Archive for ოქტომბერი 26th, 2018

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი OPCAT–ის ქვეკომიტეტის წევრად აირჩიეს

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი OPCAT–ის ქვეკომიტეტის წევრად აირჩიეს

2018 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის წევრად (SPT) 2019-2022 წლების ვადით აირჩიეს. შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ OPCAT–ის წევრი ქვეყნების მე-7 შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატმა 55 ხმით გაიმარჯვა. ქვეკომიტეტში 13 ვაკანტურ[სრულად…]

მამუკა ბახტაძემ ჯონ ბოლტონს უმასპინძლა

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, რეგიონში არსებული გამოწვევები და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა პირისპირ შეხვედრისას, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკას და აღნიშნა,[სრულად…]

2018/10/26 პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის რეგიონულ წარმომადგენელს, გაეროს მუდმივი კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელს იოჰანეს ვან დერ კლაუვს შეხვდა. მხარეებმა საარჩევნო გარემო მიმოიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არსებულ გამოწვევებს. იოჰანეს ვან დერ კლაუვის შეფასებით, დამკვირვებელთა ანგარიშების მიხედვით, საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში[სრულად…]

2018/10/26 პოლიტიკა
4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული, უზბეკეთის მოქალაქე ს.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 13 ივნისს, ს.მ.-მ, ქ.ბათუმში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მისთვის მიბარებულ, 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებით, მოკვლის განზრახვით,[სრულად…]

ზოგჯერ საუკეთესო ისტორიები, არასწორი გადაწყვტილებებით იწყება!

ზოგჯერ საუკეთესო ისტორიები, არასწორი გადაწყვტილებებით იწყება! 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე ფაბრიკას საკონფერენციო სივრცეში სტრატს აიღებს რიგით მეექვსე  Fuckup Nights Tbilisi, როგორც ყოველთვის საინტერესო სპიკერებით და კიდევ უფრო საინტერესო მარცხის ისტორიებით. მეექვსე ღონისძიება განსხვავებულია, რადგან fintech.ge – ის მხარდაჭერით, ოთხივე გამომსვლელი ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს წარმოადგენს და მარცხის ისტორიებიც სწორედ ამ მიმართულებას[სრულად…]

ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორ თვეში, უკანონო ნადირობის 357 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 357 ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 ოქტომბრამდე, ამოღებულია 290 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. “მანოკი”, რომლითაც მოქალაქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა. ხმოვანი[სრულად…]

შსს-მ გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული პირი  დააკავა

შსს-მ გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა გორში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით[სრულად…]

28 ოქტომბერს, თბილისში, ჩატარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა

გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები. გამოფენაში მონაწილეობას იღებს ყველა ის ძირითადი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია (ამერიკული საბჭოები, ბრიტანეთის საბჭო, ფრანგული ინსტიტუტი, EშN, AIEშEჩ, DAAD და სხვა.),[სრულად…]

თბილისის ზოოპარკის სპილოს მთელი მსოფლიო გაიცნობს

თბილისის ზოოპარკის სპილოს მთელი მსოფლიო გაიცნობს

“BBC, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების შემქმნელი, თბილისის ზოოპარკის სპილოს მთელ მსოფლიოს გააცნობს”-ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.  “გრანდი ხომ გახსოვთ? ჩვენი სპილო, 4 წლის წინ ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია რომ გადაიტანა? მთელი ქვეყანა რომ გულშემატკივრობდა და ბავშვები დასაძინებლად არ წვებოდნენ, მისი წამოდგომის მოლოდინში. პირველი ოპერაციის შედეგად გრანდს მხოლოდ[სრულად…]

სოფიო ქაცარავა: „საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა და ეს თანამშრომლობა ეფექტური და თანმიმდევრულია“

სოფიო ქაცარავა ევროკომისიის ევროპის სამეზობლოს და  გაფართოების  პოლიტიკის დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა, სადაც  ევროკავშირის პრიორიტეტებზე და საქართველოსთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. „საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა და ეფექტურად თანამშრომლობს სხვადასხვა ინსტრუმენტების მეშვეობით“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, შეხვედრისას შიდა რეფორმებზე და დემოკრატიის კონსოლიდაციაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ხელისუფლებისა და[სრულად…]

2018/10/26 პოლიტიკა

„საქართველოს ბანკების ასოციაციის“ ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე „საქართველოს ბანკების ასოციაციის“ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს შეხვდა. ალექსანდრე ძნელაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს  საქართველოს ბანკების ასოციაციის სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საფინანსო სექტორში, კონკრეტულად კი საბანკო სისტემაში  დაგროვილ პრობლემურ საკითხებს შეეხებოდა. „განვიხილეთ ის აქტუალური საკითხები და გამოწვევები, რომლის წინაშეა დღეს საქართველოს საბანკო სექტორი.[სრულად…]

სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს შეხვდა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNIჩEF) ახალმა წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა პირველი შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართა. როგორც სოფიო კილაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს, მათ შორის სოციალური მუშაობის შესახებ კანონზე და ბავშვის კოდექსზე, რომელიც დამუშავების ბოლო ფაზაშია. დეპუტატის თქმით,[სრულად…]