Archive for ოქტომბერი 2nd, 2018

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ჰიდროელექტროსადგურის – ბოდორნაჰესი ოფიციალურად გაიხსნა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში 2 ოქტომბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ჰიდროელექტროსადგურის – ბოდორნაჰესის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. როგორც კომპანიიდან აცხადებენ, ბოდორნაჰესის დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 15 მლნ.კვტ/სთ. ჰესის მშენებლობისთვის კომპანიამ 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. „2 ოქტომბერს ბოდორნაჰესი ექსპლუატაციაში გაეშვება და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთვება“,[სრულად…]

ტაქსებისთვის 60-მდე ლოკაციაზე საპარკინგე ადგილები უფასოდ გამოიყოფა

ტაქსებისთვის 60-მდე ლოკაციაზე საპარკინგე ადგილები უფასოდ გამოიყოფა

დედაქალაქის მასშტაბით 250-მდე საპარკინგე ადგილი სპეციალურად ტაქსებისთვის გამოიყოფა, სადაც ლიცენზიის მქონე ტაქსების განთავსება უფასო იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, უკვე შერჩეულია 60-მდე ლოკაცია, სადაც საპარკინგე ადგილები განთავსდება. “დღეის მდგომარეობით შერჩეულია 60-ზე მეტი ადგილი, ჯამში 250-მდე ტაქსის სადგომით. ეს ლოკაციები განკუთვნილი იქნება[სრულად…]

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელი  განიხილება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელი განიხილება

დღეს, 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.  საქმე შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის, ასევე აქციაში მონაწილე სხვა პირების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უკანონოდ შეზღუდვას. კერძოდ კი, 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის[სრულად…]

ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის განვითარების სიმპოზიუმი გაიხსნა

ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის განვითარების სიმპოზიუმი გაიხსნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, მისმა მოადგილე ნინო ვიბლიანმა და პროგრამა USAID-ის პროექტის “ზრდა საქართველოში” ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, თორნიკე ზირაქიშვილთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის განვითარების რეგიონული სიმპოზიუმი გახსნეს. სიმპოზიუმის მიზანია განისაზღვროს რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები, დადგინდეს პრიორიტეტები, რაც ხელს შეუწყობს[სრულად…]

სულხან სალაძე-მოლოდინი, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეს პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ნაკლებად გვაქვს

სულხან სალაძე-მოლოდინი, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეს პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ნაკლებად გვაქვს

წინა კვირაში პროკურატურა საუბრობდა, რომ დანიშნული იყო ექსპერტიზები და პროცესი მიმდინარეობდა, გუშინ პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან მოვისმინეთ, რომ პრაქტიკულად, არაფერ მსგავსს ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ “ომეგა ჯგუფის” გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. “ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთი ჩანაწერი ვნახეთ და ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვები ავთენტურობის თაობაზე რა[სრულად…]

2018/10/02 პოლიტიკა
ვენაში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

ვენაში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

ვენის ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. NIKO PIROSMANI – A Wonderer Between Worlds – ამ სახელწოდების გამოფენას ვენის ალბერტინას მუზეუმი 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. პროექტის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმში, ასევე პირველად გამოიფინება[სრულად…]

2018/10/02 კულტურა
ტაქსის მძღოლები ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს უფასოდ მიიღებს

ტაქსის მძღოლები ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს უფასოდ მიიღებს

ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაეცემა ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის შეფასებით, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ტაქსის მფლობელებს მდგომარეობას და ამასთან, ხელს შეუწყობს[სრულად…]

პარლამენტის დაფინანსება 2.6 მილიონი ლარით იზრდება

პარლამენტის დაფინანსება 2.6 მილიონი ლარით იზრდება

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დაფინანსება 2.6 მილიონი ლარით იზრდება და 64.736 მილიონი ლარი ხდება. ცვლილება სახელფასო ხარჯის გაზრდას უკავშირდება. თუ 2018 წელს სახელფასო ხარჯი 29.518 მილიონ ლარს შეადგენს, 2019 წელს 31.224 მილიონ ლარამდე იზრდება. ამასთან, ბიუჯეტის პროექტით არ არის გათვალისწინებული მომუშავეთა რიცხოვნობის ცვლილება. შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან საქართველოს[სრულად…]

შესაძლებელია დაბალკალორიული დამატკბობელი, სტევია კვების მრეწველობაში  გამოიყენონ

შესაძლებელია დაბალკალორიული დამატკბობელი, სტევია კვების მრეწველობაში გამოიყენონ

სტევიას გამოყენება კვების მრეწველობაში სულ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ბუნებრივი დაბალკალორიული დამატკბობელის, სტევიას (Stevia Rebaundiana) ბიოლოგიური მახასიათებლები, მისი უპირატესობები და წარმოების პოტენციალის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე სტევიას მოყვანის ტექნოლოგიური ინსტრუქცია პროფესორმა ალეკო კალანდიამ წარმოადგინა, რომლის განცხადებითაც, მცენარეს არაერთი უპირატესობის გათვალისწინებით, მისი გამოყენება კვების მრეწველობაში[სრულად…]

მამუკა ბახტაძე: საქართველოს ძალიან დიდი სამეცნიერო ტრადიციები აქვს

მამუკა ბახტაძე: საქართველოს ძალიან დიდი სამეცნიერო ტრადიციები აქვს

ჩვენი სტრატეგიული მიზანია, განათლებისა და მეცნიერების სექტორი დომინანტი იყოს ჩვენს ეკონომიკაში და ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა რიგით 26-ე კომეტ-კოლაბორაციის საერთაშორისო ვორკშოპის გახსნისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსხურის ცნობით, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ძალიან დიდ სამეცნიერო ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანას[სრულად…]

ვანო მერაბიშვილი ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვანო მერაბიშვილი ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი “მედიქლაბის” სტაციიონარშია და მას გამოკვლევები უტარდება. უცნობია მიზეზი, რის გამოც ის კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2018 წლის 26 სექტემბერს კლინიკაში „ავერსი“ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ჰორნერის სინდრომის დაავადება რეგრესირებს და, როგორც მსჯავრდებული ექიმებთან თავადვე[სრულად…]

პროფესიულ პროგრამებზე მიღება იწყება

პროფესიულ პროგრამებზე მიღება იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ამ თემაზე პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ ბრიფინგი გამართა. უწყების ინფორმაციით, მინიმუმ 9 კლასის განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს,[სრულად…]

ქ. ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის  მორიგი შეხვედრა გაიმართა

ქ. ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მორიგი შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 1 ოქტომბერს, ქ. ვაშინგტონში გაიმართება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. მხარეები განიხილავენ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს, ასევე იმსჯელებენ უსაფრთხოების მხრივ რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.[სრულად…]

პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა

პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა

პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული ფორმატით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები. ამასთანავე, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში,[სრულად…]

2018/10/02 პოლიტიკა
ანსამბლმა „ლილემ“,  ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა

ანსამბლმა „ლილემ“,  ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა

საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლილემ“,  საბერძნეთში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „იდეების ტალღა“,  პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. ანსამბლი საბერძნეთში, ქალაქ ლუტრაკში საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 23 აგვისტოს  გაემგზავრა. ფესტივალზე „იდეების ტალღა“, გარდა პირველი  ადგილისა, ანსამბლმა „ლილემ“ მიიღო განსაკუთრებული ჯილდო და ასევე, საგანგებო მოწვევა ფესტივალის[სრულად…]

2018/10/02 კულტურა
კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტი ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს

კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტი ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებებს პასუხობს. კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტი ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, რომ არ აცდნენ კანონის მოთხოვნებს  და  ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. კომისია ყოველთვის მზად არის დასაბუთებულ და არგუმენტირებულ კრიტიკას მოუსმინოს, მაგრამ  როდესაც საქმე გვაქვს დაუსაბუთებელ და არაარგუმენტირებულ ბრალდებებთან,[სრულად…]

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა პროექტს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა პროექტს აქვეყნებს

ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს პროექტს კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე. პროექტის ძირითადი მიზანია კომერციული ბანკების სავალდებულო აუდიტის პროცესისა და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებების ხარისხისა და გამჭვირვალობის დონის ამაღლება ევროდირექტივების/ევრორეგულაციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის[სრულად…]