Archive for ოქტომბერი, 2018

მიწისზედა მეტროთი ყოველდღიურად 150 000 მგზავრი ისარგებლებს

მიწისზედა მეტროთი ყოველდღიურად 150 000 მგზავრი ისარგებლებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიწისზედა მეტროს განვითარებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, ტენდერი ნოემბრის ბოლოსთვის გამოცხადდება. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, მიწისზედა მეტროთი ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 000 მგზავრი ისარგებლებს. „გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრთან ერთად, წარმოგიდგინეთ ახალი მიწისზედა მეტროს პროექტი, რომელიც სამგორიდან ლილოს[სრულად…]

ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციები გამკაცრდება

ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციები გამკაცრდება

თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ჰაერის მტვრით დაბინძურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გამოსასწორებლად, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, მხარდასაჭერად პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. „ძალიან ბევრს ვსაუბროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა ნაბიჯები[სრულად…]

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პირველი თეატრალური ფესტივალი იწყება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პირველი თეატრალური ფესტივალი იწყება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, 1-დან 5 ნოემბრის  ჩათვლით, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური კოლექტივების საერთაშორისო  ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობების წარმოჩენას, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური სტუდიების საერთაშორისო თანამშრომლობას, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას, მოზარდთა შემოქმედების ერთმანეთისთვის გაცნობას და  გამოცდილების გაზიარებას. ეროვნული სასახლის საერთაშორისო თეატრალური  ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი იხილავს  როგორც ქართულ,[სრულად…]

2018/10/31 კულტურა
თბილისის მერია სოციალურ კამპანიას „გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს

თბილისის მერია სოციალურ კამპანიას „გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს

თბილისის მერია სოციალურ კამპანიას – „გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს, რომლის მიზანი ცნობიერების ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებაა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კამპანიის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდება და მათში მოქალქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია. „ხშირია განახლებული სკვერების, მოწესრიგებული ქუჩების მიზანმიმართული დაზიანების შემთხვევები. ბევრი ასეთი[სრულად…]

სოფო კილაძე – საოკუპაციო რეჟიმი ბავშვებს აზიზღებს ყველაფერ ქართულს, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების სრული რუსიფიკაცია და მილიტარიზაცია

სოფო კილაძე – საოკუპაციო რეჟიმი ბავშვებს აზიზღებს ყველაფერ ქართულს, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების სრული რუსიფიკაცია და მილიტარიზაცია

„დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სათუთს, მოსაფრთხილებელს, ბავშვებს უკავშირდება. სამწუხაროდ, ამას სხვაგვარად ხედავს საოკუპაციო რეჟიმი. იქ ბავშვთა უფლებების დარღვევის ისეთი შემთხვევები ხდება, რაც ვერავის დატოვებს გულგრილს. საოკუპაციო რეჟიმი ბავშვებს აზიზღებს ყველაფერ ქართულს, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების სრული რუსიფიკაცია და მილიტარიზაცია. ქალბატონმა ქეთი ციხელაშვილმა მოგვაწოდა შემაშფოთებელი ფაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა[სრულად…]

2018/10/31 პოლიტიკა
ქართული ღვინის წარდგენა ლონდონში

ქართული ღვინის წარდგენა ლონდონში

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ღვინის ინდუსტრიისა და მედიის  წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Swirl Wine Group“-ის ორგანიზებით მოეწყო და მასზე  კლასიკური და  ტრადიციული ქართული მეთოდებით დამზადებული სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი. დეგუსტაციას უძღვებოდა „Swirl Wine Group“-ის ხელმძღვანელი, ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott).[სრულად…]

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შსს წინააღმდეგ

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შსს წინააღმდეგ

2018 წლის 31 ოქტომბერს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია მოსარჩელეების ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა  მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ იმ გადაწყვეტილების (ქმედების) ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მოსარჩელეებს შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა[სრულად…]

ცნობილია, რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს ოსკარისა და ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის

ცნობილია, რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს ოსკარისა და ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თუ რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს ოსკარისა და ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის. სპეციალურმა კომისიამ წელს არჩევანი ზაზა ხალვაშის ფილმზე „ნამე” გააკეთა. რამდენიმე დღეში ქართული მხარე საქართველოს კანდიდატ ფილმს უცხოელ კოლეგებს წარუდგენს. ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში „ნამეს” პირველი ოფიციალური ჩვენება ლოს ანჯელესში[სრულად…]

2018/10/31 კულტურა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს – ვინჩენცო კოპოლას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი მანანა ბაღაშვილი და მისი მოადგილე ირაკლი ანთაძე. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და იმსჯელეს უსაფრთხოების სფეროში[სრულად…]

2018/10/31 პოლიტიკა
29 მოქალაქის მიმართ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

29 მოქალაქის მიმართ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენაში ბრალდებული ლ.ნ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოქალაქეების მოტყუებით, თაღლითურად თანხისა და სხვადასხვა ნივთების დაუფლების მიზნით ლ.ნ.-მ დააფუძნა არასამეწარმეო ფონდი – ,,ზრუნვა“. ლ.ნ. მოქალაქეებს უხსნიდა რომ თითქოსდა აღნიშნული ორგანიზაცია უცხოური დონორებისგან ფინანსდებოდა,[სრულად…]

სალომე ზურაბიშვილი – მზად ვარ მეორე ტურში  ბრძოლისთვის

სალომე ზურაბიშვილი – მზად ვარ მეორე ტურში ბრძოლისთვის

მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვარ ბრძოლისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა  პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც მხარი დამიჭირა, ხმა მომცა, ყველას, ვინც ორთვენახევარი, სამი თვე ასე აქტიურად მონაწილეობდა კამპანიაში. „ოცნებას“, „ოცნების“ აქტივისტებს, უბრალო ადამიანებს. ის, რაც მოხდა[სრულად…]

2018/10/31 პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი – „საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას“

არლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, კანონპროექტის შესახებ, სხდომაზე დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა. „დიახ, ამ კანონპროექტის მიზანი არის მარწუხების მოჭერა ყველა გაგებით. მე ვადასტურებ აქაც, გარეთაც და ყველა პლატფორმიდან და ყველა შეხვედრაზე. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში,[სრულად…]

მეცნიერებმა შოკოლადის სამშობლო დაასახელეს

მეცნიერებმა შოკოლადის სამშობლო დაასახელეს

კანადაში ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დედამიწაზე პირველი შოკოლადის სამშობლო ეკვადორია. ამის შესახებ სტატია ჟურნალში Nature Ecology & Evolution-ი გამოქვეყნდა. სპეციალისტებმა ეკვადორის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს კერამიკული და ქვის არტეფაქტები კაკაოს კვალით, რომლის ასაკი 5300 წელს აღწევს. გენეტიკოსები მიიჩნევენ, რომ კაკაოს გამოყენების ტრადიცია სამხერთიდან ჩრდილოეთით: ეკვადორიდან მექსიკის მიმართულებით გავრცელდა. წყარო:imedinews.ge

2018/10/30 მსოფლიო

ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი მკაცრდება – 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება გათვალისწინებული“

დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებული ახალი კანონპროექტი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ნათია მეზვრიშვილმა კანონპროექტის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. „ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას. მაგალითად, იმ პირებს, რომლებიც შემაკავებელ და დამცავ ორდერებს დაარღვევენ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, კანონპროექტის[სრულად…]

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, ნებიერიძის ბრალდებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლიც. ეს მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე 16 წელს მიუღწეველთან, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. “მტკიცემულებაა იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. მყარი მტკიცებულებები არსებობს, რომ დაუმძიმდეს ბრალი. გამოძიება გრძელდება, ვსწავლობთ[სრულად…]

გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ლატვიელ კოლეგას მასპინძლობს

გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ლატვიელ კოლეგას მასპინძლობს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდს კალნინსი სტუმრობს. ლატვიელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალისა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერის გაკეთების შემდეგ, ქართველ და ლატვიელ გენერლებს შორის შეხვედრა გაიმართა. გენერალური შტაბის უფროსმა ლატვიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში[სრულად…]

პარლამენტში მარიხუანას  მოხმარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები განიხილეს

პარლამენტში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები განიხილეს

დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მარიხუანის მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის, მეორე მოსმენით განხილვაში მიიღო მონაწილეობა. „იურიდიული კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით მთელი რიგი შეზღუდვების[სრულად…]

კანადაში “მოხუცებულთა თავშესაფარი” და “ბავშვთა სახლი” გააერთიანეს

კანადაში “მოხუცებულთა თავშესაფარი” და “ბავშვთა სახლი” გააერთიანეს

კანადაში გენიალური იდეა განახორციელეს – გააერთიანეს “მოხუცებულთა თავშესაფარი” და “ბავშვთა სახლი”. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მოხუცებულებმა შეიძინეს მოსიყვარულე შვილიშვილები, უდედმამო ბავშვებმა კი პირველად იგრძნეს, თუ რა არის სიყვარული და ზრუნვა. ექიმებმა დააფიქსირეს მოხუცებულთა ყველა სასიცოცხლო ფუნქციის გაუმჯობესება, ანთებული თვალები და ცხოვრებისადმი ინტერესის გაღვიძება. მართლაც ჭკვიანი ადამიანების არაჩვეულებრივი იდეაა, რომლებსაც ესმით თუ[სრულად…]

2018/10/30 მსოფლიო
ნათია მეზვრიშვილი – „არჩევნების პერიოდში 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული”

ნათია მეზვრიშვილი – „არჩევნების პერიოდში 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული”

შინაგანს საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა არჩევნების პერიოდში აღმოჩენილ დარღვევებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „არჩევნების პერიოდში დარღვევის ფაქტების პრაქტიკულად ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი. 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. როგორც ზოგიერთი პირი ოპოზიციური პარტიიდან, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები. ჩვენ ვცდილობდით როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე მისი მიმდინარეობის დროს, რომ როგორც სამართალდამცველ უწყებას[სრულად…]

საქსტატი: სექტემბერში საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.6%-ია

საქსტატი: სექტემბერში საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.6%-ია

საქსტატის ინფორმაციით,  2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, 2018 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეა ლური ზრდა 4,9 პ როცენტს შეადგენს. წინასწარი[სრულად…]

საბანკო რეგულაციები პირველი ნოემბრიდან აღარ ამოქმედდება

საბანკო რეგულაციები პირველი ნოემბრიდან აღარ ამოქმედდება

ახალი საბანკო  რეგულაციები, რომლებიც მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. აღნიშნულ ინფორმაციას პირველი არხი  ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც აცხადებენ, დაგეგმილი რეგულაციები შერბილდა და ამჟამად, ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა. ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 2018 წლის პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. საუბარია რეგულაციებზე, რომლის თანახმად:[სრულად…]

ევროკავშირმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა

ევროკავშირმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა

ევროკავშირი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას  1tv.ge ავრცელებს. „გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა კამპანიის მიმდინარეობისას და არჩევნების დღეს, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, კერძო მედიის მკვეთრი პოლარიზაცია, ნეგატიური კამპანიის წარმოება და ხისტი რიტორიკა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა[სრულად…]

2018/10/30 პოლიტიკა
მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა სურსათის კვლევის სპეციალისტებისთვის  ინტენსიური სწავლება ჩაატარა

მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა სურსათის კვლევის სპეციალისტებისთვის ინტენსიური სწავლება ჩაატარა

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა სურსათის კვლევის სპეციალისტებისთვის  ინტენსიური სწავლება ჩაატარა. “სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის “BIOR”-ის ლაბორატორიის უფროსი, ვადიმ ბარტკევიჩი, ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიის სპეციალისტებს სურსათის კვლევის თანამედროვე მეთოდებს აცნობს და აკვირდება კვლევის პროცესს. ლაბორატორიის თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები[სრულად…]

ბევრი ფერის გმირები

ბევრი ფერის გმირები

დღეს განსხვავებულსა და საინტერესოს ბევრი ამზადებს. იმის გამო, რომ მოთხოვნა დიდია, ქართული საზოგადოებისთვის ბევრიც მზადდება. ფერად და ხალისიან, ნიჭიერ და მრავალფეროვან სამყაროში, საკუთარ ფერად სიტყვას მაკო გნოლიძეც ამბობს. მეთოჯინე მაკო გნოლიძე დედაქალაქში დაიბადა – 1972 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო – ფიზიკის ფაკულტეტზე. ბავშვობიდან მოყოლებული, განსაკუთრებულად[სრულად…]

2018/10/30 პერსონა
“მანქანა ჩავარდა ქუჩაზე არსებულ ,,ხევში,, და დაიწყო ჩაძირვა”-მარი შარაბიძე

“მანქანა ჩავარდა ქუჩაზე არსებულ ,,ხევში,, და დაიწყო ჩაძირვა”-მარი შარაბიძე

“მანქანა ჩავარდა ქუჩაზე არსებულ ,,ხევში,, და დაიწყო ჩაძირვა”-პოსტი 29 ოქტომბერს საკუთარი ფეისბუკის გვერდზე მარი შარაბიძემ გამოაქვეყნა. “დღეს უზნაძის ქუჩაზე მიმყავდა ლუკა კბილის ექიმთან ქუჩაზე იყო წყალი და ვინაიდან თბილისში დავიბადე და ამ დრომდე ვცხოვრობ ნელა გავლა გადავწყვიტე ამ ქუჩაზეა კლინიკა და სხვანაირად ვერ მივიდოდი,საპატრულო ეკიპაჟი რომელიც ქუჩაზე იდგა დაავიწყდა ჩემი[სრულად…]

საქართველოს ნატო-ს შემფასებელი ჯგუფი ეწვია

2018 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ვიზიტით ეწვია ნატო-ს შემფასებელი ჯგუფი. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში , გაიმართა შემფასებელი ჯგუფის წევრების შეხვედრები საქართველოს 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა. მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა 2018[სრულად…]

2018/10/30 პოლიტიკა

ეკვადორში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

ქ. კიტოში, საქართველოსა და ეკვადორს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეკვადორში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში), ირაკლი ყურაშვილმა და ეკვადორში საქართველოს საპატიო კონსულმა, მანუელ კაკაბაძე ნავარომ. საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და[სრულად…]

2018/10/29 პოლიტიკა
1-2 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს

1-2 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს

1-2 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს. რიგით მე-12 კონფერენცია ჩატარდება ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“. ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ქართველი და[სრულად…]

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაცია-კონკურსი „საქართველო – ღვინის სამშობლო“

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაცია-კონკურსი „საქართველო – ღვინის სამშობლო“

2018 წლის 7-8 ნოემბერს, პირველად საქართველოში, „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (OIV) უმაღლესი პატრონაჟით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი “საქართველო – ღვინის სამშობლო” გაიმართება. კონკურსის ჟიურის წევრებად მოწვეულნი არიან მეღვინეობის მოწინავე ქვეყნების 20 ავტორიტეტული დეგუსტატორი, მათ შორის, „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პრეზიდენტი ჟან-მარი ორანი (ჟეან-Mარიე[სრულად…]

“ძლიერთა თამაშებიდან” ქართველი სამხედროები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ

„ძლიერთა თამაშები 2018“-ში ქართველმა სამხედროებმა პირველი ადგილი უკვე მეორედ მოიპოვეს. ქართველ ჯარისკაცებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად დახვდნენ. ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში მოპოვებული გამარჯვება პირადად მიულოცა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილის მფლობელ მებრძოლებს ფულადი ჯილდოც გადაეცემათ. ქართველმა[სრულად…]

2018/10/29 სპორტი