Archive for აგვისტო 31st, 2018

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია იწყება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია იწყება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემა. პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია შეეხება: ყველა ოლქის პროკურორს და მათ მოადგილეებს, რაიონის პროკურორებსა და მათ მოადგილეებს,[სრულად…]

სექტემბრიდან მანდატურები მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ

სექტემბრიდან მანდატურები მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ

2018 წლის სექტემბრიდან სკოლებში მოსწავლეების შემოწმება მეტალოდეტექტორის გამოყენებით უნდა მოხდეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“  იუწყება. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სსიპ მანდატურის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე გოგონებსა და ბიჭებს შესაბამისად, იგივე სქესის მანდატურები შეამოწმებენ. უფრო კონკრეტულად, „ზოგადი განათლების შესახებ“კანონში შეტანილი[სრულად…]

ქრონიკული დაავადებების მქონე ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის სექტემბრიდან მედიკამენტებზე ფასები მცირდება

ქრონიკული დაავადებების მქონე ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის სექტემბრიდან მედიკამენტებზე ფასები მცირდება

მიმდინარე წლის 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ჯგუფებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50 პროცენტი და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ. ფასდაკლება ვრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე: –[სრულად…]

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაციის სანდოობის შესახებ კანონპროექტი მომზადდება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკურიპოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისსამინისტროსკულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მეშვეობითაცუზრუნველყოფილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის სანდოობა[სრულად…]

2018/08/31 კულტურა
სტუდენტების ინტერესების დაცვის მიზნით, უცხოეთიდან საქართველოში მობილობის წესით გადმოსვლის ახალი მექანიზმი შეიქმნა

სტუდენტების ინტერესების დაცვის მიზნით, უცხოეთიდან საქართველოში მობილობის წესით გადმოსვლის ახალი მექანიზმი შეიქმნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროს გააქტიურდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების და სოციალურ ქსელების საშუალებებით სთავაზობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას. სისტემის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს მოქალაქეებისათვის თანაბარი საგანმანათლებლო უფლებების უზრუნველსაყოფად, ცვლილება შედის სწავლის უფლების მინიჭების წესში. უცხოეთიდან საქართველოში[სრულად…]

მედია: იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი ქართველებმა გაქურდეს

მედია: იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი ქართველებმა გაქურდეს

იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი ქართველებმა გაქურდეს. ამის შესახებ გამოცემა Milanotoday წერს. ამავე ინფორმაცით, ქურდობა აგვისტოში მოხდა, ხოლო ძარცვაში საქართველოს 5 მოქალაქეა ბრალდებული. ეჭვმიტანილი ქართველები პოლიციამ 27 აგვისტოს დააკავა. საქარველოს მოქალაქეები იტალიაში ახალი ჩასულები იყვნენ და მათ კრიმინალური წარსული არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ იმავე უბანში რამდენიმე სხვა ბინაც გაქურდეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. Please follow[სრულად…]

2018/08/31 მსოფლიო
ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მობილური ტელეფონის ნომრის განახლება დისტანციურად, ცხელი ხაზის მეშვეობით მოხდება

ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მობილური ტელეფონის ნომრის განახლება დისტანციურად, ცხელი ხაზის მეშვეობით მოხდება

ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მობილური ტელეფონის ნომრის განახლება დისტანციურად, ცხელი ხაზის მეშვეობით მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა. დღეიდან ყველა მსურველს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა[სრულად…]