Archive for ოქტომბერი 22nd, 2018

„ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ სპორტის 7 სახეობაში გაიმართება

23 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში გაიმართება „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ სპორტის შვიდ სახეობაში: თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ძიუდოში, ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, ქართულ ჭიდაობასა და მშვილდოსნობაში. „ღია პირველობა“ ჭაბუკებს შორის ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქართველი სპორტსმენები და თბილისის სპორტული კლუბები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ცენტრის ორგანიზებით მსგავსი სპორტული ღონისძიება[სრულად…]

2018/10/22 სპორტი

სოფიო ქაცარავა: „მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროკავშირის საერთო არქიტექტურაში

სოფიო ქაცარავა: „მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროკავშირის საერთო არქიტექტურაში და გავაგრძელოთ ამ მიმართულებით თანმიმდევრული და კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა“ საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი შეხვედრა ავსტრიის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან, არად ბენკოსთან ერთად გაიმართა, რომელიც ავსტრიის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს შეეხებოდა. ღონისძიება ბერტა[სრულად…]

2018/10/22 პოლიტიკა
წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

19 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“,  არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ფ.გ-ის კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერების შედეგად,  არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 42.88 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,942.86 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ[სრულად…]

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში ხეები ირგვება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (წითელი ბაღი) ხეების რგვა დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში, პარკში დღის ბოლომდე დაირგვება 150 ძირი, სამი სახეობის დიდტანოვანი ხე (80 არიზონას კვიპაროსი, 35 ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი, 35 ევროპული მუნა). გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა[სრულად…]

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა. უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია,[სრულად…]

ოლიმპიურ კომიტეტში ახალგაზრდული ოლიმპიადა შეაჯამეს

ბუენოს აირესში გამართული მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან, რომელშიც მსოფლიოს 206 ქვეყნის 4 ათასზე მეტი ათლეტი გამოვიდა საქართველოს დელეგაცია 6 მედლით დაბრუნდა (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, 44-ე ადგილი დაიკავა. დღეს, ოლიმპიურ კომიტეტში ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ ოლიმპირი კომიტეტის ხელმძღვანელები და განათლების, მეცნიერების, კულტურისა[სრულად…]

2018/10/22 სპორტი
სიტყვები, რომლებიც ქართლში სტუმრობისას გამოგადგებათ

სიტყვები, რომლებიც ქართლში სტუმრობისას გამოგადგებათ

ქართული სიტყვიერება განსხვავებულია სხვადასხვა კუთხეში და ამ კუთხურ მეტყველებას ენათმეცნიერები კილოს ანუ დიალექტს უწოდებენ. დიალექტები ბევრია, თუმცა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ერთი სამწერლობო და სალიტერატურო, ქართული ენა გააჩნია, რომელსაც თავისი წესები აქვს. ხშირად ამ წესებს, კუთხური მეტყველების დროს, არ იცავენ. გთავაზობთ, იმ სიტყვებს, რომლებსაც ქართლის სოფლებში იყენებენ. ქართლური დიალექტის ლექსიკონის ავტორებმა[სრულად…]

“ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენი ქრისტიანობიდან მომდინარეობს”- დავით ზალკალიანი

“ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენი ქრისტიანობიდან მომდინარეობს”- დავით ზალკალიანი

„ჩვენთვის დიდი პატივია არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერის საქართველოში ვიზიტი, რაც მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებას და საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების გაღრმავების ძლიერ სტიმულს წარმოადგენს.“ – განაცხადა საქარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ, წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანთან, არქიეპისკოპოსს პოლ რიჩარდ გალაჰერთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა[სრულად…]

2018/10/22 პოლიტიკა
“მთავარი მიზანი  საქართველოში არსებული სალაშქრო სფეროს პოპულარიზაცია და ჩართულობის გაზრდაა”-ლევან გეჯაძე

“მთავარი მიზანი საქართველოში არსებული სალაშქრო სფეროს პოპულარიზაცია და ჩართულობის გაზრდაა”-ლევან გეჯაძე

ბიზნესის წარმოება და, სამომავლოდ, მისი გამართლება, იმთავითვე, სათუო საკითხია. ყველა სფეროში, უკვე, მაღალი კონკურენციის პირობებში, რთულია, ისეთი საქმე წამოიწყო, რაც სხვებისგან განგასხვავებს და ხალხის ნდობასა და ინტერესს დაიმსახურებს. “მწვანე ზებრა”, დღევანდელ საქართველოში, ქართული სალაშქრო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა. ის  ტურიზმის შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს: ლაშქრობა; ექსკურსია; ჩანჩქერინგი – ჩანჩქერებზე დაშვება სპეციალური[სრულად…]

აკაკი ასათიანმა კახა კუკავას სასარგებლოდ არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა

„ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა აკაკი ასათიანმა და „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვახტანგ გაბუნიამ განაცხადეს, რომ ისინი ხსნიან საკუთარ კანდიდატურას და არჩევნებში მხარს კახა კუკავას უჭერენ. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მათივე თქმით, არჩევნების შემდეგ ეროვნული, ტრადიციული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით დაგეგმილია კოალიციის შექმნა. რამდენიმე დღით წინ კუკავას მხარდაჭერა გამოუცხადა[სრულად…]

2018/10/22 პოლიტიკა

დედაქალაქში 2019 წლის ბოლოს მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტი განხორციელდება

დედაქალაქის მერია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, 2019 წლიდან სრულიად ახალი, დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს განვითარების პროექტს იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაახლოებით, რვა ახალი მეტროსადგური აშენდება. მიწისზედა მეტრო სამგორიდან ლილოს მიმართულებით იმოძრავებს. „ცენტრალური ხელისუფლების[სრულად…]

თბილისი რუსთავს მეტროთი დაუკავშირდება

თბილისი რუსთავს მეტროთი დაუკავშირდება

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპი “მწვანე პოლიტიკა – ეკონტრანსპორტი” წარადგინეს. პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ თბილისში ახალი მიწისზედა მეტროსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტით თავდაპირველად მეტროსადგური “სამგორი” ლილოს დაუკავშირდება. მეორე ეტაპზე კი თბილისი-რუსთავის მეტროთი დაკავშირება იგეგმება. 2019 წელს დაგეგმილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და საექსპერტო დასკვნის მიღების[სრულად…]

დედაქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომანქანა გადაადგილება

დედაქალაქის მერის განმარტებით, დედაქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომანქანა გადაადგილება, აქედან დაახლოებით 50% არის 20 წელზე მეტი ხნის ავტომობილები, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. მისივე თქმით, ყოველწლიურად ავტომობილების იმპორტი 6-7 პროცენტით იზრდება. „ეს ძალიან ცუდი რიცხვებია და იმ ნაბიჯებით, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას და დედაქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად[სრულად…]

კახა კალაძე-ელექტრომობილებს არ შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური

კახა კალაძე-ელექტრომობილებს არ შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური

თბილისის მერია დედაქალაქში ელექტრომობილების მოხმარების წახალისების ინიციატივით გამოდის. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. „ელექტრომობილებს არ შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური. მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გამოყოფილი იქნება სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები, რომლებზეც სხვა ავტომანქანებს დაყენების უფლება არ ექნებათ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი განახორციელებს ელექტროდამტენების მონტაჟს. იმ[სრულად…]

კვლევა: ლეონარდო და ვინჩის თვალის იშვიათი დაავადება ჰქონდა

კვლევა: ლეონარდო და ვინჩის თვალის იშვიათი დაავადება ჰქონდა

ჟურნალ JAMA Ophtalmology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ლეონარდო და ვინჩის იშვიათი ფორმის სიელმე, წყვეტილი ეზოტროპია ჰქონდა. “ნამუშევრებზე დაკვირვების შედეგად, შევნიშნე, რომ თვალების განლაგება მის ყველა ნახატში განსხვავებულია “- ამბობს კვლევის ავტორი ქრისტოფერ ტაილერი. ორი ქანდაკება, ორი ზეთის საღებავებით შესრულებული ნამუშევარი და ორი ნახატი – ტაილერმა, ოფთალმოლოგიური კუთხით, დეტალურად გამოიკვლია ლეონარდო[სრულად…]

2018/10/22 მსოფლიო
მამუკა ბახტაძე-შემდეგი ათი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით

მამუკა ბახტაძე-შემდეგი ათი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივის „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე – „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტი“  სიტყვით გამოვიდა.  “ორი თვის წინ ზუსტად ამ ადგილზე მე გავაკეთე პრეზენტაცია ჩვენი ხედვის შესახებ, რომელიც უკავშირდება მწვანე პოლიტიკას და მწვანე ეკონომიკას. სწორედ „მწვანე ეკონომიკა“ არის ჩვენი რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი. ეს ხედვა მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, როგორიც არის სოფლის[სრულად…]

საქართველოს საუკეთესო სომელიე გამოვლინდა

საქართველოს საუკეთესო სომელიე გამოვლინდა

ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018“ სომელიეთა კონკურსით დასრულდა. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ პირველად გაიმართა და მასში თამაზ თამაზაშვილმა გაიმარჯვა. კონკურსში მონაწილეობდა 10 სომელიე, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ოფიციალურად აქვთ მინიჭებული სომელიეს, ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში[სრულად…]

„ახალგაზრდა ხელოვანი“ – კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტი – „ახალგაზრდა ხელოვანი“ – კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა. კონკურსის მიზანია მოზარდების ხელით შეიქმნას წიგნი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე, აღმოაჩინოს ნიჭიერი პროზაიკოსები და მხატვრები. მონაწილეებს  სიტყვით მიმართეს პროექტის კონსულტანტებმა – პოეტმა პაატა შამუგიამ, მწერალმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა ლექსო[სრულად…]

2018/10/22 კულტურა

აქტიური რეზერვის საპილოტე პროექტი აჭარისა და გურიის რეგიონებშიც ამოქმედდა

რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ამჯერად ბათუმში დადეს. ბათუმში ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყება ფიცის მიღების ცერემონიალით აღინიშნა. რეზერვისტებს სამხედრო ფიცის მიღება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცეს. დღეიდან რეზერვისტები შეიარაღებულ ძალებში 5 წლის განმავლობაში[სრულად…]

თბილისში იაპონური კულტურის ღონისძიებების ციკლი ჩატარდება

იაპონიის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმების ორგანიზებით, 23-25 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდება კულტურული ღონისძიებების ციკლი, სახელწოდებით –  „ტოკუგავა და სხვა ოსტატები“.  ციკლი მოიცავს იაპონური კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების საჯარო ლექციებს. 22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება აღნიშნული ღონისძიებების ციკლის გახსნის ცერემონია. (მედიის წარმომადგენლების[სრულად…]

2018/10/22 კულტურა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა

ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა. ბაჰამის კუნძულებზე ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემპიონები გახდნენ ლაშა ბექაური (-90კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ). ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ჯაბა პაპინაშვილმა (-60კგ), ლუკა მაისურაძემ (-81კგ) და ონისე სანებლიძემ (-100კგ). Please follow and like us:

2018/10/22 სპორტი