Archive for ოქტომბერი 29th, 2018

ეკვადორში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

ქ. კიტოში, საქართველოსა და ეკვადორს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეკვადორში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში), ირაკლი ყურაშვილმა და ეკვადორში საქართველოს საპატიო კონსულმა, მანუელ კაკაბაძე ნავარომ. საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და[სრულად…]

2018/10/29 პოლიტიკა
1-2 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს

1-2 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს

1-2 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს. რიგით მე-12 კონფერენცია ჩატარდება ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“. ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ქართველი და[სრულად…]

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაცია-კონკურსი „საქართველო – ღვინის სამშობლო“

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაცია-კონკურსი „საქართველო – ღვინის სამშობლო“

2018 წლის 7-8 ნოემბერს, პირველად საქართველოში, „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (OIV) უმაღლესი პატრონაჟით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი “საქართველო – ღვინის სამშობლო” გაიმართება. კონკურსის ჟიურის წევრებად მოწვეულნი არიან მეღვინეობის მოწინავე ქვეყნების 20 ავტორიტეტული დეგუსტატორი, მათ შორის, „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პრეზიდენტი ჟან-მარი ორანი (ჟეან-Mარიე[სრულად…]

“ძლიერთა თამაშებიდან” ქართველი სამხედროები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ

„ძლიერთა თამაშები 2018“-ში ქართველმა სამხედროებმა პირველი ადგილი უკვე მეორედ მოიპოვეს. ქართველ ჯარისკაცებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად დახვდნენ. ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში მოპოვებული გამარჯვება პირადად მიულოცა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილის მფლობელ მებრძოლებს ფულადი ჯილდოც გადაეცემათ. ქართველმა[სრულად…]

2018/10/29 სპორტი
ერთადერთი „ჭაჭის კუთხე“ საქართველოში

ერთადერთი „ჭაჭის კუთხე“ საქართველოში

იდეა მაშინ არის მეტად ეფექტური, თუ ის ეროვნული დატვირთვის მატარებელია. 21-ე საუკუნეში, უმაღლესი კონკურენციის პირობებში, რთულია, შექმნა ისეთი, რაც სხვა ბევრისგან გამოგარჩევს და წარმატებას მოგიტანს. “Chacha Corner-ი” არსებობის მხოლოდ ერთ წელს ითვლის. მის წარმატებაზე „თბილისი თაიმსს“ ვატო ბოცვაძე ესაუბრა: უპირველეს ყოვლისა, ფაქტობრივი ინფორმაცია მოგვაწოდეთ თქვენი მაღაზიის შესახებ. ჩვენი ბიზნესი არის[სრულად…]

სანდრო გირგვლიანის საქმეზე და ძალადობრივი დანაშაულების ფაქტებზე დავით ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სანდრო გირგვლიანის საქმეზე და ძალადობრივი დანაშაულების ფაქტებზე დავით ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის  მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის, ლ.ბ.-ს, ვ.ა.-ს და კ.დ.-ს მიმართ განხორციელებული  ძალადობრივი დანაშაულების  ფაქტებზე და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი სიყალბისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი[სრულად…]

პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაცია Facebook-ში – “სამართლიანი არჩევნების” ანგარიში

პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაცია Facebook-ში – “სამართლიანი არჩევნების” ანგარიში

26 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, ქართულ „ფეისბუქ“ სივრცეში მოქმედებენ ანონიმური გვერდები, რომელთა მიზანს კანდიდატების, პოლიტიკური პარტიების, ლიდერების, პოლიტიკურად აქტიური პირების ან ზოგადად, მიმდინარე და აქტუალური პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია წარმოადგენს. „აღნიშნულ გვერდებს[სრულად…]

2018/10/29 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით გააცნო. „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისთვის და საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და ხელი შეუწყვეს ამ პროცესის გამჭვირვალედ, პროფესიულ დონეზე წარმართვას“,[სრულად…]

2018/10/29 პოლიტიკა
ღირსებისშემლახავი პირობები ბენეფიციარებისთვის- ომბუდსმენი ხონის ფსიქიატრიულზე შემაშფოთებელ დასკვნას ავრცელებს

ღირსებისშემლახავი პირობები ბენეფიციარებისთვის- ომბუდსმენი ხონის ფსიქიატრიულზე შემაშფოთებელ დასკვნას ავრცელებს

„ ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ-ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები „- ეს არის ამონარიდი სახალხო დამცველის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადებიდან, რომელიც მან ხონის ფსიქიატირული დაწესებულების მონახულების შემდეგ გააკეთა. გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ასევე ბენეფიციარების მიმართ არასწორ მიდგომასა და ჰოსპიტალიზაციის უარყოფით[სრულად…]

ეროვნული ბანკი-ფორექს პლატფორმაზე ვაჭრობა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული

ეროვნული ბანკი-ფორექს პლატფორმაზე ვაჭრობა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 11 აპრილიდან სავაჭრო პლატფორმის საშუალებით (ე.წ. ფორექს საქმიანობა) მაღალი რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით (ბინარული ოფციონები და კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე) ვაჭრობის ორგანიზება დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებას და მისი წარმოების უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს. ეროვნული ბანკი[სრულად…]

კახა კალაძე-„ქართული ოცნება“ არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება!

კახა კალაძე-„ქართული ოცნება“ არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება!

პირველ რიგში, მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, ამომრჩეველს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მივიდა არჩევნებზე. ასევე, მადლობა დამკვირვებლებს, უცხოელ პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს,  სამართალდამცავებს, საარჩევნო ადმინისტრაციას და მედიას. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, რომელსაც ოპოზიციის უპრეცენდენტოდ ნეგატიური კამპანიის მიუხედავად, ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს მისცა[სრულად…]

2018/10/29 პოლიტიკა

მტკვარში ავტომანქანა გადავარდა

მტკვარში ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, როგორც ცნობილია,  მსუბუქ ავტომანქანას 21 წლის ბიჭი მართავდა. მძღოლი მაშველებმა მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. იგი დაშავებული არ არის და სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ორი სამაშველო ჯგუფი იმყოფება.[სრულად…]

“სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელურად დათვლის შედეგები

“სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელურად დათვლის შედეგები

“სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის ასეთ შედეგებს აქვეყნებს: გრიგოლ ვაშაძე – 38.5%; სალომე ზურაბიშვილი – 37.6%; დავით ბაქრაძე – 11.0%; შალვა ნათელაშვილი – 3.8%; დავით უსუფაშვილი – 2.3%; ზურაბ ჯაფარიძე – 2.2%; კახა კუკავა – 1.3%. ყველა სხვა კანდიდატის შედეგი 1%-ზე ნაკლებია. „გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 37.5%-სა და 39.5%-ს შორის, ხოლო სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმების[სრულად…]

2018/10/29 პოლიტიკა
ცესკო:ხმების 99 %-ის დათვლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 38,66 %, გრიგოლ ვაშაძეს კი – 37,7 % აქვს

ცესკო:ხმების 99 %-ის დათვლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 38,66 %, გრიგოლ ვაშაძეს კი – 37,7 % აქვს

ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 3689 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,66 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,7 % მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 614 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 599 662-მა. Please follow and like us:

2018/10/29 პოლიტიკა
არჩევნების მეორე ტური ორი კვირის ვადაში ჩატარდება

არჩევნების მეორე ტური ორი კვირის ვადაში ჩატარდება

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. ამის შესახებ მან ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა. „საკანონმდებლო თვალსაზრისით, როდესაც საუბარია მეორე ტურზე, ამას აქვს თავისი ვადები. მაქსიმალური 20-დღიანი ვადაა შეჯამებისთვის და შემდგომში, შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში კვირა დღეს ტარდება მეორე ტური“,- განაცხადა ცენტრალური[სრულად…]

2018/10/29 პოლიტიკა

ცესკოს მიერ ხმების 88 %-ის დათვლის შედეგად, სალომე ზურაბიშვილს მხარს ამომრჩევლის 38,62 %, გრიგოლ ვაშაძეს კი – 37,65 % უჭერს

ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 3261 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,62 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,65 % მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 540 887-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 527 296-მა. ქვეყნის მასშტაბით სულ 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 3261 უბნის[სრულად…]

2018/10/29 პოლიტიკა