Archive for ოქტომბერი 15th, 2018

საარსებო მინიმუმი შემცირდა

საარსებო მინიმუმი შემცირდა

საარსებო მინიმუმი საქსტატის გათვლებით სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემცირდა.ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს. როგორც ცნობილია, შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, 170 ლარი და 20 თეთრი შეადგინა, რაც 1 ლარითა და 20 თეთრით ნაკლებია აგვისტოსთან შედარებით. საქსტატის ინფორმაციით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 285.4 ლარია, ერთსულიანი ოჯახის – 150.7[სრულად…]

ორ კორეას შორის საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

ორ კორეას შორის საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის საავტომობილო და სარკინიგზო გზები ისევ დაუკავშირდება ერთმანეთს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გადაწყვეტილება ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა პანმუნჯომის სასაზღვრო პუნქტზე შეხვედრისას მიიღეს. ბოლო დროს ორ კორეას შორის მოლაპარაკებები გააქტიურდა. 18 და 19 სექტემბერს ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი შეხვდნენ. ლიდერების შეხვედრა ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის[სრულად…]

2018/10/15 მსოფლიო
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ საქართველოში ორი სახის ვაქცინაა შემოსული

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ საქართველოში ორი სახის ვაქცინაა შემოსული

საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამ ეტაპზე შემოსულია ორი სახის ვაქცინა – ჰოლანდიური წარმოების „ინფლუვაკი“, რომელიც სამკომპონენტიანია –  შეიცავს სამი ვირუსის შტამს და ფრანგული „ვაქსიგრიპი ტეტრა“, რომელიც, შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებული ფორმულითაა დამზადებული და ოთხი ვირუსის საწინააღმდეგოა. ამის შესახებ ვაქცინის იმპორტიორი კომპანიის, „ჯიპისის“ აფთიაქებში არსებული „ექსპრეს-კლინიკების“ ქსელის ხელმძღვანელმა, ირმა ჟღენტმა თქვა. ინფორმაციას[სრულად…]

დავით ქირია კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

დავით ქირია კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

კიკბოქსიორმა დავით ქირიამ კიკბოქსში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეჯიბრში, მაროკოელი ნორდინ ბენ მოჰი დაამარცხა – ქირიამ შეჯიბრი ნოკაუტით დაასრულა და ჩემპიონატის ნახევარფინალშიც მოხვდა. რთული დაპირისპირების შემდეგ, მესამე რაუნდის დასრულებამდე დავით ქირიამ მაროკოელს მარჯვენა ჰუკით სძლია და ნოკაუტით დაამარცხა. ჩემპიონატი ჩინეთში მიმდინარეობს.

2018/10/15 სპორტი
სერგი კაპანაძე – გავრცელებულმა ჩანაწერმა აჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული სახელმწიფო მმართველობის სისტემა არის გახრწნილი და ძირგამომპალი

სერგი კაპანაძე – გავრცელებულმა ჩანაწერმა აჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული სახელმწიფო მმართველობის სისტემა არის გახრწნილი და ძირგამომპალი

გავრცელებულმა ჩანაწერმა აჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული სახელმწიფო მმართველობის სისტემა არის გახრწნილი და ძირგამომპალი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ყველაფრის შესაცვლელად საჭიროა ხელისუფლების შეცვლა. „ამ სისტემის შეცვლა არის აუცილებელი და „ქართული ოცნება” მას ვერ შეცვლის, რადგან ამ სისტემის შეცვლას სჭირდება მოქმედი თანამდებობის პირების დასჯა. ნორმალურ სახელმწიფოში[სრულად…]

2018/10/15 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – მირზა სუბელიანის მუქარის არ გვეშინია

ირაკლი კობახიძე – მირზა სუბელიანის მუქარის არ გვეშინია

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ მირზა სუბელიანის მხრიდან მუქარა იქნება, მმართველ გუნდს ამ მუქარის არ ეშინია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა დაამტკიცა, რომ მას არც მუქარის ეშინია და არც შანტაჟის. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ვერც საგამოძიებო კომისიამ და ვერც პროკურატურამ 100%-იანი სიზუსტით ვერ დაადგინა,[სრულად…]

2018/10/15 პოლიტიკა
ავიაკომპანია “TAROM” საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს

ავიაკომპანია “TAROM” საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს

31 ოქტომბრიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები თბილისი – ბუქარესტი -თბილისის მიმართულებით კვირაში 2 ჯერ შესრულდება. ავიაკომპანია მგზავრებს ბუქარესტის გავლით 50-ზე მეტ ტრანზიტულ მიმართულებას სთავაზობს. რუმინული ნაციონალური ავიაკომპანია ტარომის პრეზენტაცია სასტუმრო მერკურში გაიმართა . ღონისძიებას დაესწრნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს აეროპორტების ბიზნესგანვითარების მენეჯერი დეა[სრულად…]

ნინო ლომჯარია – მირზა სუბელიანმა ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით  გვითხრა, რომ საფრთხეს არ გრძნობს

ნინო ლომჯარია – მირზა სუბელიანმა ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გვითხრა, რომ საფრთხეს არ გრძნობს

ჩვენი ინტერესის საგანი იყო, გვენახა მირზა სუბელიანის უსაფრთხოება რამდენად იყო დაცული. მან განგვიცხადა, რომ საფრთხეს არ გრძნობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა, რომლის წარმომადგენელიც დღეს პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანთან იყო შესული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ლომჯარიას თქმით, სუბელიანის საკანში არის სათვალთვალო კამერები და ის დაკვირვების ქვეშაა. „ჩემი წარმომადგენლები დღეს დილით[სრულად…]

“ყველა ჩანაწერზე ავთენტიკურობის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები”- პროკურატურის განცხადება

“ყველა ჩანაწერზე ავთენტიკურობის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები”- პროკურატურის განცხადება

საქართველოს მთავარი პროკურატურა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მ.ს., ვ.ჯ. და დ.ც, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 2018 წლის 12 ოქტომბერს, ვიდრე ჩანაწერი ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში  გადაიცემოდა. გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს  სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის,[სრულად…]

კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები 10 დღეში ჩაირთვება

კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები 10 დღეში ჩაირთვება

კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის გამო გათიშული შუქნიშნები უახლოესი 10 დღის მანძილზე ეტაპობრივად ჩაირთვება. ამჟამად, მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე მდებარე შუქნიშნების სარეკონსტრუქციო სამუშაოები: კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების გადაკვეთაზე; კოსტავას ქუჩა N75-თან; კოსტავას ქუჩა N77-თან; შარტავასა და კალანდაძის ქუჩების გადაკვეთაზე. აღსანიშნავია, რომ სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის ადაპტირდება და არსებულ[სრულად…]

საერთაშორისო განვითარების ბანკები მდგრადი ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

საერთაშორისო განვითარების ბანკები მდგრადი ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

13 ოქტომბერს აზიის განვითარების ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეკრების ფარგლებში გლობალურ ინფრასტრუქტურულ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა მდგრადი, ხელმისაწვდომი და მედეგი ინფრასტუქტურის განვითარებისთვის წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და მათი განვითარების პარტნიორებს შორის ტექნოლოგიური ბერკეტების გაძლიერებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ინფრასტრუქტურის ფორუმზე[სრულად…]

უმრავლესობა მირზა სუბელიანის მონაწილეობით აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს

უმრავლესობა მირზა სუბელიანის მონაწილეობით აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს

საპარლამენტო უმრავლესობა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობით გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე ფიქრობს, რომ აუდიოჩანაწერებზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის ხომ არ არის ჩანაწერი სპეციალურად გაკეთებული. “შეიძლება იყოს გამიზნულად ჩაწერილი, შეიძლება – არა. მე ვერც ერთს ვერ დავამტკიცებ. გამოსავალი იქნება ის,[სრულად…]

2018/10/15 პოლიტიკა
2019 წლის გაზაფხულზე ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდება

2019 წლის გაზაფხულზე ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ მცხეთის მუნიციპალიტეტში ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან შალვა კერესელიძე ერთად, დაათვალიერა. პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც[სრულად…]

2018/10/15 კულტურა
საქართველოს ელჩი ვანუატუს რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს ელჩი ვანუატუს რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი დოლიძე ( რეზიდენციით ქ. კანბერაში)  ვანუატუს რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი დოლიძემ სამუშაო შეხვედრები გამართა ვანუატუს  მოქმედპრემიერ–მინისტრთან, ბობ ლაუგმანთან; პარლამენტის სპიკერთან, ესმონ საიმონთან და საგარეო საქმეთამინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ალფრედ მაოჰთან. ვანუატუს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე განხილული იქნა ორმხრივი დამრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები,  საუბარი შეეხო ორმხრივი ვიზიტების დინამიკას, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობას, საქართველოს გამოცდილების გაზიარებას კარგი მმართველობის, სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელებისა და სამოქალაქო სერვისების სფეროში. ვანუატუს მხარემ კიდევ ერთხელ  დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის,ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობებისდამყარების შემდეგ, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დინამიურად ვითარდება.

2018/10/15 პოლიტიკა
კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა

კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა

ინდონეზიაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა  საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, რომელთაც წელს ინდონეზია მასპინძლობს, წამყვანი ფინანსური გამოცემის Global Finance მიერ გამოვლენილი საუკეთესო ცენტრალური ბანკირების დაჯილდოების 25-ე ცერემონია გაიმართა.  წელს პირველად საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემამ Global Finance საქართველო[სრულად…]

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა წითელი ნუსხით დაცული არჩვი მოკლეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა წითელი ნუსხით დაცული არჩვი მოკლეს

პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმების მიზნით, გაჩერებულნი იქნენ მოქალაქეები, რომლებსაც აღმოაჩნდათ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ჩეზეს მარკის 3 ცალი შაშხანა, სავარაუდოდ საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული 1 ერთეული მამალი არჩვი. შემდგომი გადამოწმებით დადგინდა, რომ მოქალაქეები[სრულად…]

თბილისის მერი კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა

თბილისის მერი კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულაჰ ალ რუმაიჰის შეხვდა. მხარეებმა დოჰასა და თბილისს შორის ტურიზმის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. თბილისის მერმა მოჰამედ ბინ აბდულაჰ ალ რუმაიჰის დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და თბილისში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.[სრულად…]

შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება

შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების  წლად ცხადდება, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე – ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კიბერუსაფრთხოების  ბიუროში გააკეთა, სადაც აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს უმასპინძლა. შეხვედრაზე ლევან[სრულად…]

“რუსთავი 2”-მა  მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა

“რუსთავი 2”-მა მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა

14 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.[სრულად…]

“გუშინდელმა მასალამ ქვეყნის რეპუტაცია დააზიანა”-გიგი უგულავა

“გუშინდელმა მასალამ ქვეყნის რეპუტაცია დააზიანა”-გიგი უგულავა

“ქართულ ოცნებას” 28 ოქტომბერს უნდა გასცეს პასუხი ქართულმა საზოგადოებამ, სხვა შემთხვევაში კატასტროფისკენ მივექანებით, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლოდერი გიგი უგულავა, გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს. უგულავას შეფასებით, ჩანაწერებმა თავდაყირა დააყენა ბევრი რამ. “გუშინდელმა მასალამ თავდაყირა დააყენა მთელი ამ 6 წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” მიერ სამართლიანობის აღდგენად მონათლული პასკვილი, რომელმაც ქვეყნის რეპუტაცია[სრულად…]

2018/10/15 პოლიტიკა
საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს

საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს

16 ოქტომბერს საქართველო მასპინძლობს ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენციას – მინისტერიალს. ღონისძიება იმართება ევროპის საბჭოს, EPAS-ის (გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით. მინისტერიალის ფარგლებში თბილისს ეწვევიან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი[სრულად…]

2018/10/15 სპორტი
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საზეიმოდ დაიხურა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საზეიმოდ დაიხურა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომლის საპატიო სტუმარი ქვეყანაც წელს საქართველო იყო, საზეიმოდ დაიხურა. საქართველომ 2019 წლის საპატიო სტუმრის სტატუსი ნორვეგიას გადაულოცა. ტრადიციისამებრ, სპეციალური გრაგნილი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა ნორვეგიელ კოლეგას გადასცა. ღონისძიებაზე ასევე შედგა ნორვეგიის საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია. საზეიმო ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის[სრულად…]

2018/10/15 კულტურა
ივანე მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

ივანე მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ავრცელებს ინფორმაციას მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ივანე მერაბიშვილს უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები სამოქალაქო სექტორის რამდენიმე კლინიკაში ჩაუტარდა, რის შესახებაც საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 2-4 ოქტომბერს, მსჯავრდებული პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ[სრულად…]

დავით ზალკალიანი ლუქსემბურგში დაგეგმილ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

დავით ზალკალიანი ლუქსემბურგში დაგეგმილ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

2018 წლის 15 ოქტომბერს ქ. ლუქსემბურგში დაგეგმილია ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტერიალი,საგარეო  საქმეთა  და  უსაფრთხოების  პოლიტიკის  საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიისვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისრის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისსაკითხებში იოჰანეს ჰანის მონაწილეობით. აღნიშნულ შეხვედრას, ასევე დაესწრებიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. ქართული მხრიდან მინისტერიალში მონაწილეობასმიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. შეხვედრის ფარგლებში მხარეები ყურადღებას გაამახვილებენ 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში გამართულ  „აღმოსავლეთპარტნიორობის“ სამიტის შემდგომ მიღწეულ შედეგებზე, მათ შორის 2020 წლისთვის 20  შედეგის შესრულების პროცესზე. ამასთანავე,  იმსჯელებენ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. მინისტერიალისფარგლებში, ასევე დაგეგმილია მინისტრის ორმხრივი შეხვედრები, ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგისა და წევრიქვეყნების  წარმომადგენლებთან. ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის განცხადებით, მინისტერიალზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა“აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის 10 წლის საიუბილეო თარიღს, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება.  ამ კუთხითასევე წარიმართება მსჯელობა ზოგადად აღნიშნული ინიციატივის სამომავლო განვითარების ტენდენციებზე.

2018/10/15 პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა  კატარელ კოლეგას უმასპინძლა

ლევან დავითაშვილმა კატარელ კოლეგას უმასპინძლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰს და კატარის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის განვითარების, მეცხოველეობის და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა. საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰი საქართველოში[სრულად…]

2018/10/15 პოლიტიკა