Archive for ოქტომბერი 9th, 2018

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ კარლ ჰარცელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის ჩართულობა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (European Union Monitoring Mission) განსაკუთრებული როლი ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა ყურადღება ევროკავშირის[სრულად…]

გიორგი გახარია: “თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ, კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენს წარმატებებს არანირი მნიშვნელობა არ ექნება”

გიორგი გახარია: “თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ, კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენს წარმატებებს არანირი მნიშვნელობა არ ექნება”

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9-თვიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გახსნა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არანირი მნიშვნელობა არ ექნება კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენს წარმატებებს, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ და არ ავამაღლეთ.[სრულად…]

შს მინისტრი კანაფის კულტივაციაზე – ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროში

შს მინისტრი კანაფის კულტივაციაზე – ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროში

ორი თვე, სამი თვე, ოთხი თუ ერთი, არა აქვს მნიშვნელობა – მსჯელობა იქნება მანამ, სანამ კონსენსუსს ვერ მივაღწევთ საზოგადოებასთან, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კანაფის კულტივაციის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, “ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროშიც”. “შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის[სრულად…]

????????????????????????????????????

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებების შედეგად ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს თხუთმეტივე სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებაში და ყველა ბრალდებულსა და ყველა მსჯავრდებულს საპატიმროში მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცა. ცვლილებების შედეგად, ყველა პატიმარს ყველა დაწესებულებაში უფლება ექნება, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს და საკანში შეიტანოს მაცივარი, რომლის მაქსიმალური მოცულობა[სრულად…]

“Forget Me Not” –„მზადდება მხოლოდ ერთი მოდელი და არასოდეს მეორდება“

“Forget Me Not” –„მზადდება მხოლოდ ერთი მოდელი და არასოდეს მეორდება“

მარიამ წიქარიძე ხელნაკეთი აქსესუარების დიაზაინერია,რომელმაც  ხელნაკეთი ჩანთების კეთება ჰობის დონეზე დაიწყო. თუმცა, დღეს საყვარელი საქმიანობა წარმატებულ მცირე ბიზნესად აქცია. „თბილისი თაიმსს“  მარიამ წიქარიძე ბრენდის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. ჩვენს მკითხველს მოუყევით თქვენ შესახებ პატარა ასაკიდან მიტაცებდა , ხატვა, ქსოვა და კერვა, თუმცა ამ მხრივ შესაბამისი განათლება არ მიმიღია,[სრულად…]

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით ელექტროსამაჯურები დაინერგება

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით ელექტროსამაჯურები დაინერგება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი სხვადასხვა საჯარო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის 9-თვიანი მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სტატისტიკურ მაჩვენებლებს, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებს, ასევე შსს-ს[სრულად…]

10 ოქტომბერს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

10 ოქტომბერს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

კრწანისის რაიონის გამგებლის ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა და „საქართველოს ბიზნესის აკადემია – CBA”-ს ჩართულობით, 10 ოქტომბერს დასაქმების ფორმუმი გაიმართება. ფორუმზე 25 -მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge – ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას, ღონისძიების[სრულად…]

მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლა

მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები – მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გათავისუფლებული არიან. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“  წერს. ორივე მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა. მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს, აკაკი დოთიაშვილი კი 6 ოქტომბერს, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის“ ბრალდებით დააკავეს. ოთინაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი[სრულად…]

9 თვის მონაცემებით, 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიცა

9 თვის მონაცემებით, 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი სხვადასხვა საჯარო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის 9-თვიანი მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. „დღევანდელ შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება ანგარიში დეპარტამენტის მუშაობის შესახებ. ანგარიშში საუბარია მონიტორინგის შედეგებზე, თუ რა შედეგებია მონიტორინგის შედეგად მიღწეული. ვისაუბრებთ სტატისტიკურ მონაცემებზე, კერძოდ, რამდენად არის[სრულად…]

2019 წლის პირველი დეკემბრიდან გარკვეული პროდუქტების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები საკუთარი პროდუქტის ნარჩენის გადამუშავებას თავად უზრუნველყოფენ

2019 წლის პირველი დეკემბრიდან გარკვეული პროდუქტების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები საკუთარი პროდუქტის ნარჩენის გადამუშავებას თავად უზრუნველყოფენ

2019 წლის 1-ელი დეკემბრიდან ნარჩენების მართვის კოდექსში შედის ცვლილება, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მონისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ „ექსპო ჯორჯიაში” განაცხადა, სადაც აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორთან და საკითხით დაინტერესებულ სხვა პირებთან შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნული ცვლილების პრინციპია, რომ გარკვეული პროდუქტების მწარმოებელმა და იმპორტიორმა[სრულად…]

ანგელა ვასილენკო-პროკურატურა ტყუილზე დაფუძნებული პიარის ნაწილია

ანგელა ვასილენკო-პროკურატურა ტყუილზე დაფუძნებული პიარის ნაწილია

გამომძიებლებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე და იმედი მაქვს, რომ მეტი კითხვები აღარ გაუჩნდებათ, – ამის შესახებ ფონდ „იავნანს“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლემ.ანგელა ვასილენკომ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა. როგორც ანგელა ვასილენკომ აღნიშნა, გამომძიებლებს ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდათ და დაკითხვა 4 საათს გაგრძელდა. „მე ხელფასს ორი წლის მანძილზე ვიღებდი. საერთო ჯამში კი ფონდში[სრულად…]

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა

უკრაინაში, ქალაქ ჩერნიგოვში, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში ტერიტორიიდან 10 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილისკენ მიემართება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

ქუთაისსა და ვენას შორის საჰაერო მიმოსვლა 11 ოქტომბრიდან იწყება

ქუთაისსა და ვენას შორის საჰაერო მიმოსვლა 11 ოქტომბრიდან იწყება

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისსა და ვენას შორის ავიამიმოსვლა 11 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.ამის შესახებ პირველი არხი წერს. პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 07:25 წუთზე შესრულდება. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება. ეკონომიკისა და[სრულად…]

10690  გადამხდელს 325 147 262.40 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

10690 გადამხდელს 325 147 262.40 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.08.2018-08.10.2018) დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, გადასახადის 10690 გადამხდელს ჯამურად 325 147 262.40 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. კერძოდ: ა) ქვეპუნქტით – 10689 გადამხდელს 325 146 799.10 ლარი; გ) ქვეპუნქტით – 1 გადამხდელს 463.30 ლარი. შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების[სრულად…]

ლევან იზორია: „თუ 2012 წელს საწვავზე 35 მილიონი ლარი იყო დახარჯული 2017 წელს საწვავის ხარჯი 8 მილიონ ნახევრამდე შემცირდა“

ლევან იზორია: „თუ 2012 წელს საწვავზე 35 მილიონი ლარი იყო დახარჯული 2017 წელს საწვავის ხარჯი 8 მილიონ ნახევრამდე შემცირდა“

მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყების მიერ თანხების დაზოგვის პოლიტიკაზეც ისაუბრა. „სამივლინებო თანხები, მიუხედავად ჩვენი აქტივობისა, ორჯერ შევამცირეთ. ხოლო საწვავთან მიმართებაში, პირველად თავდაცვის უწყებაში შევქმენით სამორიგეო ავტოპარკი. უწყებაში ავტომანქანით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ სამსახურეობრივი დანიშნულებით არის შესაძლებელი. შედეგად საწვავის ხარჯი 2012 წლიდან 35 მილიონი ლარიდან 2017 წელს 8 მილიონ[სრულად…]

თავდაცვის მინისტრი აუდიტის სამსახურის დასკვნას და წინამორბედის ბრალდებებს პასუხობს

თავდაცვის მინისტრი აუდიტის სამსახურის დასკვნას და წინამორბედის ბრალდებებს პასუხობს

ჟურნალისტებმა ლევან იზორიას ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადების შეფასება სთხოვეს, რომლის მიხედვითაც ის თავდაცვის უწყების ხელმძღვენელის პასუხიმგებლობაზე საუბრობს. „მე არ ვიცი ჩემი წინამორბედი რა პასუხისმგებლობას მაკისრებს, მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ დანაშაულებები, რომლებიც უკავშირდება საფინანსო დარღვევებს, არა ჩემი მინისტრად ყოფნის პერიოდში დაიწყო, არამედ 2016 წლის თებერვალსა და მარტში. საუბარია 100[სრულად…]

ვახტანგ ბუცხრიკიძე ზაზა ოქუაშვილის ცრუ ბრალდებებს პასუხობს

ვახტანგ ბუცხრიკიძე ზაზა ოქუაშვილის ცრუ ბრალდებებს პასუხობს

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს უპასუხა. ვახტანგ ბუცრიკიძემ საგანგებო ბრიფინგზე ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ტრანზაქციაზე ისაუბრა. ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ ტრანზაქცია საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო წესების სრული დაცვით განხორციელდა. „უსამართლო ბრალდებები გაისმის, ჩემს მიმართ, მამუკა ხაზარაძის მიმართ, ბანკის მიმართ. ჩვენი 27 წლის ისტორიის მანძილზე გუშინ იყო პირველი[სრულად…]

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას მამუკა ბახტაძე გახსნის

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას მამუკა ბახტაძე გახსნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი. მთავრობის მეთაური ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, რის შემდეგაც ღონისძიების მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად საქართველოს, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონს გახსნის. მამუკა ბახტაძის ინიციატივით, 9[სრულად…]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. გოთუას ქუჩაზე, მოქალაქეს ორი ერთეული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ჰქონდა დენის წყაროზე მიერთებული. საამქროში კაკლის სახეობის 38 ერთეული მორი და 6 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული. სახერხი საამქრო და მასში[სრულად…]