Archive for სექტემბერი 26th, 2018

პირველი ნოემბრიდან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

პირველი ნოემბრიდან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 2018 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. საუბარია ახალ მოთხოვნებზე, რომლებიც კომერციულ ბანკებს უწესდებათ. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანონის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ. “გარდა ამისა, სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტები არ უნდა აჭარბებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ნორმებს.[სრულად…]

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს უფასო საპარკინგე ადგილები, ტაქსის მანათობლები და სარეკლამო ადგილები გამოეყოფათ

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს უფასო საპარკინგე ადგილები, ტაქსის მანათობლები და სარეკლამო ადგილები გამოეყოფათ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან, ლიცენზიის გარეშე ტაქსის მომსახურების შემთხვევებზე მერიას მკაცრი რეაგირება ექნება. როგორც კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტაქსების რეგისტრაცია გრძელდება და ამ ეტაპზე, 6 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. „როგორც იცით, პირველი ოქტომბრიდან აღნიშნული სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია. მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ ვისაც[სრულად…]

პარლამენტი თბილისში ბრუნდება

პარლამენტი თბილისში ბრუნდება

2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისში აღარ იმუშავებს და მთლიანად თბილისში გადავა. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, შეუძლებელია პარლამენტის მუშაობა ორ შენობაში, ორ ქალაქში – ქუთაისსა და თბილისში. გარდა ამისა, ვიცე-სპიკერის განმარტებით, პარლამენტის ქუთაისში მუშაობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი და ქუთაისი. პლენარული სხდომები ქუთაისში[სრულად…]

პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ აქვს, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს 1-ლი ნოემბრიდან ვეღარ აიღებს

პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ აქვს, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს 1-ლი ნოემბრიდან ვეღარ აიღებს

პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას 1-ლი ნოემბრიდან ვეღარ შეძლებს.  აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება. ამის შესახებ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დებულებაშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ[სრულად…]