა[სრულად…]

აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით პირველი ინვესტორი ქვეყანაა – მამუკა ბახტაძე

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში კი სამაგალითოა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრისასგანაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე ვადაში ბაქოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა დააღნიშნა, რომ ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ[სრულად…]

2018/08/30 პოლიტიკა

თბილისის მერია ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს გეგეშიძის ბაღიდან კეკელიძის ქუჩის ბოლომდე 1-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებას. „პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე, მოეწყობა ტროტუარები, ბორდიური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები[სრულად…]

საქართველოს პრეზიდენტმა ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ელისო ბოლქვაძეს ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსთან და აჭარის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან   ერთად, ბათუმის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო, რომელიც 2-12 სექტემბერს აჭარაში გაიმართება. გიორგიაბაშიშვილის განცხადებით, ელისო ბოლქვაძე კულტურის დარგში შეტანილი უმნიშვნელივანესი წვლილისთვის დაჯილდოვდა და მას ღირსების ორდენი გადაეცემა. გიორგი აბაშიშვილის თქმით, საერთაშორისო[სრულად…]

კახეთში ღვინის ახალი საწარმო გაიხსნა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის ახალი საწარმო „აგრიდა“ გაიხსნა. საწარმოს გახსნას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ანდრო ასლანიშვილი დაესწრო. „გაზრდილი ღვინის ექსპორტი და დივესრიფიცირებული ბაზრები, საქართველოში ახალი ღვინის საწარმოების შექმნის საფუძველს ქმნის.  ამ დროისთვის, საქართველოში 500-მდე ღვინის კომპანიაა, რომელთაგან 250-ს ღვინო ექსპორტზე[სრულად…]

“ჩემთვის, მთავარი გახლავთ სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად”

“ჩემთვის, მთავარი გახლავთ სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად”

აჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარი გახლავთ სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნებთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე განათლების მინისტრი და სამინიტრო ინტენსიურად მუშაობენ. „მესმის,[სრულად…]

2018/08/30 პოლიტიკა
სერგეი შამბამ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება არ გამორიცხა

სერგეი შამბამ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება არ გამორიცხა

აფხაზეთის ყოფილი დეფაქტო პრემიერმინისტრი სერგეი შამბამ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის შეკრებაზე საქართველოსთან შესაძლო გაერთიანების შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, თუ აფხაზეთში ვითარება არ გამოსწორდება, “მუხლებზე დადგომა და საქართველოსთვის ან რუსეთისთვის თავიანთ შემადგენლობაში მიღების თხოვნით მიმართვა” მოუწევთ. ინფორმაიცას 1tv ავრცელებს. შაბმას თქმით, აფხაზეთში შექმნილი კრიზისიდან ე.წ. ქვეყნის გამოყვანა მხოლოდ ასლან ბჟანიას შეუძლია (ბჟანია დეფაქტო მთავრობაში[სრულად…]

2018/08/30 პოლიტიკა
საქართველოს ჩემპიონი გიორგი ორბელაძე კაშიას საქმეს ეხმაურება

საქართველოს ჩემპიონი გიორგი ორბელაძე კაშიას საქმეს ეხმაურება

„არ მგონია, რომ  გურამ კაშიამ  სამკლაურის გაკეთებით რაიმე ზიანი მიაყენა ქართულ ფეხბურთს, და, არც ის არ მგონია, რომ რაიმე მოუტანა. შეურაცმყოფელი განცხადებები და თავდასხმა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.” – ამის შესახებ, საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ფიტნესში – გიორგი ორბელიძემ ტელეკომპანია „იბერიაზე“, გადაცემა ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა. “რაც ვნახე  ტელევიზიაში, სოციალურ ქსელებში ეს[სრულად…]