Archive for ოქტომბერი 18th, 2018

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში თბილისში 10 000 ხე-მცენარე დაირგვება

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, თბილისში 10 000 სხვადასხვა ჯიშის, წიწვოვანი და ფოთლოვანი  ხე-მცენარეები დაირგვება. სეზონური გამწვანების ღონისძიებები დღესვე დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. დედაქალაქის გასამწვანებლად შესყიდული ნერგების ნაწილი, დარგვამდე,  დროებით შესანახად ვაკის პარკის ტერიტორიაზე განთავსდა.  ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე და  გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი. მერის მოადგილის[სრულად…]

თამარ ჩუგოშვილი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციის(GOPAC) ხელმძღვანელს, აკააშ მაჰარაჯის შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციის(GOPAჩ) ხელმძღვანელს, აკააშ მაჰარაჯის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტის გაძლიერების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ასევე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე. როგორც კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის რეფორმის წარმატებულად განხორციელების კუთხით რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა. „კორუფციასთან ბრძოლის[სრულად…]

2018/10/18 პოლიტიკა

თბილისში „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიო სურსათის დღე აღნიშნეს. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მიმართა და   დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა[სრულად…]

ყაზახეთში ქართული კინემატოგრაფიის დღეები გაიმართა

18 ოქტომბერს ყაზახეთი-საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ალმატიში ქართული კინემატოგრაფიის დღეები გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ქართველი კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ. საქართველოს ელჩმა მოწვეულ სტუმრებს ქართული ხელოვნებისა[სრულად…]

2018/10/18 კულტურა

ეკა ბესელია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს შეხვდა

ეკა ბესელია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (OშჩE/ODIHღ) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს შეხვდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (OშჩE/ODIHღ) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს, ქსენია დაშუტინას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარი წინასაარჩევნო კამპანიაზე და საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე. „საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას აკვირდება არაერთი[სრულად…]

2018/10/18 პოლიტიკა

აშშ-მა საქართველოს „აილენდის“ ტიპის ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ გადასცა

გიორგი გახარიამ სტრატეგიულ პარტნიორს ა.შ.შ.-ს 2 „აილენდის“ ტიპის ხომალდის – „დიოსკურიის“ და „ოჩამჩირის“ გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს მთავრობამ “აილენდის” კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა. ხომალდების გადმოცემის  ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს. გიორგი[სრულად…]

შსს: ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვამდე რეალიზატორები ახალ მომხმარებელს ე.წ. “ფეიქებს” არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ

შსს: ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვამდე რეალიზატორები ახალ მომხმარებელს ე.წ. “ფეიქებს” არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში, ე.წ “კლუბების საქმის” გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით დაკავებულ ქ.მ.-ისგან განხორციელდა 5 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 2 შესყიდვის შემთხვევაში მან ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“-ს რეალიზაცია განახორციელა, 3 შემთხვევაში კი შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშალებები. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ლ.მ.-სგან განხორციელდა 2 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 1 შესყიდვის შემთხვევაში[სრულად…]

ფოჯას უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ

იტალიის ფოჯას უნივერისტეტის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას ესტუმრნენ, ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია და ხეხილის ბაღები დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. ფოჯას უნივერსიტეტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის „მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდეციები საქართველოსა და ევროკავშირში:[სრულად…]

ახალგაზრდა ოლიმპიელებმა ბუენოს აირესიდან 6 მედალი ჩამოიტანეს

18 ოქტომბერი, 2018- საქართველოს ბანკმა ქვეყნის წამყვანმა ბანკმა,  როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა სპონსორმა და მხარდამჭერმა, განაცხადა ახალგაზრდა ოლიმპიელების წარმატების შესახებ. საქართველოს დელეგაცია, ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან 6 მედლით დაბრუნდა. ახალგაზრდა სპორტსმენებმა მედლები დაიმსახურეს შემდეგ კატეგორიებში: გიორგი ჩხიკვაძე – ბერძნულ/რომალული ჭიდაობა, 60 კგ წონით კატეგორიაში – ოქრო; ილია სულამანიძე[სრულად…]

2018/10/18 სპორტი
2019 წლის პირველი იანვრიდან 1 და 2-თეთრიან მონეტებს მიმოქცევიდან ამოიღებენ

2019 წლის პირველი იანვრიდან 1 და 2-თეთრიან მონეტებს მიმოქცევიდან ამოიღებენ

2019 წლის პირველი იანვრიდან 1 და 2-თეთრიან მონეტებს მიმოქცევიდან ამოიღებენ. ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდისას, სავაჭრო ობიექტებში ხურდას – 1 და 2 თეთრს აღარ დააბრუნებენ. ეროვნულმა ბანკმა იანვრიდან ასამოქმედებელი თანხის დამრგვალების მეთოდი დაამტკიცა. დოკუმენტს ხელი ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მოაწერა. დამრგვალების პრინციპი თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე დამრგვალებას[სრულად…]

FAO გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად „მსოფლიო სურსათის დღეს“ აღნიშნავს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მსოფლიო სურსათის დღეს აღნიშნეს. ღონისძების ფარგებში გაიმართა ალბომის – „ნადირობისა და ტყით სარგებლობის ტრადიციები ძველ საქართველოში“ – პრეზენტაცია. ალბომში შესული უძველესი და უნიკალური ქართული ხელნაწერები,[სრულად…]

იუსტიციის მინისტრი ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლს  გახსნის

იუსტიციის მინისტრი ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლს გახსნის

ახალქალაქში რიგით მე-20 იუსტიციის სახლი იხსნება. საზეიმო ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი  თეა წულუკიანი  გახსნის. იუსტიციის სახლის გახსნას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი დავით სერგეენკო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის  საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ასევე,  ბიზნესწრეების წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იქნება სომხეთის იუსტიციის მინისტრი, რომელიც[სრულად…]

პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგონა იპოვა

პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგონა იპოვა

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ., ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს. არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით მოხდება მისი გამოკითხვა. სამართალდამცველებმა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება საქართველოს[სრულად…]

თანამედროვე კინოს დიდოსტატი ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოს ეწვევა

თანამედროვე კინოს დიდოსტატი ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოს ეწვევა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტის “თანამედროვე კინოს დიდოსტატები” რიგით მეორე, შემოდგომის სესიის ფარგლებში, საქართველოს ეწვევა და მასტერკლასს გამართავს უახლესი კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი. აღნიშნული პროექტის მიზანია XXI საუკუნის კინომეტყველების ფორმების დანერგვა და ამ მიმართულებით სტუდენტების, კინოპროფესიონალებისა და კინომოყვარულების პროფესიული უნარებისა[სრულად…]

2018/10/18 კულტურა
კენკროვანი კულტურის  ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა

კენკროვანი კულტურის  ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა

ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“ დაემატა. დანერგე მომავალის პროექტის მენეჯერი მარიამ მეკოშკიშვილი სამეგრელოს რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებს შეხვდა და ახალი ქვეკომპონენტის დეტალები გააცნო. როგორც პროექტის მენეჯერმა აღნიშნა – „ახალი ქვეკომპონენტი[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენი ქვეყნის „ოქროს ფონდს“ ეს ახალგაზრდები წარმოადგენენ, მათი განათლება და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენი ქვეყნის „ოქროს ფონდს“ ეს ახალგაზრდები წარმოადგენენ, მათი განათლება და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“

17 ოქტომბერს  „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ დაფუძნების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას  განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის კურსდამთავრებულები და ცენტრის სხვადასხვა სასწავლო სასტიპენდიო პროგრამების  ბენეფიციარები დაესწრნენ. ასოციაციის დამფუძნებლებმა ცენტრის სხვა კურსდამთავრებულებს  ასოციაციის წესდება, მიზნები და საქმიანობის ძირითადი  მიმართულებები გააცნეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის,  მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ეს ახალგაზრდები,[სრულად…]

ვაშლის მოსავლის  აღება აქტიურ ფაზაში შედის

ვაშლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის

ვაშლის მოსავლის  აღება აქტიურ ფაზაში შედის. წლევანდელი წელი უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად, 2015 წლიდან სახელმწიფო პროექტი „დანერგე მომავალი“ ხორციელდება. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით,  ქვეყნის მასშტაბით ახალი, თანამედროვე სტანდარტის  მრავალწლიანი ბაღების გაშენება მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით,   პროექტის   „დანერგე   მომავალი“ ფარგლებში,   საქართველოს   მასშტაბით,    ვაშლის ახალი ბაღების   გაშენება   869 ჰექტარზეა დაფინანსებული.   სახელმწიფო   დაფინანსების   მოცულობა[სრულად…]

კვლევა: რატომ ესმით ძაღლებს ადამიანების

ადამიანები ძაღლებს სხვადასხვა ექსპერიმენტებისთვის ხშირად იყენებენ. ამ ცხოველის შესაძლებლობები მეცნიერებსაც კი აკვირვებთ და ისინი ცდილობენ ამოხსნან, თუ როგორ შეუძლიათ ძაღლებს დაიმახსოვრონ და იცნონ ადამიანები. ცნობილია, რომ ძაღლებს ადამიანების სიტყვების გაგებაც შეუძლიათ, მეცნიერებმა იმის დასადგენად, თუ როგორ ახერხებენ ძაღლები გაიგონ ადამიანების ენა, კვლევა ჩაატარეს. მეცნიერებმა გამოიყენეს მოწყობილობა, რომელიც ძაღლების ტვინში მიმდინარე პროცესებს აღწერდა.[სრულად…]

ჯაბა პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჯაბა პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა. კერძოდ, 60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო. ტურნირის პირველ დღეს ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა – ხუბაშვილი (55 კგ.), პაპინაშვილი (60 კგ.), ნოზაძე (60 კგ.) და ნატალია ყიფშიძე (48 კგ.). ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში შეჯიბრი 17-დან 21 ოქტომბრამდე, როგორც[სრულად…]

2018/10/18 სპორტი
თბილისში ფესტივალი “მცირე მარნები დიდ ასპარეზზე” გაიმართა

თბილისში ფესტივალი “მცირე მარნები დიდ ასპარეზზე” გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა თბილისში, მთაწმინდის პარკში, ღვინის ფესტივალი “მცირე მარნები დიდ ასპარეზზე” გახსნა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე-2018“-ის ფარგლებში გაიმართა და მისი ორგანიზატორია საქართველოს ღვინის კლუბი. ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სწორედ საშუალო და მცირე საოჯახო მარნების[სრულად…]

19 ოქტომბერს ქუთაისში დასაქმების ფესტივალი ,,ქუთაისი ჯობს” ჩატარდება

19 ოქტომბერს ქუთაისში დასაქმების ფესტივალი ,,ქუთაისი ჯობს” ჩატარდება

19 ოქტომბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე, studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას. ღია ცის ქვეშ, არაფორმალურ გარემოში, 20-მდე კომპანია სხვადასხვა ვაკანსიას წარმოადგენს. ღონისძიებაზე დასწრება ყველას შეუძლია. დასაქმების მსურველებმა, თან უნდა იქონიონ რეზიუმე. ,,ქუთაისი ჯობს“ იმართება, ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტის ,,ჩვენ[სრულად…]

„თბილსერვის ჯგუფმა“ კანონდარღვევით გაკრული პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ კანონდარღვევით გაკრული პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით, კანონდარღვევით გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო. აღნიშნული სამუშაოები პირველ ეტაპზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მიმდინარეობს და თბილისის ათივე რაიონში განხორციელდება. „დავგეგმეთ და ვახორციელებთ დედაქალაქის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის ღონისძიებას. ეს ის ადგილებია, სადაც საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაახლოებით, ორი-სამი დღის განმავლობაში დასრულდება“, –[სრულად…]

“საქართველო ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი”-ჯონათან კაცი

“საქართველო ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი”-ჯონათან კაცი

ქ. ვაშინგტონში, აშშ-ის გერმანიის მარშალის სახელობის ფონდში (Gერმან Mარსჰალლ Fუნდ ოფ ტჰე Uნიტედ შტატეს/GMFUშ), გაიმართა საქართველოს შესახებ დისკუსია სახელწოდებით: „Kეეპინგ Gეორგია’ს Eუროატლანტიც Fუტურე ონ თრაცკ.“ ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გერმანიის მარშალის სახელობის ფონდის წარმომადგენელი ჯონათან კაცი. საკუთარ გამოსვლაში მან აღნიშნა საქართველოს მნიშვნელობა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ასევე საქართველოში[სრულად…]

2018/10/18 პოლიტიკა