Archive for ნოემბერი 2nd, 2018

საავტორო თოჯინების მე-2 საერთაშორისო ფესტივალი 2-4 ნოემბერი

საავტორო თოჯინების მე-2 საერთაშორისო ფესტივალი 2-4 ნოემბერი

2 ნოემბერს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი ArtDoll Tbilisi ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრება. ამადე დღეს, 13:00 საათიდან,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება ცნობილი ქართველი და უცხოელი მეთოჯინეების საავტორო ნიმუშები (ესტონეთი, რუსეთი, ჩეხეთი, ლატვია,[სრულად…]

2018/11/02 კულტურა
2019 წელს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პარტნიორის სტატუსით იქნება წარმოდგენილი

2019 წელს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პარტნიორის სტატუსით იქნება წარმოდგენილი

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მეხუთე პანელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან (Munich Security Conference) პარტნიორობით გაიმართა და შავი ზღვის გეოპოლიტიკის პერსპექტივების განხილვას დაეთმო. მონაწილეებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით სიტყვით მიმართა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა. მან ფორუმის მონაწილეებს მნიშვნელოვანი სიახლე აცნობა და განაცხადა, რომ მომავალი წლის თებერვალში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია[სრულად…]

2018/11/02 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვიმსჯელებთ  ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

ირაკლი კობახიძე: ვიმსჯელებთ ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

„შეიძლება, ვიმსჯელოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად, ნარკოტიკული პოლიტიკა“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.[სრულად…]

2018/11/02 პოლიტიკა
საქართველო  ციურიხში ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე მიიღებს მონაწილეობას

საქართველო ციურიხში ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე მიიღებს მონაწილეობას

მიმდინარე წლის 1-15 ნოემბერს შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში ღვინის საერთაშორისო გამოფენა Expovina იმართება, რომელშიც  საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით პირველად მონაწილეობს. Expovina განსაკუთრებული ლოკაციით და ფორმატით გამოირჩევა – გამოფენა ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე. აღნიშნულ  გამოფენაზე ტრადიციულად დაახლოებით 4 ათასი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მას  65[სრულად…]

“იმედში” მარიხუანაზე გადაცემა დაბლოკეს?

“იმედში” მარიხუანაზე გადაცემა დაბლოკეს?

“რა ხდება ტელეკომპანია “იმედის” თავს?! მარიხუანას თემაზე ორი თვეა ჩაიწერა გადაცემა “პრაიმ შოუში” და არ უშვებენ ეთერში”-ამის შესახებ ლექტორი და ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, გიორგი მიქანაძე საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს. “რა ხდება ტელეკომპანია “იმედის” თავს?! მარიხუანას თემაზე ორი თვეა ჩაიწერა გადაცემა “პრაიმ შოუში” და არ უშვებენ აშკარად ეთერში. გადაცემაში მონაწილეობდა ლადო[სრულად…]

მთავრობა კანაფის კულტივაციის  კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას დათანხმდა

მთავრობა კანაფის კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას დათანხმდა

კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მთავრობის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევის თაობაზე. მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ იურიდიული თვალსაზრისით პროექტს გასაწვევი არაფერი სჭირდა და იურიდიულად გამართული იყო, მაგრამ რაკი საკითხს პოლიტიკური კონტექსტი მიეცა, საზოგადოების[სრულად…]

ბათუმში ნატოს ხუთი სამხედრო ხომალდი შემოვიდა

ბათუმში ნატოს ხუთი სამხედრო ხომალდი შემოვიდა

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, ნატოს ხუთი სამხედრო ხომალდი შემოვიდა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი SNMCMG2 დღეს შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას  ტელეკომპანია იმედი ავრცელებს. შენაერთის შემადგენლობაშიც არის საფლაგმანო ხომალდი „FGS RHEIN” (გერმანია), ხომალდები: “TCG ERDEMLI” (თურქეთის რესპუბლიკა), “BRG STIBAR” (ბულგარეთი), ”ROS DIMITRIE NICOLESCUE” (რუმინეთი) და „SPS TURIA”[სრულად…]

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია დღეს პატრიარქს შეხვდებიან

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია დღეს პატრიარქს შეხვდებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს საპატრიარქოში შეხვედრას გამართავენ. შეხვედრაზე განსახილველი საკითხი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი იქნება. შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება.

ოქტომბრის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 395 ფაქტი გამოვლინდა

ოქტომბრის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 395 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 395 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 114 ფაქტი გამოვლინდა კახეთის[სრულად…]

ზურაბ ლიპარტია: „სტრატეგიული  და სისტემური  მიდგომის შედეგად  მავნებლის რაოდენობა შემცირდა“

ზურაბ ლიპარტია: „სტრატეგიული და სისტემური მიდგომის შედეგად მავნებლის რაოდენობა შემცირდა“

2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები და შედეგები შეაჯამეს აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში. მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად ჩატარდა. დასავლეთ საქართველოში-სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით, 780 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა. ტყის პერიმეტრებზე დამონტაჟდა „მოიზიდე და განადგურე“ სადგურები,[სრულად…]

წლიური ინფლაციის დონემ 2,3%  შეადგინა-საქსტატი

წლიური ინფლაციის დონემ 2,3% შეადგინა-საქსტატი

2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,3 პროცენტი შეადგინა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ[სრულად…]

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის[სრულად…]

შალვა თადუმაძემ გორში არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობის საქმის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მოისმინა

შალვა თადუმაძემ გორში არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობის საქმის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მოისმინა

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გორში, 2018 წლის 25 ოქტომბერს მომხდარი არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობის საქმის ზედამხედველ პროკურორს ზაზა მეტონიძეს შეხვდა. შეხვედრაზე შალვა თადუმაძემ მომხდარი ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და შიდა ქართლის პროკურორთან სისხლის სამართლის საქმის შესახებ ისაუბრა. მთავარმა პროკურორმა ზაზა მეტონიძეს მკვლელობის საქმის გახსნის პროცესში განხორციელებული ეფექტიანი საპროკურორო ზედამხედველობისთვის მადლობა[სრულად…]

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას აქვეყნებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას აქვეყნებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგისა და შესაბამისი კვლევების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ იმ საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ნაწლავური ინფექციით აღსაზრდელთა დაავადების ფაქტები, საკვები პროდუქტები აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, არის ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკრობიოლოგიურ ელემენტებს. საბავშვო ბაღებში არსებული პროდუქტის სინჯები[სრულად…]