Archive for ნოემბერი, 2018

სამეცნიერო კონფერენცია – „სწავლა-სწავლება უწყვეტი განათლებისათვის“ 1 დეკემბერს გაიმართება

სამეცნიერო კონფერენცია – „სწავლა-სწავლება უწყვეტი განათლებისათვის“ 1 დეკემბერს გაიმართება

1 დეკემბერს 10 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ სამეცნიერო კონფერენცია „სწავლა-სწავლება უწყვეტი განათლებისთვის გაიმართება. კონფერენცია მეორედ ტარდება და მისი მიზანი სხვადასხვა სკოლასა და უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევითი სამუშაოების თავმოყრაა. დღის განმავლობაში მეცნიერ-მკვლევარებს საშუალება ექნებათ მოახდინონ მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება. მათთვის სპეციალურ მოხსენებას საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეული მეცნიერები, სტუდენტები და მაგისტრები გააკეთებენ. პროექტი[სრულად…]

თავდაცვის მინისტრმა 32-ე ბატალიონის სამხედროებს GDRP-ის დასრულება მიულოცა

თავდაცვის მინისტრმა 32-ე ბატალიონის სამხედროებს GDRP-ის დასრულება მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მე-2 როტაცია დასრულდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.[სრულად…]

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ძალიან ღირსეული პრეზიდენტი

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ძალიან ღირსეული პრეზიდენტი

„მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლებამ შეძლო ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ამომრჩეველს, სახელისუფლებლო სტრუქტურებს და დამკვირვებლებს მადლობა[სრულად…]

2018/11/30 პოლიტიკა
ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული

ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული

„ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, ეგრეთ წოდებულ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ჯარს მოიხსენიებს. პირადად, მე და თითოეული ჩვენგანი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მონაპოვარი – ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, ყოველგვარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული“, – ეს განცხადება ლევან იზორიამ საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა. თავდაცვის მინისტრმა III ქვეითი[სრულად…]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოჰანეს დოუმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ნიდერლანდების ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური დღის წესრიგი. ამ კონტექსტში, ყურადღება დაეთმო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მომავალ შეხვედრას ნიდერლანდელ კოლეგასთან, რომელიც მომავალ კვირას მილანში, ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ფარგლებშია დაგეგმილი. შეხვედრაზე[სრულად…]

2018/11/30 პოლიტიკა
დედაქალაქის მერმა „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ გახსნა

დედაქალაქის მერმა „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ გახსნა

 დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ გახსნა, რომელიც თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ორგანიზებით, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს იმართება. ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, დედაქალაქს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები ცხრა ქვეყნიდან სტუმრობენ. თბილისის მერმა ფორუმის ორგანიზატორებს, მომხსენებლებსა და სტუმრებს[სრულად…]

“ყოველი ნაწარმი უნიკალურია და დამზადებულია შეზღუდული რაოდენობით”-ქეთევან ჯინჭარაძე

“ყოველი ნაწარმი უნიკალურია და დამზადებულია შეზღუდული რაოდენობით”-ქეთევან ჯინჭარაძე

კრეატიული და საინტერესო, ამავდროულად – ეროვნული და, ამის გამო, კიდევ უფრო მეტად საინტერესო. რაც უფრო ეროვნულია პროდუქტი, მით უფრო მიმზიდველია, არამხოლოდ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ – უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისთვისაც. „დარბაისელი“ ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან არსებობს. სხვადასხვა მიზეზის გამო, ბრენდს მცირე პაუზები და შეფერხებები ჰქონდა. თუმცა საკუთარი მომხმარებელი არ დაუკარგავს და სტაბილურად[სრულად…]

“მუსიკოსსა და მსმენელს შორის არსებული კავშირი მუდამ უნდა ღრმავდებოდეს და იზრდებოდეს”- ლევან ქათამაძე

“მუსიკოსსა და მსმენელს შორის არსებული კავშირი მუდამ უნდა ღრმავდებოდეს და იზრდებოდეს”- ლევან ქათამაძე

საქართველოში სულ უფრო ვითარდება ელექტრონული მუსიკისადმი ინტერესი და შესაბამისად, კიდევ უფრო იხვეწება მუსიკოსთა სტილიც. საინტერესო იმიჯის შექმნა და შემოქმედებაში საკუთარი ემოცების სრულყოფილად გადმოცემა ერთგვარი ნიჭია, რომელიც დაუღალავ შრომასა და განვითარებას მოითხოვს. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ლევან ქათამაძეს ესაუბრა, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მუდმივად მიისწრაფვის სიახლეებისაკენ და ცდილობს, შემოქმედებაში მკვეთრად გადმოსცეს[სრულად…]

2018/11/29 პერსონა
მულტიმედიური ექსპერიმენტული პროექტი სიმფონია – გამოფენა „ხმა“  გაიმართება

მულტიმედიური ექსპერიმენტული პროექტი სიმფონია – გამოფენა „ხმა“ გაიმართება

30 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, თანამედროვე პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტი სიმფონია-გამოფენა „ხმა“ განხორციელდება. „სიმფონია-გამოფენა“ მულტიმედიური ექსპერიმენტული პროექტია, რომლის მიზანიც ახალი მუსიკალური ჟანრის სიმფონია-გამოფენის შექმნაა. ამისათვის, მომზადებულია ექვსი საექსპოზიციო ინტერაქტიული ობიექტი – აღნიშნულ სივრცეში გადაადგილებითა და აქტივობით, დამთვალიერებელი მუსიკალური კომპოზიციის[სრულად…]

2018/11/29 კულტურა
გელა სამხარაულის ინიციატივით ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

გელა სამხარაულის ინიციატივით ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის ინიციატივით ახმეტაში კახეთის რეგიონში ინოვაციური იდეების მხარდამჭერი მეორე ბირთვი შეიქმნა. ამ ღონისძიებას რამდენიმე დღის წინ თელავის ტექნოპარკის ამოქმედება უსწრებდა წინ. ინოვაციური რეგიონული ცენტრების შექმნის იდეა ახმეტასა და თელავში, ამ რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატ გელა სამხარაულს ეკუთვნის. ეს საკითხი ჯერ კიდევ 2016[სრულად…]

ქართული ჭიდაობა იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა

ქართული ჭიდაობა იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა

იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება, 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატეტიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე იქნა მიღებული. იუნესკოს მე-13 სესიას ქართული დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ამავე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი[სრულად…]

2018/11/29 კულტურა
ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად, სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს – 40.48 %-მა

ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად, სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს – 40.48 %-მა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100%-ის (3 705 საარჩევნო უბანი) დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა. რაც შეეხება შედეგებს კონკრეტული ხმების რაოდენობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 1147627 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ[სრულად…]

2018/11/29 პოლიტიკა
განახლებული შედეგები მთელი ღამის განმავლობაში გამოქვეყნდება

განახლებული შედეგები მთელი ღამის განმავლობაში გამოქვეყნდება

მთელი ღამის განმავლობაში, ლაივ რეჟიმში გვექნება განახლებული შედეგები და გექნებათ შესაძლებლობა, წინასწარი შედეგების შესახებ ეტაპობრივად მიიღოთ ინფორმაცია, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 32%. მათივე ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია სულ 289 საჩივარი. „ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ საოლქო[სრულად…]

2018/11/29 პოლიტიკა
ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემები- სალომე ზურაბიშვილს 57% აქვს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს – 43%

ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემები- სალომე ზურაბიშვილს 57% აქვს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს – 43%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 262 826 ხმა, – ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე კომისის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა. მისივე თქმით, პირველადი წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 195 305 ხმა მიიღო,[სრულად…]

2018/11/29 პოლიტიკა
მიხეილ ბატიაშვილი: „თითოეული სპორტსმენი გმირია, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული ამხელა წარმატება სწორედ მათი დამსახურებაა“

მიხეილ ბატიაშვილი: „თითოეული სპორტსმენი გმირია, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული ამხელა წარმატება სწორედ მათი დამსახურებაა“

„სპორტული წელი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე გვაქვს მართლაც ფანტასტიური შედეგები. 11 თვის მონაცემებით ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, პარალიმპიურ ჩემპიონატებსა და ტურნირებზე, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, 827 მედალი მოიპოვეს, აქედან 300-ზე მეტი მედალი უმაღლესი სინჯისაა. ეს არის ჩვენი ბიჭებისა და გოგონების,[სრულად…]

2018/11/28 სპორტი
ირაკლი კობახიძე – „ჩვენი მთავარი მიზანია არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, მშვიდ გარემოში უზრუნველყოფა

ირაკლი კობახიძე – „ჩვენი მთავარი მიზანია არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, მშვიდ გარემოში უზრუნველყოფა

“ჩვენი მთავარი მიზანია არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, მშვიდ გარემოში უზრუნველყოფა.აქეთკენ იქნება მიმართული მთელი ჩვენი ყურადღება ხვალაც და არჩევნების დღესაც “ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს. „მთლიანობაში[სრულად…]

2018/11/28 პოლიტიკა
მოქმედებს თუ არა არჩევნები ლარის კურსზე?

მოქმედებს თუ არა არჩევნები ლარის კურსზე?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ თვის დასაწყისში ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო. „საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც მოკლევადიანი მერყეობა ახასიათებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს. კურსის[სრულად…]

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოცემული დროისთვის აქტივობამ 19.6 % შეადგინა, რაც რაოდენობრივად 688 551 ამომრჩეველია. ამომრჩეველთა 12:00 საათიანი აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის მონაცემს, მაშინ აქტივობამ შეადგინა 15.95 %, რაც რაოდენობრივად 558 755 ამომრჩეველი[სრულად…]

2018/11/28 პოლიტიკა
„ჭარბვალიანობა არის სიღარიბის შედეგი და არა პირიქით“

„ჭარბვალიანობა არის სიღარიბის შედეგი და არა პირიქით“

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობდა 600 000 ადამიანის ვალის განულებასა და საბანკო შავი სიიდან ამოშლაზე. ამ საკითხის უკეთ გასარკვევად  “თბილისი თაიმსი” ეკონომიკურ ანალიტიკოსს, მერაბ ჯანიაშვილს ესაუბრა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება? ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ. 600 000 ადამიანს ვალებს გაუნულებენ. ამ ადამიანიდან 150 000 სოციალურად[სრულად…]

„საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ უჩივის

„საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ უჩივის

„საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა“ და „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ შორის სასამართლოა ჩანიშნული. შესაბამის პროცესს წინ რამდენიმეთვიანი უთანხმოება უძღოდა. ყველაფრის მიზეზი კი თამბაქოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, მოწევის აკრძალვა-არაკრძალვის იდეები და შესაბამისი შეზღუდვები გახლავთ. „სათამაშო ბიზნესი ასოციაცია“ „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ უჩივის სასამართლოში, რათა ამ უკანასკნელმა უარყოს საკუთარი განცხადება, რომ ეს ბიზნესი არის[სრულად…]

“საბაუნის”  ლექტორი სტუდენტებს კარიერულ წინსვლაში ეხმარება

“საბაუნის” ლექტორი სტუდენტებს კარიერულ წინსვლაში ეხმარება

ადამიანების უმრავლესობა არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელმაც, საკმაოდ პატარა ასაკში, ბევრ წარმატებას მიაღწია და ბევრი ოცნება აიხდინა. რთულია, ადრეულ ასაკშივე გაიაზრო, რაც გინდა, რატომ გინდა და რა უნდა გააკეთო მიზნის მისაღწევად. დავით პიტიურიშვილისთვის ამ პროცესს სირთულეები არ ახლდა. მალევე შეძლო, სურვილები რეალობად ექცია და ბევრისთვის ყოფილიყო სტიმული – სტიმული წარმატების,[სრულად…]

2018/11/28 პერსონა
პენიტენციურ დაწესებულებებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

პენიტენციურ დაწესებულებებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის  ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან ბრალდებულები და მსჯავრდებულები აფიქსირებენ. მეორე ტურის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით გააკეთეს, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულმა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან.[სრულად…]

2018/11/28 პოლიტიკა
28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩევლები საქართველოს[სრულად…]

2018/11/28 პოლიტიკა
ევროკავშირი და FAO საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარებაში ეხმარებიან

ევროკავშირი და FAO საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარებაში ეხმარებიან

27.11.2018 – „სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სამუშაო ჯგუფის“ (WGE) შეხვედრის მონაწილეებმა ექსტენციის სპეციალისტების ტრენინგის საჭიროებების შეფასება და ახლადშექმნილი სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მასალების ონლაინ ბიბლიოთეკა წარადგინეს. განხილულ იქნა ექსტენციის მონიტორინგისა და შეფასების სტრუქტურა, ისევე როგორც შესაბამის ეროვნული სტრატეგიის იმპლიმენტაციის სტატუსი. სტრატეგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (MEPA), ევროკავშირის მხარდაჭერით, 2017 წელს დაამტკიცა.[სრულად…]

მყარი ნარჩენების მართვის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება

მყარი ნარჩენების მართვის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება

თბილისის მერია მყარი ნარჩენების მართვის პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განახორციელებს. შეთანხმებას ხელი დღეს ფინანსთა სამინისტროში თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის რეგიონული ოფისის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს. დღესვე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ფინანსთა სამინისტროსა და EBRD-ს შორის, რომლის ფარგლებში 15 მილიონი ევრო[სრულად…]

მერიის პროექტი, რომელმაც არ გაამართლა

მერიის პროექტი, რომელმაც არ გაამართლა

არსებული სტატისტიკის თანახმად , ჩვენ ქვეყანაში უსახლკარო ადამიანთა რიცხვი საგანგაშოდ მაღალია. ეს პრობლემა უკვე წლებია ჩვენ საზოგადოებას აწუხებს, სხვადასხვა სოციალური პროექტი თუ პროგრამა კი მის მოგვარებას და დაბალანსებას ისახავს მიზნად, ერთერთი ასეთი სოციალური წამოწყება, რომელიც თბილისის მერიას და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს ეკუთვნის, 2008-2012 წლებიდან ფუნქციონირებს და სოციალური საცხოვრისის სახელითაა ცნობილი.[სრულად…]

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის  პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ათი საარჩევნო უბანი 28 ნოემბერს 08:00 საათიდან გაიხსნება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან[სრულად…]

2018/11/27 პოლიტიკა
შსს-მ  მუხიანში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტები გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შსს-მ მუხიანში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტები გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული დ.ე. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, წარსულში არსებული კონფლიქტისა[სრულად…]

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე კონფერენცია გაიმართა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებისა და გამოწვევების შესაჯამებლად კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე პროკურატურამ ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებში[სრულად…]

დასავლეთ   საქართველოში  ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დაარსდება

დასავლეთ საქართველოში ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დაარსდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინიციატივით, დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ბაზაზე ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დაარსდება. ინიციატივის განხორციელებაში სრულად ჩაერთვება აშშ-ის აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU) და სათემო კოლეჯების საერთაშორისო გაერთიანება (CCID). ახალი ინიციატივა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, არჩილ ფრანგიშვილთან შეხვედრის შემდეგ, როგორც ამერიკელმა, ისე[სრულად…]