Archive for ოქტომბერი 8th, 2018

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “თბილისი თაიმსი” ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის  სტაჟირების პროგრამას იწყებს

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “თბილისი თაიმსი” ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი თაიმსი“ (ttimes.ge) ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის აცხადებს 6 თვიან სტაჟირებას.    „თბილისი თაიმსში“  სტაჟირება მოიცავს: პრაქტიკულ მუშაობას – აქტუალური თემის მოძიება, დამუშავება, რესპონდენტის შერჩევა და ინტერვიუს მომზადება; სტატიის წერის პრინციპს; სხვადასხვა ღონისძიბაზე დასწრებას, მასალის შეგროვებას და შემდეგ მის დამუშავებას და მომზადებას; წერისა და რედაქტირების ტექნიკას;  მედია ეთიკას.[სრულად…]

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს პაატა სილაგაძეს უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს პაატა სილაგაძეს უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეს პაატა სილაგაძეს უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა. იუსტიციის საბჭოს ინფორმაციით, პაატა სილაგაძეს უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა იქამდე, ვიდრე არ დაასრულებს მის წარმოებაში არსებულ საქმეებს. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს განიხილავდნენ, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ საბჭოს მიმართა თხოვნით, პაატა სილაგაძეს გახანგრძლივებოდა უფლებამოსილების ვადა,[სრულად…]

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასამართლო პროცესი ორი კვირით გადაიდო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასამართლო პროცესი ორი კვირით გადაიდო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ორი კვირით გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობით მოსამართლეს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მიმართა. როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი აცხადებს, შემოსავლების სამსახური ფიქრობს, გაიხმოს თუ არა თავისი სარჩელი და შეწყდეს თუ არა ადმინისტრაციული სამართალწარმოება. „იქიდან გამომდინარე, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტს ერიცხება ბიუჯეტში ზედმეტობა იმ თანხის[სრულად…]

ვისკი, რომელიც 1,1 მილიონად გაიყიდა

ვისკი, რომელიც 1,1 მილიონად გაიყიდა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ვისკი, 60 წლის დაძველების Macallan Valerio Adami 1926 1,1 მილიონ დოლარად აუქციონზე გაიყიდა. მისი მყიდველი კერძო კოლექციონერია აზიიდან, რომელმაც შესყიდვა ტელეფონით განახორციელა, – აცხადებენ სააუქციონო სახლში Bonhams. კომპანიამ იტალიელი მსახიობის სახელობის ვისკის 12 ბოთლიდან ერთი მაისში გაყიდა, მაშინ შესყიდვამ 1,056,904 დოლარი შეადგინა. მსგავსი ვისკები კოლექციონერებისთვისაა განკუთვნილი,[სრულად…]

ირაკლი კობახიძე: „ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩვენებს”

ირაკლი კობახიძე: „ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩვენებს”

„ყველა პარტია ატარებს თავის შიდა კვლევებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები და ზუსტად ამ კვლევებზე დაყრდნობით განვაცხადე მე დღეს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩვენებს, რაც არავისთვის არ არის სიურპრიზი. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან შეიძლება მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს ამ არჩევნებში.“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „ქართული[სრულად…]

2018/10/08 პოლიტიკა
ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით, ხოლო ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით, ხოლო ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 13%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 142 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22% შეადგინა. ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია –[სრულად…]

კლიმატის ანგარიში: გლობალური დათბობის შესაჩერებლად 12 წელი დარჩა

კლიმატის ანგარიში: გლობალური დათბობის შესაჩერებლად 12 წელი დარჩა

გაეროს კლიმატური ცვლილებების სამთავრობაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარდგენილ ანგარიშში წერია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას კატასტროფული კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად 2030 წლამდე დარჩა დრო.  ანგარიშს გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურის ზრდა 1,5 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა „სწრაფი, უპრეცედენტო და ყოვლისმოცველი ცვლილებები ყველა სფეროში“. 2010[სრულად…]

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

7 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეს ტ.მ-ს 600 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი, ფიზიკური დათვალიერებისას აღმოუჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და[სრულად…]

სარფში არადეკლარირებული ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

სარფში არადეკლარირებული ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

6 ოქტომბერს, საბაჟო გამშვები პუნქტში ,,სარფი“,  არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, რ.დ.ბ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 9372 ლარის ღირებულების, 5 ცალი, არადეკლარირებული ოქროს ზოდი (საერთო წონა, 100 გრამი) აღმოაჩინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის[სრულად…]

საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის მიმდინარე და დაგეგმილ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას საქართველოს მთავრობის მხრიდან უძღვებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესთრომი, შვედეთის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს უფროსი მოლი ლიენი და საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა[სრულად…]

“ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ზაზა ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან”-ადვოკატი

“ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ზაზა ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან”-ადვოკატი

ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ზაზა ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს,- საგანგებო განცხადებას ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ავრცელებს. ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი” წერს. მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე მზად არის ნებისმიერ დროს[სრულად…]

2018/10/08 პოლიტიკა
“ეს არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება”-ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს

“ეს არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება”-ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს

გვინდა გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის და ამავე პარტიის კუთვნილი ტელევიზიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ თავის ფეისბუკ-გვერდზე განათავსა. შეგახსენებთ ამ განცხადების შინაარსს: “ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების[სრულად…]

2018/10/08 პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძის მეუღლე დღეს გამოკითხვაზეა  დაბარებული

პაატა ბურჭულაძის მეუღლე დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ კიდევ ერთხელ მიმართა. ანგელა ვასილენკო სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს გამოიკითხება. ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოში 4 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყნიდან მისი გამგზავრების გამო გამოკითხვა არ შედგა. მანამდე, ანგელა ვასილენკოს საგამოძიებო ორგანოსთვის გამგზავრების დამადასტურებელი ბილეთები არ წარუდგენია. ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე პროკურატურამ[სრულად…]

უკანაფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

უკანაფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე  გიორგი მიშელაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან შალვა კერესელიძესთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის საწარმოს მშენებლობის  მიმდინარეობას გაეცნო და  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ფხოვი 2017-ის“’ მეპაიეებს შეხვდა. „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.[სრულად…]

სახელმწიფოს მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ღვინის ახალი საწარმო ამოქმედდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ღვინის ახალი საწარმო ამოქმედდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ზედაშე“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. სახელმწიფოს მხარდაჭერით, საწარმომ 550,000 აშშ დოლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. ახალი საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად   დაათვალიერა. საწარმოში, სადაც წლიურად 60[სრულად…]

„ვეფხისტყაოსანი“ერთი დღით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება

„ვეფხისტყაოსანი“ერთი დღით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის  ინიციატივით, უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე  ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა,  ვიდრე ნიუ-იორკში,  გაეროს არტ-კოლექციაში დაიდებს ბინას,  9 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის  ბაზრობაზე გამოიფინება, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში. „ვეფხისტყაოსნის“  სამუზეუმო ეგზემპლარი 2017-18 წლებში,  თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა. პროექტი მომზადდა ხელოვნების განვითარების ფონდის IMT მიერ.[სრულად…]