Archive for სექტემბერი 20th, 2018

„ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში” – ირაკლი კობახიძე

„ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში” – ირაკლი კობახიძე

ეკლესია და საპატრიარქო უნდა იყოს ნეიტრალური და საარჩევნო პროცესებისგან არსებითად გამიჯნული, – ასე გამოეხმაურა კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას, რომელმაც სასულიერო პირებს მოუწოდა, პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთონ. კობახიძე უწმინდესს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით მადლობას უხდის. „მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში. ეკლესია უნდა იყოს[სრულად…]

2018/09/20 პოლიტიკა
ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. სემეკის ინფორმაციით, „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების შედეგად, საქართველომ აიღო ვალდებულება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების მაჩვენებლების შესახებ მონაცემები გაავრცელოს ყოველ ექვს თვეში ერთხელ. აღნიშნული ვალდებულება განსაზღვრულია[სრულად…]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეპიცენტრი თბილისიდან 3 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან იყო. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

ხორბლის იმპორტიორმა მძღოლებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს

ხორბლის იმპორტიორმა მძღოლებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს

ლილოში, გეზ-ის ტერიტორიაზე შეკრებილმა ხორბლის იმპორტიორმა მძღოლებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ჯანო ამყოლაძემ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, აქციის სხვა მონაწილე მძღოლებს განუცხადა, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული შემზღუდავი რეგულაციების ამოქმედება ერთი წლით გადავადდა, ხოლო პირობების შეცვლაზე ისინი ერთი წლის განმავლობაში სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებენ. “4 დღეა აქ თქვენთან ერთად[სრულად…]

2018/09/20 პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ლილოში, სატვირთო მძღოლების აქციაზე მივიდა

ფინანსთა მინისტრი ლილოში, სატვირთო მძღოლების აქციაზე მივიდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლილოში, სატვირთო მძღოლების აქციაზე მივიდა. მაჭავარიანი ამ წუთებში იმ მძღოლს ხვდება, რომელიც თავის დაწვით იმუქრებოდა. სამინისტროს პრესსასამხაურის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას მხოლოდ ჯანო ამყოლაძე ესწრება. ჯანო ამყოლაძე გეზი-ის ერთ-ერთი შენობა-ნაგებობის სახურავი მას შემდეგ დატოვა, რაც მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მასთან სასაუბროდ მინისტრი იყო მისული.

ხორბლის იმპორტიორი, რომელიც თავის დაზიანებით იმუქრება, ფინანსთა მინისტრის მისვლას მოითხოვს

ხორბლის იმპორტიორი, რომელიც თავის დაზიანებით იმუქრება, ფინანსთა მინისტრის მისვლას მოითხოვს

ხორბლის გადამზიდავთა აქციის მონაწილე, რომელიც თავის დაწვით იმუქრება, ეკონომიკური გაფორმების ზონის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ნაგებობის სახურავზე რჩება. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, სახურავზე მყოფი მკაცი ოითხოვს გეზში მივიდეს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები. მანამდე მძღოლმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა. 19 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროში ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ავტოსატრანსპორტო[სრულად…]

მთავრობამ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიოს

მთავრობამ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიოს

საქართველოს მთავრობამ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიოს. აღნიშნულ საკითხზე განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ავრცელებს. “ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია კანონპროექტმა, რომელიც ეხება მცენარე კანაფის კულტივაციას, გადამუშავებასა და ექსპორტს სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების მიზნებისათვის. კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ღირებულებაა ადამიანი და მისი[სრულად…]

2018/09/20 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, პარტია არ მიიჩნევს მიზანშეწონილად აღნიშნულ ფორმატში პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობას მაშინ, როცა უწყებათაშორის კომისიაში არ მონაწილეობს ობიექტური არბიტრი. მისი შეფასებით, კომისია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელში „ქართული ოცნების“ შტაბად იქცა. „საზოგადოებას მოეხსენება, რომ უწყებათაშორისი კომისიის ფორმატთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიცია იმთავითვე[სრულად…]

2018/09/20 პოლიტიკა
10 581 გადამხდელს 309 373 063 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

10 581 გადამხდელს 309 373 063 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან დღემდე, გადასახადის 10 581 გადამხდელს ჯამურად 309 373 063 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ბ ქვეპუნქტი გაუქმდა, გ ქვეპუნქტი დარჩა უცვლელი, ა[სრულად…]