Archive for ოქტომბერი 24th, 2018

მარიამ ჯაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითად თემას საქართველოს ხელისუფლების მიერ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა წარმოადგენდა. შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურისა და საკადრო რესურსის განვითარებაზე, საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფაზე როგორც სკოლამდელი ასაკის ასევე, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე,[სრულად…]

ბოტანიკურ ბაღში ჩაის ცერემონია და იაპონური კალიგრაფიის ჩვენება გაიმართა

საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ჩაის ცერემონიას და იაპონური კალიგრაფიის ჩვენებას უმასპინძლა. ბოტანიკურ ბაღში ჩაის ცერემონიის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა. სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოში სახელგანთქმული იაპონელი ოსტატები ჩამოდიან, რომლებიც ბაღის სტუმრებს თავიანთ ხელოვნებას აცნობენ.  წელს ჩაის ცერემონია და იაპონური კალიგრაფიის ნიმუშები იაპონიიდან საგანგებოდ მოწვეულმა ოსტატებმა ნაოლო მაცუდაირამ და ლუკას აკემმა წარმოადგინეს.[სრულად…]

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და მალაიზიის ეროვნულ სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და მალაიზიის ეროვნულ სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და მალაიზიის ეროვნულ სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალური ცერემონია მალაიზიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი შარვაშიძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს დელეგაციას მალაიზიის ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ტან სრი[სრულად…]

ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, რუდოლფ მიხალკას შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე – „ნაბიჯი მომავლისკენ“. საუბარი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატსა და მის[სრულად…]

2018/10/24 პოლიტიკა
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, ფულის გათეთრების საქმეების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე, პროკურორებმა და გამომძიებლებმა ერთობლივი ტრენინგი გაიარეს. ერთობლივი სწავლების მიზანი უწყებებს შორის კოორდინაციის ზრდის ხელშეწყობა, საერთო პრაქტიკის დანერგვა და წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო. სასწავლო[სრულად…]

„მომხმარებლებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა,სესხი აიღონ და საკუთარი კეთილდღეობა უზრუნველყონ“- ექსპერტი დავით კიკვიძე

ბოლო დროს, ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებული არაერთი რეგულაციის კვალდაკვალ, პირველი ნოემბრიდან სესხის გაცემის შესაძლებლობები და შესაბამისი გარემოებები იცვლება. უფრო კონკრეტულად კი – იზღუდება ისინი. რა შედეგების მომტანი იქნება ეს პროცესები მსესხებლებისა და, ზოგადად, ქვეყნისთვის? ხსენებულ საკითხებზე „თბილისის თაიმსის“ შეკითხვებს საბანკო პროდუქტების ექსპერტი, დავით კიკვიძე პასუხობს: ვისთვის იზღუდება სესხის აღების შესაძლებლობები[სრულად…]

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 24 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.  2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, წლის განმავლობაში მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდება. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 2.7 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის ბოლომდე და საშუალოვადიან[სრულად…]

ქართული ღვინის დეგუსტაცია კრაკოვში გაიმართება

ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, კულინარიის ფესტივალზე „Nაჯედზენი Fესტ“ გაიმართა. ფესტივალი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კრაკოვში და იქ მოწყობილ ქართულ კუთხეში ყველა ის ღვინო იყო წარმოდგენილი, რომლის იმპორტიც საქართველოდან პოლონეთში ხორციელდება. ამჟამად საქართველოდან პოლონეთში ღვინის ექსპორტს 40-ზე მეტი კომპანია ახორციელებს. ფესტივალზე ქართული ღვინის წარდგენა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Mალინოვა“-ს[სრულად…]

„საქართველოში ახალგაზრდა დიზაინერებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ მარტივად მოიპოვონ სახელი,“ – თათუკა მაჭავარიანი

„საქართველოში ახალგაზრდა დიზაინერებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ მარტივად მოიპოვონ სახელი,“ – თათუკა მაჭავარიანი

„ხელოვნება გამოყენებითია და მისგან იქმნება მოდაც. ერთი სიტყვით, ის ჩემთვის უსაზღვროა.“ – ეს სიტყვები ჩემს რესპონდენტს, თათუკა მაჭავარიანს ეკუთვნის. თათუკა დამწყები დიზაინერია. მან თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონზე 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. სხვადასხვა სტილის კომბინაცია, ტანისამოსზე დაბეჭდილი სახეები… მისი კოლექციის მთავარი თემა „ემოცია“ იყო. ამბობს, რომ მოდა რომ არ[სრულად…]

2018/10/24 პერსონა

ბიძინა ივანიშვილი: დღეს ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტური მთავრობა

დღეს ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტური მთავრობა. გვყავს ძალიან ინოვაციური და კარგი პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. შეკითხვა შეეხებოდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს და იმას, თუ როგორი შეიძლება იყოს უახლოეს მომავალში ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობა. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკაში მობრუნება ერთგვარად არღვევს მის პროგნოზს,[სრულად…]

2018/10/24 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო სწავლებას გადიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო სწავლებას გადიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ ერთკვირიან საერთაშორისო სწავლებაში – „ტრანსსასაზღვრო რეგიონული და ოპერაციული წვრთნა საკონტროლო მიწოდებაში“ (“ჩროსს-ბორდერ ღეგიონალ ანდ Oპერატიონალ Eხერცისე ოფ ჩონტროლლედ Dელივერყ”). სწავლება საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ევროკავშირის აქტის (EU Aჩთ) მხარდაჭერით ტარდება. სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნების სამართალდამცველების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით და ეფექტიანი გამოძიების[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ს: ტელევიზია არის დახურული, მათ ჰყავთ მაყურებელი მძევლად აყვანილი და ვერ ხერხდება აზრის მოსმენა

ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ს: ტელევიზია არის დახურული, მათ ჰყავთ მაყურებელი მძევლად აყვანილი და ვერ ხერხდება აზრის მოსმენა

„თქვენ ძალიან ბევრს ცრუობთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის რამდენიმე წევრის სახლი გამოიტანეთ, აჩვენებთ ტელემაყურებელს, სოციალურ ქსელებში იყო ამაზე დიდი რეაქცია. უამრავი გადაცდომა გქონდათ, რაც უკვე გამომჟღავნდა, რომ სხვის ნაკვეთებს მიაწერდით, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრს, ასევე მიაწერდით სხვა შემთხვევაშიც. არც ერთი მათგანი არ მოგიწვევიათ პასუხის გასაცემად, ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ გააკეთეთ გადაცემა,[სრულად…]

საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე წლის 15-17 დეკემბერს საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული, წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავისა და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებას მთელ მსოფლიოში. კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.[სრულად…]

დავით ზალკალიანი ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან საულიუს სკვრნელისთან. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოს გამორჩეული და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, რაც აისახება როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგზე, ასევე ხალხთაშორის კავშირებზე. განსაკუთრებით აღინიშა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე[სრულად…]

2018/10/24 პოლიტიკა
თამარ ჟვანიამ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შუალედური ანგარიში წარუდგინა

თამარ ჟვანიამ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შუალედური ანგარიში წარუდგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს. ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის,[სრულად…]

სამეფო საგანძური საქართველოში ბრუნდება

თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობისა და ღირებულების სამეფო საგანძური დღემდე არ დაბრუნებულა. თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია. პორტრეტის  საქართველოში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის დახმარებით  მოხდა. ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა პორტრეტის შესასყიდად 1Stdibs  გალერეასთან დაიწყეს მოლაპარაკება. ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია დაუკავშირდა ფონდ[სრულად…]

2018/10/24 კულტურა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოქალაქე, რომელიც ფორდ ტრანზიტს მართავდა, ავტომანქანის გაჩერებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას არ დაემორჩილა.  ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მასზე განხორციელებული დევნის შედეგად, ავტომანქანის ძარაზე 3 მეტრ კუბამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქანი აღმოჩნდა. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი[სრულად…]

ივანიშვილი – ქვეყანაში სიღარიბის მატება გამოიწვია რიგ ფაქტორებზე ხელისუფლების რეაქციის დაგვიანებამ

კითხვა, რომ მხოლოდ მე ვწყვეტ ყველაფერს და დღევანდელ პრემიერსაც შემიძლია მივუთითო, ძალიან უხეშად არის დასმული. არ ვიმსახურებთ არც დღევანდელი პრემიერი და არც მე ჩემი ქცევებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. კერძოდ, კითხვა შეეხებოდა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ კვლევას, რომელიც ქვეყანაში სიღარიბის[სრულად…]

ივანიშვილი კანაფის წარმოებაზე :ძალიან დიდი ხიბლია იმაში, რომ შესაძლოა დამატებით 1 -2 მილიარდი დოლარის ექსპორტიც მოვახერხოთ

„ვნახეთ ჩვენ საზოგადოების რეაქცია, მათ შორის საპატრიარქოსი, მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ ეს კანონნპროქტი“, – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა კანაფის წარმოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. „შფოთვა, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ [მასზე], ადეკვატური იყო რეაქცია გუნდის მხრიდან, კანონპროექტი არის შეჩერებული, გაგრძელდება მასზე მსჯელობა, მათ შორის საპატრიარქოსთან. თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილი – „მე დღეს ვარ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  თავმჯდომარე, ეს არის თანამდებობა და არაფორმალურობაზე საუბარი უხერხულია

ბიძინა ივანიშვილი – „მე დღეს ვარ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ეს არის თანამდებობა და არაფორმალურობაზე საუბარი უხერხულია

„მე დღეს ვარ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ეს არის თანამდებობა და როცა არაფორმალურობაზე საუბრობთ ალბათ ცოტა უხერხულია“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ტვ პირველის“, „რუსთავი-2“-ის და „იმედისთვის“მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, პარტია არის ძირითადი, რომელსაც ხელისუფლებაში, პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში, თითქმის ყველა რეგიონში[სრულად…]