Archive for ოქტომბერი 19th, 2018

სოფო კილაძე: „შავი კამპანია ქალი კანდიდატის წინააღმდეგ არის აბსოლუტურად მიუღებელი დემოკრატიულ სახელმწიფოში“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე NDI-ის გრძელვადიან დამკვირვებელს, მირიანა კოვაჩევიჩს შეხვდა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ქალთა ჩართულობის და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის საკითხებზე მუშაობს. შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში გენდერული კუთხით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქართულ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის შესახებ. ბუნებრივია, საუბარი შეეხო მიმდინარე წინასაარჩევნო[სრულად…]

2018/10/19 პოლიტიკა
პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა

პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა

2018 წლის 12 ოქტომბერს სოფელ ლამბალოში 17 წლის ჰ.მ.-სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, არაერთი საგამოძიებო, საპროცესო მოქმედება და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ჩატარდა. 17 წლის არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, მასთან მუშაობის პროცესში, დაუყოვნებლივ ჩართული იქნა სოციალური მუშაკი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი Gჩღთ-ის ფსიქოლოგი, რომლებმაც რეკომენდაცია[სრულად…]

1-2 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ უმასპინძლებს

1-2 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს. რიგით მე-12 კონფერენცია ჩატარდება ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“. ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ქართველი და[სრულად…]

საქართველოს პარლამენტმა გაცვლით პროგრამებში მონაწილე ამერიკულ ოჯახებს უმასპინძლა

პარლამენტის წევრი, გიორგი ხატიძე და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე ამერიკის შეერთებული შტატების იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომელთა ოჯახებიც გაცვლით პროგრამა, „ღია სამყაროს“ მონაწილე საქართველოს მოქალაქეებს, ამერიკაში ყოფნის პერიოდში, მასპინძლობენ. შეხვედრაზე გივი მიქანაძე ამერიკული ოჯახების საქართველოს პარლამენტში სტუმრობას მიესალმა და მათ მიერ გაწეული საქმიანობის მნიშვნელობა აღნიშნა. მისივე განცხადებით, სტუმრები საქართველოს[სრულად…]

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდის შესახებ იმსჯელეს

2018 წლის 18 ოქტომბერს, ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდი იქნა განხილული. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 9-10 ოქტომბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდის შესახებ. როგორც საქართველოს განცხადებაში აღინიშნა, გასულ რაუნდზე ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინციდენტების პრევენციისა და[სრულად…]

2018/10/19 პოლიტიკა

სახალხო დამცველმა ბათუმის ბავშვთა პანსიონები მოინახულა

2018 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის გოგონათა და ვაჟთა პანსიონს და ფერიის მუსლიმურ გოგონათა პანსიონს ეწვია. სახალხო დამცველი პირადად გაეცნო პანსიონებში არსებულ ინფრასტრუქტურას, შეამოწმა საცხოვრებელი პირობები და საგანმანათლებლო პროცესი, ესაუბრა აღსაზრდელებს. ნინო ლომჯარია მნიშვნელოვნად მიიჩნევს მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა პანსიონების ლიცენზირებას;[სრულად…]

ბებიის მიმართ  ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბებიის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბებიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ლ.მ.. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბებიას – მ.კ.-ს სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებისა და ფეხების დარტყმით ჯანმრთელობის[სრულად…]

თბილისში საერთაშორისო ფორუმი MMP – ჩატარდა

თბილისში საერთაშორისო ფორუმი MMP – ჩატარდა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და კომპანია „BTL“-ის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გახსნა. ფორუმში 9 სახელმწიფოდან 70-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ფორუმის მიზანია კავკასიაში[სრულად…]

თხილის მავნებლებთან ბრძოლა ,,კარდაკარის“ პრინციპით იწყება

გუბერნატორმა თხილის კულტურის გადარჩენის მასშტაბური ღონისძიებების გეგმა მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდმარეებს, სოფლის მეურნეობის დარგის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივა სოფლის მეურნეობის დარგის სპეციელისტების, ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ,,თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ წარმომადგენლებისაგან შექმნილი ჯგუფებების ,,კარდაკარ“ სიარულის პრინციპით მუშაობას მოიცავს. ფერმერებთან ვიზიტის მიზანი მათი[სრულად…]

NYT: საუდის არაბეთი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალს მემკვიდრე პრინცის მრჩეველს წაუყენებს

საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაში ბრალის წაყენებას გენერალ ახმედ ასარის უპირებენ. ის საუდის არაბეთის დაზვერვის მაღალჩინოსანია და მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბენ სალმანის მრჩეველი. ამის შეესახებ გაზეთი The New York Times-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს. ერ-რიადი აპირებს განაცხადოს, რომ ასარიმ მუჰამედ ბენ სალმანისგან მიიღო ბრძანება მოეტაცა ჰაშაღი თურქეთიდან და საუდის არაბეთში დაკითხვაზე[სრულად…]

2018/10/19 მსოფლიო

„ომეგა ჯგუფი“ აუდიოჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს

“ომეგა ჯგუფი” გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, მათ კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული სამართლებრივი ექსპერტიზის ბრიტანული კომპანია „საიფორიდან” კიდევ ორ აუდიო ჩანაწერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს. მათი მტკიცებით, ერთი ჩანაწერი მოიცავს ზაზა ოქუაშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის საუბარს, ხოლო მეორე ჩანაწერი კი ლევან ყიფიანისა და “ომეგას” მენეჯერების საუბარს. “აუდიო[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „სახელმწიფომ შექმნა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღოს ევროპული განათლება“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უნივერსიტეტების, პროფესორებისა და სტუდენტებისთვის Erasmus+ ეროვნულ ოფისში გამართულ ტრადიციულ საინფორმაციო ღონისძიებაზე  სიტყვით წარდგა და ხაზი გაუსვა, რომ ERASMUM + საქართველოსთვის სამაგალითო პროგრამაა, რომელიც ევროპასთან საერთო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის საუკეთესო მაგალითს გვიჩვენებს. „Erasmus+“-ის პროგრამა, რომელშიც საქართველოს 40 უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს,  განხორციელებული პროექტებისა[სრულად…]

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადახდო ბარათების რისკებთან დაკავშირებულ ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადახდო ბარათების რისკებთან დაკავშირებულ ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საბარათე სისტემა “მასტერქარდი”-ს ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ ბანკში რიგით მე-6 ფორუმი გაიმართა, რომელშიც “მასტერქარდი” – ს წევრი 12 კომერციული ბანკისა და საბარათე საპროცესინგო სისტემების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების, სპეციალიზებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. “მასტერქარდი”[სრულად…]

ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს. თეთრიწყაროს, წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფელებში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში  32 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი და 9 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული. მძღოლებმა  ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  ავტომანქანები[სრულად…]

ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაცია მზად არის საქართველოს წარმატებული მაგალითი გამოიყენოს სხვა ქვეყნებთან მუშაობისას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის (GOPAჩ) თავმჯდომარესთან აკააშ მაჰარაჯისთან. შეხვედრისას, მინისტრის მოადგილემ, სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე,[სრულად…]

ვაკის რაიონის რამდენიმე მისამართზე სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონში სკვერების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება. რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეების მოწყობა უკვე დასრულებულია, რომელთა შორის ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-6 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერია.   დასასვენებელ სივრცეში შესაბამისი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდა, მოეწყო ფანჩატური და საბავშვო მოედანი, ჩატარდა გამწვანების ღონისძიებებიც. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 18 662 ლარი გამოიყო. ორი სკვერის[სრულად…]

შსს-მ თბილისიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გაათავისუფლა და 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გაათავისუფლა და 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა თბილისის პოლიციის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით[სრულად…]

ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სტუმრადა მყოფი სომხეთის იუსტიციის მინისტრი, რომელიც გახსნაზე თეა წულუკიანმა პირადად მოიწვია, რათა უკეთ გასცნობოდა საქართველოში სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგებს; დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი,[სრულად…]

თბილისში ტაქსების პარკირების ადგილების დახაზვა დაიწყო

დედაქალაქში, 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები დაიხაზა. ყვითელ ფერში შესრულებული მონიშვნები გაკეთდა რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“; ქავთარაძის ქ. N44-თან; ვაჟა ფშაველას გამზირის N41 და N71-თან; ყაზბეგის გამზირის N12-თან; იონა ვაკელის ქუჩაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; წინანდლის ქუჩაზე, პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების გადაკვეთაზე და ლუბლიანას ქ. N21ა-სთან.[სრულად…]

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტს

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულ მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ბრალდებული 24-საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ ინყოფება. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუკი დაცვის მხარეს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სურვილი აქვს, ბრალდებული მირზა სუბელიანი დაუყოვნებლივ მოინახულოს მისმა ადვოკატმა.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების დ.ა-ს და გ.დ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების დ.ა-ს და გ.დ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 11 ოქტომბერს მიღებული განჩინებით დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენზე. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 21 დეკემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დ.ა. დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში,[სრულად…]

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა წეროვანის სპორტული სკოლა მოინახულეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წეროვანში, დევნილთა დასახლებას ეწვია და სპორტული სკოლა მოინახულა. ევროპელი სტუმრები ადგილზე გაეცნენ სპორტულ ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, სპორტულ სახეობებში ჩართულ მოსწავლე-ახალგაზრდების მიერ მიღწეულ სპორტულ შედეგებზე ინფორმაცია მოისმინეს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდები ქართულ ჭიდაობაში, კარატესა და ძიუდოში აქტიურად ვარჯიშობენ და სხვადასხვა წონით[სრულად…]

2018/10/19 სპორტი

2019 წლის ბოლომდე დედაქალაქის მერია დაახლოებით 550 ავტობუსის შემოყვანას გეგმავს

თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. დედაქალაქის მოსახლეობას აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული, დიზელზე მომუშავე 90 ერთეული ავტობუსი რამდენიმე თვეში მოემსახურება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომავალი წლის ბოლომდე დედაქალაქის მერია დაახლოებით, 550 ერთეული ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 2019 წლის[სრულად…]