Archive for ოქტომბერი 10th, 2018

ანა ნაცვლიშვილის მამა შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მამის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს

ანა ნაცვლიშვილის მამა შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მამის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს

შინაგან საქმეთა მინისტრი დამპირდა, რომ სიტუაციაში გაერკვევა, – ამის შესახებ თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მამუკა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მან მინისტრისგან მოითხოვა მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მამის სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, მამუკა ნაცვლიშვილის თქმით, ის გამოძიებას ნდობას[სრულად…]

თემურ ჭყონია მტკნარი წყლის წარმოებას იწყებს

თემურ ჭყონია მტკნარი წყლის წარმოებას იწყებს

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მუხრანის ველზე, Coca-cola-ს ახალი ქარხნის ამოქმედების შემდეგ,  მტკნარი წყლის წარმოებას გეგმავს.. როგორც ბიზნესმენი „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას განმარტავს, ეს იქნება ადგილობრივი ბრენდი, რომელზეც მუშაობა დაწყებულია და დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. „ქართული წყალი ბრენდია, ათეული წლების წინ ამაში ლოკომოტივი  „ბორჯომი“ იყო და მერე მოყვა მას სხვა წყლებიც. ამ ეტაპზე Coca-cola-ს სათო ოფისთან გვაქვს[სრულად…]

WIZZ AIR ბარგის გადატანის მგზავრებზე მორგებულ წესებს ამკვიდრებს

WIZZ AIR ბარგის გადატანის მგზავრებზე მორგებულ წესებს ამკვიდრებს

ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ და საქართველოს წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს ბარგის გადატანის ახალი და უფრო გამჭვირვალე წესები აქვს. 2018 წლის 1 ნოემბრიდან ავიაკომპანიის ყველა რეისს შეეხება სიახლე, რომელიც ჩასხდომის პროცედურას კიდევ უფრო გაამარტივებს. ამასთან, ყველა მგზავრს საშუალება ექნება, უფასო ხელბარგი ბორტზე გარანტირებულად აიტანოს. ავიაკომპანიის გამოცდილება მოწმობს, რომ წელიწადში 10,000-ზე მეტი[სრულად…]

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

2018 წლის 10 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა  ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 47 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.100 პროცენტით,  მაქსიმალური 7.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.131 პროცენტით განისაზღვრა.

“ქვეყანაში დღემდე არ არის შემუშავებული ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო პროგრამები”-საქართველოს სახალხო დამცველი

“ქვეყანაში დღემდე არ არის შემუშავებული ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო პროგრამები”-საქართველოს სახალხო დამცველი

ყოველი წლის 10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაცია 2018 წელს ამ დღის კამპანიის წარმოებისას საზოგადოების ყურადღებას ახალგაზრდების წინაშე მდგარ პრობლემებზე ამახვილებს. სწორედ ამიტომ, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა „ახალგაზრდები და ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებად მსოფლიოში“. მსოფლიო[სრულად…]

სათამაშოები,რომლებიც ბავშვის შემოქმედებითი უნარის განვითარებაში დაგეხმარებათ

სათამაშოები,რომლებიც ბავშვის შემოქმედებითი უნარის განვითარებაში დაგეხმარებათ

მოგეხსენებათ,  ბავშვი თამაშით სწავლობს და სათამაშოს სწორედ, რომ გადამწყვეტი როლი აქვს მისი სხვადასხვა უნარისა თუ ინტელექტის განვითარებაში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორი სათამაშო შევურჩიოთ მოზარდს ასაკის მიხედვით.საინტერესოა ის თუ რომელი სათამაშოები ეხმარება  ბავშვს შემოქმდებეითი უნარის (კრეატივის) განვითარებაში. “თბილისი თაიმსს”  ონლაინ მაღაზია liloshop.ge-ის  სათამაშოების  კატეგორიის მენეჯერი – ნათია ფარქოსაძე ესაუბრა. იგი მოგვიყვება თუ[სრულად…]

მსოფლიოში ცნობილი სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს

მსოფლიოში ცნობილი სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა. ” თბილისივით მიმზიდველი დღეს ევროპის არცერთი ქალაქი არ არის. აზიის საზღვარზე მდებარე ეს ქალაქი გამორჩეულია წარსულით, მრავალფეროვნებით[სრულად…]

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ახალ გარემოებებზე ინფორმაციას დიპკორპუსს მიაწვდიან

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ახალ გარემოებებზე ინფორმაციას დიპკორპუსს მიაწვდიან

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი ​თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დროს აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ღია წერილის სახით მიაწვდიან, რომელსაც დართული ექნება ახალი მტკიცებულებები, რომლებიც აქამდე არ გამოქვეყნებულა. ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მისმა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი განცხადებით, დარღვევების ჩამონათვალში დეტალურადაა საუბარი, თუ რა ქმედებები[სრულად…]

თორნიკე გვაზავა: ხვალიდან ბორჯომის ტყის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენა იწყება

თორნიკე გვაზავა: ხვალიდან ბორჯომის ტყის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენა იწყება

ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას განცხადებით, ხვალიდან ბორჯომის ტყის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენა იწყება. „ბორჯომის ტყესთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად შეიქმნა კომპეტენტური კომისია, სადაც მეტყევეების გარდა, შედიოდნენ ნიადაგმცოდნეები, გეოლოგები, არასამთავრობოები და ა.შ. სპეციალური კომპეტენტური დასკვნის შემდეგ დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც დავამთავრეთ რადენიმე დღის წინ და ხვალიდან[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი – საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი თავი ბრწყინვალედ აჩვენა

მიხეილ ბატიაშვილი – საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი თავი ბრწყინვალედ აჩვენა

„საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი თავი ბრწყინვალედ აჩვენა“- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. „ უცხოელი პარტნიორები გვილოცავენ და აღნიშნავენ, რომ გახსნის ასეთი ცერემონიალი სამაგალითოა. საქართველომ, მართლაც, ისე წარმოადგინა თავი, როგორც შეეფერება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოფენა საქართველოს პრემიერ მინისტრმა[სრულად…]

2018/10/10 კულტურა
დღეიდან თბილისში სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდა

დღეიდან თბილისში სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით,  10 ოქტომბრიდან, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში, 3 ლოკაციაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდება, კერძოდ: 1. კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან“ მ. გრიგორაშვილის ქუჩამდე, (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ); 2. მ.გრიგორაშვილის ქუჩიდან „ისთ ფოინთამდე“ (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ); 3. ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე (ნებადართული სიჩქარეა 60[სრულად…]

ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ლონდონში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით და ღვინის ექსპერტისა და მწერლის რობერტ ჯოსეფის ორგანიზებით, ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში დახურული საზოგადოება – თჰე Nატიონალ Lიბერალ ჩლუბ-ის წევრებსა და მათ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ღვინის მასტერკლასში და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის 8 სახეობა. ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა[სრულად…]

თბილისის აეროპორტში 56 243.45 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში 56 243.45 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

4 ოქტომბეტრს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქეების ს.კ-სა და ა.ხ-ს კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, 56,243.45 ლარის ღირებულების არდეკლარირებული მობილური ტელეფონები (31 ცალი)  აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ევროპული კინოაკადემიის ქართველი ნომინანტების ვინაობა ცნობილია

ევროპული კინოაკადემიის ქართველი ნომინანტების ვინაობა ცნობილია

დღეს ცნობილი გახდა იმ 6 ფილმის შესახებ, რომლებიც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრის ჯილდოსთვის (EUROPEAN DISCOVERY 2018 – Prix FIPRESCI) იბრძოლებენ. ნომინანტებს შორის მოხვდა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე ფილმისთვის “საშიში დედა”. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. მისი მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, რის შემდეგაც არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.[სრულად…]

2018/10/10 კულტურა
ოქსფორდის უნივერსიტეტში ლექცია – “მარქსიზმი, ნაციონალიზმი და ინტერვენცია: საქართველო და რუსეთის რევოლუცია; 1918-1921” გაიმართა

ოქსფორდის უნივერსიტეტში ლექცია – “მარქსიზმი, ნაციონალიზმი და ინტერვენცია: საქართველო და რუსეთის რევოლუცია; 1918-1921” გაიმართა

ოქსფორდის უნივერსიტეტში ლექცია – “მარქსიზმი, ნაციონალიზმი და ინტერვენცია: საქართველო და რუსეთისრევოლუცია; 1918-1921” გაიმართა ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ სტივენ ჯონსის ლექსია სახელწოდებით: “მარქსიზმი,ნაციონალიზმი და ინტერვენცია: საქართველო და რუსეთის რევოლუცია; 1918-1921″. ლექციაზე სტივენ ჯონსმაყურადღება გაამახვილა ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, რომელშიც დაარსდა და ფუნქციონირებდა პირველიქართული დემოკრატიული რესპუბლიკა. პროფესორმა ასევე მიმოიხილა პირველი რესპუბლიკის ძლიერი მხარეებიდა მთავარი მიღწევები. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოსსაგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველიდემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავსა და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე. ასევე, თამარ ბერუჩაშვილმა  ისაუბრა პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ფასეულობებსა და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე. ლექციას ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ.