Archive for ნოემბერი 1st, 2018

საქართველოს პროკურატურამ 200-მდე სკოლის მოსწავლესა და სტუდენტს უმასპინძლა

საქართველოს პროკურატურამ 200-მდე სკოლის მოსწავლესა და სტუდენტს უმასპინძლა

საქართველოს მთავარ პროკურატურას 200-მდე სკოლის მოსწავლე და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი სტუმრობდა. განხორციელებული შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკოსი პროკურორებისგან მიიღეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის საქმიანობისა და სტაჟირების სისტემის შესახებ. ამასთან, იმსჯელეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციფიკასა და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე. პროექტი ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის მომართვის საფუძველზე განხორციელდა. შეხვედრები სკოლის მოსწავლეებისა და[სრულად…]

შსს არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობისას და მომდევნო დღეებში დაფიქსირებული ინციდენტების და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ. 2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და[სრულად…]

საქართველომ კვიპროსისგან საჩუქრად მიწა მიიღო

საქართველომ კვიპროსისგან საჩუქრად მიწა მიიღო

კვიპროსმა საქართველოს 1 000 000 ევროს ღირებულების მიწის ნაკვეთი აჩუქა, – ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „ღალიას (ჟალიას) მონასტერი კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პაფოსის პროვინციის პატარა, ისტორიული ქალაქის, პოლის ქრისოქოსის მახლობლად, ტყეში მდებარეობს. მონასტრის ნანგრევები 1981 წელს აღმოაჩინა ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველმა მეცნიერმა, ქართველი ხელოვნების ისტორიკოსმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა[სრულად…]

2018/11/01 რელიგია
დღეს სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე განიხილება

დღეს სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე განიხილება

სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვასთანდაკავშირებით. მანამდე კი, ბრალდების მხარის აღნიშნულ შუამდგომლობაზე საკუთარი პოზიცია დაცვის მხარემ უნდა წარადგინოს. სასამართლოს მეორე ინსტანციაში პროკურატურა გარკვეული მოწმეების ხელახლა დაკითხვას ითხოვს, თუმცა ადვოკატები ამის საფუძველს ვერ ხედავენ. სააპელაციო[სრულად…]

მსოფლიო ბანკის მოხსენებაში საქართველოს დაწინაურება უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია

მსოფლიო ბანკის მოხსენებაში საქართველოს დაწინაურება უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმიანება მსოფლიო ბანკის მოხსენებას, რომლის მიხედვითად ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ საქართველომ პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 პოზიცია დაიკავა. აფბა-ში მიაჩნიათ, რომ გავლენიან საერთაშორისო მოხსენებაში ქვეყნის დაწინაურება, უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმების შედეგია, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა და მიმზიდველი გახადა[სრულად…]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ  მიხეილ ნინუა დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ ნინუა დაინიშნა

მიხეილ ნინუას გააჩნია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2005-2006 წლებში საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში; მას შემდეგ ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები. მიხეილ ნინუა სხვადასხვა დროს გახლდათ ფოთის პორტის[სრულად…]

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

31 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.ბ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად,  არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 103.24 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 5,764.92 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა, 5,764.92 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მუხიანში, ექვს ოჯახს საკუთრების მოწმობები გადაეცა

მუხიანში, ექვს ოჯახს საკუთრების მოწმობები გადაეცა

ფაქტიურ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. ამჯერად, გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N10 კორპუსში მცხოვრებ ექვს ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა. აღნიშნული ოჯახები N10 კორპუსში წლების განმავლობაში ცხოვრობენ. მათ პირდაპირი განკარგვის ფორმით, პრივატიზების ხელშეკრულებები და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ. ხელშეკრულებები და საკუთრების მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს[სრულად…]

ლევან იზორია: „თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში მორიგი ახალი დინამიკა გვაქვს“

ლევან იზორია: „თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში მორიგი ახალი დინამიკა გვაქვს“

ბათუმში, „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება. „თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენაცია არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ გავუზიაროთ რეგიონული და საერთაშორისო გამოწვევები, ვუთხრათ, თუ რას ვაკეთებთ ერთად ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. საქართველო, როგორც[სრულად…]

ამერიკელი კონგრესმენი ტედ პო აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისაკენ მოუწოდებს

ამერიკელი კონგრესმენი ტედ პო აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისაკენ მოუწოდებს

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესმენმა ტედ პომ (რესპუბლიკელი-ტეხასი) აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ლაითჰაიზერს წერილით მიმართა. „გწერთ, როგორც საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ძლიერი მხარდამჭერი, რათა განიხილოთ ჩვენს მოკავშირე საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი“ – აღნიშნულია წერილში.[სრულად…]

2018/11/01 პოლიტიკა
ელიზაბედ რუდი: „ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“

ელიზაბედ რუდი: „ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსოლუტურ სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობა აქვთ. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად მოხმარება, კონტროლი და გამოყენება. ინფორმაცია, რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სიცრუე”,- აცხადებს ელიზაბედ რუდი.[სრულად…]

2018/11/01 პოლიტიკა
„კარვების სოფელი“ – სოფლის შენებას რა უნდა?!

„კარვების სოფელი“ – სოფლის შენებას რა უნდა?!

როცა საკუთარი ქვეყნის ყველა ღირსებასა და რესურს ისევ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის იყენებ, ეს ნიშნავს იმას, რომ საინტერესო ხარ. ნიშნავს, რომ ქვეყანაა საინტერესო და მთელი მისი უპირატესობით უნდა გავაცნოთ ის დანარჩენს სამყაროს. ლევან ხმელიძე ერთ-ერთია, ვინც საინტერესო და ხარისხიანი იდეებით საქართველო და სხვა ქვეყნები საქართველოს რეალობას მოარგო. ლევან ხმელიძე საოჯახო სასტუმროს,[სრულად…]

თბილისში ახალი შემოქმედებითი სივრცე – ,,ექპერიმენტული თეატრი“ იხსნება

თბილისში ახალი შემოქმედებითი სივრცე – ,,ექპერიმენტული თეატრი“ იხსნება

თბილისის ძველ უბანში, ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, იხსნება ახალი შემოქმედებითი სივრცე  – ,,ექსპერიმენტული თეატრი“. თეატრის მიზანია ინოვაციურად, ახალი ხედვებითა და იდეებით წარმოადგინოს თანამედროვე ხელოვნება.  ეს იქნება ადგილი, სადაც მაყურებელს შეეძლება ერთ სივრცეში დაისვენოს, მიიღოს ახალი ინფორმაცია, გაეცნოს ხელოვნებაში ახალ ტენდენციებს, დაიმუხტოს დადებითი ემოციებითა და ენერგიით. ,,ექსპერიმენტული თეატრი“   დაეთმობა სხვადასხვა სპექტაკლს, რეჟისორებს,[სრულად…]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქედაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქედაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია”-ს ქვე[სრულად…]

სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა კიდევ 2 კოოპერატივში დაინერგა

სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა კიდევ 2 კოოპერატივში დაინერგა

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედ კიდევ ორ კოოპერაციულ საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა დაინერგა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „მთის გემო“ და „თანადგომა“ ადიგენისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საქმიანობენ. მათ USAID/საქართველოს სასოფლო -სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის თანადაფინანსებით “საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის „ (HACCP) შესაბამისობის სერთიფიკატი მიიღეს.[სრულად…]