Archive for ოქტომბერი 5th, 2018

ინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგა

ინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგა

ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი დაიკარგა, მასზე ძებნაა გამოცხადებული, – ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანია BFM TV-ი ავრცელებს. 64 წლის მენ ჰუნვეის უკვე ერთი კვირაა, ვერ უკავშირდებიან. ის 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა. ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მეუღლემ გაავრცელა, რომელიც საფრანგეთში, ლიონში ცხოვრობს. სწორედ ლიონში მდებარეობს ინტერპოლის შტაბბინა. საფრანგეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.[სრულად…]

ბარამბომ შოკოლადის ასორტი “ვეფხის-ტყაოსანი” გამოუშვა

ბარამბომ შოკოლადის ასორტი “ვეფხის-ტყაოსანი” გამოუშვა

  ეს პროექტი ბარამბომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად განახორციელა. ქართულმა კომპანია ბარამბომ შოკოლადის ასორტი “ვეფხის-ტყაოსანი” გამოუშვა. ინფორმაცია ბარამბოს ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. “ქართულ ენაზე შექმნილი ყველაზე გენიალური ნაწარმოების სინთეზი საუკეთესო ქართულ ტკბილეულთან”, – წერია პოსტში. შოკოლადის ასორტის შეფუთვაზე პოემის დასახელება დეფისით წერია, რამაც Facebook მომხმარებლების ერთი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. კითხვაზე, თუ[სრულად…]

სუამის ქვეყნებმა საბაჟო სფეროში თანამშრომლობის განვითარების შეთანხმება გააფორმეს

სუამის ქვეყნებმა საბაჟო სფეროში თანამშრომლობის განვითარების შეთანხმება გააფორმეს

5 ოქტომბერს, კიშინიოვში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის,  სუამის  წევრი ქვეყნების: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა მთავრობათა ხელმძღვანელი პირების შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოქმს  „სუამის წევრ სახელმწიფოთა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, სუამის წევრ სახელმწიფოთა სახელმწიფო საზღვრებზე, საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის მიმართ, საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, ურთიერთქმედების შესახებ“. დოკუმენტს,  საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციის[სრულად…]

აზიის განვითარების ბანკი რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის“ დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა. შეთანხმება ითვალისწინებს 255,297,000 ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევსა და უბისას შორის 12-კილომეტრიანი, ორმხრივი[სრულად…]

კახეთში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2018“ გაიმართა

კახეთში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2018“ გაიმართა

ქართული ღვინის დღეების – „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში, თელავში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2018“ გაიმართა. თელავის ცენტრში მოწყობილ პავილიონებში წარმოდგენილი იყო დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-მდე სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი. ფესტივალი „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ მიერ 2014 წელს დაფუძნდა და ტრადიციულად რთველის მიწურულს იმართება. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, „თელავინო 2018“-ის[სრულად…]

6 და 7 ოქტომბერს თბილისში Fabrikaffiti Urban Art Festival გაიმართება!

6 და 7 ოქტომბერს თბილისში Fabrikaffiti Urban Art Festival გაიმართება!

6 და 7 ოქტომბერს თბილისში Fabrikaffiti Urban Art Festival გაიმართება! ფესტივალი წელს მესამედ ტარდება და მასში მონაწილეობას 40-მდე არტისტი იღებს საქარველოდან, იტალიიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ბალტიისპირა ქვეყნებიდან. ფესტივალის ძირითადი ლოკაცია იქნება Fabrika Tbilisi და მისი მიმდებარე ტერიტორია. ფესტივალი მოიცავს არა მხოლოდ ქუჩის მხატვრობას, არამედ ქუჩის ხელოვნებასთან დაკავშირებულ სხვა[სრულად…]

2018/10/05 კულტურა
სექტემბერში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა

სექტემბერში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა

გვალვის გამო შემცირებულია შაქრის ლერწმის მოსავალი, თუმცა ნავარაუდევია სიმინდის ფქვილის, ბრინჯისა და ხორბლის მოსავლის ზრდა. ძირითადი პროდუქტების მარაგის ზრდამ, მსოფლიოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების შემცირება გამოიწვია. აგვისტოს თვიდან FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 1.4%-ით შემცირდა და 7.4% შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე უფრო დაბალია. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ასახავს[სრულად…]

შსს-მ  ნარკოტიკული  საშუალების უკანონო ბრუნვისთვის 10 თვის განმავლობაში ფონიჭალაში  192 პირი დააკავა

შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვისთვის 10 თვის განმავლობაში ფონიჭალაში 192 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტები გახსნეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს[სრულად…]

კვლევა-“როგორ მოქმედებს ვიდეოთამაშები ახალგაზრდებზე”

კვლევა-“როგორ მოქმედებს ვიდეოთამაშები ახალგაზრდებზე”

ათწლელების მანძილზე დებატები მიმდინარეობს იმის შესახებ არის თუ არა დაკავშირებული ერთმანეთთან ძალადობრივი ვიდეო თამაშები და ძალადობრივი ქცევა. ამ საკითხზე ჩატარებული ახალი კვლევა გვთავაზობს კავშირს, კორელაციას ძალადობრივ ვიდეო თამაშებსა და მოზარდებში აგრესიულ ქცევას შორის . ანგარიში გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში PNAS. საკვლევი პერიოდი მოიცავდა 2010-2017 წლებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 17 000-მა ადამიანმა,[სრულად…]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა

სუამ-ის როლის გაძლიერება საერთაშორისო ასპარეზზე, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტები, წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა სუამ-ი-იაპონია, სუამ-ი-ამერიკის შერთებული შტატების ფორმატების განვითარება განიხილეს სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურების სხდომაზე, რომელიც დღეს მოლდოვაში გაიმართა. შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი[სრულად…]

ეკატერინე მიქაბაძე გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

ეკატერინე მიქაბაძე გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ თბილისში მიმდინარე გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რომელთა შორისაც არიან ქუვეითის პრინცესა, შეიხა ჰესსა საად ალ-აბდულა ალ-საბაჰი და ნიგერიის დედოფალი ზაინაბ ოტიტი ობანორი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ვითარებაზე, მიმდინარე რეფორმებსა და განვითარების[სრულად…]

ექსპერტიზის დასკვნით, გავრცელებული ჩანაწერები არ არის ავთენტიკური

ექსპერტიზის დასკვნით, გავრცელებული ჩანაწერები არ არის ავთენტიკური

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის და დამზადებულია მონტაჟის გზით. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „თბილისი თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მედიაში გასულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სხვადასხვა მედიასაშუალებებით სავარაუდოდ ლევან ყიფიანსა და[სრულად…]

პროკურატურამ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის  აუდიოჩანაწერის ავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის ავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მედიაში გასულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სხვადასხვა მედიასაშუალებებით სავარაუდოდ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 12 სექტემბერს გამოძიება დაიწყო 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას[სრულად…]

ბაჰრეინის სამეფოს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუმარტივა

ბაჰრეინის სამეფოს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუმარტივა

ბაჰრეინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის შემოღებულ იქნა გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების მიერ ბაჰრეინში ამ ქვეყნის ელექტრონული ვიზით მოგზაურობას ან ბაჰრეინის ვიზის მიღების უფლებას საზღვარზე. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ქ. ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების[სრულად…]

მსოფლიოში პოპულარული გადაცემის Grand Tour-ის ლეგენდარულმა წამყვანებმა საქართველოში გადაღებები დაასრულეს

მსოფლიოში პოპულარული გადაცემის Grand Tour-ის ლეგენდარულმა წამყვანებმა საქართველოში გადაღებები დაასრულეს

მსოფლიოში პოპულარული გადაცემის Grand Tour-ის ლეგენდარულმა წამყვანებმა საქართველოში გადაღებები დაასრულეს. გამგზავრების წინ ჯერემი კლარკსონს, რიჩარდ ჰამონდს და ჯეიმს მეის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. მსოფლიოში პოპულარულმა ტელეწამყვანებმა გადაცემის ახალი ეპიზოდის მოსამზადებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხე შეარჩიეს. გადაღებები ბათუმში, გორში, ხურვალეთში, რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობდა.[სრულად…]

6 და 7 ოქტომბერს დედაქალაქი „თბილისობას“ იზეიმებს

6 და 7 ოქტომბერს დედაქალაქი „თბილისობას“ იზეიმებს

„თბილისობა 2018” 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანზე, მეიდანზე და ლეღვთახევში. თბილისის მერიის ცნობით, ორი დღის განმავლობაში, რიყის პარკში გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი – „შემოდგომის დღესასწაული“, წარმოდგენილი იქნება ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობი პროგრამები და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა. 7 ოქტომბერს, ასევე,[სრულად…]

სექტემბრის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოვლინდა

სექტემბრის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 98 ფაქტი გამოვლინდა კახეთის[სრულად…]

ავტობუსებში უფასო WI-FI იქნება

ავტობუსებში უფასო WI-FI იქნება

დედაქალაქში მოძრავ ავტობუსებში უფასო WI-FI იქნება. აღნიშნული სერვისით, დედაქალაქის მერია 2019 წლის ბოლომდე ყველა ავტობუსის აღჭურვას გეგმავს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს. მათივე თქმით, თბილისის სატრანსპოსტო კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისი 2019 წლის იანვრიდან, ახალი ავტობუსების შემოყვანის პარალელურად დაინერგება. „იგეგმება, რომ ახალ ავტობუსებში იყოს უფასო WI-FI. ამასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და მერიაში მიმდინარეობს[სრულად…]

კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობილია, რომ პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. თავის მხრივ, დაცვის მხარე გივი ჯიბლაძისა და თორნიკე ჯანელიძისთვის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახის გამოყენებას იშუამდგომლებს. „სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის დირექტორი თორნიკე[სრულად…]

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია

მართვის სამსახური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა. ონფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ამაღამ საქართველოს მაღალ მთაში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და თოვლია მოსალოდნელი. დღეს, მთელი დღე იქნება ძლიერი ქარი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ უფრო ძლიერი[სრულად…]

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს 10 000 ლარს გადასცემენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს 10 000 ლარს გადასცემენ

დღეს, 5 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ გაიმართება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი. ცერემონიალზე ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი ჯილდოს მფლობელი გახდება, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 10 000 ლარს გადასცემს, ხოლო დანარჩენ ოთხ ფინალისტს დააჯილდოებს ლიბერთი ბანკი. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული[სრულად…]

პროგრამა Social Impact Award-ისგამარჯვებულები გამოვლინდნენ

პროგრამა Social Impact Award-ისგამარჯვებულები გამოვლინდნენ

საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ ექვს გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდიფულადიჯილდოსსახით, 2000 ევროსმიიღებსსაქართველოს ბანკისგანდამონაწილეობას მიიღებს Social Impact Award-ისსაერთაშორისოსამიტში, რომლის ჩატარების ლიცენზიაც წელს Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა. საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, 2018 წლის 6-10 ნოემბერს თბილისს 25 ქვეყნიდან[სრულად…]

ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში,“ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის”მოთხოვნათა დარღვევების გამო, 17 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული[სრულად…]

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ევროპარლამენტარი ანა გომესი ეწვევა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ევროპარლამენტარი ანა გომესი ეწვევა

5 ოქტომბერს, 11 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ევროპარლამენტარი ანა გომესი ეწვევა. ვიზიტის მიზანი იბსუს მხარდაჭერა და ადმინისტრაციის წევრებსა და სტუდენტებთან შეხვედრაა. ევროპარლამენტარი შავი ზღვის უნიერსიტეტის რექტორს – ილიას ჩილოღლუს ერთხელ უკვე შეხვდა და ამჯერად, ის საქართველოში სპეციალურად იბსუს საკითხის გამო ჩამოდის.

ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს

ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს.  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართება.  ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ეროვნული გალერეის მმართველი ეკა კიკნაძე გაუძღვებიან. პრესკონფერენციას, ასევე დაესწრებიან წამყვანი ავსტრიული მედიასაშუალებების წარმომადგენლები,[სრულად…]

2018/10/05 კულტურა
პრემიერ-მინისტრი 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

პრემიერ-მინისტრი 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა. მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მამუკა ბახტაძეს მოლდოველი კოლეგა პაველ ფილიპი უმასპინძლებს. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების[სრულად…]

2018/10/05 პოლიტიკა