Archive for ოქტომბერი 31st, 2018

მიწისზედა მეტროთი ყოველდღიურად 150 000 მგზავრი ისარგებლებს

მიწისზედა მეტროთი ყოველდღიურად 150 000 მგზავრი ისარგებლებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიწისზედა მეტროს განვითარებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, ტენდერი ნოემბრის ბოლოსთვის გამოცხადდება. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, მიწისზედა მეტროთი ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 000 მგზავრი ისარგებლებს. „გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრთან ერთად, წარმოგიდგინეთ ახალი მიწისზედა მეტროს პროექტი, რომელიც სამგორიდან ლილოს[სრულად…]

ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციები გამკაცრდება

ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციები გამკაცრდება

თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ჰაერის მტვრით დაბინძურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გამოსასწორებლად, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, მხარდასაჭერად პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. „ძალიან ბევრს ვსაუბროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა ნაბიჯები[სრულად…]

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პირველი თეატრალური ფესტივალი იწყება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პირველი თეატრალური ფესტივალი იწყება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, 1-დან 5 ნოემბრის  ჩათვლით, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური კოლექტივების საერთაშორისო  ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობების წარმოჩენას, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური სტუდიების საერთაშორისო თანამშრომლობას, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას, მოზარდთა შემოქმედების ერთმანეთისთვის გაცნობას და  გამოცდილების გაზიარებას. ეროვნული სასახლის საერთაშორისო თეატრალური  ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი იხილავს  როგორც ქართულ,[სრულად…]

2018/10/31 კულტურა
თბილისის მერია სოციალურ კამპანიას „გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს

თბილისის მერია სოციალურ კამპანიას „გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს

თბილისის მერია სოციალურ კამპანიას – „გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს, რომლის მიზანი ცნობიერების ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებაა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კამპანიის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდება და მათში მოქალქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია. „ხშირია განახლებული სკვერების, მოწესრიგებული ქუჩების მიზანმიმართული დაზიანების შემთხვევები. ბევრი ასეთი[სრულად…]

სოფო კილაძე – საოკუპაციო რეჟიმი ბავშვებს აზიზღებს ყველაფერ ქართულს, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების სრული რუსიფიკაცია და მილიტარიზაცია

სოფო კილაძე – საოკუპაციო რეჟიმი ბავშვებს აზიზღებს ყველაფერ ქართულს, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების სრული რუსიფიკაცია და მილიტარიზაცია

„დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სათუთს, მოსაფრთხილებელს, ბავშვებს უკავშირდება. სამწუხაროდ, ამას სხვაგვარად ხედავს საოკუპაციო რეჟიმი. იქ ბავშვთა უფლებების დარღვევის ისეთი შემთხვევები ხდება, რაც ვერავის დატოვებს გულგრილს. საოკუპაციო რეჟიმი ბავშვებს აზიზღებს ყველაფერ ქართულს, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების სრული რუსიფიკაცია და მილიტარიზაცია. ქალბატონმა ქეთი ციხელაშვილმა მოგვაწოდა შემაშფოთებელი ფაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა[სრულად…]

2018/10/31 პოლიტიკა
ქართული ღვინის წარდგენა ლონდონში

ქართული ღვინის წარდგენა ლონდონში

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ღვინის ინდუსტრიისა და მედიის  წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Swirl Wine Group“-ის ორგანიზებით მოეწყო და მასზე  კლასიკური და  ტრადიციული ქართული მეთოდებით დამზადებული სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი. დეგუსტაციას უძღვებოდა „Swirl Wine Group“-ის ხელმძღვანელი, ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott).[სრულად…]

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შსს წინააღმდეგ

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შსს წინააღმდეგ

2018 წლის 31 ოქტომბერს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია მოსარჩელეების ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა  მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ იმ გადაწყვეტილების (ქმედების) ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მოსარჩელეებს შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა[სრულად…]

ცნობილია, რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს ოსკარისა და ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის

ცნობილია, რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს ოსკარისა და ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თუ რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს ოსკარისა და ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის. სპეციალურმა კომისიამ წელს არჩევანი ზაზა ხალვაშის ფილმზე „ნამე” გააკეთა. რამდენიმე დღეში ქართული მხარე საქართველოს კანდიდატ ფილმს უცხოელ კოლეგებს წარუდგენს. ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში „ნამეს” პირველი ოფიციალური ჩვენება ლოს ანჯელესში[სრულად…]

2018/10/31 კულტურა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს – ვინჩენცო კოპოლას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი მანანა ბაღაშვილი და მისი მოადგილე ირაკლი ანთაძე. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და იმსჯელეს უსაფრთხოების სფეროში[სრულად…]

2018/10/31 პოლიტიკა
29 მოქალაქის მიმართ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

29 მოქალაქის მიმართ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენაში ბრალდებული ლ.ნ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოქალაქეების მოტყუებით, თაღლითურად თანხისა და სხვადასხვა ნივთების დაუფლების მიზნით ლ.ნ.-მ დააფუძნა არასამეწარმეო ფონდი – ,,ზრუნვა“. ლ.ნ. მოქალაქეებს უხსნიდა რომ თითქოსდა აღნიშნული ორგანიზაცია უცხოური დონორებისგან ფინანსდებოდა,[სრულად…]

სალომე ზურაბიშვილი – მზად ვარ მეორე ტურში  ბრძოლისთვის

სალომე ზურაბიშვილი – მზად ვარ მეორე ტურში ბრძოლისთვის

მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვარ ბრძოლისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა  პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც მხარი დამიჭირა, ხმა მომცა, ყველას, ვინც ორთვენახევარი, სამი თვე ასე აქტიურად მონაწილეობდა კამპანიაში. „ოცნებას“, „ოცნების“ აქტივისტებს, უბრალო ადამიანებს. ის, რაც მოხდა[სრულად…]

2018/10/31 პოლიტიკა