Archive for ოქტომბერი 1st, 2018

პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება

პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება

2019 წლის პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება. პენსიის ზრდას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს. როგორც 2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის – 2 684.2 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში[სრულად…]

მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას ისევ ზრდის

მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას ისევ ზრდის

მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დაფინანსება ისევ იზრდება. 2019 წლის ბიუჯეტის პროგრამის მიხედვით, წლევანდელ წელთან შედარებით გაისად პროგრამის ბიუჯეტი 50 მლნ ლარით იზრდება. როგორც ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, 2019 წელს მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია 754.0 მლნ ლარი; წელს ამ მიმართულებით დაფინანსება 704,0 ლარს შეადგენს.

“საქართველოს ბანკი”- „ომეგა ჯგუფს“ ბანკის მიმართ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს

“საქართველოს ბანკი”- „ომეგა ჯგუფს“ ბანკის მიმართ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს

“საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.” როგორც საქართველოს ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, „ომეგა ჯგუფი“ ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელები მიზანმიმართული ქმედებებით მაქსიმალურად ცდილობენ[სრულად…]

სამხედრო ავიაციის დღე

სამხედრო ავიაციის დღე

სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე გაიმართა, სადაც თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო სარაკეტო სისტემები წარმოადგინა. ცერემონიის დაწყებამდე მამუკა ბახტაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.  “ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც იქნება სრულ თანხვედრაში ნატოს[სრულად…]

სახალხო დამცველი-კვლავ აქტუალურია ხანდაზმულთა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია

სახალხო დამცველი-კვლავ აქტუალურია ხანდაზმულთა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია

მსოფლიოში მოსახლეობის დაბერების კვალდაკვალ დღის წესრიგში დგება ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დღესაც მოუწოდებს სახელმწიფოებს გააძლიერონ ძალისხმევა ხანდაზმული ადამიანების განსაკუთრებული საჭიროებების და გამოწვევების საპასუხოდ. ვინაიდან, ადეკვატური ხელშეწყობის პირობებში მათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ საზოგადოების სრულფასოვნად ფუნქციონირებაში. სწორედ ამიტომ, 2018 წელს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ეძღვნებათ[სრულად…]

ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები უკვე საქართველოშია

ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები უკვე საქართველოშია

დღეიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება. ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია. დღეს საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ  ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე დაათვალიერეს, სადაც[სრულად…]

“თიბისი ბანკი”-  ზაზა ოქუაშვილის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას

“თიბისი ბანკი”- ზაზა ოქუაშვილის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას

თიბისი ბანკი აცხადებს, რომ ბატონი ზაზა ოქუაშვილის გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას. “თიბისი ბანკისთვის უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას.” ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით,[სრულად…]

პირველ  ოქტომბერს მსოფლიოში ხანდაზმულთა დღე აღინიშნება

პირველ ოქტომბერს მსოფლიოში ხანდაზმულთა დღე აღინიშნება

მსოფლიო პირველ  ოქტომბერს ხანდაზმულთა დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნას საფუძველი 1990 წელს გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ ჩაეყარა. გაეროს პრინციპია ხანშიშესული ადამიანების ცხოვრება სრულყოფილი გახადოს და ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, ხანდაზმულები, როცა შესაძლებელი იქნება, ეროვნულ პროგრამებში ჩართონ. აღსანიშნავია, რომ მეცნიერების მიერ დადგენილია 10 ფაქტი სიბერისა და სიცოცხლის ციკლის შესახებ. ხანგრძლივი სიცოცხლე კარგი[სრულად…]

განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში ოლიამპიადებში გამარჯვებული მოსწავლეებიც ჩაერთნენ

განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში ოლიამპიადებში გამარჯვებული მოსწავლეებიც ჩაერთნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მიერ ინიცირებული სამუშაო შეხვედრები ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებთან გრძელდება. მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან პროცესებში და იმ საკითხებზე მუშაობენ, რომლებსაც მინისტრის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა მოიცავს. ოთხსაათიანი მუშაობის შემდეგ ახალგაზრდებმა მინისტრს და განათლების ექსპერტებს პრეზენტაციები წარუდგინეს, რომელშიც გარდა პრობლემებისა,  ის რეკომენდაციები[სრულად…]

სალომე ზურაბიშვილი – ბევრი რამ რაც გაკეთდა, არ იქნა მიტანილი ხალხამდე

სალომე ზურაბიშვილი – ბევრი რამ რაც გაკეთდა, არ იქნა მიტანილი ხალხამდე

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების ყველაზე დიდ ხარვეზად გასული 6 წლის განმავლობაში საზოგადოებასთან სათანადო დიალოგის არ ქონას ასახელებს. როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბევრი რამ რაც გაკეთდა, არ იქნა მიტანილი ხალხამდე. “ყველაზე დიდ ხარვეზად მე მიმაჩნია ის, რომ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი არ იყო იმ დონეზე. ბევრი რამ, რაც გაკეთდა,[სრულად…]

2018/10/01 პოლიტიკა
ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პატრიოტთა ალიანსის დაფინანსება მოსთხოვა

ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პატრიოტთა ალიანსის დაფინანსება მოსთხოვა

ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიის, პატრიოტთა ალიანსის დაფინანსება მოსთხოვა. ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ოქუაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “ეს იყო პირამიდა, ივანიშვილისგან მოდიოდა”, — განმარტა ზაზა ოქუაშვილმა. მისი თქმით, ივანიშვილმა, ასევე, მოთხოვა, რომ თავისი მოგებიდან 50%-ით ქართული ოცნება დაეფინანსებინა. თუმცა, როგორც ის ამბობს, მას პატრიოტთა ალიანსი და ქართული ოცნება აღარ დაუფინანსებია.[სრულად…]

2018/10/01 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე- ზაზა ოქუაშვილი გაუგებარი  ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ხელისუფლებას

ირაკლი კობახიძე- ზაზა ოქუაშვილი გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ხელისუფლებას

კპარლამენტის თავმჯდომარე,ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის  მისამართით, რომ მან ოქუაშვილს 4 მილიონი მოსთხოვა. „ჩვენ დღეს პასუხი გავეცით ყველა შეკითხვას, მუდმივად ვხედავთ აბსურდულ ჩანაწერებს, ბატონი ოქუაშვილის მიერ გაკეთებულს. როგორც ჩანს, ის ყველაფერს იწერდა. როგორც თქვა, მას ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა როგორც ჩანს,[სრულად…]

2018/10/01 პოლიტიკა
კახა კალაძე – საპრეზიდენტო არჩევნები იქნება წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას შორის

კახა კალაძე – საპრეზიდენტო არჩევნები იქნება წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას შორის

კახა კალაძის  განცხადებით, იმ ფუნდამენტური წინსვლის მიუხედავად, რომელიც საქართველომ გასული 6 წლის განმავლობაში განიცადა, რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. როგორც კალაძე აცხადებს, მმართველი გუნდის ამოცანაა კიდევ უფრო განამტკიცოს პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. “ჩვენი ამოცანაა ადამიანებს მივცეთ თვითრეალიზების უკეთესი შესაძლებლობები და ვიზრუნოთ[სრულად…]

2018/10/01 პოლიტიკა
ქართულმა ოცნებამ გამარჯვებიდან 6 წლისთავზე  გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა

ქართულმა ოცნებამ გამარჯვებიდან 6 წლისთავზე გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა

მმართველი პარტია დღეს, პირველ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებიდან 6 წლისთავზე შეიკრიბა. შეკრების ერთ-ერთი თემა  ნაციონალური მოძრაობა და მისი კრიტიკა იყო. შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას კახა კალაძემ მიმართა. მან ისაუბრა იმაზე თუ რა შეიცვალა ოცნების მმართველობის პერიოდში. კალაძემ ძირითადი აქცენტი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან მმართველობაზე. მისი თქმით, ეს იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც[სრულად…]

2018/10/01 პოლიტიკა
საქართველოში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 48 651-მდე გაიზარდა

საქართველოში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 48 651-მდე გაიზარდა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში მოქმედი აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე ახალი მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 48 651-ს შეადგენს, რაც ცალსახად საგანგაშო მაჩვენებელია. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოში მოქმედ 67 აკრედიტირებულ უმაღლეს დაწესებულებაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა რეკორდულად მაღალია და საერთო ჯამში, 48 651 სტუდენტს შეადგენს.[სრულად…]

„ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

„ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

1 ოქტომბერს, 10.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში“ გაიმართება მმართველი გუნდის შეხვედრა. შეხვედრას დაესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. პრესსამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, გაკეთდება პოლიტიკური განცხადება.

2018/10/01 პოლიტიკა
კონკურენციის პოლიტიკის შესახებ  მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

კონკურენციის პოლიტიკის შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

მეორე საერთაშორისო კონფერენცია”კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები” საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეებს მიეძღვნა, რომელსაც 30-მდე ქვეყნის მაღალი რანგის პირი და ორასამდე მონაწილე ესწრება, მათ შორის: საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, აკადემიური წრეების, ბიზნეს ასოციაციებისა და სამოქალაქო[სრულად…]

ხაშურის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, ერთი ერთეული უკანონო  ლენტური ტიპის ხერხი ნახეს, რომელიც სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იყო განთავსებული და მიეწოდებოდა დენის წყარო. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო ცირკული ტიპის ხერხი და 1,4 მ3 პირველადი[სრულად…]