5 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
5 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
5 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
5 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
6 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

Archive for სექტემბერი 19th, 2018

Federal regulators are setting new rules for banks that offer deposit advances.

ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება

ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება – საქართველოს ეროვნული ბანკის, მთავრობისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი ოქტომბერში ამოქმედდება კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტებისა და პორტფელის ხელშეწყობის, ასევე პასუხისმგებლიანი საკრედიტო ურთიერთობების წახალისების მიზნებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვაზე. აღნიშნულის ფარგლებში, სესხის გაცემისას, შემოსავლების შემოწმება სავალდებულო გახდება და[სრულად…]

ილია მეორე წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართავს – ჩრდილს ნუ მიაყენებთ ეკლესიასა და საკუთარ თავს

ილია მეორე წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართავს – ჩრდილს ნუ მიაყენებთ ეკლესიასა და საკუთარ თავს

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებს – მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს მოუწოდებს, პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისგან თავი შეიკავონ და ჩრდილს ნუ აყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს. ამასთან დაკავშირებით პატრიარქის მოწოდება საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა[სრულად…]

2018/09/19 რელიგია
გედევან ფოფხაძე: “მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი”

გედევან ფოფხაძე: “მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი”

ჩვენ ვთანხმდებით, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი, არასწორი, რომელიც სახელისუფლო შტოების ფუნქციონირებას ინსტიტუციონალურ დარტყმას აყენებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას განაცხადა. ფოფხაძე გამოვიდა წინადადებით, კომიტეტის დასკვნაში ჩაიწეროს, რომ კომიტეტი შს სამინისტროს კანონპროექტს[სრულად…]

2018/09/19 პოლიტიკა
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 11.4%-ით, დსთ-ს ქვეყნებში კი 51.3%-ით გაიზარდა

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 11.4%-ით, დსთ-ს ქვეყნებში კი 51.3%-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდზე 22.6%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 2 146.4 მილიონი აშშ დოლარი იყო (27.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 954.3 მილიონი აშშ დოლარი (21.0 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2018 წლის იანვარ-აგვისტოში[სრულად…]

გურამ კაშია – ძლიერები არ ძალადობენ

გურამ კაშია – ძლიერები არ ძალადობენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი და საფეხბურთო კლუბ „სან ხოსეს“ მცველი – გურამ კაშია სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი გახდა. კაშიამ სოციალური კამპანიის ფეისბუქ გვერდზე ახალგაზრდებს მიმართა. „ვუერთდები კამპანიას ძლიერები არ ძალადობენ. ჩემო უმცროსო მეგობარო, იყავი ძლიერი, იყავი ტოლერანტული. არასოდეს დაცინო, არასოდეს დაჩაგრო. არასოდეს მიუთითო მის ნაკლზე. ერთი წუთით შეჩერდი[სრულად…]

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-11 დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძე იოკოძუნა კაკურიოს დაუპირისპირდა. ტოჩინოშინმა ძლიერი მეტოქე დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა. ლევანის შემდეგი მეტოქე იოკოძუნა ჰაკუჰო იქნება. ეს გამარჯვება ქართველისთვის ძალინ მნიშვნელოვანი იყო. ამ შედეგით ლევან გორგაძეს მიმდინარე ბაშოზე 7 მოგება და ოთხი წაგება აქვს. იმისთვის რომ ტოჩი ოძეკის წოდება შეინარჩუნოს ტურნირზე დადებითი ბალანსი სჭირდება და[სრულად…]

2018/09/19 სპორტი
ლექციების ციკლი – „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ ჩატარდება

ლექციების ციკლი – „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ ჩატარდება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივით, 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში, სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით, ყოველი თვის ერთ-ერთ პარასკევს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ლექცია-კონცერტების მესამე სეზონი გაიხსნება. ამის შესახებ კონსერვატორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის – „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ მიეძღვნა.[სრულად…]

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციაა, რომ ეკლესია წინასაარჩევნო პროცესებში არ ერევა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციაა, რომ ეკლესია წინასაარჩევნო პროცესებში არ ერევა

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციაა, რომ ეკლესია წინასაარჩევნო პროცესებში არ ერევა, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა. „რამდენადაც მახსოვს, უწმინდესის სურვილიც იყო, რომ ჩვენ წინასაარჩევნო პროცესებში არ ჩავერიოთ. თუმცა ვატყობ, რომ რაღაც ემოციური განცხადებები კეთდება. ალბათ, მათ რაღაც არგუმენტი აქვთ, ვინც ამას აკეთებს. არ მგონია, რომ მაინც და მაინც[სრულად…]

ბაღი ,,ევა” ჯანსაღი მომავლის კამპანიას იწყებს

ბაღი ,,ევა” ჯანსაღი მომავლის კამპანიას იწყებს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში მდებარე ბაღი ,,ევა” ჯანსაღი მომავლის კამპანიას იწყებს. რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს საშუალება აქვთ ბაღს ესტუმრონ ოჯახებთან ერთად, მიიყვანონ  ბავშვები და საკუთარი ხელით დაკრიფონ სასურველი პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად. „თბილისი თაიმსს“ კამპანიის მიზნების შესახებ  ბაღი „ევას“ დამფუძნებელი თენგიზ ცინცაძე ესაუბრა. „ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ბაღი „ევა“ თავისი მიზნებითა და[სრულად…]

IFES-ის პრეზიდენტი საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე – კანდიდატებსა და იდეებს შორის კარგი კონკურენცია არსებობს

IFES-ის პრეზიდენტი საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე – კანდიდატებსა და იდეებს შორის კარგი კონკურენცია არსებობს

მიმაჩნია, რომ საქართველოს გააჩნია დემოკრატიის ძალიან საამაყო ტრადიცია; ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება მისი ხმა გაგონილი და დათვლილი იყოს, – ამისშესახებ IFES-ის პრეზიდენტმა უილიამ სუინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შესანიშნავად იმუშავა, რითაც ხმის მიცემის გამოცდილების მიმართ მომხმარებელთა მოლოდინიდააკმაყოფილა. “ამომრჩევლების დრო ფუჭად არ იხარჯება.[სრულად…]

2018/09/19 პოლიტიკა
ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში  ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში  ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს

სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, სკოლებში არაერთი ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს. სამინისტროს მიზანია, როგორც ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, არამედ მისი პრევენცია. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ქუთაისის იოსებ ოცხელის[სრულად…]

შსს-მ 9 თვეში 143 ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-მ 9 თვეში 143 ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-მ მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 4 პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ჰყიდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე[სრულად…]

„როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?” – სალომე ზურაბიშვილი

„როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?” – სალომე ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, სასულიერო პირები როგორც საარჩევნო კამპანიაში, ისე ქვეყნის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში „ამ დონით არ უნდა ერეოდნენ“. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ამ შეფასებით, კანაფის კულტივაციის საკითხზე სასულიერო[სრულად…]

საპატრიარქო: “ეკლესია კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანა-რეალიზების წინააღმდეგია”

საპატრიარქო: “ეკლესია კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანა-რეალიზების წინააღმდეგია”

საქართველოს საპატრიარქო კანაფის კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. „მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და რეალურად დაპირისპირებულნი მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან, რაც სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი,[სრულად…]

2018/09/19 რელიგია
ბერა ივანიშვილი დაქორწინდა

ბერა ივანიშვილი დაქორწინდა

ბერა ივანიშვილმა ცოლი შეირთო. ამის შესახებ მუსიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა და თავის მეორე ნახევართან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. ბერა ივანიშვილის რჩეული მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძეა. არსებული ინფორმაციით, ისინი გაზაფხულზე დაინიშნენ.