Archive for ოქტომბერი 28th, 2018

ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების პირველად მონაცემებს 02:00 საათისთვის გამოაცხადებს

ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების პირველად მონაცემებს 02:00 საათისთვის გამოაცხადებს

ცეკოს პრესსპიკერის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი ოფიციალური მონაცემები ღამის 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადეს. ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. “მას შემდეგ, რაც უბანზე შემაჯამებელი ოქმი შედგება, მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ისინი შესაბამის პროგრამაში ატვირთავენ, ხოლო ოქმები შემდგეგ დაუყოვნებლივ განთავსდება ცესკოს სპეციალურ[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობა 46,74% იყო

საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობა 46,74% იყო

ცესკოში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ გააკეთეს განცხადება. ცეკოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში – 64.74% ყველაზე დაბალი აქტივობა მარნეულში – 36,47%. რაც შეეხება თბილისს, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო 45,4%. ცეკსოს ცნობით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები

საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 დასრულდა. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დაკვეთით, “ფსიქოპროექტის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო – 52.3% მეორე ადგილზე – გრიგოლ ვაშაძე 28.1% მესამე ადგილზე – დავით ბაქრაძე 9.2% მეოთხე ადგილი – ზურაბ ჯაფარიძე 3.3% “ქართული ოცნების” ცნობით, მათი ეგზიტპოლის[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა
ცესკოში ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს ითვლიან

ცესკოში ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს ითვლიან

ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ავღანეთში ჩატარებულ კენჭისყრის შედეგებს ითვლიან. ცესკოს ინფორმაციით, იმ სამხედროებისთვის, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, ორი საარჩევნო უბანი – მაზარი შარიფისა და ბაგრამის უბნები იყო გახსნილი. ხმის მიცემის პროცედურა ამ უბნებზე 25 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, ავღანეთში, ორივე სამხედრო ბაზაზე სულ რეგისტრირებული იყო 875 ამომრჩეველი. რამდენმა მათგანმა დააფიქსირა[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა

დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა

ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე არჩევნებში დამარცხებას აღიარებს და თავის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ბაქრაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. „ჯერჯერობით არ ვიცით არჩევნების საბოლოო შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ. პირველი გახლავთ ის, რომ „ევროპული საქართველო“ და მე პირადად ვიბრძოდით გამარჯვებისთვის,[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა
ვაშაძე – 40%, ზურაბიშვილი 40% – “ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლის პირველადი შედეგები

ვაშაძე – 40%, ზურაბიშვილი 40% – “ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლის პირველადი შედეგები

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ „ედისონ რისერჩისთვის“ შეკვეთილი ეგზიტპლების შედეგების მიხედვით, 16:00 საათისთვის მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა: ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ხმების 40% გაერთიანებული ოპოზიცია -„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 40% „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ – 10%. Please follow and like us:

2018/10/28 პოლიტიკა
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – მონიტორების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – მონიტორების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ხშირად საარჩევნო კომისიების მუშაობაში არის ისეთი დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც კომისია დამკვირვებელთა შენიშვნების შემდგომ ასწორებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ორგანიზაციის მონიტორების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. „თუმცა, სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემად კვლავ რჩება საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია. მათი[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა

საქართველოს მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. არსებული ინფორმაციით, ცესკო არჩევნების წინასწარ შედეგებს რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს. კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. 2018 წლის არჩევნებში 3 518 877 ამომრჩეველი იყო რეგისტირებული. 17:00 საათის მონაცემებით, მათგან არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 38,16 %-ს შეადგენდა.[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა
ცესკო: 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 38,16%-ია

ცესკო: 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 38,16%-ია

17:00 საათის მონაცემებით, არჩევანი ამომრჩეველთა 38,16%-მა (1 337 284) გააკეთა. 15:00 საათისთვის ეს მონაცემები 30,98% იყო. „ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში – 53.6%, ხოლო ყველაზე დაბალი – მარნეულში -28.7%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 36.2%-ს. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013  წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს,  აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა
ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30.98 %,(1 085 730 ამომრჩეველი). ანა მიქელძის თქმით, შედარებისთვის, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებზე აქტივობამ 15:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 32.1%. რაც შეეხება ინფორმაციას პროცედურული ხარვეზების შესახებ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდში, ინგირის[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა
ცესკოს განცხადება მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ედისონ რისერჩის“ კვლევის თაობაზე

ცესკოს განცხადება მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ედისონ რისერჩის“ კვლევის თაობაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის თაობაზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: „გვინდა გაცნობოთ ინფორმაცია მედიით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლს: „ედისონ რისერჩმა“, როგორც 2017 წელს ისე 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ცესკოს აცნობა ეგზიტპოლის ჩატარების შესახებ და მიმართა თხოვნით ყველა საოლქო[სრულად…]

გრანდისა და მალკას სიყვარულის ისტორია

გრანდისა და მალკას სიყვარულის ისტორია

“გრანდის ჩამოყვანამდე ზოოპარკში ორი სპილო გვყავდა. მალკა და მისი ნაშიერი, ბუნკა. მალკა ადრე დაქვრივდა, მაგრამ უბედურებამ წელში არ გატეხა და ვაჟკაცურად გაართვა თავი ოჯახურ საქმეებს. არც კერია გააცია და ბიჭიც სანიმუშოდ გაზარდა. სპილოების გასამრავლებლად ზოოპარკებში ხშირად მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას. მალკას პირველი ვაჟის გასაჩენად წახმარება არ დასჭირვებია. ჯანმრთელი და ნაყოფიერი მდედრია.[სრულად…]

პატრიარქი საპრეზიდენტო კანდიდატებზე – უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს

პატრიარქი საპრეზიდენტო კანდიდატებზე – უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს. პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც, – ასე გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო მოვლენებს და საპრეზიდენტო კანდიდატების უხეშად მოხსენების ფაქტებს. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგია დასრულდა. უწმინდესმა მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველო ირჩევს[სრულად…]

შსს-მ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ორი ადამიანი დააკავა

შსს-მ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ორი ადამიანი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, მარნეულის საარჩევნო ოლქში მომხდარი ინციდენტის შესახებ 112-ში შევიდა შეტყობინება მარნეულის რ-ნის სოფ. იმირიდან 59-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ცემასთან დაკავშირებით. ამის შესახებ 1tv.ge წერს. პოლიციამ დაადგინა, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ფ.კ.-ს და პარტია „ქართული ოცნების“ წევრს ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. როგორც შსს-ში აცხადებენ,[სრულად…]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, თბილისის დროით 13:03 საათზე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. Please follow and like us:

12:00 სთ-ის მდგომარეობით  ამომრჩეველთა აქტივობამ 15.95% შეადგინა

12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 15.95% შეადგინა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის  ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 15.95%, (558 755  ამომრჩეველი). „აღნიშნულ მონაცემს თუ შევადარებთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების 12:00 საათიან მონაცემს,[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა

პენიტენციურ დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ  დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე  გაიხსნა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” 50-მდე დარღვევა დააფიქსირა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” 50-მდე დარღვევა დააფიქსირა

ჩვენი დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა. ჩვენ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 4 საჩივარი. თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა
10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ  6.15% შეადგინა

10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 6.15% შეადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. 10:00 საათის მდგომარეობით[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა

10:00 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას. ჩვენი ამოცანაა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მშვიდი გარემოს შენარჩუნება, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. 10:00 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ქონია. როგორც[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი – მე ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი

მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მან ხმა მისცა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობით ამაყი იქნება. „მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი; არ შეეშინდება იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა
პატრიარქმა საკუთარი არჩევანი  დააფიქსირა

პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა. პატრიარქმა საარჩევნო უბანზე მყოფებიც დალოცა. უწმინდესმა საკუთარი არჩევანი კრწანისის საარჩევნო ოლქის მესამე საარჩევნო უბანზე გააკეთა. არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. 2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა
ცესკო – ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

ცესკო – ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

დღეს ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი,” – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ცესკო ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ასევე, ანა მიქელაძის თქმით, პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი,[სრულად…]

2018/10/28 პოლიტიკა

ფონდმა ქართუმ რაგბის კავშირს 3 ახალი ბაზა გადასცა

საქართველოს რაგბის კავშირმა საქველმოქმედო ფონდისგან „ქართუ“ მფლობელობაში კიდევ სამი, თანამედროვე სტანდარტების ახალი კომპლექსი მიიღო. ქართულ სარაგბო ინფრასტრუქტურას შეემატა ორი ახალი ბაზა თბილისში, ერთი კი თელავში. ინფრასტრუქტურის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ დღეს ხელი ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე ახალ ბაზაზე მოაწერეს[სრულად…]

2018/10/28 სპორტი
გიორგი გახარია: „თითოეული პოლიციელი მზად არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი არჩევანი გააკეთონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში“

გიორგი გახარია: „თითოეული პოლიციელი მზად არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი არჩევანი გააკეთონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში“

ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპრეზიდენტო არჩევნებში თბილისში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „მე პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. თითოეული[სრულად…]